დაგროვდა იარაღის ის კრიტიკული მასა, რომელიც საჭიროა სიტუაციის გადასატეხად, ახლა დავინახავთ უკრაინის კონტრშეტევას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს მასიური შეტევის განსახორციელებლად საჭირო მარაგები უკვე ამოეწურა.
"ეს ის მომენტია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. მოგეხსენებათ, იარაღი პარტია-პარტია ჩადიოდა უკრაინაში და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. როგორც ჩანს, დაგროვდა იარაღის ის კრიტიკული მასა, რაც საჭიროა სიტუაციის გადასატეხად და დავინახავთ კონტრშეტევას. თუ აქამდე რუსების შეტევებს ვხედავდით, რუსების მარაგები, მათ შორის ადამიანური, შეტევისთვის ამოუწურა. რუსებმა პაუზა გამოაცხადეს კიდეც, ეს არის რეალობის ასახვა. მათ აღარ შეუძლიათ შემდგომი შეტევების განხორციელება. შეტაკებები ახლაც ხდება, თუმცა მასიური შეტევები, რომელსაც ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში ვხედავდით, აღარ ხდება. ეს მარაგები ამოწურეს და თუ არ გამოაცხადეს მობილიზაცია, რაც ბევრ სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული, მათ ამოეწურათ შეტევის საშუალება. ახლა რუსეთი რამდენიმე დღე გაჩერდება და უკრაინამ გამოაცხადა, რომ იწყებს კონტრშეტევის განხორციელებას, რათა დაიბრუნოს ქვეყნის სამხრეთი ნაწილი. შავი ზღვის სანაპირო მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა მას ჰქონდეს გარე სამყაროსთან კავშირი და პორტები აამუშაოს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
როგორც მან ასევე აღნიშნა, უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხში დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.
"დასავლეთი არის ისეთი ერთიანი, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. არ ვამბობ, რომ დასავლეთში განხეთქილებები და განსხვავებული აზრები არ არის, მაგრამ უკრაინისადმი მხარდაჭერას რაც შეეხება, აქ ორი აზრი არ არსებობს. დასავლეთის ზოგიერთ ლიდერს შეიძლება მაინცდამაინც ეს არ ხიბლავდეს, მაგრამ მას უწევს ანგარიში გაუწიოს საკუთარ მოქალაქეებს, რადგან არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმა მისცეს. ამომრჩეველი მას ჰკითხავს - სად იყავი შენ და რას აკეთებდი, როდესაც უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებოდნენ? ამაზე ყველას პასუხი აქვს გასაცემი. მე არ ვამბობ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც თავიდანვე ღიად უჭერდნენ მხარს, მე ვამბობ გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის შესახებ, სადაც იყო ორჭოფობა და განსხვავებული აზრები. ახლა ეს ყველაფერი დამთავრდა და ისინიც არანაკლებ იარაღს აწვდიან უკრაინას“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიტანულ გაზეთ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უბრძანა, დაიკავონ სამხრეთის სანაპირო რეგიონები, რუსთვისაც უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას.
სურათი არცთუ ისე მარტივია.
უკრაინის მოსახლეობა 2020 წელს შეადგენდა 44.13 მილიონს, საყოველთაო აღწერის 2001 წელს კი 48.66 მილიონს. 2022 წლის 6 ივლისის მდგომარეობით 5.66 მილიონი ლტოლვილია.
2001 წელს რუსები შეადგენდნენ მოსახლეობის 17.28%-ს (8.33 მილიონს), მაშინ როცა მოსახლეობის 29.59%-ს (14.27 მილიონს) მშობლიურ ენად მიაჩნდა რუსული ენა. საკითხავია რუსეთისადმი მათი დამოკიდებულება.
2008-ში რომ შემოიჭრა რისეთი და მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცებოდა მაშინ რატომ არ კითხეს თავის ამომრჩეველს სად იყავითო,უველაფერი პაკეტია ტყვილა გვაბოლებ რასი გულის ტკივილი გაგიჟდი, ფულზე იყიდება ყველაფერი.