მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს უკრაინული მედია ზელენსკის მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე: პრემიერის შემცვლელად 5 კანდიდატურა სახელდება - "შმიგალი იდეალური პრემიერი იყო ომამდე"
რას წერს უკრაინული მედია ზელენსკის მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე: პრემიერის შემცვლელად 5 კანდიდატურა სახელდება - "შმიგალი იდეალური პრემიერი იყო ომამდე"

"შმი­გა­ლი ზე­ლენ­სკის იდე­ა­ლუ­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო, ომამ­დე..." - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა telegraf.com.ua, სა­დაც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრამ­დე სა­უ­ბა­რია უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის იბან ბა­კა­ნო­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზეც. ამის შე­სა­ხებ "პო­ლი­ტი­კო" წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხერ­სონ­ში წა­რუ­მა­ტე­ბელ ოპე­რა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

"ზო­გა­დად მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის და­თხოვ­ნა და დე­ნის შმი­გა­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, შე­მოდ­გო­მის­თვის გა­და­წყდეს... მე­დი­ის ცნო­ბით, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გა­რე­მოც­ვის შემ­ცი­რე­ბა იგეგ­მე­ბა. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია, 20-დან 12 მი­ნის­ტრის და­ტო­ვე­ბა­ზე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, შმი­გალ­თან ერ­თად, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს რამ­დე­ნი­მე არა­ე­ფექ­ტურ მი­ნის­ტრსაც" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, პრე­ზი­დენ­ტის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა უკვე გა­ნი­ხი­ლავს უკ­რა­ი­ნის ახა­ლი პრე­მი­ე­რის შემ­ცვლე­ლის კან­დი­და­ტუ­რას. ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო წი­ნა­პი­რო­ბა, რაც მმარ­თვე­ლი გუნ­დის და­თხოვ­ნას უძღო­დეს წინ, არის საწ­ვა­ვის დე­ფი­ცი­ტი, რისი სწრა­ფად მოგ­ვა­რე­ბაც ტოპ-ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა ვერ შეძ­ლეს.

ერთ-ერთი სან­დო წყა­რო ჰყვე­ბა, რომ გუნდში უკვე იგ­რძნო­ბა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და "ადრე თუ გვი­ან, ეს მმარ­თვე­ლო­ბის დაშ­ლას გა­მო­იწ­ვევს".

მი­სი­ვე თქმით, ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბის ფონ­ზე, შე­საძ­ლოა, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის მე­თა­უ­რი დე­ნის შმი­გა­ლი თა­ვად წა­ვი­დეს. კი­დევ ერთი წყა­რო ადას­ტუ­რებს, რომ შმი­გა­ლის წას­ვლა­ზე აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ და მის ად­გილ­ზე ხუთი კან­დი­და­ტუ­რას გა­ნი­ხი­ლე­ბა - ესე­ნია: პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე როს­ტის­ლავ შურ­მა, პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მე­თა­უ­რი იური სვი­რი­დენ­კო, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სან­დრე კუბ­რა­კო­ვი, დი­ას­პო­რე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ალექ­სეი ჩერ­ნი­შე­ვი და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე რეზ­ნი­კო­ვი...

"თუმ­ცა, წყა­რო არც იმას გა­მო­რი­ცხავს, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ალექ­სეი რეზ­ნი­კოვ­მა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი დე­ნის მა­ლი­უს­კი შეც­ვა­ლოს. ზე­ლენ­სკის გა­რე­მოც­ვას პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ ალექ­სან­დრ ტკა­ჩენ­კოს­თან, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის სა­მი­ნის­ტროს მე­თა­ურ­თან მა­რი­ნა ლა­ზებ­ნა­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან დმიტ­რი კუ­ლე­ბას­თან" - წერს გა­მო­ცე­მა.

გა­მო­ცე­მა თა­ვის წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის რე­ფორ­მის შე­საძ­ლო პრო­ექ­ტი, 4 ივ­ლისს შვე­ი­ცა­რი­ა­ში წარ­მო­ად­გი­ნონ, სა­დაც უკ­რა­ი­ნის "მარ­შა­ლის გეგ­მის" წარ­დგე­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კონ­ფე­რენ­ცი­აა და­გეგ­მი­ლი. სტრა­ტე­გია ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის 20-დან 12-მდე შემ­ცი­რე­ბას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, შე­საძ­ლოა, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ტრან­სპორ­ტი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან გა­ერ­თი­ან­დეს, ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო კი, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­ურთდეს.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მო­სა­ლოდ­ნელ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, "ომის დროს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დრო ნაკ­ლე­ბად არის, თუმ­ცა თუ კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს, პა­სუ­ხე­ბი უნდა გა­ე­ცეს. კი­თხვე­ბი კი, კონ­კრე­ტუ­ლად საწ­ვა­ვის დე­ფი­ციტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს".

სხვე­ბის მო­საზ­რე­ბით, "უკ­რა­ი­ნას ცუდი მემ­კვიდ­რე­ო­ბა აქვს, რო­გორც ბი­უ­როკ­რა­ტი­ის, ასე­ვე კო­რუფ­ცი­ი­სა და ნე­პო­ტიზ­მის მხრივ, ამი­ტომ "ახა­ლი სის­ხლი", თუკი ის ნამ­დვი­ლად ახა­ლია, ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა".

მთა­ვა­რი ფოტო: telegraf.com.ua

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
imeda
14

mishac romel kabinetshi vixilavt/

?!!
44

მთავრობა კი არა, ჯერ პრეზიდენტია შესაცვლელი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რას წერს უკრაინული მედია ზელენსკის მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე: პრემიერის შემცვლელად 5 კანდიდატურა სახელდება - "შმიგალი იდეალური პრემიერი იყო ომამდე"

რას წერს უკრაინული მედია ზელენსკის მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე: პრემიერის შემცვლელად 5 კანდიდატურა სახელდება - "შმიგალი იდეალური პრემიერი იყო ომამდე"

"შმიგალი ზელენსკის იდეალური პრემიერ-მინისტრი იყო, ომამდე..." - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული გამოცემა telegraf.com.ua, სადაც ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსალოდნელ ცვლილებებზეა საუბარი.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრამდე საუბარია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იბან ბაკანოვის გათავისუფლებაზეც. ამის შესახებ "პოლიტიკო" წერს. გამოცემის ცნობით, მისი გათავისუფლება ხერსონში წარუმატებელ ოპერაციას უკავშირდება.

"ზოგადად მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა და დენის შმიგალის გათავისუფლება, შესაძლოა, შემოდგომისთვის გადაწყდეს... მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვის შემცირება იგეგმება. კერძოდ, საუბარია, 20-დან 12 მინისტრის დატოვებაზე, რომლის ფარგლებშიც, შმიგალთან ერთად, თანამდებობის დატოვება მოუწევს რამდენიმე არაეფექტურ მინისტრსაც" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა უკვე განიხილავს უკრაინის ახალი პრემიერის შემცვლელის კანდიდატურას. ყველაზე თვალსაჩინო წინაპირობა, რაც მმართველი გუნდის დათხოვნას უძღოდეს წინ, არის საწვავის დეფიციტი, რისი სწრაფად მოგვარებაც ტოპ-ჩინოვნიკებმა ვერ შეძლეს.

ერთ-ერთი სანდო წყარო ჰყვება, რომ გუნდში უკვე იგრძნობა გაღიზიანება და "ადრე თუ გვიან, ეს მმართველობის დაშლას გამოიწვევს".

მისივე თქმით, ნეგატიური განწყობის ფონზე, შესაძლოა, მინისტრთა კაბინეტის მეთაური დენის შმიგალი თავად წავიდეს. კიდევ ერთი წყარო ადასტურებს, რომ შმიგალის წასვლაზე აქტიურად მსჯელობენ და მის ადგილზე ხუთი კანდიდატურას განიხილება - ესენია: პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე როსტისლავ შურმა, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის სამინისტროს მეთაური იური სვირიდენკო, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელი ალექსანდრე კუბრაკოვი, დიასპორებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრი ალექსეი ჩერნიშევი და თავდაცვის მინისტრის ალექსანდრე რეზნიკოვი...

"თუმცა, წყარო არც იმას გამორიცხავს, რომ თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკი შეცვალოს. ზელენსკის გარემოცვას პრეტენზიები აქვს კულტურის მინისტრ ალექსანდრ ტკაჩენკოსთან, სოციალური საკითხების სამინისტროს მეთაურთან მარინა ლაზებნასა და საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრი კულებასთან" - წერს გამოცემა.

გამოცემა თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ არ არის გამორიცხული, მინისტრთა კაბინეტის რეფორმის შესაძლო პროექტი, 4 ივლისს შვეიცარიაში წარმოადგინონ, სადაც უკრაინის "მარშალის გეგმის" წარდგენის საინვესტიციო კონფერენციაა დაგეგმილი. სტრატეგია ითვალისწინებს სამინისტროების 20-დან 12-მდე შემცირებას, რომლის ფარგლებშიც, შესაძლოა, რეგიონული განვითარების სამინისტრო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაერთიანდეს, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო კი, კულტურისა და განათლების სამინისტროს შეურთდეს.

უკრაინელები მოსალოდნელ რეორგანიზაციასა და გათავისუფლებებს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. ნაწილის მოსაზრებით, "ომის დროს რეორგანიზაციების დრო ნაკლებად არის, თუმცა თუ კითხვები არსებობს, პასუხები უნდა გაეცეს. კითხვები კი, კონკრეტულად საწვავის დეფიციტთან დაკავშირებით, ნამდვილად არსებობს".

სხვების მოსაზრებით, "უკრაინას ცუდი მემკვიდრეობა აქვს, როგორც ბიუროკრატიის, ასევე კორუფციისა და ნეპოტიზმის მხრივ, ამიტომ "ახალი სისხლი", თუკი ის ნამდვილად ახალია, ყოველთვის საინტერესოა".

მთავარი ფოტო: telegraf.com.ua