სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. დრიფტი შესაძლოა, დასჯადი გახდეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
ე.წ. დრიფტი შესაძლოა, დასჯადი გახდეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, დას­ჯა­დი ხდე­ბა ე.წ. დრიფ­ტი, რაც გუ­ლის­ხმობს ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ზრახ მო­ცუ­რე­ბას/მოს­რი­ა­ლე­ბას ან/და მო­ცუ­რე­ბით წრი­უ­ლი ბრუნ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლის მიერ მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩ­ქა­რით, 150 ლა­რის ნაც­ვლად, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

„სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ“ და „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს უკვე გა­და­ეგ­ზავ­ნა.

„საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. სა­მი­ნის­ტრომ, პრაქ­ტი­კა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, „ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ“ და „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე“ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უ­წყობს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში გან­სა­ზღვრუ­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი: დას­ჯა­დი ხდე­ბა ე.წ. დრიფ­ტი, რაც გუ­ლის­ხმობს ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ზრახ მო­ცუ­რე­ბას/მოს­რი­ა­ლე­ბას ან/და მო­ცუ­რე­ბით წრი­უ­ლი ბრუნ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

სან­ქცი­ად წეს­დე­ბა ჯა­რი­მა 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით და მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის 30 ქუ­ლით შემ­ცი­რე­ბა. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰ­ყვე­ბა ზი­ა­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით და მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის 35 ქუ­ლით შემ­ცი­რე­ბას.

დას­ჯა­დი ხდე­ბა ჩა­მო­წე­რის შე­დე­გად აღ­რი­ცხვი­დან მოხ­სნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის წეს­დე­ბა ჯა­რი­მა 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და მარ­თვის მოწ­მო­ბის 30 ქუ­ლით შემ­ცირ­დე­ბა.

შე­სა­ბა­მის უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნოს­თან შე­თან­ხმე­ბის და/ან კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და შე­ფე­რი­ლო­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ცი­ლე­ბის გა­რე­შე არა­გა­ბა­რი­ტუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გზა­ზე მოძ­რა­ო­ბის­თვის სან­ქცია, ნაც­ვლად 100 ლა­რი­სა, იქ­ნე­ბა ჯა­რი­მა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღ­ნიშ­ნულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას მოჰ­ყვა ზი­ა­ნი, 250 ლა­რის ნაც­ვლად, და­წეს­დე­ბა ჯა­რი­მა 2 000 ლარი.

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლის მიერ მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩ­ქა­რით, 150 ლა­რის ნაც­ვლად, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით და­მუ­ქე­ბუ­ლი მი­ნე­ბით სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, 50 ლა­რის ნაც­ვლად, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

დას­ჯა­დი ხდე­ბა ისე­თი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რომ­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ხმა­უ­რის დონე აღე­მა­ტე­ბა დად­გე­ნილ ნორ­მა­ტი­ვებს. სან­ქცი­ის სა­ხედ წეს­დე­ბა ჯა­რი­მა 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით და მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის 10 ქუ­ლით შემ­ცი­რე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე მო­წეს­რიგ­დე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო, ხოლო შემ­დგომ მოხ­დე­ბა ხმა­უ­რისმზო­მი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ძე­ნა.

გარ­და ამი­სა, აღ­მო­ი­ფხვრე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბი, მათ შო­რის, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მი­ღე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის წესი, რომ­ლი­თაც შემ­ცირ­დე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მი­ღე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

ცვლი­ლე­ბა შე­დის აგ­რეთ­ვე „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში. რიგი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის მი­ნი­ჭე­ბულ ქუ­ლა­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ“ და „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს გა­და­ეგ­ზავ­ნა”, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკითხველი
0

ვა, მიხვდნენ ჩვენი სამართალდამცავები და მთავრობა რომ შუა ქალაქში არ შეიძლება? ვაააა, რა მიღწევაა!!! აქამდე არ იცოდნენ რომ არ შეიძლება და დასჯადი უნდა იყოს და თანაც ძალიან მკაცრად? 

კი
3

ღამის საათებში ფეხით პატრულირება უნდა გაძლიერდეს. მანქანით ტრასაზე სიარული არაა საკმარისი. თუნდაც შიდა ეზოებში "ბესედკებში" დილამდე რო ლაპარაკობენ და იცინიან ხალხს არ აძინებენ არ შეიძლება. ევროპაში გინდა აზიაში ასეა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ე.წ. დრიფტი შესაძლოა, დასჯადი გახდეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ე.წ. დრიფტი შესაძლოა, დასჯადი გახდეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი კანონპროექტის თანახმად, დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრომ, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები შეიმუშავა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია ცვლილებები: დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას.

სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.

დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.

შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურისმზომი აღჭურვილობის შეძენა.

გარდა ამისა, აღმოიფხვრება ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, მათ შორის, განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების გამოქვეყნების წესი, რომლითაც შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების ჩაუბარებლობის შემთხვევები.

ცვლილება შედის აგრეთვე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. რიგი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.