სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე ასახელებს იმ პირების ვინაობას, რომელთა დანიშვნაზეც, მისი თქმით, პრეზიდენტმა უარი განაცხადა
ირაკლი კობახიძე ასახელებს იმ პირების ვინაობას, რომელთა დანიშვნაზეც, მისი თქმით, პრეზიდენტმა უარი განაცხადა

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, თუ რას ეხე­ბა მთავ­რო­ბის სარ­ჩე­ლი, რო­მელ­ზეც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ უნდა იმ­სჯე­ლოს. რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეს საქ­მე პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი არ გახ­დე­ბა და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი სპე­კუ­ლა­ცი­აა.

"პირ­ველ რიგ­ში, მთავ­რო­ბის სარ­ჩე­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ელ­ჩებს და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვი­ზი­ტებს არ შე­ე­ხე­ბა. ვი­ზი­ტე­ბი არის გან­ყე­ნე­ბუ­ლი თემა, მხო­ლოდ ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნის სა­კითხს შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბის სარ­ჩე­ლი. ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ და არ გახ­დე­ბა იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს ეს არის სპე­კუ­ლა­ცია. ერ­თა­დერ­თი, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო გა­ა­კე­თებს, ეს არის ნორ­მის გან­მარ­ტე­ბა ანუ, გან­მარ­ტავს იმას, თუ რო­გორ უნდა და­ი­ნიშ­ნონ ელ­ჩე­ბი, ვისი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრე­რო­გა­ტი­ვაა ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნა. ამით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო. ეს საქ­მე იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი არ გახ­დე­ბა“, -გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, სარ­ჩე­ლი შე­ე­ხე­ბა 2 თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის და­ნიშ­ვნას და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კვნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ.

"პრე­ზი­დენ­ტის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო 3 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბის მხრი­დან. ერთი ეს იყო და­ვით ბაქ­რა­ძის და­ნიშ­ვნა გა­ე­რო­ში მუდ­მივ წარ­მო­მად­გენ­ლად, რა­ზეც პრე­ზი­დენ­ტმა უარი გა­ნა­ცხა­და. მი­ზე­ზი გა­უ­გე­ბა­რია. ასე­ვე იყო კახა იმ­ნა­ძის, მოქ­მე­დი მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის გა­დას­ვლა კა­ნა­და­ში, ამა­ზეც უარი ით­ქვა. იმ­ნა­ძის ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი იყო, ივ­ნის­ში ისე­დაც ეწუ­რე­ბა ვადა. ამ 3 შე­თა­ვა­ზე­ბა­ზეც უარი ით­ქვა. ერთი იმა­ზე, რომ იმ­ნა­ძეს 2 თვით ადრე შე­წყვე­ტო­და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და კა­ნა­და­ში გა­და­სუ­ლი­ყო და ბაქ­რა­ძე გა­ე­რო-ში მუდ­მივ წარ­მო­მად­გენ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი­ყო. ეს წარ­დგი­ნე­ბა შე­ვი­და პრე­ზი­დენ­ტთან და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა უარი თქვა. სარ­ჩე­ლი შე­ე­ხე­ბა ამ 2 თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კვნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ. აქ რე­ა­ლო­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კებ­ში ელ­ჩის და­ნიშ­ვნის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მთავ­რო­ბას ეკუთ­ვნის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, სარ­ჩელს აქვს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, რომ მო­მა­ვალ­ში არ და­იბ­ლო­კოს ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნა, რაც კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს.

"არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და იმის­თვის, რომ პრე­ზი­დენტს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ე­ნიშ­ნა. გვახ­სოვს სხვა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა ვი­ღაც და­ნიშ­ნა, კომ­პე­ტენ­ცია არ აღ­მო­აჩ­ნდა და ა.შ. ეს არის მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის პრე­რო­გა­ტი­ვაა. რო­დე­საც სა­ჭი­როდ ჩა­ით­ვა­ლა, მა­შინ შე­ვი­და ეს სარ­ჩე­ლი იმი­ტომ, რომ რა­ღაც კულ­მი­ნა­ცი­ას მი­აღ­წია პრობ­ლე­მამ, ეს მოხ­და ახლა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რო­დე­საც უარი ით­ქვა ბაქ­რა­ძი­სა და იმ­ნა­ძის და­ნიშ­ვნა­ზე. პრობ­ლე­მამ კულ­მი­ნა­ცი­ას მი­აღ­წია და ამ დროს მთავ­რო­ბის რე­ა­გი­რე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო სარ­ჩე­ლის ფორ­მით. სარ­ჩე­ლი სხვა არა­ფე­რია, თუ არა თხოვ­ნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­სად­მი, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ნორ­მა გან­მარ­ტოს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბამ პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ეს არის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ დავა. მთავ­რო­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლით ითხოვს გან­მარ­ტე­ბას, ელ­ჩე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის და­ნიშ­ვნა­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტსა და მთავ­რო­ბას შო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გა­მი­ჯვნის თა­ო­ბა­ზე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატვრა ნატვრითა
7

ნეტა მეორე ასეთი კიდე გვყვავდეს

ყყ
9

ჩემი ნება რომ იყოს დაცვას მოუხსნიდი სულყველას. რა საჭიროა დაცვა.საკუთარი ხალხისგან,არც დანაშაული მოიმატებს და ქუჩაში იქნება წესრიგი მერე გენახათ ზოგზოგიერთის საციელი.დაცვა დასჭირდება იმას ვინც აშავებს.გამოძიებასაც არ გაუჭირდება 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ირაკლი კობახიძე ასახელებს იმ პირების ვინაობას, რომელთა დანიშვნაზეც, მისი თქმით, პრეზიდენტმა უარი განაცხადა

ირაკლი კობახიძე ასახელებს იმ პირების ვინაობას, რომელთა დანიშვნაზეც, მისი თქმით, პრეზიდენტმა უარი განაცხადა

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რას ეხება მთავრობის სარჩელი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება და ამ თემაზე საუბარი სპეკულაციაა.

"პირველ რიგში, მთავრობის სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ ელჩებს და არავითარ შემთხვევაში ვიზიტებს არ შეეხება. ვიზიტები არის განყენებული თემა, მხოლოდ ელჩების დანიშვნის საკითხს შეეხება მთავრობის სარჩელი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ და არ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. შესაბამისად, დღეს ეს არის სპეკულაცია. ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება ანუ, განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო სასამართლო. ეს საქმე იმპიჩმენტის საფუძველი არ გახდება“, -განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სარჩელი შეეხება 2 თანამდებობის პირის დანიშვნას და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ.

"პრეზიდენტისთვის შეთავაზებული იყო 3 გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან. ერთი ეს იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. მიზეზი გაუგებარია. ასევე იყო კახა იმნაძის, მოქმედი მუდმივი წარმომადგენლის გადასვლა კანადაში, ამაზეც უარი ითქვა. იმნაძის ვადამდე გათავისუფლება ტექნიკური საკითხი იყო, ივნისში ისედაც ეწურება ვადა. ამ 3 შეთავაზებაზეც უარი ითქვა. ერთი იმაზე, რომ იმნაძეს 2 თვით ადრე შეწყვეტოდა უფლებამოსილება და კანადაში გადასულიყო და ბაქრაძე გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულიყო. ეს წარდგინება შევიდა პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა. სარჩელი შეეხება ამ 2 თანამდებობის პირს და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. აქ რეალობა ძალიან მარტივია, საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება მთავრობას ეკუთვნის“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სარჩელს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მომავალში არ დაიბლოკოს ელჩების დანიშვნა, რაც კობახიძის შეფასებით, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს.

"არავითარი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ პრეზიდენტს ეს ადამიანები არ დაენიშნა. გვახსოვს სხვა შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტმა ვიღაც დანიშნა, კომპეტენცია არ აღმოაჩნდა და ა.შ. ეს არის მთლიანად მთავრობისა და პოლიტიკური გუნდის პრეროგატივაა. როდესაც საჭიროდ ჩაითვალა, მაშინ შევიდა ეს სარჩელი იმიტომ, რომ რაღაც კულმინაციას მიაღწია პრობლემამ, ეს მოხდა ახლა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც უარი ითქვა ბაქრაძისა და იმნაძის დანიშვნაზე. პრობლემამ კულმინაციას მიაღწია და ამ დროს მთავრობის რეაგირება უნდა ყოფილიყო სარჩელის ფორმით. სარჩელი სხვა არაფერია, თუ არა თხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, რომ კონკრეტული ნორმა განმარტოს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ეს არის კომპეტენციების შესახებ დავა. მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.

იხილეთ ასევე: