პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მიაქციოთ ყურადღება ღარიბაშვილის "ფეიკებს", რომლებსაც ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს" - დავით არახამია პრემიერის ბრალდებებს პასუხობს
"არ მიაქციოთ ყურადღება ღარიბაშვილის "ფეიკებს", რომლებსაც ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს" - დავით არახამია პრემიერის ბრალდებებს პასუხობს

უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე, უკ­რა­ი­ნუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი და­ვით არა­ხა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის , ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ "ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­ში და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ მი­ე­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, იყო უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ბა­ტო­ნი არა­ხა­მია“.

არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "ფე­ი­კებს“ ავ­რცე­ლებს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ოლი­გარ­ქის შეკ­ვე­თით ხდე­ბა.

"გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლო. ვავ­რცე­ლებ ამ ვი­დე­ოს, რათა გა­ვამ­ჟღავ­ნო სი­მარ­თლე იმ ფე­ი­კის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ავ­რცე­ლებს. პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას მან აღ­ნიშ­ნა, რომ თით­ქოს არა­ხა­მია ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტე­ბი­სას და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და არ მი­ე­ღო სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. პირ­ვე­ლი - ევ­რო­პა­ში არა­ხა­მია არ ყო­ფი­ლა. მე­ო­რე - ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და იმი­ტომ, რომ გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა ის კონ­ცეფ­ცია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი პრო­რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის/გეგ­მის ოლი­გარ­ქია, რო­მელ­საც ჰყავს მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მელ­საც ევ­რო­პა უნდა, ატყუ­ებს” , - გა­ნა­ცხა­და არა­ხა­მი­ამ.

უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო მი­ტინ­გმა სა­ქარ­თვე­ლო­ში აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის ნა­წი­ლი სურს გახ­დეს და უკ­რა­ი­ნის ხე­ლის­ფუ­ლე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს და­ემ­ხა­რე­ბა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წვე­რი გახ­დეს.

"ბოლო მი­ტინ­გმა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­მარ­თა, აჩ­ვე­ნა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ევ­რო­პის ნა­წი­ლი არი­ან და სა­ქარ­თვე­ლოს სურს, ევ­რო­პის ნა­წი­ლი გახ­დეს. ჩვენ, რო­გორც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, და­ვეხ­მა­რე­ბით ქარ­თველ ხალ­ხს, ევ­რი­კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეს. არ მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ფე­ი­კებს", პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის "ფე­ი­კებს", რო­მე­ლიც არა­სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ებს ერთი ოლი­გარ­ქის შეკ­ვე­თით ავ­რცე­ლებს. და­სა­ნა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო, კეთ­ლის­მსურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­მაც ჩვე­ნი დევ­ნი­ლე­ბი შე­ი­ფა­რეს და რომ­ლის შვი­ლე­ბი ჩვენს რი­გებ­ში იბ­რძვი­ან რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, დღეს ოლი­გარ­ქის ტყვე­ე­ბი გახ­დნენ. ქარ­თვე­ლე­ბო, გა­მაგრდით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ევ­რო­პის გზა­ზე ჩვენ დიდი მო­მა­ვა­ლი გვე­ლის", - აცხა­დებს არა­ხა­მია.

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
2

პირველ რიგში, შეეშვი საქართველოს და ქართველების ხსენებას, ბიძინა და ჩვენი პრემიერი შენი სახსენებლები არ არიან, საცოდავები მაშინ ვიქნებოდით შენნაირი და ნაცბანდის მსგავსები რომ ყოფილიყვნენ. ასე რომ ღმერთი გვიფარავს... პ/ს ღმერთმა უკრაინაც დაიფაროს, მაგრამ შენნაირების ხელში მეეჭვება რაიმე სასიკეთო მოხდეს...

giga
5

ესენი იმდენს იზამენ, ჩვენი ხელისუფლება ამათთან შედარებით წმინდანებად მოგვეჩვენება. ქართული გვარი ამ არსებას ჩვენზე არანაირი კომენტარის უფლებას არ აძლევს, არც არავის აინტერესებს. და გვარსაც თუ გადაიკეთებს და არახამენკო ან არხამოვიჩი გახდება, უკეთესს იზამს. 

ავტორი:

"არ მიაქციოთ ყურადღება ღარიბაშვილის "ფეიკებს", რომლებსაც ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს" - დავით არახამია პრემიერის ბრალდებებს პასუხობს

"არ მიაქციოთ ყურადღება ღარიბაშვილის "ფეიკებს", რომლებსაც ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს" - დავით არახამია პრემიერის ბრალდებებს პასუხობს

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, უკრაინული დელეგაციის მომლაპარაკებელი დავით არახამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის , ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმაურება, რომ "ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია“.

არახამიას განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილი ,,ფეიკებს“ ავრცელებს და ეს ყველაფერი ოლიგარქის შეკვეთით ხდება.

"გამარჯობა საქართველო. ვავრცელებ ამ ვიდეოს, რათა გავამჟღავნო სიმართლე იმ ფეიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ავრცელებს. პარლამენტში გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ თითქოს არახამია ევროპასა და ამერიკაში ვიზიტებისას დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი. პირველი - ევროპაში არახამია არ ყოფილა. მეორე - ამერიკაში იმყოფებოდა იმიტომ, რომ განევითარებინა ის კონცეფცია, რომ ივანიშვილი პრორუსული ორიენტაციის/გეგმის ოლიგარქია, რომელსაც ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს, რომელსაც ევროპა უნდა, ატყუებს” , - განაცხადა არახამიამ.

უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებით, ბოლო მიტინგმა საქართველოში აჩვენა, რომ საქართველოს ევროპის ნაწილი სურს გახდეს და უკრაინის ხელისფულება ქართველ ხალხს დაემხარება, რომ ევროკავშირის წვერი გახდეს.

"ბოლო მიტინგმა, რომელიც საქართველოში გაიმართა, აჩვენა, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან და საქართველოს სურს, ევროპის ნაწილი გახდეს. ჩვენ, როგორც უკრაინის ხელისუფლება, დავეხმარებით ქართველ ხალხს, ევრიკავშირის წევრი გახდეს. არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს მმართველი ხელისუფლების "ფეიკებს", პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის "ფეიკებს", რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს. დასანანია, რომ საქართველო, კეთლისმსურველი ადამიანები, რომელმაც ჩვენი დევნილები შეიფარეს და რომლის შვილები ჩვენს რიგებში იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, დღეს ოლიგარქის ტყვეები გახდნენ. ქართველებო, გამაგრდით, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის გზაზე ჩვენ დიდი მომავალი გველის", - აცხადებს არახამია.