სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იარაღის მოვლა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა" - რას აცხადებენ ახლობლები ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე?
"იარაღის მოვლა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა" - რას აცხადებენ ახლობლები ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე?

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის, ილია ელოშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ. "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ისი­ნი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხა­ვენ.

ილია ელოშ­ვი­ლის ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის, ლაშა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­რა­ღი, რი­თაც გას­რო­ლა მოხ­და, ილია ელოშ­ვილს ეკუთ­ვნო­და და მას ლე­გა­ლუ­რად ფლობ­და.

"ილი­ამ ია­რა­ღი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­ი­ძი­ნა და მას ლე­გა­ლუ­რად ფლობ­და. სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს მას კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და არა მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­თან, არა­მედ მე­გობ­რებ­თან. გეგ­მავ­და მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბას, იყო სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი. რო­გორც ვიცი, უძი­ლო­ბა აწუ­ხებ­და და რო­გორც ჩანს, ია­რა­ღი გა­საწ­მენ­დად აიღო. ეს არის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ­დი მას, მორ­წმუ­ნე ვაჟ­კა­ცი იყო. სუ­ი­ცი­დი ძა­ლი­ან შორს იყო მის­გან", - აცხა­დებს ლაშა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლი.

ოჯა­ხის კი­დევ ერთი ახ­ლობ­ლის გი­ორ­გი წიკ­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ილია წინა დღით სამ­სა­ხურ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა და მომ­დევ­ნო დღეც სრუ­ლად გა­წე­რი­ლი ჰქონ­და.

"დი­ლის ხუთ სა­ა­თამ­დე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ოჯა­ხის მოგ­ზა­უ­რო­ბის და დას­ვე­ნე­ბის გეგ­მას გა­ნი­ხი­ლავ­და. ია­რა­ღის მოვ­ლა, მისი გაწ­მენ­და ილი­ას გა­სარ­თო­ბი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, გახ­და კი­დეც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი", - აცხა­დებს გი­ორ­გი წიკ­ლა­უ­რი.

ილია ელოშ­ვი­ლის კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი მალ­ხაზ და­თუ­კიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ილია თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყაზ­ბეგ­ში, წვე­რის მა­მაწ­მინ­დას ეკ­ლე­სი­ას აშე­ნებ­და, რომ­ლის პრო­ექ­ტიც მზად იყო.

"გა­მო­რი­ცხუ­ლია სუ­ი­ცი­დი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია. ამ დღე­ებ­ში ყაზ­ბეგ­ში ას­ვლას ვა­პი­რებ­დით, რად­გან ხევ­ში ვა­შე­ნებ­დით ეკ­ლე­სი­ას. პრო­ექ­ტი მზად იყო და ვი­წყებ­დით მშე­ნებ­ლო­ბას. ამ ეკ­ლე­სი­ას ილი­ას სა­ხელ­ზე მა­ინც ავა­შე­ნებთ", - ამ­ბობს მალ­ხაზ და­თუ­კიშ­ვი­ლი.

ილია ელოშ­ვი­ლი პირ­ველ ივ­ნისს სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარეხი
1

ვისამძიმრებ მთელ საქართველოს ილიას გარდაცვალებას. დიდი ადამიანი იყო

nene
2

ასეთი ადამიანები, მითუმეტეს ასეთი კარგი ადამიანები ასე ადრე არ უნდა მიდიოდნენ ამ სამყაროდან, უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი მართალთა შორის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"იარაღის მოვლა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა" - რას აცხადებენ ახლობლები ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე?

"იარაღის მოვლა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა" - რას აცხადებენ ახლობლები ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე?

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზებზე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები საუბრობენ. "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

ილია ელოშვილის ბავშვობის მეგობრის, ლაშა ქევანიშვილის ინფორმაციით, იარაღი, რითაც გასროლა მოხდა, ილია ელოშვილს ეკუთვნოდა და მას ლეგალურად ფლობდა.

"ილიამ იარაღი რამდენიმე წლის წინ შეიძინა და მას ლეგალურად ფლობდა. საბედისწერო ღამეს მას კონტაქტი ჰქონდა არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ მეგობრებთან. გეგმავდა მომდევნო დღეების გატარებას, იყო სრულიად ადეკვატური და ხალისიანი. როგორც ვიცი, უძილობა აწუხებდა და როგორც ჩანს, იარაღი გასაწმენდად აიღო. ეს არის უბედური შემთხვევა, ძალიან კარგად ვიცნობდი მას, მორწმუნე ვაჟკაცი იყო. სუიციდი ძალიან შორს იყო მისგან", - აცხადებს ლაშა ქევანიშვილი.

ოჯახის კიდევ ერთი ახლობლის გიორგი წიკლაურის ინფორმაციით, ილია წინა დღით სამსახურში იმყოფებოდა, არაერთი შეხვედრა გამართა და მომდევნო დღეც სრულად გაწერილი ჰქონდა.

"დილის ხუთ საათამდე მეუღლესთან ერთად ოჯახის მოგზაურობის და დასვენების გეგმას განიხილავდა. იარაღის მოვლა, მისი გაწმენდა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც სავარაუდოდ, გახდა კიდეც უბედური შემთხვევის მიზეზი", - აცხადებს გიორგი წიკლაური.

ილია ელოშვილის კიდევ ერთი მეგობარი მალხაზ დათუკიშვილი აცხადებს, რომ ილია თავის მეგობრებთან ერთად ყაზბეგში, წვერის მამაწმინდას ეკლესიას აშენებდა, რომლის პროექტიც მზად იყო.

"გამორიცხულია სუიციდი, აბსოლუტურად დაუჯერებელი ამბავია. ამ დღეებში ყაზბეგში ასვლას ვაპირებდით, რადგან ხევში ვაშენებდით ეკლესიას. პროექტი მზად იყო და ვიწყებდით მშენებლობას. ამ ეკლესიას ილიას სახელზე მაინც ავაშენებთ", - ამბობს მალხაზ დათუკიშვილი.

ილია ელოშვილი პირველ ივნისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

იხილეთ ასევე: