სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუნდაძე-ყაველაშვილ-სუბარის მორიგი ეპისტოლე, ამჯერად ნედ პრაისის მისამართით: კვლავ ომზე აპელირება და მზადყოფნა ივანიშვილის ღირსების სადარაჯოზე დასადგომად
ხუნდაძე-ყაველაშვილ-სუბარის მორიგი ეპისტოლე, ამჯერად ნედ პრაისის მისამართით: კვლავ ომზე აპელირება და მზადყოფნა ივანიშვილის ღირსების სადარაჯოზე დასადგომად

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი დიმიტ­რი ხუნ­და­ძე, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და სო­ზარ სუ­ბა­რი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრეს-სპი­კერს, ნედ პრა­ისს სა­ჯა­რო წე­რი­ლით მი­მარ­თა­ვენ.

მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" აქ­ვეყ­ნებს, ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის არ­მი­ნი­ჭე­ბა და­სავ­ლე­თის მხრი­დან უხე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მა იყო, რა­მაც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლა­რი­ზა­ცია გა­აღ­რმა­ვა და უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა გა­ა­ჩი­ნა.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზეთ­სა და ოსეთს არა ომით, არა­მედ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით და­იბ­რუ­ნებს და ნატო და ევ­რო­კავ­ში­რი სწო­რედ ამის გა­რან­ტად ავირ­ჩი­ეთ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, უშე­დე­გოდ.

წე­რილ­ში ლა­პა­რა­კია ასე­ვე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხე­ბაც - რო­გორც მმარ­თვე­ლი გუნ­დის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ზო­მი გახ­დე­ბა და "მისი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა არც ჩვენ­გან და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან უპა­სუ­ხოდ არ დარ­ჩე­ბა“.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მოგ­მარ­თავთ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრეს-სპი­კერს. მოგ­მარ­თავთ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ი­დან ახ­ლა­ხან გა­სუ­ლი სამი დე­პუ­ტა­ტის სა­ხე­ლით. რად­გან თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, მეტი სი­ცხა­დის­თვის პირ­და­პირ გად­მოგ­ვე­ცა ჩვე­ნი სათ­ქმე­ლი.

თავ­და­პირ­ვე­ლად გვსურს გან­ვმარ­ტოთ: რო­დე­საც მმარ­თვე­ლი გუნ­დის სამი წევ­რი და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი თა­ნამ­დე­ბო­ბებს ტო­ვებს, მმარ­თველ გუნდს და სა­კუ­თარ თავ­ზე ურ­თუ­ლეს მი­სი­ას იღებს, ხალ­ხის­თვის სი­მარ­თლის თქმის პრინ­ცი­პით, ვფიქ­რობ, ეს უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლია. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა არ გვაძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას, რომ ეს ნა­ბი­ჯი და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­დავ­დგათ და ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, რა­ზეც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გვაქვს.

რაც უკვე ვთქვით და რა­საც მო­მა­ვალ­ში ვი­ტყვით, გამ­ყა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბით. რის­კი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღეთ, მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მტკი­ცეა და არ ვცვლით.

უქ­მნის თუ არა ჩვე­ნი ქმე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს საფრ­თხეს?

რა თქმა უნდა, არა! სწო­რედ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა იყოს გამჭვირ­ვა­ლე და სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თა­ნას­წო­რო­ბის და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბო­დეს.

დღე­ვან­დელ­მა პრო­ცე­სებ­მა კი­დევ უფრო ნა­თე­ლი გა­ხა­და ის ფაქ­ტი, თუ რამ­დე­ნად ვჭირ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლო და და­სავ­ლე­თი.

ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც ორ­მხრი­ვია. ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტუ­რე­ბი მო­მა­ვალ­ში კავ­კა­სი­ის მეტ პო­ლი­ტი­კურ დატ­ვირ­თვა­ზე მი­უ­თი­თებს. სა­ქარ­თვე­ლო კი კავ­კა­სი­ა­ში წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მწი­ფოა.

მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე გვიჩ­ნდე­ბა კი­თხვა, ხომ არ ხდე­ბა დღეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა მსოფ­ლი­ო­ში?

მარ­თა­ლია, ახა­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ახალ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბას ქმნის, მაგ­რამ ეს არ უნდა შე­ე­ხოს იმ მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რის­თვი­საც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა რუს ოკუ­პან­ტთან წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში არა­ერ­თხელ დავღვა­რეთ სის­ხლი.

თუკი ახა­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კა ცვლის არა მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ულ სა­ზღვრებს, არა­მედ მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ იდე­ო­ლო­გი­ას, მა­შინ უნდა ვი­ცო­დეთ, სად არის სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი? ან რის ფა­სად ვი­ღებთ ახალ მო­ცე­მუ­ლო­ბას?

თუკი ეს ფასი ომით უნდა გა­ვი­ღოთ და ამით სა­ქარ­თვე­ლო სამ­სხვერ­პლო­ზე ავი­ტა­ნოთ, მა­შინ ეს რე­ა­ლო­ბა ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. იმი­ტომ არა, რომ ქარ­თვე­ლებს ომის გვე­ში­ნია და სამ­შობ­ლოს­თვის თავ­გან­წირ­ვა არ ვი­ცით, არა­მედ იმი­ტომ, რომ ამ გზის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავთ.

გარ­და ამი­სა, ჩვენ არა­სო­დეს და­ვი­წყებთ ომს ჩვე­ნი აფხა­ზი და ოსი ძმე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენ მშვი­დო­ბით და­ვიბ­რუ­ნებთ ერ­თმა­ნეთს. სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბა სწო­რედ ამა­ში გვჭირ­დე­ბა. სწო­რედ ამის გა­რან­ტად ავირ­ჩი­ეთ ნა­ტოც და ევ­რო­კავ­ში­რიც, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოდ.

მრა­ვალ­წლი­ან­მა ხან­გრძლივ­მა მო­ლო­დი­ნებ­მა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მო­იწ­ვია ქარ­თველ ხალ­ხში და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მი­მართ, რაც საფრ­თხის შემ­ცვე­ლია არა მარ­ტო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, არა­მედ თა­ვად და­სავ­ლე­თის­თვი­საც. ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პის საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბულ­მა უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი.

ყვე­ლა­სათ­ვის ნა­თე­ლია, რომ და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას მო­ი­ცავს და ეს უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ხალ­ხმა ამ ერ­თობ­ლივ შე­თან­ხმე­ბად მი­ი­ღო. მი­თუ­მე­ტეს, მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლი ევ­რო­პი­დან გაგ­ვაც­ნეს, რომ უკ­რა­ი­ნამ სტა­ტუ­სი მხო­ლოდ იმი­ტომ მი­ი­ღო, რომ ომ­შია ჩარ­თუ­ლი. ამით ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია ჩვენ­თვის, თუ რა­ტომ და­ი­ჩაგ­რა სა­ქარ­თვე­ლო!

სტა­ტუ­სის არ­მი­ნი­ჭე­ბა და­სავ­ლე­თის მხრი­დან უხე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მა იყო, რა­მაც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლა­რი­ზა­ცია გა­აღ­რმა­ვა და უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა გა­ა­ჩი­ნა. ფაქ­ტია, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ რუ­სეთს აძ­ლევს ხელს.

რა­ტომ ვსა­უბ­რობთ გა­მუდ­მე­ბით ომზე? ამა­ზე ჩვენ არ ვსა­უბ­რობთ, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან ამა­ზე ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ. უფრო მე­ტიც, მათ ქვე­ყა­ნა­ში ომის პრო­პა­გან­და და­ი­წყეს და სამ­წუ­ხა­როდ, ამ რი­ტო­რი­კას თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­ე­მიჯ­ნა. მსგავ­სმა რი­ტო­რი­კამ უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის მხრი­დან გუ­ში­ნაც გა­იჟ­ღე­რა.

არ გვახ­სოვს ქალ­ბა­ტო­ნი დეგ­ნა­ნის არც ერთი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ომის პრო­პა­გან­დის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. არა­და, ამის ფაქ­ტი ბევ­რი იყო. აღარ დავ­კონ­კრეტ­დე­ბით, რად­გან გვჯე­რა, რომ თქვენ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ.

ალ­ბათ მი­უ­ღე­ბე­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის, რომ მათ სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხი პო­ლი­ტი­კურ მხა­რედ აღიქ­ვამ­დეს. არა­და, სამ­წუ­ხა­როდ, ასეა. განა აქვს გა­მარ­თლე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის ასეთ პო­ლი­ტი­ზი­რე­ბას? რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის უნდა იფუნ­ქცი­ო­ნი­როს და არა მხო­ლოდ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის­თვის და მათი პი­რა­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის. ეს არის "შერ­ჩე­ვი­თი დიპ­ლო­მა­ტია“, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, დიპ­ლო­მა­ტი­ას ამო­ფა­რე­ბულ "შერ­ჩე­ვით პო­ლი­ტი­კა­ზე“.

დე­ზინ­ფორ­მა­ცია და პი­რა­დი თავ­დას­ხმა ელჩზე“ ?! ამ სი­ტყვე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში დავ­რწმუნ­დე­ბო­დით მა­შინ, თუკი ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის­გან გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბო­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას მხრი­დან თქვე­ნი ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის მი­მართ პირ­და­პირ ეთერ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი, ბინ­ძუ­რი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბის შემ­დეგ. აი, ის იყო შე­უ­რა­ცხყო­ფა და თავ­დას­ხმა მას­ზე და არა ჩვენს მიერ დას­მულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მო­თხოვ­ნა.

თუმ­ცა, ვერც აქ და ვერც ამე­რი­კი­დან მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა ვერ მო­ვის­მი­ნეთ, ვერც რე­ა­ლურ თავ­დას­ხმა­ზე და ვერც სა­ფუძ­ვლი­ან კი­თხვებ­ზე. ქალ­ბა­ტონ­მა დეგ­ნან­მა ჩვენს მიერ მოყ­ვა­ნილ ფაქ­ტებს ტყუ­ი­ლი უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ წე­რი­ლი ბო­ლომ­დე არც კი წა­ი­კი­თხა.

არა მგო­ნია, ამე­რი­კა­ში კონ­გრეს­მე­ნის მიერ დას­მულ კი­თხვებ­ზე რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ელ­ჩის მხრი­დან მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასა­ტა­ნი გახ­დეს.

რაც მი­უ­ღე­ბე­ლია თქვენ­თვის, ის მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვენ­თვი­საც! რაც ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის­თვის, ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვი­საც!

რა­ტომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი? ეს კი­თხვა მწა­ვა­ვეა დღეს და კი­დევ უფრო მწვა­ვე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, თუკი ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი მე­გობ­რე­ბი არ აგ­ვიხ­სნი­ან, თუ რა არის რე­ა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია.

დღეს გა­მუდ­მე­ბით გვეს­მის, რომ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­კავ­ში­რი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ჩვენს სამ­შობ­ლოს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და ამის­თვის მათი მად­ლი­ე­რი უნდა ვი­ყოთ. დიახ, მად­ლი­ე­რი ვართ და არა­ერ­თხელ გვით­ქვამს მად­ლო­ბა ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­თვის, მაგ­რამ რა­ტომ არ უნდა ვუ­თხრათ მად­ლო­ბა იმ პი­როვ­ნე­ბას, ვინც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბა გა­ი­ღო სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის?

უფრო მე­ტიც, სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იდგა ქვე­ყა­ნა­ში ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­თა­ვე­ებ­თან და 2012 წელს სწო­რედ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოს­ცილ­და ქვე­ყა­ნას მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის ეპი­ზო­დუ­რი წარ­მა­ტე­ბა ცალ­კე­ულ სფე­რო­ებ­ში, მუდ­მივ და სის­ტე­მურ ძა­ლა­დო­ბა­ზე და და­ნა­შა­ულ­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მისი და მისი გუნ­დის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბაც კი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აგ­რე­სი­ას იწ­ვევს მისი ლო­ბის­ტე­ბის მი­მართ.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ზო­მი გახ­დე­ბა! და­უ­ფა­რა­ვად ვა­ცხა­დებთ, რომ მისი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ დარ­ჩე­ბა არც ჩვენ­გან და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან უპა­სუ­ხოდ. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა წარ­სუ­ლი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ბევ­რჯერ და­უშ­ვა შეც­დო­მა ეროვ­ნუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე­ე­ბის მი­მართ, ვერ გა­ვუფრ­თხილ­დით მათ და ამით წა­ა­გო ქვე­ყა­ნამ. აღარ ვა­პი­რებთ ამ ის­ტო­რი­უ­ლი შეც­დო­მის გან­მე­ო­რე­ბას. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ღო და ახლა ჯერი ჩვენ­ზეა!

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან 30-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მა­გა­ლი­თი გვაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ ჩვენ სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რო­ბა შეგ­ვიძ­ლია. სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ღო, რათა ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ოჯა­ხის ღირ­სე­უ­ლი წევ­რი გახ­დეს. ჩვენ ამის­თვის სის­ხლი ბევ­რჯერ დავღვა­რეთ და უშე­დე­გოდ კი­დევ მსხვერ­პლის გა­ღე­ბას აღარ ვა­პი­რებთ.

არ გვინ­და, მუდ­მი­ვად ნა­ტოს მყა­რად და­ხუ­რულ კა­რებ­თან ვიდ­გეთ და არ გვინ­და ვი­ღებ­დეთ ევ­რო­პის საბ­ჭოს ქრო­ნი­კულ და­პი­რე­ბებს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს, რომ მის და­სავ­ლურ სწრაფ­ვას რე­ა­ლუ­რი და ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი მოჰ­ყვეს.

არ გვინ­და, უცხო ქვეყ­ნე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ებ­ში უხე­შად ერე­ოდ­ნენ, სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის რე­ვი­ზია სა­ელ­ჩო­ებ­ში კეთ­დე­ბო­დეს, არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად ხდე­ბო­დეს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის უზო­მოდ მო­ა­მა­გე, უდი­დეს ქველ­მოქ­მედს სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბით შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ.

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი უკვე გა­ა­კე­თა და ამ არ­ჩე­ვანს არა­სო­დეს შეც­ვლის. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ და სა­ქარ­თვე­ლო იმ მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებს ას­ცდეს, რაც დღეს რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე," - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
15

ბარემ ისიც გეთქვათ: აფხაზეთი და სამაჩაბლო ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებულები მოგვართვან თუ გაუწევრიანებლები? უკრაინას რომ ხელი არ გაენძრია და ზელენსკის მთავრობას ყირიმივით დაეთმო მთელი უკრაინა არც ამერიკა და არც ევროპა თავს არ შეიწუხებდა უკრაინის დაცვაზე, ისევე მოიქცეოდნენ როგორც ყირიმის შემთხვევაში მოიქცნენ: შეშფოთდებოდნენ, აღშფოთდებობნენ მერე ცივ წყალს დალევდნენ და უკრაინას საერთოდ დაივიწყებდნენ. შენ თუ ხელი არ გაანძრიე შენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს შენს მაგივრად. უკეთეს შემთხვევაში სხვა შეიძლება დაგეხმაროს, სულ ეს არის.

ჩიტოს
22

ხალხის სახელით რომ ლაპარაკობ გააქვს უფლება?მაგას ელოდება რუსეთი და გადაკყლაპავს როგორც კი ზურგს შეგაქცევს ამერიკა და ევროპა.ტყუილათ არ გეძახიან რუსულ ოცნებას/

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ხუნდაძე-ყაველაშვილ-სუბარის მორიგი ეპისტოლე, ამჯერად ნედ პრაისის მისამართით: კვლავ ომზე აპელირება და მზადყოფნა ივანიშვილის ღირსების სადარაჯოზე დასადგომად

ხუნდაძე-ყაველაშვილ-სუბარის მორიგი ეპისტოლე, ამჯერად ნედ პრაისის მისამართით: კვლავ ომზე აპელირება და მზადყოფნა ივანიშვილის ღირსების სადარაჯოზე დასადგომად

"ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს საჯარო წერილით მიმართავენ.

მიმართვაში, რომელსაც დიმიტრი ხუნდაძე "ფეისბუქგვერდზე" აქვეყნებს, ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება დასავლეთის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, რამაც ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და უსამართლობის განცდა გააჩინა.

მათივე განცხადებით, საქართველო ოკუპირებული აფხაზეთსა და ოსეთს არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს და ნატო და ევროკავშირი სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ, თუმცა ჯერჯერობით, უშედეგოდ.

წერილში ლაპარაკია ასევე, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესახებაც - როგორც მმართველი გუნდის ყოფილი წევრები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილის საკითხი საქართველოში დასავლური ღირებულებების საზომი გახდება და "მისი ღირსების შეურაცხყოფა არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ არ დარჩება“.

"უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყნის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს. მოგმართავთ სახელისუფლებო პარტიიდან ახლახან გასული სამი დეპუტატის სახელით. რადგან თქვენი განცხადება ჩვენი მისამართით იყო გაკეთებული, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეტი სიცხადისთვის პირდაპირ გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი.

თავდაპირველად გვსურს განვმარტოთ: როდესაც მმართველი გუნდის სამი წევრი და მაღალი თანამდებობის პირი თანამდებობებს ტოვებს, მმართველ გუნდს და საკუთარ თავზე ურთულეს მისიას იღებს, ხალხისთვის სიმართლის თქმის პრინციპით, ვფიქრობ, ეს უკვე სერიოზული პოლიტიკური გზავნილია. ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება და განვლილი ცხოვრება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად გადავდგათ და ვისაუბროთ იმაზე, რაზეც მტკიცებულებები არ გვაქვს.

რაც უკვე ვთქვით და რასაც მომავალში ვიტყვით, გამყარებული იქნება მხოლოდ ფაქტებით. რისკი, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა და არ ვცვლით.

უქმნის თუ არა ჩვენი ქმედება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებს საფრთხეს?

რა თქმა უნდა, არა! სწორედ დემოკრატიული ღირებულებები გვავალდებულებს, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს გამჭვირვალე და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეფუძნებოდეს.

დღევანდელმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, თუ რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს საქართველო და დასავლეთი.

ჩვენი ურთიერთობებიც და ვალდებულებებიც ორმხრივია. ახალი პოლიტიკური კონტურები მომავალში კავკასიის მეტ პოლიტიკურ დატვირთვაზე მიუთითებს. საქართველო კი კავკასიაში წამყვანი სახელმწიფოა.

მიმდინარე პროცესების ფონზე გვიჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება დღეს დემოკრატიული ღირებულებების გადაფასება მსოფლიოში?

მართალია, ახალი გეოპოლიტიკური ვითარება ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს იმ მთავარ ღირებულებებს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა რუს ოკუპანტთან წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთხელ დავღვარეთ სისხლი.

თუკი ახალი გეოპოლიტიკა ცვლის არა მხოლოდ ტერიტორიულ საზღვრებს, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, სად არის საქართველოს ადგილი? ან რის ფასად ვიღებთ ახალ მოცემულობას?

თუკი ეს ფასი ომით უნდა გავიღოთ და ამით საქართველო სამსხვერპლოზე ავიტანოთ, მაშინ ეს რეალობა ჩვენთვის მიუღებელია. იმიტომ არა, რომ ქართველებს ომის გვეშინია და სამშობლოსთვის თავგანწირვა არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ ამ გზის პერსპექტივას ვერ ვხედავთ.

გარდა ამისა, ჩვენ არასოდეს დავიწყებთ ომს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების წინააღმდეგ, ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. საერთაშორისო პარტნიორების დახმარება სწორედ ამაში გვჭირდება. სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ ნატოც და ევროკავშირიც, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, იმედგაცრუება გამოიწვია ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ, რაც საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თავად დასავლეთისთვისაც. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი.

ყველასათვის ნათელია, რომ დასავლური პოლიტიკა ევროპული და ამერიკული პოლიტიკების ერთობლიობას მოიცავს და ეს უსამართლო გადაწყვეტილებაც ხალხმა ამ ერთობლივ შეთანხმებად მიიღო. მითუმეტეს, მთავარი პოლიტიკური გზავნილი ევროპიდან გაგვაცნეს, რომ უკრაინამ სტატუსი მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ომშია ჩართული. ამით ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, თუ რატომ დაიჩაგრა საქართველო!

სტატუსის არმინიჭება დასავლეთის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, რამაც ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და უსამართლობის განცდა გააჩინა. ფაქტია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.

რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე? ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ. უფრო მეტიც, მათ ქვეყანაში ომის პროპაგანდა დაიწყეს და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში არ გაემიჯნა. მსგავსმა რიტორიკამ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან გუშინაც გაიჟღერა.

არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ. არადა, ამის ფაქტი ბევრი იყო. აღარ დავკონკრეტდებით, რადგან გვჯერა, რომ თქვენ ყველა ინფორმაციას ფლობთ.

ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა. განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზირებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იფუნქციონიროს და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს არის "შერჩევითი დიპლომატია“, რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ "შერჩევით პოლიტიკაზე“.

დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე“ ?! ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდებოდით მაშინ, თუკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცხადება გაკეთდებოდა ტელეკომპანია "მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხრიდან თქვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ პირდაპირ ეთერში გაკეთებული აგრესიული, ბინძური და შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ. აი, ის იყო შეურაცხყოფა და თავდასხმა მასზე და არა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის მოთხოვნა.

თუმცა, ვერც აქ და ვერც ამერიკიდან მსგავსი განცხადება ვერ მოვისმინეთ, ვერც რეალურ თავდასხმაზე და ვერც საფუძვლიან კითხვებზე. ქალბატონმა დეგნანმა ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტებს ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ წერილი ბოლომდე არც კი წაიკითხა.

არა მგონია, ამერიკაში კონგრესმენის მიერ დასმულ კითხვებზე რომელიმე ქვეყნის ელჩის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ასატანი გახდეს.

რაც მიუღებელია თქვენთვის, ის მიუღებელია ჩვენთვისაც! რაც ანტიდემოკრატიულია ამერიკელი ხალხისთვის, ანტიდემოკრატიულია ქართველი ხალხისთვისაც!

რატომ ბიძინა ივანიშვილი? ეს კითხვა მწავავეა დღეს და კიდევ უფრო მწვავე იქნება მომავალში, თუკი ჩვენი დასავლელი მეგობრები არ აგვიხსნიან, თუ რა არის რეალური დემოკრატია.

დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს სამშობლოს ეხმარებოდნენ და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის?

უფრო მეტიც, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იდგა ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის სათავეებთან და 2012 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოსცილდა ქვეყანას მოძალადე ხელისუფლება, რომლის ეპიზოდური წარმატება ცალკეულ სფეროებში, მუდმივ და სისტემურ ძალადობაზე და დანაშაულზე იყო დაფუძნებული. მისი და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობაც კი ქართულ საზოგადოებაში აგრესიას იწვევს მისი ლობისტების მიმართ.

ბიძინა ივანიშვილის საკითხი საქართველოში დასავლური ღირებულებების საზომი გახდება! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ყველაფერი გაიღო და ახლა ჯერი ჩვენზეა!

ამერიკის შეერთებულ შტატებთან 30-წლიანი თანამშრომლობის მაგალითი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ საუკეთესო პარტნიორობა შეგვიძლია. საქართველომ ყველაფერი გაიღო, რათა ნატოსა და ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს. ჩვენ ამისთვის სისხლი ბევრჯერ დავღვარეთ და უშედეგოდ კიდევ მსხვერპლის გაღებას აღარ ვაპირებთ.

არ გვინდა, მუდმივად ნატოს მყარად დახურულ კარებთან ვიდგეთ და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს.

არ გვინდა, უცხო ქვეყნები ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია საელჩოებში კეთდებოდეს, არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება ხელოვნურად ხდებოდეს და ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ.

ქართველმა ხალხმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე ისტორიული არჩევანი უკვე გააკეთა და ამ არჩევანს არასოდეს შეცვლის. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები გადავარჩინოთ და საქართველო იმ მოსალოდნელ საფრთხეებს ასცდეს, რაც დღეს რეალურად არსებობს ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე," - ნათქვამია განცხადებაში.