სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 ივნისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად "კულინარიული სერიის“ მეორე ტომი - ვეგეტარიანული სამზარეულო  გამოვა
6 ივნისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად "კულინარიული სერიის“ მეორე ტომი - ვეგეტარიანული სამზარეულო  გამოვა

საკ­ვე­ბი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს, ამი­ტომ კა­ცობ­რი­ო­ბის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მისი მომ­ზა­დე­ბის ძა­ლი­ან ბევ­რნა­ი­რი გზა დაგ­როვ­და. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბი არა­სო­დეს კარ­გავს პო­პუ­ლა­რო­ბას. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი შე­ფე­ბი კი და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ო­ბენ კერ­ძე­ბის ახ­ლე­ბურ ვა­რი­ა­ცი­ებ­ზე, მათ დახ­ვე­წა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

მათ, ვი­საც სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს სახ­ლში გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა, მზა­დაა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და ახა­ლი გე­მო­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნაც აინ­ტე­რე­სებს, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბის ახალ სე­რი­ას სთა­ვა­ზობს. სე­რია სულ 8 წიგნს აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თვე­ში ერთხელ გა­მო­დის და მკი­თხველს სხვა­დას­ხვა ტი­პის სამ­ზა­რე­უ­ლო­დან, გა­მორ­ჩე­ულ და სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძებს სთა­ვა­ზობს.

ყო­ველ წიგნ­ში 100 ჯან­სა­ღი და მარ­ტი­ვად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი რე­ცეპ­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­თა მომ­ზა­დე­ბა­საც ნე­ბის­მი­ე­რი შეძ­ლებს.

კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სე­რი­ის ფარ­გლებ­ში ჯამ­ში 8 ტომი გა­მო­ი­ცე­მა:

· კერ­ძე­ბი გრილ­ზე;

· ნა­ყი­ნი და შარ­ბა­თი;

· დი­ე­ტუ­რი კერ­ძე­ბი;

· ჯან­სა­ღი დე­სერ­ტე­ბი;

· ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო;

· კოქ­ტე­ი­ლე­ბი;

· პიცა, ბურ­გე­რი და ნა­ჩო­სი;

· დე­ტოქ­სი.

6 ივ­ნისს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სე­რი­ის რი­გით მე­ო­რე ტომი - „ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კერ­ძე­ბი“ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა და მისი შე­ძე­ნა სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 13 ლა­რია. გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად კი მისი შე­ძე­ნა 15 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გა­მო­ცე­მის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გა­მავ­რცე­ლე­ბელ წერ­ტი­ლებ­შიც. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ით და კუ­რი­ე­რი შე­ნა­ძენს სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე მო­გი­ტანთ.

კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბის სე­რი­ი­დან გა­მორ­ჩე­ულ რე­ცეპ­ტებს პე­რი­ო­დუ­ლად საიტ Gemrielia.ge-ზე იხი­ლავთ. ამ­ჯე­რად გთა­ვა­ზობთ ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კერ­ძის რე­ცეპტს, სე­რი­ის ახა­ლი ტო­მი­დან.

ბოსტნე­უ­ლის ხვე­უ­ლე­ბი გუ­ა­კა­მო­ლე­თი

ბოსტნე­უ­ლის ხვე­უ­ლე­ბი უგემ­რი­ე­ლე­სი და ჯან­სა­ღი წა­სა­ხემ­სე­ბე­ლია, რო­მე­ლიც თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ დამ­ღლე­ლი სა­მუ­შაო დღის ბო­ლოს თუ უქმე დღე­ე­ბის ლანჩზე.

ულუ­ფა:4. მომ­ზა­დე­ბა: 30წთ+30 წთ. და­სა­ყოვ­ნებ­ლად. შეწ­ვის დრო: 20-25 წთ. მომ­ზა­დე­ბის სირ­თუ­ლის დონე: 1

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

· სალ­სა (სო­უ­სი)

· 6 მწი­ფე პო­მი­დო­რი, კუ­ბე­ბად დაჭ­რი­ლი

· 1 კბ. ნი­ო­რი, წვრი­ლად დაჭ­რი­ლი

· 1 პა­ტა­რა ხახ­ვი, წვრი­ლად დაჭ­რი­ლი

· ½ ახა­ლი მწვა­ნე წი­წა­კა ჩილი, თესლგა­მოც­ლი­ლი და წვრი­ლად დაჭ­რი­ლი

· 1 ს/კ. ნედ­ლი ქინ­ძი, წვრი­ლად დაჭ­რი­ლი

გუ­ა­კა­მო­ლე

· 2 მწი­ფე ავო­კა­დო, გაფ­ცქვნი­ლი და კურ­კა­გა­მოც­ლი­ლი

· 2 ს/კ. ახალ­გა­მო­წუ­რუ­ლი ლა­ი­მის წვე­ნი

· 1 კბ. ნი­ო­რი, წვრი­ლად დაჭ­რი­ლი

· 1 პა­ტა­რა ხახ­ვი, წვრი­ლად დაჭ­რი­ლი

· ¼ ახა­ლი მწვა­ნე წი­წა­კა ჩილი, თესლგა­მოც­ლი­ლი და წვრი­ლად დაჭ­რი­ლი

· 1 ს/კ. წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ქინ­ძი

ხვე­უ­ლე­ბი (ვრა­პე­ბი)

· 1 ყა­ბა­ყი, გრძელ და თხელ ზო­ლე­ბად დაჭ­რი­ლი

· 1 წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, თესლგა­მოც­ლი­ლი და თხელ ზო­ლე­ბად დაჭ­რი­ლი

· 4 ცალი დიდი ზო­მის ფქვი­ლის ტორ­ტი­ლა

მომ­ზა­დე­ბის წესი:

სალ­სა

თას­ში ერ­თმა­ნეთს შე­უ­რი­ეთ პო­მი­დო­რი, ნი­ო­რი, ხახ­ვი, წი­წა­კა ჩილი და ნედ­ლი ქინ­ძი. ეს ნა­ზა­ვი 30 წუ­თით ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­ა­ჩე­რეთ.

გუ­ა­კა­მო­ლე

ცალ­კე თას­ში ჩა­ას­რი­სეთ ავო­კა­დო, მო­ას­ხით ლა­ი­მის წვე­ნი, და­უ­მა­ტეთ ნი­ო­რი, ხახ­ვი, პო­მი­დო­რი, წი­წა­კა ჩილი და ქინ­ძი. კარ­გად აუ­რი­ეთ ერ­თგვა­რო­ვა­ნი მა­სის მი­ღე­ბამ­დე.

ხვე­უ­ლე­ბი

გრი­ლის ტაფა სა­შუ­ა­ლო ცე­ცხლზე გა­ა­ხუ­რეთ. გა­ხუ­რე­ბულ ტა­ფა­ზე ზო­ლე­ბად დაჭ­რი­ლი ყა­ბა­ყი და ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა ისე შე­წწ­ვით, რომ ბოსტნე­უ­ლი დარ­ბილ­დეს და ტა­ფის ნაჭ­დე­ვე­ბის შავი ზო­ლე­ბი და­ე­ტყოს.

ტორ­ტი­ლე­ბი გრი­ლის ტა­ფა­ზე შე­ათ­ბეთ. თბილ ტორ­ტი­ლებს თითო-თითო სა­დი­ლის კოვ­ზი გუ­ა­კა­მო­ლე და სალ­სა წა­უს­ვით.

ოთხი­ვე ტორ­ტი­ლა­ზე თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ შემ­წვა­რი ბოსტნე­უ­ლი. გა­და­ახ­ვი­ეთ გულ­სარ­თი­ა­ნი ტორ­ტი­ლი­ე­ბი და გრი­ლის ტა­ფა­ზე ორი­ვე მხრი­დან 1 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დაბ­რა­წეთ. ბოსტნე­უ­ლის ხვე­უ­ლე­ბი სუფ­რა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი გუ­ა­კა­მო­ლე­სა და სალ­სას თან­ხლე­ბით, თბი­ლი მი­ი­ტა­ნეთ.

გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თვით!

გურ
1

ღმერთო,რას წერთ,რაზე ვწერთ,ვეგეტარიანული საჭმელი მსოფლიოში პირველი უნდა იყოს,პირველ ადგილზე,ღმერთო გთხოვთ მივხედოთ ამ საქმეს დიდი ყურადღებით,დიდი პასუხისმგებლობით,დიდი სიყვარულით,განსაკუთრებით ყოველნაირი,ყველანაირი ავადმყობებისთვის სიცოცხლის ელექსირია.

ავტორი:

6 ივნისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად "კულინარიული სერიის“ მეორე ტომი - ვეგეტარიანული სამზარეულო  გამოვა

6 ივნისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად "კულინარიული სერიის“ მეორე ტომი - ვეგეტარიანული სამზარეულო  გამოვა

საკვები ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, მისი მომზადების ძალიან ბევრნაირი გზა დაგროვდა. კულინარიული წიგნები არასოდეს კარგავს პოპულარობას. მსოფლიოში ცნობილი შეფები კი დაუღალავად მუშაობენ კერძების ახლებურ ვარიაციებზე, მათ დახვეწასა და განვითარებაზე.

მათ, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს სახლში გემრიელი კერძების მომზადება, მზადაა ექსპერიმენტებისთვის სამზარეულოში და ახალი გემოების აღმოჩენაც აინტერესებს, გამომცემლობა „პალიტრა L“ კულინარიული წიგნების ახალ სერიას სთავაზობს. სერია სულ 8 წიგნს აერთიანებს, რომლებიც თვეში ერთხელ გამოდის და მკითხველს სხვადასხვა ტიპის სამზარეულოდან, გამორჩეულ და საინტერესო კერძებს სთავაზობს.

ყოველ წიგნში 100 ჯანსაღი და მარტივად მოსამზადებელი რეცეპტია წარმოდგენილი, რომელთა მომზადებასაც ნებისმიერი შეძლებს.

კულინარიული სერიის ფარგლებში ჯამში 8 ტომი გამოიცემა:

· კერძები გრილზე;

· ნაყინი და შარბათი;

· დიეტური კერძები;

· ჯანსაღი დესერტები;

· ვეგეტარიანული სამზარეულო;

· კოქტეილები;

· პიცა, ბურგერი და ნაჩოსი;

· დეტოქსი.

6 ივნისს კულინარიული სერიის რიგით მეორე ტომი - „ვეგეტარიანული კერძები“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა და მისი შეძენა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარია. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად კი მისი შეძენა 15 ლარად იქნება შესაძლებელი.

გამოცემის შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებელ წერტილებშიც. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ონლაინ მაღაზიით და კურიერი შენაძენს სასურველ მისამართზე მოგიტანთ.

კულინარიული წიგნების სერიიდან გამორჩეულ რეცეპტებს პერიოდულად საიტ Gemrielia.ge-ზე იხილავთ. ამჯერად გთავაზობთ ერთ-ერთი საინტერესო ვეგეტარიანული კერძის რეცეპტს, სერიის ახალი ტომიდან.

ბოსტნეულის ხვეულები გუაკამოლეთი

ბოსტნეულის ხვეულები უგემრიელესი და ჯანსაღი წასახემსებელია, რომელიც თამამად შეგიძლიათ მიირთვათ დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს თუ უქმე დღეების ლანჩზე.

ულუფა:4. მომზადება: 30წთ+30 წთ. დასაყოვნებლად. შეწვის დრო: 20-25 წთ. მომზადების სირთულის დონე: 1

ინგრედიენტები:

· სალსა (სოუსი)

· 6 მწიფე პომიდორი, კუბებად დაჭრილი

· 1 კბ. ნიორი, წვრილად დაჭრილი

· 1 პატარა ხახვი, წვრილად დაჭრილი

· ½ ახალი მწვანე წიწაკა ჩილი, თესლგამოცლილი და წვრილად დაჭრილი

· 1 ს/კ. ნედლი ქინძი, წვრილად დაჭრილი

გუაკამოლე

· 2 მწიფე ავოკადო, გაფცქვნილი და კურკაგამოცლილი

· 2 ს/კ. ახალგამოწურული ლაიმის წვენი

· 1 კბ. ნიორი, წვრილად დაჭრილი

· 1 პატარა ხახვი, წვრილად დაჭრილი

· ¼ ახალი მწვანე წიწაკა ჩილი, თესლგამოცლილი და წვრილად დაჭრილი

· 1 ს/კ. წვრილად დაჭრილი ქინძი

ხვეულები (ვრაპები)

· 1 ყაბაყი, გრძელ და თხელ ზოლებად დაჭრილი

· 1 წითელი ბულგარული წიწაკა, თესლგამოცლილი და თხელ ზოლებად დაჭრილი

· 4 ცალი დიდი ზომის ფქვილის ტორტილა

მომზადების წესი:

სალსა

თასში ერთმანეთს შეურიეთ პომიდორი, ნიორი, ხახვი, წიწაკა ჩილი და ნედლი ქინძი. ეს ნაზავი 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

გუაკამოლე

ცალკე თასში ჩაასრისეთ ავოკადო, მოასხით ლაიმის წვენი, დაუმატეთ ნიორი, ხახვი, პომიდორი, წიწაკა ჩილი და ქინძი. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ხვეულები

გრილის ტაფა საშუალო ცეცხლზე გაახურეთ. გახურებულ ტაფაზე ზოლებად დაჭრილი ყაბაყი და ბულგარული წიწაკა ისე შეწწვით, რომ ბოსტნეული დარბილდეს და ტაფის ნაჭდევების შავი ზოლები დაეტყოს.

ტორტილები გრილის ტაფაზე შეათბეთ. თბილ ტორტილებს თითო-თითო სადილის კოვზი გუაკამოლე და სალსა წაუსვით.

ოთხივე ტორტილაზე თანაბრად გადაანაწილეთ შემწვარი ბოსტნეული. გადაახვიეთ გულსართიანი ტორტილიები და გრილის ტაფაზე ორივე მხრიდან 1 წუთის განმავლობაში დაბრაწეთ. ბოსტნეულის ხვეულები სუფრაზე დარჩენილი გუაკამოლესა და სალსას თანხლებით, თბილი მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!