პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზივი: ვენდეტა შვილის მკვლელობის გამო? - ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი შურისძიებაა
ექსკლუზივი: ვენდეტა შვილის მკვლელობის გამო? - ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი შურისძიებაა

გუ­შინ სა­ღა­მოს ბა­გებ­ში, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა („ტი­ლი­კა“) ჩა­ცხრი­ლეს. გარ­დაც­ვლილს 20 ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. მის­მა თან­მხლებ­მა პირ­მა თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და 236-ე მუხ­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა) მიმ­დი­ნა­რე­ობს. მკვლე­ლო­ბას ჰყავს მოწ­მე­ე­ბიც.

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა 53 წლის გახ­ლდათ. კა­ჭა­რა­ვას სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა ნი­დერ­ლან­დებ­ში და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნია "მულ­ტიპ­ლექსს", რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ არა­ერთ ბიზ­ნეს ფლობს. ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფლობს თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ფიტ­ნეს ქსელს და ასე­ვე მისი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა მის ბუ­ღალ­ტერ­თან ერ­თად სახ­ლში, კაკ­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ერთ-ერთ მო­სახ­ვევ­ში მას ბუჩ­ქებ­ში ჩა­საფ­რე­ბულ­მა ორმა ნიღ­ბი­ან­მა ავ­ტო­მა­ტი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ბიზ­ნეს­მე­ნი ად­გილ­ზე, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, თან­მხლე­ბი პირი კი გა­იქ­ცა, მის­თვის არც არა­ვის უს­ვრია.

რო­გორც სან­დო წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, მკვლე­ლო­ბა ბიზ­ნეს­წი­ლებს არ უკავ­შირ­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ვერ­სი­ით, საქ­მე შუ­რის­ძი­ე­ბას­თან გვაქვს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს - კერ­ძოდ, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბას.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და (მა­მის ორ­მოც­ზე) და ბოლო დროს დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

"რო­გორც ჩანს, გია კვა­რა­ცხე­ლია მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­და­ვი­და.. ცნო­ბი­ლია, რომ “ტი­ლი­კა“ ძმებ კა­კუ­ლი­ებ­თან ახ­ლობ­ლობ­და. გიას სა­მიზ­ნე ძმე­ბი არი­ან, მათ ცი­ხე­ში ვერ მის­წვდა, სა­მა­გი­ე­როდ, მისი შუ­რის­ძი­ე­ბა კა­კუ­ლი­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რით და­ი­წყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სომ­ხეთ­ში გა­და­სუ­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბი­ჭე­ბი (აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე) კა­ჭა­რა­ვამ და­ა­ფი­ნან­სა. კვა­რა­ცხე­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, არც გა­ჩერ­დე­ბო­და და შე­საძ­ლოა, შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლთა რი­ცხვიც გა­ი­ზარ­დოს“, - გვიყ­ვე­ბა წყა­რო.

ცნო­ბის­თვის, კრი­მი­ნა­ლურ­მა პო­ლი­ცი­ამ, კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში ძმე­ბი დათა და გუგა კა­კუ­ლი­ე­ბი 29 მა­ისს და­ა­კა­ვა. ისი­ნი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა საქ­მე შე­საძ­ლოა ბევ­რად მძი­მე სს და­ნა­შა­უ­ლებს ეხე­ბო­დეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­კუ­ლი­ე­ბი კავ­შირ­ში არი­ან ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათი მა­მაც კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი გახ­ლდათ. მათი სა­ხე­ლი პირ­ვე­ლად 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას - პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში გა­მოჩ­ნდა.

ვინ არის გია კვა­რა­ცხე­ლია? (მოკ­ლუ­ლი ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მამა)

გა­ი­ოზ (გია) კვა­რა­ცხე­ლია 1963 წლის 22 ივ­ლისს, წა­ლენ­ჯი­ხის სო­ფელ ჯგალ­ში და­ი­ბა­და. 2003 წელს მან და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და პე­რი­ო­დუ­ლად ცხოვ­რობ­და მოს­კოვ­სა და კი­ევ­ში. კვა­რა­ცხე­ლია "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად" 1988 წელს, 24 წლის ასაკ­ში "მო­ნათ­ლეს" ე.წ. კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა: გოგი ჩი­ქო­ვან­მა, პა­ა­ტა ჩლა­ი­ძემ ("პა­ა­ტა ბალ­შოი“) და რო­მეო ბუ­ლი­ამ. ის რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოს­კოვ­სა და კი­ევ­ში.

Ambebi.ge-ს რამ­დე­ნი­მე თვის წინ წყა­რო უყ­ვე­ბო­და:

"გია კვა­რა­ცხე­ლია დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში. მის ამ­ჟა­მინ­დელ ად­გილ­სამ­ყო­ფელ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა - უკ­რა­ი­ნა, იტა­ლია, ეს­პა­ნე­თი და სა­ბერ­ძნე­თი. ის ძალ­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ნა­კი­თხი კა­ცია, თა­ვის დრო­ზე და­უ­პი­რის­პირ­და სო­ხუ­მელ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" - ძმებ ჯან­გვე­ლა­ძე­ებს, რომ­ლე­ბიც ტა­რი­ელ ონი­ა­ნის სა­მე­გობ­როს წარ­მო­ად­გენ­დნენ. მის მტრებს შო­რი­საა ძვე­ლი სო­ხუ­მე­ლი ქურ­დი კაკო კო­ხია. რო­გორც ვიცი, კვა­რა­ცხე­ლია დუდუ და­დი­ა­ნის პა­ნაშ­ვიდ­ზეც იყო. გია კვა­რა­ცხე­ლია ხმა­უ­რი­ან საქ­მე­ებ­ში დი­დად არ ყო­ფი­ლა გახ­ვე­უ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მტრე­ბი გიას რომ ვერ მიწ­ვდნენ, შვილ­ზე იძი­ეს შური. რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, არა­ვინ იცის, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შუ­რის­ძი­ე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. შე­იძ­ლე­ბა შვი­ლის მოკ­ვლა არც უნ­დო­დათ, დაჭ­რა, ან შე­ში­ნე­ბა იყო მი­ზა­ნი. გიამ შვი­ლი ყვე­ლა­ფერს გა­ა­ა­რი­და, მა­მის კვალს რომ არ გაჰ­ყო­ლო­და, ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და მის მო­მა­ვალ­ზე, მი­აღ­წია კი­დეც, ნიკა ძალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო, ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია მისი ასე ნა­ად­რე­ვად წას­ვლა ამ ქვეყ­ნი­დან...“

"გია კვა­რა­ცხე­ლია 2003 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­სუ­ლა. წა­ლენ­ჯი­ხა­ში მას უზარ­მა­ზა­რი და ლა­მა­ზი სახ­ლი ჰქონ­და, რო­მე­ლიც გიამ სა­პატ­რი­არ­ქოს გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად. 2007 წელს კი სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ სახ­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს ჩა­მო­არ­თვა და მას­ში პო­ლი­ცია გახ­სნა. ამ ეტაპ­ზე შე­ნო­ბა არის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე და, ფაქ­ტობ­რი­ვად, უფუნ­ქცი­ოა. ერთი წე­ლია, რაც წა­ლენ­ჯი­ხის პო­ლი­ცია ახა­ლა­შე­ნე­ბულ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვი­და. შვი­ლის მკვლე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ხალ­ხი აქ სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს, უფრო მა­მის თე­მას და შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ვერ­სია არა­ვის­თვის არის ცნო­ბი­ლი. გია კვა­რა­ცხე­ლია მუდ­მი­ვად ეხ­მა­რე­ბო­და ეკ­ლე­სი­ას, მისი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით აშენ­და ჯგალ­ში ტა­ძა­რი. ზო­გა­დად, რო­გორც ვიცი, ტაძ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ღე­ბუ­ლობ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გიას თუ არ ვცდე­ბი, ნიკა მე­ო­რე ცო­ლის­გან ჰყავს, ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ბიჭი იყო, წა­ლენ­ჯი­ხა­ში გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მას ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქო­ნო­და, ამი­ტო­მაც ამ მკვლე­ლო­ბას მა­მა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­ში­რე­ბენ“, - გვიყ­ვე­ბა წა­ლენ­ჯი­ხის ერთ-ერთი მკვიდ­რი.

მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ა. ა.
1

მიშა ციხეშია, а поезда шли с востока на запад и с запада на восток... 

იკა
10

გამორიცხულია არ არის ეს სიმართლე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ექსკლუზივი: ვენდეტა შვილის მკვლელობის გამო? - ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი შურისძიებაა

ექსკლუზივი: ვენდეტა შვილის მკვლელობის გამო? - ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი შურისძიებაა

გუშინ საღამოს ბაგებში, საკუთარ ავტომანქანაში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა („ტილიკა“) ჩაცხრილეს. გარდაცვლილს 20 ტყვია აქვს მოხვედრილი. მისმა თანმხლებმა პირმა თავს გაქცევით უშველა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს. მკვლელობას ჰყავს მოწმეებიც.

ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის გახლდათ. კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია "მულტიპლექსს", რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნეს ფლობს. ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს და ასევე მისი კომპანიები მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებში.

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, ლევან კაჭარავა მის ბუღალტერთან ერთად სახლში, კაკლების დასახლებაში გადაადგილდებოდა. ერთ-ერთ მოსახვევში მას ბუჩქებში ჩასაფრებულმა ორმა ნიღბიანმა ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. ბიზნესმენი ადგილზე, ავტომანქანაში გარდაიცვალა, თანმხლები პირი კი გაიქცა, მისთვის არც არავის უსვრია.

როგორც სანდო წყარო გვეუბნება, მკვლელობა ბიზნესწილებს არ უკავშირდება და გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შურისძიებასთან გვაქვს, რომელიც თბილისში მომხდარ მკვლელობას უნდა უკავშირდებოდეს - კერძოდ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას.

როგორც ირკვევა, ლევან კაჭარავა რამდენიმე დღეა, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა (მამის ორმოცზე) და ბოლო დროს დაცვის გარეშე არ გადაადგილდებოდა.

"როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა.. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა, შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, - გვიყვება წყარო.

ცნობისთვის, კრიმინალურმა პოლიციამ, კონსპირაციულ ბინაში ძმები დათა და გუგა კაკულიები 29 მაისს დააკავა. ისინი პოლიციელებმა ოფიციალურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს, თუმცა საქმე შესაძლოა ბევრად მძიმე სს დანაშაულებს ეხებოდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაკულიები კავშირში არიან ქურდულ სამყაროსთან. აღსანიშნავია, რომ მათი მამაც კრიმინალური ავტორიტეტი გახლდათ. მათი სახელი პირველად 22 წლის ნიკა კვარაცხელიას - პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკვლელობის საქმეში გამოჩნდა.

ვინ არის გია კვარაცხელია? (მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამა)

გაიოზ (გია) კვარაცხელია 1963 წლის 22 ივლისს, წალენჯიხის სოფელ ჯგალში დაიბადა. 2003 წელს მან დატოვა საქართველო და პერიოდულად ცხოვრობდა მოსკოვსა და კიევში. კვარაცხელია "კანონიერ ქურდად" 1988 წელს, 24 წლის ასაკში "მონათლეს" ე.წ. კანონიერმა ქურდებმა: გოგი ჩიქოვანმა, პაატა ჩლაიძემ ("პაატა ბალშოი“) და რომეო ბულიამ. ის რამდენჯერმე ნასამართლევია საქართველოში, მოსკოვსა და კიევში.

Ambebi.ge-ს რამდენიმე თვის წინ წყარო უყვებოდა:

"გია კვარაცხელია დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქურდულ სამყაროში. მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება - უკრაინა, იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი. ის ძალზე განათლებული და ნაკითხი კაცია, თავის დროზე დაუპირისპირდა სოხუმელ "კანონიერ ქურდებს" - ძმებ ჯანგველაძეებს, რომლებიც ტარიელ ონიანის სამეგობროს წარმოადგენდნენ. მის მტრებს შორისაა ძველი სოხუმელი ქურდი კაკო კოხია. როგორც ვიცი, კვარაცხელია დუდუ დადიანის პანაშვიდზეც იყო. გია კვარაცხელია ხმაურიან საქმეებში დიდად არ ყოფილა გახვეული. სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური. რა გახდა მკვლელობის მოტივი, არავინ იცის, დიდი ალბათობით, შურისძიებასთან გვაქვს საქმე. შეიძლება შვილის მოკვლა არც უნდოდათ, დაჭრა, ან შეშინება იყო მიზანი. გიამ შვილი ყველაფერს გააარიდა, მამის კვალს რომ არ გაჰყოლოდა, ძალიან ზრუნავდა მის მომავალზე, მიაღწია კიდეც, ნიკა ძალზე წარმატებული ახალგაზრდა იყო, ძალიან დასანანია მისი ასე ნაადრევად წასვლა ამ ქვეყნიდან...“

"გია კვარაცხელია 2003 წლის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. წალენჯიხაში მას უზარმაზარი და ლამაზი სახლი ჰქონდა, რომელიც გიამ საპატრიარქოს გადასცა საჩუქრად. 2007 წელს კი სააკაშვილის მთავრობამ სახლი საპატრიარქოს ჩამოართვა და მასში პოლიცია გახსნა. ამ ეტაპზე შენობა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და, ფაქტობრივად, უფუნქციოა. ერთი წელია, რაც წალენჯიხის პოლიცია ახალაშენებულ შენობაში გადავიდა. შვილის მკვლელობას რაც შეეხება, ხალხი აქ სხვადასხვა ვერსიას განიხილავს, უფრო მამის თემას და შურისძიებას უკავშირებენ. ამ ეტაპზე კონკრეტული ვერსია არავისთვის არის ცნობილი. გია კვარაცხელია მუდმივად ეხმარებოდა ეკლესიას, მისი ფინანსური მხარდაჭერით აშენდა ჯგალში ტაძარი. ზოგადად, როგორც ვიცი, ტაძრების მშენებლობაში ღებულობდა მონაწილეობას. გიას თუ არ ვცდები, ნიკა მეორე ცოლისგან ჰყავს, ძალიან განათლებული და ნიჭიერი ბიჭი იყო, წალენჯიხაში გამორიცხავენ, რომ მას ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა, ამიტომაც ამ მკვლელობას მამაზე შურისძიებას უკავშირებენ“, - გვიყვება წალენჯიხის ერთ-ერთი მკვიდრი.