პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქაფსთოუნი -SDSU-ს სტუდენტური პროექტების გამოფენა
ქაფსთოუნი -SDSU-ს სტუდენტური პროექტების გამოფენა

2022 წლის 2 ივ­ნისს, სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო ქეფსთო­უნ (სა­დიპ­ლო­მო) პრო­ექ­ტე­ბის ვირ­ტუ­ა­ლურ გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სა­დიპ­ლო­მო პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც სტუ­დენ­ტებ­მა და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვეს. ეს სდსუ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­მარ­თუ­ლი მე­ო­თხე ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო ქეფსთო­უნ პრო­ექ­ტე­ბის წარ­სად­გე­ნად.

გა­მო­ფე­ნა­ზე სტუ­დენ­ტე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი 16 გუნ­დი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რომ­ლებ­მაც რე­ა­ლუ­რი სა­ინ­ჟინ­რო პრობ­ლე­მე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტე­ბა გა­აც­ნეს აუ­დი­ტო­რი­ას. წელს, პირ­ვე­ლად, სდსუ სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტებ­მა იმუ­შა­ვეს სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახა­ლი კამ­პუ­სის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დენ­ტე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობ­დნენ სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­შე­ნებ­ლო და სა­ინ­ჟინ­რო გუნდთან ერ­თად.

ქეფსთო­უნ პრო­ექ­ტი სტუ­დენ­ტე­ბის აკა­დე­მი­უ­რი კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვაა. ეს არის სა­დიპ­ლო­მო სა­ინ­ჟინ­რო პრო­ექ­ტი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის ინ­ჟი­ნე­რი­ის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა და რო­მელ­ზეც სტუ­დენ­ტე­ბი ორი სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ. და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ ჯგუ­ფებ­ში, რო­მე­ლიც ფორ­მი­რე­ბუ­ლია რო­გორც სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნის გუნ­დი, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის­თვის გა­წე­რი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა, მათი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. გუნ­დის წევ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ რე­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლებ­საც ერ­თობ­ლივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უწევს რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბიზ­ნე­სის სფე­რო­დან. პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას, სტუ­დენ­ტე­ბი გა­დი­ან იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სრულ ციკლს, რაც სა­ჭი­როა მზა პრო­დუქ­ტის შე­საქ­მნე­ლად და მის ბა­ზარ­ზე წარ­სად­გე­ნად. ეს პრო­ცე­სი მო­ი­ცავს დე­ტა­ლურ ანა­ლიზს, და­გეგ­მვას, დი­ზა­ინს, ტეს­ტი­რე­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას, რათა მოხ­დეს ფუნ­ქცი­უ­რი, მზა პრო­დუქ­ტის დრო­უ­ლი მი­წო­დე­ბა.

ქეფსთო­უნ პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ფას­დე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის უნა­რე­ბი, რაც სა­ჭი­როა რე­ა­ლუ­რი ინ­დუსტრი­უ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, ყვე­ლა ეტაპ­ზე. შე­დე­გად, იქ­მნე­ბა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს ინ­დუსტრი­ის სტან­დარ­ტებს და წარ­მო­ად­გენს შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი, რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებს.

„ქეფსთო­უნ“ პრო­ექ­ტე­ბის მი­ზა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოს კო­ლა­ბო­რა­ცია და გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ვლა სტუ­დენ­ტებ­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, რაც სტუ­დენ­ტებს უკეთ მო­ამ­ზა­დებს სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კა­რი­ე­რის­თვის.

წელს სდსუ სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტე­ბის ერთ-ერთი პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო.

სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (SDSU) 125-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში. SDSU, აშშ-ის ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის (MCC) მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წლი­დან სთა­ვა­ზობს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებს სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნო­ლო­გი­ურ (STEM) დარ­გებ­ში. პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სტემ კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სდსუ სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რა­მებს უკვე ჰყავს 410 კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ქაფსთოუნი -SDSU-ს სტუდენტური პროექტების გამოფენა

ქაფსთოუნი -SDSU-ს სტუდენტური პროექტების გამოფენა

2022 წლის 2 ივნისს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების ვირტუალურ გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სადიპლომო პროექტები, რომელზეც სტუდენტებმა დამამთავრებელი კურსის განმავლობაში იმუშავეს. ეს სდსუ საქართველოს მიერ გამართული მეოთხე ღონისძიება იყო ქეფსთოუნ პროექტების წარსადგენად.

გამოფენაზე სტუდენტებით დაკომპლექტებული 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც რეალური საინჟინრო პრობლემების ტექნოლოგიური გადაწყვეტება გააცნეს აუდიტორიას. წელს, პირველად, სდსუ საქართველოს სტუდენტებმა იმუშავეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაზე. შესაბამისად, სტუდენტები დისტანციურად მუშაობდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო და საინჟინრო გუნდთან ერთად.

ქეფსთოუნ პროექტი სტუდენტების აკადემიური კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არის სადიპლომო საინჟინრო პროექტი, რომლის შესრულება დამამთავრებელი კურსის ინჟინერიის სტუდენტებისათვის სავალდებულოა და რომელზეც სტუდენტები ორი სემესტრის განმავლობაში მუშაობენ. დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მუშაობენ ჯგუფებში, რომელიც ფორმირებულია როგორც სამრეწველო დიზაინის გუნდი, სადაც თითოეული წევრისთვის გაწერილია კონკრეტული დავალება, მათი სასწავლო პროგრამის და გამოცდილების მიხედვით. გუნდის წევრები მუშაობენ რეალურ პროექტებსა და პრობლემებზე, რომლებსაც ერთობლივ ხელმძღვანელობას უწევს როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე შესაბამისი ინდუსტრიის წარმომადგენელი ბიზნესის სფეროდან. პროექტზე მუშაობისას, სტუდენტები გადიან იმ ღონისძიებების სრულ ციკლს, რაც საჭიროა მზა პროდუქტის შესაქმნელად და მის ბაზარზე წარსადგენად. ეს პროცესი მოიცავს დეტალურ ანალიზს, დაგეგმვას, დიზაინს, ტესტირებას და საჭიროების მიხედვით ცვლილებების შეტანას, რათა მოხდეს ფუნქციური, მზა პროდუქტის დროული მიწოდება.

ქეფსთოუნ პროექტის საშუალებით ფასდება სტუდენტების უნარები, რაც საჭიროა რეალური ინდუსტრიული პროექტის განხორციელებისთვის, ყველა ეტაპზე. შედეგად, იქმნება პროექტი, რომელიც აკმაყოფილებს ინდუსტრიის სტანდარტებს და წარმოადგენს შესაბამის სფეროში არსებული კონკრეტული, რეალური პრობლემის გადაჭრის გზებს.

„ქეფსთოუნ“ პროექტების მიზანია უზრუნველყოს კოლაბორაცია და გამოცდილების გაცვლა სტუდენტებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რაც სტუდენტებს უკეთ მოამზადებს სწავლის დასრულების შემდეგ კარიერისთვის.

წელს სდსუ საქართველოს სტუდენტების ერთ-ერთი პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) 125-წლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში. SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური სტემ კადრების მომზადება. სდსუ საქართველოს პროგრამებს უკვე ჰყავს 410 კურსდამთავრებული.

NS