პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არ უშვებს არსად, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტი? - რას მეუბნებით, მე ვიტყუები?" - პრემიერი
"თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არ უშვებს არსად, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტი? - რას მეუბნებით, მე ვიტყუები?" - პრემიერი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ყვე­ლა მი­მარ­თვა­ზე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბით სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მას ხელი აქვს მო­წე­რი­ლი და არ­ცერ­თი გა­ნა­ცხა­დი და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი არ და­უ­ტო­ვე­ბია.

ამის შე­სა­ხებ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ბრი­უ­სე­ლი­დან სურ­და საფ­რან­გეთ­ში, პო­ლო­ნეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა, თუმ­ცა მთავ­რო­ბის­გან კი­დევ ერთი უარი მი­ი­ღო.

ამას­თან, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „პრე­ზი­დენ­ტი, სამ­წუ­ხა­როდ, იმე­ო­რებს დესტრუქ­ცი­უ­ლი, მავ­ნე­ბე­ლი ოპო­ზი­ცი­ის, ქვეყ­ნის მტრე­ბის გან­ცხა­დე­ბებს და მათ ნა­რა­ტივ­ში ჩაჯ­და“.

„მინ­და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო შემ­დე­გი, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა. მე­ო­რე და მთა­ვა­რი - ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იმარ­თე­ბა კა­ნო­ნე­ბით და კონ­სტი­ტუ­ცი­ით. მინ­და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო და მათ შო­რის ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენტს, რომ ჩვენ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა კა­ნო­ნის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბის და კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვის მა­გა­ლი­თი უნდა მივ­ცეთ ყვე­ლას. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მიერ ხსე­ნე­ბულ ვო­ი­აჟს, ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლურ მო­მარ­თვა­ზე, რაც პრე­ზი­დენ­ტის­გან მი­ვი­ღე, ხელი მო­ვა­წე­რე, ყვე­ლა მისი თხოვ­ნა და მო­თხოვ­ნა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლე. გახ­სოვთ, რომ პრე­ზი­დენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ახლა იტა­ლი­ა­ში იყო. გა­საკ­ვი­რია ის ფაქ­ტი, რომ თა­ვად ეს გან­ცხა­დე­ბა ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მე ბრი­უ­სე­ლი­დან გა­ა­კე­თა. კი­თხვას ვუს­ვამ ყვე­ლას - თუ მთავ­რო­ბა ბლო­კავს პრე­ზი­დენტს, რო­გორც ით­ქვა და არ უშ­ვებს არ­სად, ევ­რო­პის დე­და­ქა­ლაქ­ში, ბრი­უ­სელ­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მა­შინ პრე­ზი­დენ­ტი? რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში ვი­ზიტს, მინ­და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვუ­მარ­ტო მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სხვა მო­მარ­თვა, სხვა ქვეყ­ნებ­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ შე­მო­სუ­ლა.

ასევე დაგაინტერესებთ
18:25 / 10-06-2022

"ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა კიდევ ერთი უარი მივიღე: თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა" - სალომე ზურაბიშვილი

13:01 / 11-06-2022

ღარიბაშვილის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია ტყუილებით არის გაჯერებული - "შეურაცხმყოფელია - 300-მა ევროპარლამენტარმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა"

13:22 / 11-06-2022

“ეს არის უზრდელობა, პროვოკაცია და მიბრძანდით აქედან!” - პრემიერი ჟურნალისტს

14:51 / 11-06-2022

“დაველოდები და თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლო და ისეთივე შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ყველაფერს ფარდას ავხდი" - პრემიერი

კი­თხვას რომ მის­ვამთ [მო­ი­ტყუა თუ არა პრე­ზი­დენ­ტმა] ანუ რას მე­უბ­ნე­ბით, რომ მე ვი­ტყუ­ე­ბი? მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გე­უბ­ნე­ბით, რომ არ შე­მო­სუ­ლა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში არ­ცერ­თი მო­თხოვ­ნა, რაც შე­მო­ვი­და - ყვე­ლა და­ვუკ­მა­ყო­ფი­ლეთ. სამ­წუ­ხა­როა ის, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე იმე­ო­რებს დესტრუქ­ცი­უ­ლი, მავ­ნე­ბე­ლი ოპო­ზი­ცი­ის, ქვეყ­ნის მტრე­ბის გან­ცხა­დე­ბებს და მათ ნა­რა­ტივ­ში ჩაჯ­და, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. იმე­დი მაქვს, ის უკეთ გა­ერ­კვე­ვა მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბა­ში“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
1

გაგეშვათ პარიზში, ორი დღე დომებია, პამიდორი მქონდა მოსახუფიო, მერე კიევში სდომია წასვლა, ზელესკისთან სურატს გადავიღებდი ივსიო. ამის გულობიზა რაფრა დამბლოკეს ამ აბდალა ქოცებმა, ბიძო კი ვიცი კაიკაცია, მარა ესენი? კობახიძე და ღარიბა, ნამდვილი პიონერრები ყოფილანო.

ეს რომ მოისმინეს ამ ქაბატოსაგან, რა ევროპა? რის ტანზანია, ევროპელებმა პირდაპირ გვითხრეს, თქვენ ღრმად ხომ არა გაქვთო?

მოკლედ; ვინ ჩაგვაფურთხა სულში ამათ გადამკიდ, მოდი და გაარკვიე.

უსტაბაში
28

ვაა მე ეგ პატიოსანი ქალი მეგონააა, ვაა))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არ უშვებს არსად, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტი? - რას მეუბნებით, მე ვიტყუები?" - პრემიერი

"თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არ უშვებს არსად, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტი? - რას მეუბნებით, მე ვიტყუები?" - პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ყველა მიმართვაზე, ოფიციალური ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებით, მას ხელი აქვს მოწერილი და არცერთი განაცხადი დაუკმაყოფილებელი არ დაუტოვებია.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ბრიუსელიდან სურდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა მთავრობისგან კიდევ ერთი უარი მიიღო.

ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა“.

„მინდა ყველას შევახსენო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო სუვერენული სახელმწიფოა და დამოუკიდებელი ქვეყანა. მეორე და მთავარი - ჩვენი ქვეყანა იმართება კანონებით და კონსტიტუციით. მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ჩვენ უმაღლესი თანამდებობის პირებმა კანონის ზედმიწევნით შესრულების და კონსტიტუციის დაცვის მაგალითი უნდა მივცეთ ყველას. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ხსენებულ ვოიაჟს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალურ მომართვაზე, რაც პრეზიდენტისგან მივიღე, ხელი მოვაწერე, ყველა მისი თხოვნა და მოთხოვნა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო. გასაკვირია ის ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომე ბრიუსელიდან გააკეთა. კითხვას ვუსვამ ყველას - თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი? რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუმარტო მოქალაქეებს, რომ დღეის მდგომარეობით სხვა მომართვა, სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა.

კითხვას რომ მისვამთ [მოიტყუა თუ არა პრეზიდენტმა] ანუ რას მეუბნებით, რომ მე ვიტყუები? მე მტკიცებულებებით გეუბნებით, რომ არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა - ყველა დავუკმაყოფილეთ. სამწუხაროა ის, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, ის უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.