პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულ მცირე 50 გარდაცვლილი, მათ შორის ბავშვები - თავდასხმა ნიგერიაში, კათოლიკურ ეკლესიაზე: შეიარაღებულმა პირებმა მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს
სულ მცირე 50 გარდაცვლილი, მათ შორის ბავშვები - თავდასხმა ნიგერიაში, კათოლიკურ ეკლესიაზე: შეიარაღებულმა პირებმა მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს

სულ მცი­რე 50 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნი­გე­რი­ა­ში კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ზე მომ­ხდარ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ბავ­შვე­ბიც არი­ან.

უცხო­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ცნო­ბით, გუ­შინ, ონ­დოს შტატ­ში, ქა­ლაქ ოვო­ში, წმინ­და ფრან­ცის­კეს კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი მა­შინ შე­იჭრ­ნენ, რო­დე­საც ტა­ძარ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა აღევ­ლი­ნე­ბო­და. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მლოც­ვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნეს.

რო­გორც "დე­ი­ლი მე­ი­ლი" წერს, ნი­გე­რი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის­თვის ის­ლა­მუ­რი ექ­სტრე­მიზ­მის შემ­თხვე­ვე­ბი უცხო არ არის, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად შტა­ტი ონდო აქამ­დე ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ამ მხრივ ყვე­ლა­ზე მშვი­დი და უსაფრ­თხო ად­გი­ლი მთელ ქვე­ყა­ნა­ში.

ამ ეტაპ­ზე არ არის ცნო­ბი­ლი თავ­დამ­სხმელ­თა ვი­ნა­ო­ბა და და­ღუ­პულ­თა ზუს­ტი რი­ცხვი.

ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი მუ­ჰა­მა­დუ ბუ­ჰა­რი ტრა­გე­დი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მომ­ხდარს "მორ­წმუ­ნე­თა სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა" უწო­და.

ონ­დოს შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს იყო "ბო­რო­ტი და სა­ტა­ნის­ტუ­რი თავ­დას­ხმა“ და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს თავ­დამ­სხმელ­თა დრო­უ­ლი და­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"დე­ი­ლი მე­ი­ლის" თა­ნახ­მად, პო­ლი­ტი­კოს­მა ოგუნ­მო­ლა­სუი ოლუ­ვო­ლემ, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და ის სა­ა­ვად­მყო­ფო მო­ი­ნა­ხუ­ლა, სა­დაც და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ, აღ­ნიშ­ნა, რომ და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ბევ­რი ბავ­შვია.

ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის თა­ნახ­მად, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რიც გა­ი­ტა­ცეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმელი პენსიონერი
0

ეს რა ხდება...ერთბაშად ამდენი გარდაცვლილები,გატაცებული ტაძრის მსახუენი.უბედური ხალხი,საცოდავი ბავშვები. რატომ? რატომ?

კკ
2

ერთო კომენტარიც კი არ წერია...... ნეტავ, სადრაც ევროპულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო ეს ტრაგედია, ასეთი "სიჩუმე" იქნებოდა?!....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სულ მცირე 50 გარდაცვლილი, მათ შორის ბავშვები - თავდასხმა ნიგერიაში, კათოლიკურ ეკლესიაზე: შეიარაღებულმა პირებმა მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს

სულ მცირე 50 გარდაცვლილი, მათ შორის ბავშვები - თავდასხმა ნიგერიაში, კათოლიკურ ეკლესიაზე: შეიარაღებულმა პირებმა მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს

სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში კათოლიკურ ეკლესიაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას. როგორც ცნობილია, გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.

უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, გუშინ, ონდოს შტატში, ქალაქ ოვოში, წმინდა ფრანცისკეს კათოლიკურ ეკლესიაში შეიარაღებული პირები მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინებოდა. თავდამსხმელებმა მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს და ასაფეთქებელი ნივთიერებებიც გამოიყენეს.

როგორც "დეილი მეილი" წერს, ნიგერიის უმეტესი ნაწილისთვის ისლამური ექსტრემიზმის შემთხვევები უცხო არ არის, თუმცა კონკრეტულად შტატი ონდო აქამდე ცნობილი იყო, როგორც ამ მხრივ ყველაზე მშვიდი და უსაფრთხო ადგილი მთელ ქვეყანაში.

ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თავდამსხმელთა ვინაობა და დაღუპულთა ზუსტი რიცხვი.

ქვეყნის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი ტრაგედიას გამოეხმაურა და მომხდარს "მორწმუნეთა საზარელი მკვლელობა" უწოდა.

ონდოს შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ეს იყო "ბოროტი და სატანისტური თავდასხმა“ და სამართალდამცველებს თავდამსხმელთა დროული დაკავებისკენ მოუწოდა.

"დეილი მეილის" თანახმად, პოლიტიკოსმა ოგუნმოლასუი ოლუვოლემ, რომელიც შემთხვევის ადგილი და ის საავადმყოფო მოინახულა, სადაც დაშავებულები მკურნალობენ, აღნიშნა, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია.

ქვეყნის ოფიციალური პირის თანახმად, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ტაძრის მღვდელმსახურიც გაიტაცეს.