პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დადგა მომენტი, როცა საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, თუ რა ხდება პოლიტიკის კულისებში" - ხუნდაძემ, სუბარმა და ყაველაშვილმა დაპირებული ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს
"დადგა მომენტი, როცა საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, თუ რა ხდება პოლიტიკის კულისებში" - ხუნდაძემ, სუბარმა და ყაველაშვილმა დაპირებული ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს

"კან­დი­და­ტის თემა იყო ერ­თგვა­რი "სა­თა­გუ­რი", რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავი შე­ა­ყო­ფი­ნეს - კი­დევ ერთხელ უნდა [„ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“] ხელი მოგ­ვა­წე­რი­ნონ პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბა­ზე, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ორი დამ­ნა­შა­ვე ცი­ხი­დან უნდა გა­მო­ვი­დეს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქვეყ­ნი­დან წა­ვი­დეს - უნ­დათ, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი მოგ­ვი­შა­ლონ და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა დაგ­ვა­კარ­გვი­ნონ, რისი დაშ­ვე­ბაც არაფ­რის ფა­სად არ შე­იძ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის, სო­ზარ სუ­ბა­რის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • ამას­თან, რო­გორც დე­პუ­ტა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, ბა­კუ­რი­ან­ში ოპო­ზი­ცი­ის შეკ­რე­ბა­ზე რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სცე­ნა­რი იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი - პირ­ვე­ლი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე, ხოლო მე­ო­რე, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გათ­ვლი­ლი სცე­ნა­რი. მათი თქმით, სცე­ნა­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ომის და­წყე­ბაა.

"გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­თან და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­თან გვქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სია მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი და გუნ­დის სხვა ლი­დე­რე­ბი­სა და წევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი სრუ­ლად ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს. თუმ­ცა, ვერ ვთან­ხმდე­ბით მხო­ლოდ ერ­თზე - რა დო­ზით უნდა ვუ­თხრათ სი­მარ­თლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

რა თქმა უნდა, დიდ­წი­ლად გვეს­მის კო­ლე­გე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბი­სას თავ­შე­კა­ვე­ბაა სა­ჭი­რო. თუმ­ცა, დღეს დად­გა მო­მენ­ტი, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა მი­ვა­წო­დოთ ბევ­რად მეტი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის კუ­ლი­სებ­ში. აქ სას­წორ­ზე დგას არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ჩვენ­გა­ნის, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს და ხალ­ხის ბედი. შე­სა­ბა­მი­სად, დროა, სა­კუ­თა­რი თა­ვის და ქვეყ­ნის დაც­ვა უშუ­ა­ლოდ ხალ­ხს უფრო მე­ტად მი­ვან­დოთ.

არი­ან დიდი ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სურთ რე­ვო­ლუ­ცია, ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა და მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი 2004-12 წლებ­ში ჩა­დე­ნილ უამ­რავ და­ნა­შა­ულ­ზე.

ამი­სათ­ვის შედ­გა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მისი მე­დია და ენ­ჯე­ო­სა­ტე­ლი­ტე­ბის შეკ­რე­ბა ბა­კუ­რი­ან­ში, სა­დაც ამე­რი­კი­დან სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის ცნო­ბი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, პი­ტერ აკერ­მა­ნი.

ამი­სათ­ვის შე­მო­ი­ტა­ნეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის თე­მაც. ცხა­დია, უკ­რა­ი­ნის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბა დღეს სრუ­ლი­ად არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია. რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის გამო, ქვე­ყა­ნა ცე­ცხლის ალ­შია გახ­ვე­უ­ლი, ქვე­ყა­ნა ნად­გურ­დე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა და ასეთ დროს, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ამ ქვეყ­ნის­თვის, ბუ­ნებ­რი­ვია, მცი­რე ნუ­გე­შა­დაც კი არ გა­მოდ­გე­ბა. იგი­ვე ეხე­ბა მოლ­დო­ვას, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ესა­ზღვრე­ბა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნას, ასე­უ­ლო­ბით ათას უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვილს იფა­რებს და უმ­ძი­მეს ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს გა­ნიც­დის. ერ­თა­დერ­თი, რის­თვი­საც კან­დი­და­ტის თემა დას­ჭირ­დათ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ფო­ნის დამ­ძი­მე­ბა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მუხ­ტის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა იყო.

კან­დი­და­ტის თემა იყო ერ­თგვა­რი "სა­თა­გუ­რი“, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავი შე­ა­ყო­ფი­ნეს. ამ საქ­მე­ში თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ჩარ­თეს, რო­მე­ლიც ბრი­უ­სე­ლი­დან ამ თე­მით და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლი გა­მო­უშ­ვეს. პირ­ვე­ლა­დი გათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში სწო­რედ ზუ­რა­ბიშ­ვილს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამის გამო, მან კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვით პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მის და­ა­ნონ­სე­ბაც კი იკად­რა. თუმ­ცა, გუნ­დმა სწო­რად იმოქ­მე­და და ეს სცე­ნა­რი ჩა­შა­ლა. ამის შემ­დეგ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მისი სა­ტე­ლი­ტე­ბი აა­მუ­შა­ვეს და გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ხებ კამ­პა­ნია მათ აა­წე­ვი­ნეს, რის შემ­დე­გაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მი­ი­ღო.

ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ და საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი კა­ცის­თვი­საც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბი, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მის­ცემ­დნენ უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას, სა­ქარ­თვე­ლოს კი სტა­ტუ­სის გა­რე­შე და­ტო­ვებ­დნენ და ეს მო­ლო­დი­ნი სრუ­ლად გა­მარ­თლდა.

ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, მოვ­ლე­ნე­ბიც ზუს­ტად ისე წა­რი­მარ­თა, რო­გორც ამას წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ გუნ­დის წევ­რე­ბი. ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მყი­სი­ე­რად გა­მო­ვიდ­ნენ და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ რევ­კო­მს ორი ტერ­მი­ნი აკე­რია პირ­ზე: დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია და დე­პო­ლა­რი­ზა­ცია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს ორი ტერ­მი­ნი ჯერ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­რა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის დას­კვნა­შიც გა­და­ი­ტა­ნეს.

ეს ტერ­მი­ნე­ბი მათ მიერ მარ­ტი­ვად ითარ­გმნე­ბა: დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია ნიშ­ნავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლას, ხოლო დე­პო­ლა­რი­ზა­ცია - სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გვა­რა­მი­ას ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბას.

რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სცე­ნა­რი იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი: ერთი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და მე­ო­რე შე­და­რე­ბით გრძელ­ვა­დი­ა­ნი.

მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სცე­ნა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე იყო გათ­ვლი­ლი. ცნო­ბი­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ით და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უმ­ძი­მე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და ხალ­ხში ემო­ცი­უ­რი ფო­ნის შექ­მნას ამით შე­ე­ცად­ნენ. თუმ­ცა, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სცე­ნა­რი ჩა­ვარ­და და პირ­ველ ცდა­ზე რე­ვო­ლუ­ცია არ შედ­გა.

მე­ო­რე სცე­ნა­რი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე არის გათ­ვლი­ლი. კან­დი­და­ტო­ბა­ზე უა­რის თქმით, შექ­მნეს გარ­კვე­უ­ლი ემო­ცი­უ­რი ფონი, რა­საც, მათი გათ­ვლით, უნდა მოყ­ვეს იმ ე.წ. რე­ფორ­მე­ბის თავს მოხ­ვე­ვა, რო­მელ­თა ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა და ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­სა­კუთ­რე­ბაა.

ერთ-ერთ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარს, მი­ხა­ელ გა­ლერს ათ­ქმე­ვი­ნეს კი­დეც, პარ­ტი­ე­ბი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დო­ნო. ანუ კი­დევ ერთხელ უნდა გაგ­ვიყ­ვა­ნონ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­დან და ხელი მოგ­ვა­წე­რი­ნონ პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბა­ზე, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ორი დამ­ნა­შა­ვე ცი­ხი­დან უნდა გა­მო­ვი­დეს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დეს. ამით უნ­დათ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი მოგ­ვი­შა­ლონ და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა დაგ­ვა­კარ­გვი­ნონ, რისი დაშ­ვე­ბაც არაფ­რის ფა­სად არ შე­იძ­ლე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მა, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტს არ ცნო­ბენ.

იმა­ვე გა­ლერს ისიც ათ­ქმე­ვი­ნეს, ივა­ნიშ­ვი­ლი თუ პატ­რი­ო­ტია, ქვეყ­ნი­დან უნდა წა­ვი­დე­სო. გა­ლე­რის ამ ფრა­ზი­დან ნათ­ლად იკი­თხე­ბა მათი სუ­ლის­კვე­თე­ბა და მთა­ვა­რი მი­ზა­ნი: პატ­რი­ო­ტე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვართ, ქვე­ყა­ნას უნდა მო­შორ­დნენ და ქვეყ­ნის სა­და­ვე­ე­ბი არა­პატ­რი­ო­ტებს, უსამ­შობ­ლო და უღ­მერ­თო ხალ­ხს უნდა დარ­ჩეს.

უსამ­შობ­ლო და უღ­მერ­თო ადა­მი­ა­ნე­ბი კი იმი­ტომ უნ­დათ, რომ ისი­ნი ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბა­ზე მო­ა­წე­რენ ხელს. რაც მთა­ვა­რია, თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი და­ი­წყე­ბენ ომს, რაც მთე­ლი ამ სცე­ნა­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. სწო­რედ ამის გამო იყ­ვნენ ზე­ლენ­სკი და არა­ხა­მია რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მი­ტინ­გის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რაც, ასე­ვე, აკერ­მა­ნის სცე­ნა­რის ნა­წი­ლი იყო.

ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ სა­ომ­რად სჭირ­დე­ბათ და ქარ­თველ ხალ­ხს სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. კარ­გად ეს­მით, რომ არც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­ი­მე­ტებს ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს სა­ბე­დის­წე­რო ომის­თვის და არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მოს­თხოვს მას ამის გა­კე­თე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის უპ­რობ­ლე­მოდ გა­ი­მე­ტე­ბენ. სწო­რედ ასე­თე­ბი არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ენ­ჯე­ო­ე­ბის ლი­დე­რე­ბი თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ხე­ე­ბი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 87 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
5

ბიჭო თუ მასეთი ცუდია ევროპა რას დარბიხართ კვირაში ერთხელ? დაბადების დღეები იქ რომ არ გადაუხადოთ ცოლებს აქ რესტორნები დაილია? როგორც პუტინი აბოლებს თავის ხალხს ევროპა ცუდია ცუდიაო და შვილით დაწყებული ცოლის დით დამთავრებული იქ ყავს ყველა. რა გვეშველება ამ ყურუმსაღების ხელში?

მოქალაქე
75

შეეშვით პოლიტიკას, არ აყვეთ არაფერს / არავის, დატკბით ცხოვრებით და იყავით ბედნიერები იმით, რაც გაგაჩნიათ. ერთხელ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, ხოდა დახარჯეთ თითოეული წუთი, თითოეული წამი არა ომზე, პოლიტიკაზე, ჩხუბზე, ნერვების შლაზე, არამედ - სიყვარულზე, ქველმოქმედებაზე, სხვების დახმარებაზე, სიცილსა და ხალისზე, გახსოვდეთ, ყველაზე მოღრუბლული დღეც კი სინამდვილეში მზიანია ღრუბლებს მიღმა.

ავტორი:

"დადგა მომენტი, როცა საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, თუ რა ხდება პოლიტიკის კულისებში" - ხუნდაძემ, სუბარმა და ყაველაშვილმა დაპირებული ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს

"დადგა მომენტი, როცა საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, თუ რა ხდება პოლიტიკის კულისებში" - ხუნდაძემ, სუბარმა და ყაველაშვილმა დაპირებული ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს

"კანდიდატის თემა იყო ერთგვარი "სათაგური", რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს - კიდევ ერთხელ უნდა [„ნაციონალურ მოძრაობას“] ხელი მოგვაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან წავიდეს - უნდათ, კონსტიტუციური წესრიგი მოგვიშალონ და სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინონ, რისი დაშვებაც არაფრის ფასად არ შეიძლება, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

  • ამასთან, როგორც დეპუტატები აცხადებენ, ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებაზე რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული - პირველი, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ხოლო მეორე, კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე გათვლილი სცენარი. მათი თქმით, სცენარის მთავარი მიზანი ომის დაწყებაა.

"გასული დღეების განმავლობაში, პარტიის ლიდერებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გვქონდა სერიოზული დისკუსია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მოვლენების შესახებ ჩვენი და გუნდის სხვა ლიდერებისა და წევრების შეფასებები სრულად ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა, ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე - რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას.

რა თქმა უნდა, დიდწილად გვესმის კოლეგების, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისას თავშეკავებაა საჭირო. თუმცა, დღეს დადგა მომენტი, როდესაც საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ბევრად მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქართული პოლიტიკის კულისებში. აქ სასწორზე დგას არა ხელისუფლების ან რომელიმე კონკრეტული ჩვენგანის, არამედ სახელმწიფოს და ხალხის ბედი. შესაბამისად, დროა, საკუთარი თავის და ქვეყნის დაცვა უშუალოდ ხალხს უფრო მეტად მივანდოთ.

არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ რევოლუცია, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მისი ჩანაცვლება ადამიანებით, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 2004-12 წლებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე.

ამისათვის შედგა "ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მედია და ენჯეოსატელიტების შეკრება ბაკურიანში, სადაც ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი, პიტერ აკერმანი.

ამისათვის შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო.

კანდიდატის თემა იყო ერთგვარი "სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს. პირველადი გათვლით, საქართველოს მიერ განაცხადის შეტანის შესახებ განცხადება პარლამენტში სწორედ ზურაბიშვილს უნდა გაეკეთებინა. ამის გამო, მან კონსტიტუციის დარღვევით პარლამენტის სხდომის დაანონსებაც კი იკადრა. თუმცა, გუნდმა სწორად იმოქმედა და ეს სცენარი ჩაშალა. ამის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები აამუშავეს და განაცხადის შესახებ კამპანია მათ ააწევინეს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად რაციონალურად მიიღო.

ბაკურიანის შეკრების მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ და საქმეში ჩახედული კაცისთვისაც არ უნდა ყოფილიყო რთული გამოსაცნობი, რომ კანდიდატის სტატუსს მისცემდნენ უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი სტატუსის გარეშე დატოვებდნენ და ეს მოლოდინი სრულად გამართლდა.

ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, მოვლენებიც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ამას წინასწარ პროგნოზირებდნენ გუნდის წევრები. ბაკურიანის შეკრების მონაწილეები მყისიერად გამოვიდნენ და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

"ნაცმოძრაობის“ რევკომს ორი ტერმინი აკერია პირზე: დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ტერმინი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა, ხოლო მოგვიანებით ევროპული კომისიის დასკვნაშიც გადაიტანეს.

ეს ტერმინები მათ მიერ მარტივად ითარგმნება: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას, ხოლო დეპოლარიზაცია - სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გამოშვებას.

რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული: ერთი მოკლევადიანი და მეორე შედარებით გრძელვადიანი.

მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა, მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა.

მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა.

ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, მიხაელ გალერს ათქმევინეს კიდეც, პარტიები ახალი პოლიტიკური შეთანხმებისთვის უნდა მოემზადონო. ანუ კიდევ ერთხელ უნდა გაგვიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და ხელი მოგვაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ამით უნდათ კონსტიტუციური წესრიგი მოგვიშალონ და სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინონ, რისი დაშვებაც არაფრის ფასად არ შეიძლება. დაუშვებელია იმ ადამიანებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რომლებიც სახელმწიფოს, ხელისუფლებას, არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ ცნობენ.

იმავე გალერს ისიც ათქმევინეს, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა წავიდესო. გალერის ამ ფრაზიდან ნათლად იკითხება მათი სულისკვეთება და მთავარი მიზანი: პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, ქვეყანას უნდა მოშორდნენ და ქვეყნის სადავეები არაპატრიოტებს, უსამშობლო და უღმერთო ხალხს უნდა დარჩეს.

უსამშობლო და უღმერთო ადამიანები კი იმიტომ უნდათ, რომ ისინი ნებისმიერ დავალებაზე მოაწერენ ხელს. რაც მთავარია, თვალდახუჭული დაიწყებენ ომს, რაც მთელი ამ სცენარის მთავარი მიზანია. სწორედ ამის გამო იყვნენ ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები, რაც, ასევე, აკერმანის სცენარის ნაწილი იყო.

ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად სჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან "ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები“,- აღნიშნულია განცხადებაში.