მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევან რატიანს ვთხოვე დახმარება, არ მინდოდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები დამწყებოდა, მე ცოტა სხვა შიშები მაქვს" - ნანუკა ჟორჟოლიანი
"ლევან რატიანს ვთხოვე დახმარება, არ მინდოდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები დამწყებოდა, მე ცოტა სხვა შიშები მაქვს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სე­ზო­ნის ბოლო გა­და­ცე­მა ეთერ­ში აღარ გა­სუ­ლა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჟურ­ნა­ლისტს კო­ვი­დი ჰქონ­და, თა­ნაც არც თუ მარ­ტი­ვად. ჟურ­ნა­ლისტს "პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო“ კლი­ნი­კა­ში მო­უ­წია და­წო­ლა, რად­გან რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­წყე­ბო­და...

"ივ­ნი­სის ბო­ლოს კო­ვი­დი შემ­ხვდა, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს ვირუ­სით შევ­ხვდი. მინ­და გი­თხრათ, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლად და აგ­რე­სი­უ­ლად და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი. თით­ქოს ყვე­ლა მო­დუნ­და და მეც შე­მეძ­ლო და ჩემი თა­ვის­თვის მი­მე­ცა უფ­ლე­ბა, პირ­ბა­დის გა­რე­შე მევ­ლო. ეს მა­ინც იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და, რად­გან ძი­რი­თა­დად პირ­ბა­დით დავ­დი­ო­დი.

თა­ვის ტკი­ვი­ლით და­მე­წყო, შემ­დეგ 39 მომ­ცა სი­ცხე. ლე­ვან რა­ტი­ანს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, არ მინ­დო­და, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი დამ­წყე­ბო­და, მე ცოტა სხვა ში­შე­ბი მაქვს. პირ­ველ დღეს გა­დას­ხმე­ბი გა­მი­კე­თა და მე­ო­რე დღეს უკეთ ვი­ყა­ვი. ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დავ­რჩი და მა­ინც ვერ ავ­ცდი. პირ­ბა­დით სი­ა­რულს გირ­ჩევთ ყვე­ლას.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ნუ­კას ფონდს, ვერ გპა­სუ­ხობთ მე­ი­ლებ­ზე და შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე, ამის გამო ბო­დიშს გიხ­დით. ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და, უხელ­ფა­სო­ბის გამო, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვი­და და სექ­ტემ­ბრამ­დე ვერ ვა­ხერ­ხებთ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის წა­კი­თხვას. სექ­ტემ­ბრი­დან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბით და­გიბ­რუნ­დე­ბით..." - გა­ნა­ცხა­და მან "ფე­ის­ბუ­ქის" პირ­და­პი­რი ეთე­რით.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ნუ­კა კი­დევ ერთხელ ჩა­ერ­თო ეთერ­ში. მისი თქმით, ბევ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნეს, სწერ­დნენ, რომ ხალ­ხს სტრე­სავ­და და რე­ა­ლუ­რად კო­ვი­დი არ არ­სე­ბობ­და.

"მე­უბ­ნე­ბით, ნა­ნუ­კა, ნუ სტრე­სავ ხალ­ხს, კო­ვი­დი არ არ­სე­ბობს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამი­სი პრო­პა­გან­და. ყო­ველ­თვის ვამ­ტყუ­ნებ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის გვერ­დებს უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კე­ტავ­დნენ და გუ­შინ მივ­ხვდი, რომ ჩემ გვერდს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მომ­წე­რი ჰყავს, პრო­პა­გან­დის­თვის იყე­ნებთ.

რას ნიშ­ნავს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პია, გრი­პი რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ხო­ცავს? - ჩემ­თვი­საც უც­ნა­უ­რია, რომ კო­ვი­დი სა­დღაც გაქ­რა და ახლა ისევ ძვე­ლე­ბუ­რად იფეთ­ქა. მაგ­რამ ზა­ფხუ­ლია, ბევ­რი შეკ­რე­ბე­ბია და ეს არ არის უც­ნა­უ­რი.

ლა­ი­ვი იმი­ტომ ჩავ­რთე, რომ მა­ყუ­რებ­ლებს ვერ და­ვემ­შვი­დო­ბე, ჩემი კო­ვი­დის გამო ბოლო გა­და­ცე­მა ეთერ­ში არ ყო­ფი­ლა. მე­ო­რეც - ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რე მა­ყუ­რებ­ლებს. ლე­ვან რა­ტი­ანს კი­დევ ერთხელ სა­ჯა­როდ მო­ვუხ­დი მად­ლო­ბას, მის ყვე­ლა თა­ნაშ­რო­მელს, რად­გან ძა­ლი­ან მალე მოხ­და ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა, რად­გან სხვა პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც მე შე­იძ­ლე­ბო­და დამ­წყე­ბო­და, ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ვარ, შორს აღარ წა­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აგ­რე­სი­უ­ლად და­ი­წყო და პირ­ვე­ლი დღე რთუ­ლი მქონ­და, გარ­და საყ­ვა­რე­ლი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი­სა, მგო­ნია, რომ ორ­ჯერ ფა­ი­ზე­რით რომ ვი­ყა­ვი აც­რი­ლი, ესეც და­მეხ­მა­რა", - გა­ნა­ცხა­და ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
2

ვისთვისაც არაა ხელმისაწვდომი ლევან რატიანი იმათ რა ვქნათ.?

Tbiliski
3

ვაა ეს რა სააღდგომო კვერცხს დამსგავსებია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ლევან რატიანს ვთხოვე დახმარება, არ მინდოდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები დამწყებოდა, მე ცოტა სხვა შიშები მაქვს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ლევან რატიანს ვთხოვე დახმარება, არ მინდოდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები დამწყებოდა, მე ცოტა სხვა შიშები მაქვს" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის სეზონის ბოლო გადაცემა ეთერში აღარ გასულა. როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტს კოვიდი ჰქონდა, თანაც არც თუ მარტივად. ჟურნალისტს "პირველ საუნივერსიტეტო“ კლინიკაში მოუწია დაწოლა, რადგან როგორც თავად ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ფსიქოლოგიური პრობლემები დაწყებოდა...

"ივნისის ბოლოს კოვიდი შემხვდა, საკუთარ დაბადების დღეს ვირუსით შევხვდი. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთულად და აგრესიულად დაიწყო ყველაფერი. თითქოს ყველა მოდუნდა და მეც შემეძლო და ჩემი თავისთვის მიმეცა უფლება, პირბადის გარეშე მევლო. ეს მაინც იშვიათად ხდებოდა, რადგან ძირითადად პირბადით დავდიოდი.

თავის ტკივილით დამეწყო, შემდეგ 39 მომცა სიცხე. ლევან რატიანს ვთხოვე დახმარება, არ მინდოდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები დამწყებოდა, მე ცოტა სხვა შიშები მაქვს. პირველ დღეს გადასხმები გამიკეთა და მეორე დღეს უკეთ ვიყავი. ამდენი წლის განმავლობაში გადავრჩი და მაინც ვერ ავცდი. პირბადით სიარულს გირჩევთ ყველას.

რაც შეეხება ნანუკას ფონდს, ვერ გპასუხობთ მეილებზე და შეტყობინებებზე, ამის გამო ბოდიშს გიხდით. ის ადამიანი, ვინც ფონდის ხელმძღვანელი იყო და ამ მიმართულებით მუშაობდა, უხელფასობის გამო, სამსახურიდან წავიდა და სექტემბრამდე ვერ ვახერხებთ შეტყობინებების წაკითხვას. სექტემბრიდან საინტერესო სიახლეებით დაგიბრუნდებით..." - განაცხადა მან "ფეისბუქის" პირდაპირი ეთერით.

მოგვიანებით ნანუკა კიდევ ერთხელ ჩაერთო ეთერში. მისი თქმით, ბევრი შეტყობინება გაუგზავნეს, სწერდნენ, რომ ხალხს სტრესავდა და რეალურად კოვიდი არ არსებობდა.

"მეუბნებით, ნანუკა, ნუ სტრესავ ხალხს, კოვიდი არ არსებობს, როგორ შეიძლება ამისი პროპაგანდა. ყოველთვის ვამტყუნებდი იმ ადამიანებს, რომლებიც თავის გვერდებს უცნობი ადამიანებისთვის კეტავდნენ და გუშინ მივხვდი, რომ ჩემ გვერდს, რომელსაც ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს, პროპაგანდისთვის იყენებთ.

რას ნიშნავს ჩვეულებრივი გრიპია, გრიპი რომელიც ადამიანებს ხოცავს? - ჩემთვისაც უცნაურია, რომ კოვიდი სადღაც გაქრა და ახლა ისევ ძველებურად იფეთქა. მაგრამ ზაფხულია, ბევრი შეკრებებია და ეს არ არის უცნაური.

ლაივი იმიტომ ჩავრთე, რომ მაყურებლებს ვერ დავემშვიდობე, ჩემი კოვიდის გამო ბოლო გადაცემა ეთერში არ ყოფილა. მეორეც - ჩემი გამოცდილება გავუზიარე მაყურებლებს. ლევან რატიანს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუხდი მადლობას, მის ყველა თანაშრომელს, რადგან ძალიან მალე მოხდა ამ პრობლემის აღმოფხვრა, რადგან სხვა პრობლემები, რომელიც მე შეიძლებოდა დამწყებოდა, ინსულინრეზისტენტული ვარ, შორს აღარ წავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ აგრესიულად დაიწყო და პირველი დღე რთული მქონდა, გარდა საყვარელი ლევან რატიანისა, მგონია, რომ ორჯერ ფაიზერით რომ ვიყავი აცრილი, ესეც დამეხმარა", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.