სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები ახალი დროის ბოლშევიკები არიან" - ირაკლი კობახიძე
"ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები ახალი დროის ბოლშევიკები არიან" - ირაკლი კობახიძე

ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი, ბო­კე­რი­ე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი, გვა­რა­მი­ე­ბი და სხვე­ბი ახა­ლი დრო­ის ბოლ­შე­ვი­კე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც დღეს ცდი­ლო­ბენ პრო­პა­გან­დით და­ან­გრი­ონ ის, რა­საც მათი იდე­უ­რი წი­ნაპ­რე­ბი ბოლ­შე­ვი­კე­ბი 100 წლის წინ ან­გრევ­დნენ,-ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ძმებ და­ვით და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გა­მორ­ჩე­უ­ლი ზი­ზღი აქვთ, რაც სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია.

"მინ­და შე­ტე­ვის იმ ახალ ტალ­ღა­ზე ვი­სა­უბ­რო,რო­მე­ლიც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ვხე­დავთ, რომ რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი გა­მო­არ­ჩი­ეს, ყვე­ლა­ზე დიდი ქარ­თვე­ლი და მათი სა­ხე­ლის დაკ­ნი­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის იდენ­ტო­ბა და­ან­გრი­ონ. ეს არის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ხე­ზეა. ხან ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს უწუ­ნე­ბენ პო­ე­ზი­ას, ხან ერეკ­ლე მე­ო­რეს უწუ­ნე­ბენ კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ხან აღ­მა­შე­ნე­ბელს უწუ­ნე­ბენ შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის აღ­ზრდას. ვხე­დავთ, რომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თგვა­რი ყი­ნულმჭრე­ლის როლს ას­რუ­ლე­ბენ. ესე­ნი არი­ან პირ­ველ რიგ­ში, ძმე­ბი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ამ ქვეყ­ნის მი­მართ გა­მორ­ჩე­უ­ლი ზი­ზღი აქვთ, სა­ი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ეს ზი­ზღი არ ვი­ცით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია. ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შიც შე­ვიყ­ვა­ნოთ. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტი წიგ­ნი ვერ გა­ი­გო, თუმ­ცა, ვი­ტყვი, რომ ეს არ არის ერთი ზი­ზღით გან­მსჭვა­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნის, უსამ­შობ­ლო და უღ­მერ­თო კა­ცის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი. ისი­ნი უბ­რა­ლოდ აგ­რძე­ლე­ბენ იმ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, ვიდ­რე ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დოდ­ნენ. მათ ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ იდენ­ტო­ბის შე­სარ­ყე­ვად ყვე­ლა­ზე წმინ­დას უნდა შე­ე­ხო, რა­ზეც ეს იდენ­ტო­ბა დგას. ეს არის პირ­ველ რიგ­ში, დიდი წი­ნაპ­რე­ბი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის ამ შე­ტე­ვი­სა და შტურ­მის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტე­ბი ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა და ეკ­ლე­სია. იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი გა­და­აგ­ვა­რო, მას უარი უნდა ათ­ქმე­ვი­ნო პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ დე­და­ზე და სა­კუ­თარ მა­მა­ზე. ეს მათ იცი­ან და ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია მათი სტრა­ტე­გია“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი "ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ჩვე­ნი ერის ფეს­ვებს ებ­რძვი­ან“.

"ყვე­ლამ ვი­ცით, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ კო­ლექ­ტი­უ­რი გიგ­ლა ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი: ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბი, ბო­კე­რი­ე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბი, გვა­რა­მი­ე­ბი და სხვე­ბი ახა­ლი დრო­ის ბოლ­შე­ვი­კე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც დღეს ცდი­ლო­ბენ პრო­პა­გან­დით და­ან­გრი­ონ ის, რა­საც მათი იდე­უ­რი წი­ნაპ­რე­ბი ბოლ­შე­ვი­კე­ბი 100 წლის წინ ან­გრევ­დნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ . ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ამ გზა­ზე, რა­საც ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის ნგრე­ვა ჰქვია, მათი წარ­მა­ტე­ბა ნუ­ლო­ვა­ნი იყოს. ჩვენ ამა­ზე ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი ხალ­ხის და ჩვე­ნი ერის წი­ნა­შე“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
5

ირაკლი კობახიძემ თქვა სიმართლე.სიმართლე მწარეა,მაგრამ აუცილებელია.

ალექს
2

ამომრჩეველს შეუძლია მოითხოვოს მკაცრად , რომ ახალ საარჩევნო ციკლში არცერთი ძველი მონაწილე არცერთი დონისა და დროისა არ მონაწილეობდეს, ახლა არა თქვათ ეს კონსტიტუციის დარღვევააო , თუ არის, ეგეთი კონსტიტუციაც უვარგისია მის მიმღებიან გადამკეთებლებიანად და ბასტა , წადით სახლებში, მორჩით იწილობიწილოს, უთქვენოდაც მოვუვლით საქმეს, ვერაფერი ბიჭები ხართ , დაგდეს მანდა და ვერც გვერდი აგითრევიათ, ვერც თავი გაგინძრევიათ, გავები კი დაისქელეთ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები ახალი დროის ბოლშევიკები არიან" - ირაკლი კობახიძე

"ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები ახალი დროის ბოლშევიკები არიან" - ირაკლი კობახიძე

ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ,-ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ძმებ დავით და ლევან ბერძენიშვილებს ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ გამორჩეული ზიზღი აქვთ, რაც სამწუხარო ფაქტია.

"მინდა შეტევის იმ ახალ ტალღაზე ვისაუბრო,რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ ხორციელდება. ვხედავთ, რომ რამდენიმე ქართველი გამოარჩიეს, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა დაანგრიონ. ეს არის მცდელობა, რომელიც სახეზეა. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ერთგვარი ყინულმჭრელის როლს ასრულებენ. ესენი არიან პირველ რიგში, ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის მიმართ გამორჩეული ზიზღი აქვთ, საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი არ ვიცით, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, თუმცა, ვიტყვი, რომ ეს არ არის ერთი ზიზღით განმსჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი. ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იდენტობის შესარყევად ყველაზე წმინდას უნდა შეეხო, რაზეც ეს იდენტობა დგას. ეს არის პირველ რიგში, დიდი წინაპრები, სარწმუნოება და სწორედ აქედან გამომდინარე არის ამ შეტევისა და შტურმის მთავარი ობიექტები ჩვენი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია. იმისთვის, რომ ადამიანი გადააგვარო, მას უარი უნდა ათქმევინო პირველ რიგში, საკუთარ დედაზე და საკუთარ მამაზე. ეს მათ იციან და ძალიან მარტივია მათი სტრატეგია“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ადამიანები "ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ფესვებს ებრძვიან“.

"ყველამ ვიცით, რომ "ნაცმოძრაობა“ კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილია. ეს ადამიანები: ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ . ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გზაზე, რასაც ეროვნული იდენტობის ნგრევა ჰქვია, მათი წარმატება ნულოვანი იყოს. ჩვენ ამაზე ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი ერის წინაშე“,-განაცხადა კობახიძემ.