პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აი, მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა, ჩემო წმინდა ოჯახო..." - სოსო გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს
"აი, მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა, ჩემო წმინდა ოჯახო..." - სოსო გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს

სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, სოსო გო­გაშ­ვილს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 18 ივ­ლისს შე­ე­ფარ­და. გო­გაშ­ვი­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ნინო გო­გაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"მშვი­დო­ბა, მო­კე­თე­ე­ბო. აი, მეც გა­მოვ­ჩნდი, დავ­ლაგ­დი, მოვ­წეს­რიგ­დი, ვეჩ­ვე­ვი ახალ გა­რე­მოს. ამ გან­საც­დელ­საც გა­ვუძ­ლებ რწმე­ნით. ახლა მო­კი­თხვე­ბი და მად­ლო­ბა, ჩემო წმინ­და ოჯა­ხო. მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა და მე­ი­მე­დე­ბით. თქვენ თუ მაგ­რად და ერ­თად იდ­გე­ბით, მე აქ არა­ფე­რი არ გა­მი­ჭირ­დე­ბა. ჩემო თეა, ჩემო მე­გო­ბა­რო, ხო მე­უბ­ნე­ბო­დი სულ, რომ ქვა და რკი­ნა ვარო, ხოდა ახლა და­დე­ქი მტკი­ცედ და მარ­თე ოჯა­ხი კარ­გი ვაჟ­კა­ცი­ვით. მა­პა­ტი­ეთ ჩემი ახი­რე­ბა, რის გა­მოც აგა­ფო­რი­ა­ქეთ, მაგ­რამ ეგე­თი ჯი­უ­ტი კა­მე­ჩი ვარ ხომ იცით, მად­ლო­ბა ჩემს ად­ვო­კა­ტებს, ჩემს მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს, ყვე­ლას ჩე­მებს, მა­ჩხა­ა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი ტვი­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მად­ლო­ბა ჩემი ოჯა­ხის გვერ­დში დგო­მის­თვის, მად­ლო­ბა ამ­ხე­ლა ჯარი რომ დგას მანდ, მად­ლო­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, მე­უ­ფე­ებს, მა­მებ­სა და დე­დებს. გთხოვთ მო­იხ­სე­ნი­ეთ მონა ღვთი­სა იო­სე­ბი. დიდი მად­ლო­ბა მე­დი­ას, რო­მე­ლიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აშუ­ქებს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, მე­ი­მე­დე­ბით. დიდი მად­ლო­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­სა და მისი აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც მუდ­მივ კავ­შირ­ზე არი­ან ჩემ­თან. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ პო­ლი­ტი­კოსს, არა­სამ­თავ­რო­ბო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ წევ­რებს, რომ­ლე­ბიც ზუს­ტად ხვდე­ბი­ან, რაც ხდე­ბა ჩვენს თავს და სწორ აქ­ცენ­ტებს აკე­თე­ბენ. არ შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა არ ვუ­თხრა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, ბოლო ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი შე­მორ­ჩე­ნილ­ხართ სუს­ში. მად­ლო­ბა ასე­ვე ჩემს ახალ მას­პინ­ძლებს - ცი­ხის დი­რექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და მედ­პერ­სო­ნალს, რომ­ლე­ბიც თავს მევ­ლე­ბი­ან. მოკ­ლედ სულ ესაა ამ ეტაპ­ზე. ინ­ფორ­მა­ცი­ას მუდ­მი­ვად მო­გაწ­ვდი­ან ჩემი სან­დო მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­საც წი­ნას­წარ და­ვუ­ტო­ვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი Facebook სტა­ტუ­სე­ბი. იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი", - ვკი­თხუ­ლობთ მი­მარ­თვა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, გო­გაშ­ვი­ლი სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 16 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს და ბრალ­დე­ბა სამი მუხ­ლით - სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.), 157-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და 236 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა) წა­რუდ­გი­ნეს, რაც სას­ჯე­ლად ოთხი­დან შვიდ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახაბერი
0

*წმინდა ოჯახი* არ ეკითხებოდა , მამიმიკო ოტა ხნის წინ , გაუცრელი მჭადი გვენატრებოდა და ერთი ხელის დაქნევით , ეს ამდენი სიმდიდრე საიდან განჩნდაო ? 

შე, კაი კაცო!
0

ოჯახისა და ქონების იქით რომ ვერაფერს ხედავთ, ყასიდად მაინც თქვი- ჩემო წმინდა სამშობლოვო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"აი, მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა, ჩემო წმინდა ოჯახო..." - სოსო გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს

"აი, მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა, ჩემო წმინდა ოჯახო..." - სოსო გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 18 ივლისს შეეფარდა. გოგაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს, რომელიც მისმა ქალიშვილმა ნინო გოგაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

"მშვიდობა, მოკეთეებო. აი, მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა, ჩემო წმინდა ოჯახო. მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. თქვენ თუ მაგრად და ერთად იდგებით, მე აქ არაფერი არ გამიჭირდება. ჩემო თეა, ჩემო მეგობარო, ხო მეუბნებოდი სულ, რომ ქვა და რკინა ვარო, ხოდა ახლა დადექი მტკიცედ და მართე ოჯახი კარგი ვაჟკაცივით. მაპატიეთ ჩემი ახირება, რის გამოც აგაფორიაქეთ, მაგრამ ეგეთი ჯიუტი კამეჩი ვარ ხომ იცით, მადლობა ჩემს ადვოკატებს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ყველას ჩემებს, მაჩხაანიდან დაწყებული ტვიბით დამთავრებული. მადლობა ჩემი ოჯახის გვერდში დგომისთვის, მადლობა ამხელა ჯარი რომ დგას მანდ, მადლობა სასულიერო პირებს, მეუფეებს, მამებსა და დედებს. გთხოვთ მოიხსენიეთ მონა ღვთისა იოსები. დიდი მადლობა მედიას, რომელიც 24 საათის განმავლობაში აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, მეიმედებით. დიდი მადლობა სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც მუდმივ კავშირზე არიან ჩემთან. დიდი მადლობა ყველა იმ პოლიტიკოსს, არასამთავრობოსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს, რომლებიც ზუსტად ხვდებიან, რაც ხდება ჩვენს თავს და სწორ აქცენტებს აკეთებენ. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებს, ბოლო ნათელი წერტილი შემორჩენილხართ სუსში. მადლობა ასევე ჩემს ახალ მასპინძლებს - ციხის დირექციის თანამშრომლებსა და მედპერსონალს, რომლებიც თავს მევლებიან. მოკლედ სულ ესაა ამ ეტაპზე. ინფორმაციას მუდმივად მოგაწვდიან ჩემი სანდო მეგობრები, რომლებსაც წინასწარ დავუტოვე გამზადებული Facebook სტატუსები. იოსებ გოგაშვილი", - ვკითხულობთ მიმართვაში.

შეგახსენებთ, გოგაშვილი სუს-ის თანამშრომლებმა 16 ივლისს დააკავეს და ბრალდება სამი მუხლით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარუდგინეს, რაც სასჯელად ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: