სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც "ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება
სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც "ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი მომ­ზად­და, რო­მე­ლიც "ალტ-ინ­ფოს“ ბა­ზა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლიო პარ­ტია "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის” აკ­რძალ­ვას ეხე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც 2021 წლის 5 ივ­ლისს გან­ვი­თა­რე­ბულ მო­ვე­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აცხა­დებს, 5 ივ­ლი­სის ძა­ლა­დობ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი­დან ერთი წლის გას­ვლის შემ­დგო­მაც კი, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას არც ერთი პი­რის მი­მართ არ და­უ­წყია.

"2021 წლის 5 ივ­ლისს წი­ნას­წარ ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა ჯგუ­ფებ­მა თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე, უამ­რა­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის მი­მართ, ჯგუ­ფუ­რად იძა­ლა­დეს.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს, ლგბტქ+ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და მათ­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ვერ ისარ­გებ­ლეს მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის უფ­ლე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებს ხელი შე­ე­შა­ლათ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, და­ზი­ან­და და გა­ნად­გურ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ქო­ნე­ბაც. მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან ერთი წლის თავ­ზე, და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არ დას­ჯი­ლან და ახალ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბით, 2021 წლის 5 ივ­ლი­სის ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი, სა­ჯა­რო ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აღ­წევს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარტს, რათა თუნ­დაც ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძის მი­მართ და­ი­წყოს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით. თუმ­ცა, 5 ივ­ლი­სის ძა­ლა­დობ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი­დან ერთი წლის გას­ვლის შემ­დგო­მაც კი, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას არც ერთი პი­რის მი­მართ არ და­უ­წყია. დევ­ნა არ და­ი­წყო არც სპი­რი­დონ ცქი­ფუ­რიშ­ვი­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც ასო­ბით ადა­მი­ანს ძა­ლა­დო­ბის­კენ სა­ჯა­როდ მო­უ­წო­დებ­და.

ამ დრო­ის­თვის, 5 ივ­ლი­სის ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 53 პირი, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა კი 27 პი­რის მი­მართ და­ი­წყო. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ამ­ჟა­მად სწავ­ლობს ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა მი­მართ გა­მო­ტა­ნილ რამ­დე­ნი­მე გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა არა­ერ­თხელ მო­ი­თხო­ვა სა­ჯა­როდ აღ­ნიშ­ნულ საქ­მის მა­სა­ლებ­ზე სრუ­ლად დაშ­ვე­ბა და გაც­ნო­ბა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვსურს შე­ვახ­სე­ნოთ, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის ერთ-ერთ წი­ნა­პი­რო­ბად სწო­რედ მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის დაც­ვა და მო­ძა­ლა­დე­ე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სად­მი უფრო შე­დე­გი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არის.

5 ივ­ლი­სის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ჯგუფ­მა 2021 წელსვე შექ­მნა მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. მათი მრა­ვა­ლი წი­ნა­რე და შემ­დგო­მი გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ცავს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის დამ­ხო­ბის ნიშ­ნებს, აღ­ვი­ვებს სხვა­დას­ხვა ტი­პის შუღლს, ახა­ლი­სებს ძა­ლა­დო­ბას ან თა­ვად შე­ი­ცავს ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნებს და წარ­მო­ად­გენს ომის პრო­პა­გან­დას. სწო­რედ ამის გამო ჩვენს მიერ მომ­ზად­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის აკ­რძალ­ვას.

ვი­ნა­ი­დან სა­ხალ­ხო დამ­ცველს არ აქვს ამ სა­ფუძ­ვლით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, სარ­ჩე­ლის პრო­ექ­ტი წარ­ვუდ­გი­ნეთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვის რამ­დე­ნი­მე უფ­ლე­ბა­მო­სილ სუ­ბი­ექტს და იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ მათ მიერ მოხ­დე­ბა სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის ინი­ცი­რე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში“,- აღ­ნიშ­ნავს ლომ­ჯა­რია.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკია
1

6 იანვრის შემდეგ აშშ ში რომ რესპუბლიკური პარტია აეკრძალათ?

ლომჯარიას!
0

არავითარი კომენტარის ღირსი არ ხართ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც "ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება

სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც "ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება

სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც "ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია "კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოველენებს უკავშირდება.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია.

"2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად იძალადეს.

ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერ ისარგებლეს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიულ საქმიანობაში, დაზიანდა და განადგურდა მოქალაქეების ქონებაც. მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის თავზე, დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ.

სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. თუმცა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა.

ამ დროისთვის, 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად სწავლობს ძალადობაში მონაწილე პირთა მიმართ გამოტანილ რამდენიმე გამამტყუნებელ განაჩენს. სახალხო დამცველმა არაერთხელ მოითხოვა საჯაროდ აღნიშნულ საქმის მასალებზე სრულად დაშვება და გაცნობა, თუმცა უშედეგოდ.

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და მოძალადეებისა და ძალადობის ორგანიზატორებისადმი უფრო შედეგიანი მართლმსაჯულების განხორციელება არის.

5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სწორედ ამის გამო ჩვენს მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას.

ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში“,- აღნიშნავს ლომჯარია.