"წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ ჩამოვიდა საქართველოში და შარშან განახორციელა სპეციალური ვიზიტი ქართულ ციხეებში, რომლის სამიზნე ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით, არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება იყო - მათ ამ მონიტორინგის შედეგად დააიდენტიფიცირეს მსგავსი პრაქტიკა, ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ისინი საუბრობენ ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე და ა.შ., - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს.
მისი თქმით, იდენტიფიცირებულია ყველა პრობლემა, რომელიც ქართულ ციხეებში არსებობს და ახლა, საჭიროა გამოვლენილი პრობლემების გადაწყვეტა.
"დღევანდელი ღონისძიებაც ეხმაურება იმ რეკომენდაციების სულისკვეთებას, რაც ევროკავშირს აქვს საქართველოს მიმართ გაცემული. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პატიმართა უფლებებზე. მე 2020 წელს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე წარმოვადგინე ანგარიში, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში არაფორმალურ მმართველობას კრიმინალურ სუბკულტურას და იმ გამოწვევასა და პრობლემებს, რაც ახლავს ამ სისტემის არსებობას პატიმრებისთვის. მაშინ სახალხო დამცველი გახდა დისკრედიტაციის, თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ციხეებშიც ჩვენ გვექმნებოდა პრობლემები გარკვეული პატიმრების მხრიდან, რომლებიც კოორდინირებულები იყვნენ ციხის ადმინისტრაციასთან და ამ გამოწვევების საპასუხოდ "ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ ჩამოვიდა საქართველოში და შარშან განახორციელა სპეციალური ვიზიტი ქართულ ციხეებში და დღეს სწორედ მათ ანგარიშს მოვისმენთ. მოხარული ვარ, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები და დასკვნები ძირითადად ემთხვევა სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ისინი პრობლემატურად აფასებენ და ხედავ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური გავლენების ნიშნებს ციხეში და ასევე, მოხარული ვარ, რომ დღეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და უფრო მეტად ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ კონსტრუქციულ რეჟიმში. ამ ვიზიტის სამიზნე იყო არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით და ა.შ. მათ ამ მონიტორინგის შედეგად დააიდენტიფიცირეს მსგავსი პრაქტიკა, ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ისინი საუბრობენ ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე, რომელთა გამოძიება და შესწავლა არასათანადოდ ხდება, რომელთა დაკავშირებითაც მათ გააჩნიათ ეჭვი, რომ ეს არ იყო შემთხვევით მიღებული დაზიანებები, საუბრობენ ასევე, საკნებს შორის განსხვავებაზე და ა.შ. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო შესაბამისი უწყებების მიერ და დღეს საჭიროა ვისაუბროთ, როგორ გადავწყვიტოთ, რადგან ციხის კრიმინალური სუბკულტურა და ადმინისტრაციის მხრიდან დელეგირებული მმართველობა პრივილეგირებულ პატიმრებზე არის ძალიან დიდი პრობლემა“, - განაცხადა ლომჯარიამ.
სათაური წავიკითხე და ეგრევე მივხვდი, რომ ციხის ნაცვლად ლომჯარიასთან შეუვლიათ. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ არის. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით, ძალიან ვეფერებით სუბკულტურას
სახალხო დამცველმა ნეტავ როდის "მიოცალა" ციხის პრობლემების შესასწავლად? მას ხომ მიშას გარდა არავის უფლებები არ აინტერესებს? თუ ახალი დავალება მიიღო ახლა პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის?
ნეტავ როდის გვეყოლება ისეთი სახალხო დამცველი, რომლის სიტყვა და საქმე დამაჯერებელი იქნება? მან იმდენი გააკეთა, მთლიანად ავტორიტეტი დაუკარგა ამ ინსტიტუტს.