სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევან ბერძენიშვილი შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ, ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო" - ირაკლი კობახიძე
"ლევან ბერძენიშვილი შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ, ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო" - ირაკლი კობახიძე

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შიც შე­ვიყ­ვა­ნოთ. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტი წიგ­ნი ვერ გა­ი­გო, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი "ერთი ზი­ზღით გან­მსჭვა­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნის, უსამ­შობ­ლო და უღ­მერ­თო კა­ცის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რია“.

"მინ­და შე­ტე­ვის იმ ახალ ტალ­ღა­ზე ვი­სა­უბ­რო, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ვხე­დავთ, რომ რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი გა­მო­არ­ჩი­ეს, ყვე­ლა­ზე დიდი ქარ­თვე­ლი და მათი სა­ხე­ლის დაკ­ნი­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის იდენ­ტო­ბა და­ან­გრი­ონ. ეს არის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ხე­ზეა. ხან ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს უწუ­ნე­ბენ პო­ე­ზი­ას, ხან ერეკ­ლე მე­ო­რეს უწუ­ნე­ბენ კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ხან აღ­მა­შე­ნე­ბელს უწუ­ნე­ბენ შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის აღ­ზრდას. ვხე­დავთ, რომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თგვა­რი ყი­ნულმჭრე­ლის როლს ას­რუ­ლე­ბენ. ესე­ნი არი­ან პირ­ველ რიგ­ში, ძმე­ბი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ამ ქვეყ­ნის მი­მართ გა­მორ­ჩე­უ­ლი ზი­ზღი აქვთ, სა­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ეს ზი­ზღი არ ვი­ცით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია. ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შიც შე­ვიყ­ვა­ნოთ. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტი წიგ­ნი ვერ გა­ი­გო, თუმ­ცა, ვი­ტყვი, რომ ეს არის ერთი ზი­ზღით გან­მსჭვა­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნის, უსამ­შობ­ლო და უღ­მერ­თო კა­ცის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი. ისი­ნი უბ­რა­ლოდ აგ­რძე­ლე­ბენ იმ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, ვიდ­რე ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დოდ­ნენ. მათ ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ იდენ­ტო­ბის შე­სარ­ყე­ვად ყვე­ლა­ზე წმინ­დას უნდა შე­ე­ხო, რა­ზეც ეს იდენ­ტო­ბა დგას. ეს არის პირ­ველ რიგ­ში, დიდი წი­ნაპ­რე­ბი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის ამ შე­ტე­ვი­სა და შტურ­მის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტე­ბი ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა და ეკ­ლე­სია. იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი გა­და­აგ­ვა­რო, მას უარი უნდა ათ­ქმე­ვი­ნო პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ დე­და­ზე და სა­კუ­თარ მა­მა­ზე. ეს მათ იცი­ან და ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია მათი სტრა­ტე­გია“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

გინესის არა, მაგრამ ნაძირლების წიგნში კი!!

მაია
2

,,მშიერმუცელა მონები"-ვაი ჩვენს პატრონს! ვის ხელში ვართ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ლევან ბერძენიშვილი შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ, ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო" - ირაკლი კობახიძე

"ლევან ბერძენიშვილი შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ, ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო" - ირაკლი კობახიძე

ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ბერძენიშვილის განცხადებები "ერთი ზიზღით განმსჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარია“.

"მინდა შეტევის იმ ახალ ტალღაზე ვისაუბრო, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ ხორციელდება. ვხედავთ, რომ რამდენიმე ქართველი გამოარჩიეს, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა დაანგრიონ. ეს არის მცდელობა, რომელიც სახეზეა. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ერთგვარი ყინულმჭრელის როლს ასრულებენ. ესენი არიან პირველ რიგში, ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის მიმართ გამორჩეული ზიზღი აქვთ, საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი არ ვიცით, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, თუმცა, ვიტყვი, რომ ეს არის ერთი ზიზღით განმსჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი. ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იდენტობის შესარყევად ყველაზე წმინდას უნდა შეეხო, რაზეც ეს იდენტობა დგას. ეს არის პირველ რიგში, დიდი წინაპრები, სარწმუნოება და სწორედ აქედან გამომდინარე არის ამ შეტევისა და შტურმის მთავარი ობიექტები ჩვენი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია. იმისთვის, რომ ადამიანი გადააგვარო, მას უარი უნდა ათქმევინო პირველ რიგში, საკუთარ დედაზე და საკუთარ მამაზე. ეს მათ იციან და ძალიან მარტივია მათი სტრატეგია“,-განაცხადა კობახიძემ.