"ნაციონალური მოძრაობა“ არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ხელისუფლება, როდესაც ხარ ხელისუფლებაში და ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ოპოზიციაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, "ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ სისტემაში მაქსიმალურად განეიტრალდეს“.
კახა კალაძის თქმით, პარტია "ნაციონალური მოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს.
"ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი დღიდან გამომდინარე შეფასება, გადახედეთ ბოლო წლების განმავლობაში, თუ როგორ მოქმედებენ ისინი. "ნაციონალური მოძრაობა“ არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ხელისუფლება, როდესაც ხარ ხელისუფლებაში და ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ოპოზიციაში. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი და შეფასება იმისა, თუ რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, მან ირაკლი კობახიძის მორიგი განცხადებაც შეაფასა, რომელიც ფიქრობს, რომ "საქართველო რომ ჩაერთოს უკრაინის სამხედრო კონფლიქტში, ამ შემთხვევაში, აქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში“.
"ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება, ეს იქნება უდიდესი პრობლემა, ეს ჩვენ უკრაინის მაგალითზე ვნახეთ. უკრაინის მაგალითს რომ თავი დავანებოთ, 2008 წელს კარგად გავიხსენოთ, რა ხდებოდა ქვეყანაში - ოკუპირებული ტერიტორიები, უამრავი ადამიანის დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სოფლები, დანგრეული ქალაქები, გაქცეული მთავრობის წევრები და ა.შ. ეს ძალიან ცუდია. ომი არის ძალიან მძიმე რამ, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ომის დაწყების პირობებში საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იქნება, სახელმწიფო არ იარსებებს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80-90% ამას მხარს უჭერს, ჩვენ ყველას გვინდა, რომ მშვიდობიანი ძლიერი ქვეყანა ვიყოთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია და არა განადგურებული, დაბეჩავებული და დაჩმორებული“,-განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ისმის განცხადებები, რომ საქართველოში ე.წ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, უკრაინას უნდა "შეეხიდოს“ და ა.შ. კალაძის თქმით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრებს იმაზე, თუ ვინ და რატომ აკეთებდა ამ განცხადებებს.
სიმართლე პირველი - კალაძე შენ ოპოზიციაში მაშინ გადაბარგდი, როდესაც ნოღაიდელთან შენმა საერთო ბიზნესმა გააბოლა, პრივილეგიები მოთხოვე მიშას და მან არ მოგცა. აი ეგ იყო მიზეზი შენგან მიშას ვერატანისა და არ გინდა ეხლა...
სიმართლე მეორე - შენ მუდმივად ვერ იქნები ხელისუფლებაში, და მერე აუცილებლად გამოიძიებენ ტენდერებსაც, ატკატებსაც, მილიონიან ნაძვისხეებსაც და მრავალათასიან ნაგვის ყუთებსაც.
სიმართლე მესამე - რას გავს ქალაქი, ნაგავს მიაქვს ყველაფერი. რას გავს თუნდაც რუსთაველი, ზოჯერ მაინც რომ დაალაგოთ ვერა არა? რას დაამსგავსეთ მოძრაობა ქალაქში , ეხლა ზაფხულია და ხალხი შეთხელდა და მაინც შეუძლებელია ნორმალური მგზავრობა შემოდგომაზე რა იქნება კაცმა არ იცის.
სიმართლე მესამე - ფულის ტომრებს ყველაფრის ნებართვა აქვთ და სადაც რასაც უნდათ იმას აშენებენ, ქალაქი ქვის ჯუნგლებადაა ქცეული შენი თანხმობით, გაჭირვებულ ხალხს კი ბულდოზერით მიადგები ხოლმე შენ გგონია ვერავინ ხედავს?
დასკვნის სახით: მაგარი უსინდისო კაცი ხარ შენ, კალაძე.
და მაინც არასამუშაო დროს დგომა მთელ ქალაქში უფასო უნდა იყოს , ანუ 19.00-დან დილის 08.00-მდე შაბათსა და კვირას და უქმეშიც ! ასეა ცივილურ ქალაქებში ! შუქნიშნები რებუსად არ უნდა გექციათ ! რას მოიმოქმედებს სიდედრივით არ იცი და ჯარიმდები !