სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის" - კელი დეგნანი
"ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის" - კელი დეგნანი

ქარ­თვე­ლებს უსა­ზღვროდ ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ ერ­თო­ბით, რო­დე­საც ერ­თი­ან­დე­ბი­ან ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის­თვის, აშშ გა­აგ­რძე­ლებს თქვენს გვერ­დით დგო­მას ,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ მი­ღე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცა­და.

კელი დეგ­ნან­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ იბ­რძო­და ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის 246 წლის წინ და იცავს მათ დღე­საც.

აშშ-ის ელ­ჩის თქმით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვის სურ­ვი­ლი არის ის, რა­საც ამე­რი­კე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იზი­ა­რებს.

რო­გორც კელი დეგ­ნა­ნი აცხა­დებს, ეს არ ნიშ­ნავს ომის სურ­ვილს და სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როდ, „თა­ვი­სუფ­ლე­ბა და დე­მოკ­რა­ტია არის ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი გზა მშვი­დო­ბის­კენ“.

"4 ივ­ლისს აღ­ვნიშ­ნავთ თა­რიღს, რო­დე­საც დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს. ამ დღეს ამე­რი­კელ­მა ხალ­ხმა პი­რო­ბა დადო, რომ აა­შე­ნებ­და ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე იქ­ნე­ბო­და და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. 246 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი რჩე­ბა ამ პი­რო­ბის ერ­თგუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­თა და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის, მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით, ამე­რი­კა­სა და მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

ჩვენ ვიბ­რძო­დით ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის 246 წლის წინ და ვი­ცავთ მათ დღე­საც, ვუ­ცხა­დებთ რა მხარ­და­ჭე­რას მათ, ვინც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის იბ­რძვის, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნა­ში. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა რე­ი­გან­მა თქვა: „თა­ვი­სუფ­ლე­ბას გაქ­რო­ბი­სა­გან მხო­ლოდ ერთი თა­ო­ბა აშო­რებს. ის უნდა და­ვიც­ვათ და ვას­წავ­ლოთ ჩვენს შვი­ლებს, რომ ისი­ნიც ასე მო­იქ­ცნენ.“

თა­ვი­სუფ­ლე­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვის სურ­ვი­ლი არის ის, რა­საც ამე­რი­კე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იზი­ა­რებს. ეს არ ნიშ­ნავს ომის სურ­ვილს, სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როდ, ჩვენ მტკი­ცედ გვჯე­რა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და დე­მოკ­რა­ტია არის ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი გზა მშვი­დო­ბის­კენ.

ქარ­თვე­ლებ­მა და ამე­რი­კე­ლებ­მა კარ­გად ვი­ცით, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა ად­ვი­ლი საქ­მე არ არის - იქ­ნე­ბო­და ეს 1776 წლის ამე­რი­კა, თუ 1921 წელი - სა­ქარ­თვე­ლო­ში, ევ­რო­პის ორი მსოფ­ლიო ომის პე­რი­ო­დი, თუ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლა. ჩვენ ვნა­ხეთ ეს 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი შე­მოჭ­რის დროს და ამას ვხე­დავთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში, პუ­ტი­ნის მიერ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბულ ბარ­ბა­რო­სულ ომში. ეს არის ბრძო­ლა დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და ავ­ტოკ­რა­ტი­ას შო­რის, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და რეპ­რე­სი­ებს შო­რის, თა­ნა­მედ­რო­ვე წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ წეს­რიგ­სა, რო­მელ­მაც სტა­ბი­ლუ­რო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა მო­უ­ტა­ნა ევ­რო­პას 75 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ავ­ტოკ­რა­ტი­ულ რე­ჟიმს შო­რის, რო­მელ­საც, სი­სას­ტი­კე, შე­ვიწ­რო­ე­ბა და შიში მარ­თავს”,- აღ­ნიშ­ნა მან.

კელი დეგ­ნან­მა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომზე ისა­უბ­რა და აღშ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის ბრძო­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის არის უფრო დიდი ბრძო­ლის ნა­წი­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს ბრძო­ლას უმ­თავ­რე­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის­თვის.

„რა­ტომ ვსა­უბ­რობ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომზე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს? იმი­ტომ რომ, უკ­რა­ი­ნის ბრძო­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის არის უფრო დიდი ბრძო­ლის ნა­წი­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს ბრძო­ლას უმ­თავ­რე­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფალ ერს. ეს არის ბრძო­ლა ზუს­ტად იმ პრინ­ცი­პე­ბის­თვის, რაც ამე­რი­კელ­მა და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ნამ­ტკი­ცა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და რის გან­ხორ­ცი­ლე­ბის­კე­ნაც ის­წრა­ფის: კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, სი­ტყვის, წე­რის და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ეთი­კუ­რი პრე­სა. „ ხალ­ხის, ხალ­ხის­თვის და ხალ­ხის მიერ“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნე­ბა გუ­ლის­ხმობს თი­თო­ე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, თა­ნას­წო­რო­ბი­სა და ღირ­სე­ბის დაც­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას; მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გა­რე­შე, რო­გო­რიც არის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის. ამ პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა არც თუ ისე ად­ვი­ლია , მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ვი­სუ­ფალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რათა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს სრუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა”, -აღ­ნიშ­ნა მან.

კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბით, რე­ვან­შის­ტუ­ლი რუ­სე­თი არ დამ­შვიდ­დე­ბა, თუ საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის ჩვენ მიერ სა­გულ­და­გუ­ლოდ ნა­შე­ნებ მშვი­დო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას.

ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ერთა ოჯა­ხი მო­წო­დე­ბუ­ლია მათ და­სახ­მა­რებ­ლად, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს და­იც­ვას სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ამას­თან მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ეკუთ­ვნის ევრო-ატ­ლან­ტი­კურ ერთა ოჯახს და მო­უთ­მენ­ლად ელი­ან მის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რო­ბას.

„დიდი ხნის მან­ძილ­ზე ბევ­რი შე­ე­ცა­და ავ­ტოკ­რა­ტი­ულ კრემლთან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას. მაგ­რამ ჩვენ მივ­ხვდით, რომ რე­ვან­შის­ტუ­ლი რუ­სე­თი არ დამ­შვიდ­დე­ბა, თუ საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის ჩვენ მიერ სა­გულ­და­გუ­ლოდ ნა­შე­ნებ მშვი­დო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას. ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ჩვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სო­ლი­და­რო­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბა, რაც ბოლო ხა­ნებ­ში ვი­ხი­ლეთ რუ­სე­თის სი­სას­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ, გვაჩ­ვე­ნებს, რომ ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ერთა ოჯა­ხი მო­წო­დე­ბუ­ლია მათ და­სახ­მა­რებ­ლად, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს და­იც­ვას ჩვე­ნი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ჩვენ კვლავ გვჯე­რა ერ­თი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და ვაგ­რძე­ლებთ მის­კენ სწრაფ­ვას. სა­ქარ­თვე­ლო ეკუთ­ვნის ევრო-ატ­ლან­ტი­კურ ერთა ოჯახს და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით მის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რო­ბას.

მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ბოლო წლებ­ში ვხე­დავთ, თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის ჩახ­შო­ბას კა­ნო­ნი უზე­ნა­ე­სო­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით, სი­მარ­თლი­სა და ღირ­სე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბით. პუ­ტი­ნის მცდე­ლო­ბა, რომ სას­ტი­კი აგ­რე­სი­ი­თა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით შექ­მნას და­პი­რის­პი­რე­ბა და გა­ა­ფარ­თო­ოს ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მი არის პირ­და­პი­რი გა­მოწ­ვე­ვა ამ ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის მი­მართ.

და­სავ­ლეთ­მა კი სიმ­ტკი­ცით, ძლი­ე­რი ერ­თო­ბი­თა და ურ­ყე­ვი ნე­ბით გას­ცა პა­სუ­ხი ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­სა­ცა­ვად. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა თქვა: “ სიბ­ნე­ლე, რო­მე­ლიც ავ­ტოკ­რა­ტი­ის მეგ­ზუ­რია, ვერ შე­ედ­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის ელ­ვა­რე­ბას , რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლებს ყველ­გან ანა­თებს“

რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხი აფა­სებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, უფრთხილ­დე­ბა თა­ვის უნი­კა­ლურ კულ­ტუ­რას, ენა­სა და ტრა­დი­ცი­ებს. ამე­რი­კე­ლე­ბის მსგავ­სად ქარ­თვე­ლებ­საც სურთ მშვი­დო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა და ღირ­სე­ბა. არა­ფე­რი „უცხო“ ამ პრინ­ცი­პებ­ში არ არის. ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ზე თავს მოხ­ვე­უ­ლი „და­სავ­ლუ­რი“ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ქარ­თუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი, ჩაქ­სო­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ებ­ში თა­მარ მე­ფი­დან ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ­დე და ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლამ­დე . გზა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, რაც ასე ძვირ­ფა­სია ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, გზა სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სა სწო­რედ ევ­რო­პის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

აშშ-ის ელჩმა ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რეს­ზე დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბის კუ­თხით და აშშ-ის დახ­მა­რე­ბა­ზე, რო­გორც კელი დეგ­ნა­ნი აცხა­დებს, აშშ-ს სჯე­რა უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და უფრო უსაფრ­თხო სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის და კრი­ტი­კად არ უნდა ჩა­ით­ვა­ლოს, თუკი აშშ ამ­ბობს, რომ უფრო მე­ტია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­ჩოს გან­მტკი­ცე­ბის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით.

"სა­ქარ­თვე­ლომ დიდ პროგ­რესს მი­აღ­წია დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბის კუ­თხით ბოლო 30 წლის მან­ძილ­ზე. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კელ­მა ხალ­ხმა ექ­ვსი მი­ლი­არ­დის დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სა­ქარ­თვე­ლოს, რად­გა­ნაც ჩვენ გვჯე­რა უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და უფრო უსაფრ­თხო სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლი­სა. ეს ჩანს მრა­ვალ ინ­დექსში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო კარგ ად­გილს იკა­ვებს. კრი­ტი­კად არ უნდა ჩა­ით­ვა­ლოს, თუ ვამ­ბობთ, რომ უფრო მე­ტია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­ჩოს გან­მტკი­ცე­ბის, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო გულ­დას­მით აშე­ნებ­და და თქვენ მიერ შექ­მნი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით. ამე­რი­კის გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს ,რომ ეს რთუ­ლი სა­მუ­შაო არა­სო­დეს მთავ­რდე­ბა. მას სჭირ­დე­ბა მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბა, რთუ­ლი კომ­პრო­მი­სე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი ნება.

ეს მო­ი­თხოვს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის ვიწ­რო პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე წინ და­ყე­ნე­ბას და არაფ­რის მომ­ტან პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებ­ზე ამაღ­ლე­ბას. ეს ერთ დღე­ში არ მი­იღ­წე­ვა, და არც მხო­ლოდ ერთი რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლად.

წარ­მა­ტე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია, იმა­ზე თუ რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლებთ სა­ქარ­თვე­ლოს დე­ვიზს „ ძალა ერ­თო­ბა­შია“. ქარ­თვე­ლებს უსა­ზღვროდ ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ ერ­თო­ბით, რო­დე­საც ერ­თი­ან­დე­ბი­ან ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის­თვის. მე კი გარ­წმუ­ნებთ, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­აგ­რძე­ლებს თქვენს გვერ­დით დგო­მას.

ჩემს სი­ტყვას და­ვას­რუ­ლებ პა­პის, იო­ა­ნე-პავ­ლე მე­ო­რეს სი­ტყვე­ბით, რაც ასე შე­ე­ფე­რე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბას, ვის­წრაფ­ვით რა მშვი­დო­ბი­ა­ნი , თა­ნას­წო­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის­კენ: “ არა­სო­დეს და­კარ­გო იმე­დი, არა­სო­დეს და­ეჭ­ვდე, არა­სო­დეს და­ი­ღა­ლო და არა­სო­დეს გა­ი­ტე­ხო გული. არ შე­გე­შინ­დეს.“

სა­ქარ­თვე­ლო და ამე­რი­კა არის დას­ტუ­რი, იმი­სა რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხი სა­ბო­ლო­ოდ უარს იტყვის უი­მე­დო­ბა­სა და სიბ­ნე­ლის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბა­ზე.

ჩვენ ერ­თი­ა­ნე­ბი ვართ-ამე­რი­კა და სა­ქარ­თვე­ლო-თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს ამე­რი­კა. ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო”,- აღ­ნიშ­ნა დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოკ
4

დაჩქარებული წესით მიგვიღეთ ნატოში, ეს მაშინვე მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას. 

კელი დეგნანს
4

ქალბატონო კელი (უცხო ქვეყნის წარმომადგენელს არ აქვს უფლება ჩვენს შინაურ საქმეში ჩარევა) რადგან მაინც ერევით ჩვენს საქმეებში მაშინ მოგვაშორეთ ნაც-სექტა ქვეყანას და ყველანი გავერთიანდებით ისე როგორც არასდროს!

მშვიდობაც დამყარდება წესრიგიც და ყველა და ყველაფერი მწყობრში ჩადგება!

ქალბატონო კელი, მერწმუნეთ ვერცერთი ევროპულ ქვეყნისგან ვერ გაარჩევთ საქართველოს წესრიგით თუ ნაციონალურ მოძრაობას მოგვაშორებთ თავიდან!

ან მთავრობაზე ზეწოლას თავს დაანებებთ და ოპოზიციაზე-ნაციონალებზე მოახდენთ ზეწოლას მაშინ ყველაფერი მოწესრიგდება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის" - კელი დეგნანი

"ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის" - კელი დეგნანი

ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის, აშშ გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას ,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცადა.

კელი დეგნანმა თავისუფლებასა და დემოკრატიული ღირებულებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ იბრძოდა ამ ღირებულებებისთვის 246 წლის წინ და იცავს მათ დღესაც.

აშშ-ის ელჩის თქმით, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვის სურვილი არის ის, რასაც ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებს.

როგორც კელი დეგნანი აცხადებს, ეს არ ნიშნავს ომის სურვილს და სრულიად საპირისპიროდ, „თავისუფლება და დემოკრატია არის ყველაზე უტყუარი გზა მშვიდობისკენ“.

"4 ივლისს აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დღეს ამერიკელმა ხალხმა პირობა დადო, რომ ააშენებდა ქვეყანას, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული. 246 წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხი რჩება ამ პირობის ერთგული, დემოკრატიის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის განხორციელებული საქმითა და თითოეული ადამიანის უფლებების დაცვის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის გაწეული ძალისხმევით, ამერიკასა და მთელს მსოფლიოში.

ჩვენ ვიბრძოდით ამ თავისუფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის 246 წლის წინ და ვიცავთ მათ დღესაც, ვუცხადებთ რა მხარდაჭერას მათ, ვინც თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის იბრძვის, მათ შორის უკრაინაში. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლებას გაქრობისაგან მხოლოდ ერთი თაობა აშორებს. ის უნდა დავიცვათ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ ისინიც ასე მოიქცნენ.“

თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვის სურვილი არის ის, რასაც ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებს. ეს არ ნიშნავს ომის სურვილს, სრულიად საპირისპიროდ, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თავისუფლება და დემოკრატია არის ყველაზე უტყუარი გზა მშვიდობისკენ.

ქართველებმა და ამერიკელებმა კარგად ვიცით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ადვილი საქმე არ არის - იქნებოდა ეს 1776 წლის ამერიკა, თუ 1921 წელი - საქართველოში, ევროპის ორი მსოფლიო ომის პერიოდი, თუ საბჭოთა კავშირის დაშლა. ჩვენ ვნახეთ ეს 2008 წელს საქართველოში რუსეთის გაუმართლებელი შემოჭრის დროს და ამას ვხედავთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბარბაროსულ ომში. ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის, თანამედროვე წესებზე დაფუძნებულ წესრიგსა, რომელმაც სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპას 75 წლის განმავლობაში და ავტოკრატიულ რეჟიმს შორის, რომელსაც, სისასტიკე, შევიწროება და შიში მართავს”,- აღნიშნა მან.

კელი დეგნანმა უკრაინაში რუსეთის ომზე ისაუბრა და აღშნიშნა, რომ უკრაინის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რაც გულისხმობს ბრძოლას უმთავრესი დემოკრატიული პრინციპებისთვის.

„რატომ ვსაუბრობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე დამოუკიდებლობის დღეს? იმიტომ რომ, უკრაინის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რაც გულისხმობს ბრძოლას უმთავრესი დემოკრატიული პრინციპებისთვის, რომლებიც აერთიანებს ყველა თავისუფალ ერს. ეს არის ბრძოლა ზუსტად იმ პრინციპებისთვის, რაც ამერიკელმა და ქართველმა ხალხმა განამტკიცა კონსტიტუციაში და რის განხორცილებისკენაც ისწრაფის: კანონის უზენაესობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის, წერის და შეკრების თავისუფლება, თავისუფალი და ეთიკური პრესა. „ ხალხის, ხალხისთვის და ხალხის მიერ“ ხელისუფლების ცნება გულისხმობს თითოეული პიროვნების თავისუფლების, თანასწორობისა და ღირსების დაცვის პასუხისმგებლობას; მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას კონსტიტუციური ღირებულებების დარღვევის გარეშე, როგორიც არის სამართლიანი სასამართლო პროცესი და დაცვის გარანტიები ყველასათვის. ამ პრინციპების დაცვა არც თუ ისე ადვილია , მაგრამ აუცილებელია თავისუფალ საზოგადოებაში, რათა თითოეულ ადამიანს ჰქონდეს სრული პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა”, -აღნიშნა მან.

კელი დეგნანის განცხადებით, რევანშისტული რუსეთი არ დამშვიდდება, თუ საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენ მიერ საგულდაგულოდ ნაშენებ მშვიდობასა და კეთილდღეობას.

ელჩის განცხადებით, ევრო-ატლანტიკური ერთა ოჯახი მოწოდებულია მათ დასახმარებლად, ვისაც სურვილი აქვს დაიცვას საერთო ღირებულებები.

ამასთან მისი თქმით, საქართველო ეკუთვნის ევრო-ატლანტიკურ ერთა ოჯახს და მოუთმენლად ელიან მის სრულუფლებიან წევრობას.

„დიდი ხნის მანძილზე ბევრი შეეცადა ავტოკრატიულ კრემლთან საერთო ენის გამონახვას. მაგრამ ჩვენ მივხვდით, რომ რევანშისტული რუსეთი არ დამშვიდდება, თუ საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენ მიერ საგულდაგულოდ ნაშენებ მშვიდობასა და კეთილდღეობას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პრინციპები. ის შესანიშნავი სოლიდარობა და ერთიანობა, რაც ბოლო ხანებში ვიხილეთ რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ, გვაჩვენებს, რომ ევრო-ატლანტიკური ერთა ოჯახი მოწოდებულია მათ დასახმარებლად, ვისაც სურვილი აქვს დაიცვას ჩვენი საერთო ღირებულებები. ჩვენ კვლავ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული მომავლის და ვაგრძელებთ მისკენ სწრაფვას. საქართველო ეკუთვნის ევრო-ატლანტიკურ ერთა ოჯახს და მოუთმენლად ველით მის სრულუფლებიან წევრობას.

მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო წლებში ვხედავთ, თუ როგორ ცდილობენ ავტოკრატიული ძალები დემოკრატიის ჩახშობას კანონი უზენაესობის უგულებელყოფით, დემოკრატიული თავისუფლებების შეურაცხყოფით, სიმართლისა და ღირსების უპატივცემულობით. პუტინის მცდელობა, რომ სასტიკი აგრესიითა და დეზინფორმაციის გავრცელებით შექმნას დაპირისპირება და გააფართოოს ავტოკრატიული რეჟიმი არის პირდაპირი გამოწვევა ამ ფუნდამენტური პრინციპების მიმართ.

დასავლეთმა კი სიმტკიცით, ძლიერი ერთობითა და ურყევი ნებით გასცა პასუხი ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების წესის დასაცავად. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: “ სიბნელე, რომელიც ავტოკრატიის მეგზურია, ვერ შეედრება თავისუფლების ელვარებას , რომელიც თავისუფალი ადამიანების სულებს ყველგან ანათებს“

როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში ხალხი აფასებს თავისუფლებას, უფრთხილდება თავის უნიკალურ კულტურას, ენასა და ტრადიციებს. ამერიკელების მსგავსად ქართველებსაც სურთ მშვიდობა, უსაფრთხოება, სამართლიანობა, თანასწორობა და ღირსება. არაფერი „უცხო“ ამ პრინციპებში არ არის. ეს არ არის საქართველოზე თავს მოხვეული „დასავლური“ ღირებულებები. ეს არის ფუნდამენტური ქართული ღირებულები, ჩაქსოვილი საქართველოს ისტორიაში, კულტურასა და ტრადიციებში თამარ მეფიდან ილია ჭავჭავაძემდე და ექვთიმე თაყაიშვილამდე . გზა თავისუფლებისკენ, რაც ასე ძვირფასია ქართველებისთვის, გზა სტაბილურობისა და კეთილდღეობისა სწორედ ევროპისკენ მიემართება",- განაცხადა ელჩმა.

აშშ-ის ელჩმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე დემოკრატიის მშენებლობის კუთხით და აშშ-ის დახმარებაზე, როგორც კელი დეგნანი აცხადებს, აშშ-ს სჯერა უფრო წარმატებული, უფრო დემოკრატიული და უფრო უსაფრთხო საქართველოს მომავლის და კრიტიკად არ უნდა ჩაითვალოს, თუკი აშშ ამბობს, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი, განსაკუთრებით დემოკრატიული ჩარჩოს განმტკიცების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით.

"საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია დემოკრატიის მშენებლობის კუთხით ბოლო 30 წლის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა ექვსი მილიარდის დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს, რადგანაც ჩვენ გვჯერა უფრო წარმატებული, უფრო დემოკრატიული და უფრო უსაფრთხო საქართველოს მომავლისა. ეს ჩანს მრავალ ინდექსში, სადაც საქართველო კარგ ადგილს იკავებს. კრიტიკად არ უნდა ჩაითვალოს, თუ ვამბობთ, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი, განსაკუთრებით დემოკრატიული ჩარჩოს განმტკიცების, რასაც საქართველო გულდასმით აშენებდა და თქვენ მიერ შექმნილი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. ამერიკის გამოცდილება გვიჩვენებს ,რომ ეს რთული სამუშაო არასოდეს მთავრდება. მას სჭირდება მტკიცე ერთგულება, რთული კომპრომისები და პოლიტიკური ნება.

ეს მოითხოვს ქვეყნის ინტერესების ვიწრო პარტიულ ინტერესებზე წინ დაყენებას და არაფრის მომტან პოლიტიკურ თამაშებზე ამაღლებას. ეს ერთ დღეში არ მიიღწევა, და არც მხოლოდ ერთი რომელიმე პარტიის მიერ დამოუკიდებლად.

წარმატება დამოკიდებულია, იმაზე თუ რამდენად გაამართლებთ საქართველოს დევიზს „ ძალა ერთობაშია“. ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის. მე კი გარწმუნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას.

ჩემს სიტყვას დავასრულებ პაპის, იოანე-პავლე მეორეს სიტყვებით, რაც ასე შეეფერება დღევანდელობას, ვისწრაფვით რა მშვიდობიანი , თანასწორი და წარმატებული მომავლისკენ: “ არასოდეს დაკარგო იმედი, არასოდეს დაეჭვდე, არასოდეს დაიღალო და არასოდეს გაიტეხო გული. არ შეგეშინდეს.“

საქართველო და ამერიკა არის დასტური, იმისა რომ თავისუფლების მოყვარული ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობასა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე.

ჩვენ ერთიანები ვართ-ამერიკა და საქართველო-თავისუფლების სახელით.

ღმერთმა დალოცოს ამერიკა. ღმერთმა დალოცოს საქართველო”,- აღნიშნა დეგნანმა.