სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეფე ერეკლე იესეიან-დავითიან-სოლომონიან დინასტიის მეფე, წინასწარმეტყველი არ ყოფილა... . ტრაქტატში სამარცხვინო არაფერი წერია" - რას წერს მეცნიერი ზურაბ კიკნაძე
"მეფე ერეკლე იესეიან-დავითიან-სოლომონიან დინასტიის მეფე, წინასწარმეტყველი არ ყოფილა... . ტრაქტატში სამარცხვინო არაფერი წერია" - რას წერს მეცნიერი ზურაბ კიკნაძე

ქარ­თვე­ლი ორი­ენ­ტა­ლის­ტი-ასი­რი­ო­ლო­გი, ბიბ­ლე­ის­ტი, ფოლკ­ლო­რის­ტი და ლი­ტე­რა­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე ეხ­მი­ა­ნე­ბა ერეკ­ლე მე­ო­რეს თა­ო­ბა­ზე ჩვენ­ში წა­მოჭ­რილ პო­ლე­მი­კას.

"მო­ვიდ­რეკ მუხლთა შენს საფ­ლავს წინ...“

ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში ამ ბოლო დროს თავი იჩი­ნა ე. წ. მომ­ხდა­რის შემ­დგომ­მა ან მომ­ხდა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბამ (vaticinium post eventum = ex eventum), როცა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნის ავ-კარ­გს გან­ვი­ხი­ლავთ იმ ის­ტო­რი­უ­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ამ მოვ­ლე­ნის შემ­დეგ დაგ­როვ­და. ცხა­დია, მოვ­ლე­ნის შემ­ფა­სე­ბე­ლი ამ ცოდ­ნის გამო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა იმათ მი­მართ, ვინც ამ მოვ­ლე­ნის გა­მომ­წვე­ვი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს. ის პირი ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სის და­სა­წყის­შია, ჩვენ კი მის ბო­ლოს ვიმ­ყო­ფე­ბით, ის­ტო­რი­ულ პრო­ცეს­ში დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი, ჩვენს წი­ნა­შეა მას შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და ჩვენ ვიწ­ვნევთ იმ ნა­ბი­ჯის შე­დე­გებს.

ჩვენს მი­მართ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­საყ­ვე­დუ­რი არა­ფე­რია, ის­ტო­რი­უ­ლი სი­მარ­თლე ჩვენს მხა­რე­ზეა. ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იმი­ტომ არ­სე­ბობს, რომ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისი­ნი. მაგ­რამ როცა ჩვენ იმ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის აქ­ტორს ვსაყ­ვე­დუ­რობთ, რა­ტომ ვერ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა მო­წევ­ნა­დი, საყ­ვე­დუ­რი გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია, რო­გორც ეთი­კუ­რად, ისე ის­ტო­რი­უ­ლად. ეთი­კუ­რად იმი­ტომ, რომ აქ­ტო­რი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი არ არის და ჩვენ მის­გან შე­უძ­ლე­ბელს მო­ვი­თხოვთ; ის­ტო­რი­უ­ლად იმი­ტომ, რომ აქ­ტო­რი იმ ის­ტო­რი­ულ სი­ნამ­დვი­ლე­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, სა­ი­და­ნაც ჩვენ ვსაყ­ვე­დუ­რობთ მას. ყო­ვე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტის უნი­კა­ლუ­რო­ბის გამო ის­ტო­რი­კო­სის ვა­ლია ამ უნი­კა­ლუ­რო­ბის სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბად გან­ცდა და ამ გან­ცდით მოვ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბა.

მეფე ერეკ­ლე, იე­სე­ი­ან-და­ვი­თი­ან-სო­ლო­მო­ნი­ან დი­ნას­ტი­ის მეფე, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი არ ყო­ფი­ლა და არც არა­ვინ მო­ე­ლო­და მის­გან ამას. წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი არც ის ბაგ­რა­ტო­ა­ნი მეფე ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც "მე­სი­ის მახ­ვი­ლის“ წო­დე­ბას ატა­რებ­და. არ გვყო­ლია ჩვენ ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­დე­ვი, ანი და ჰოეს განმჭვრე­ტი სული, რო­მე­ლიც აგ­ვა­შო­რებ­და ბევრ შეც­დო­მას, თუკი მის vaticinium-ს ვირ­წმუ­ნებ­დით. არ გვყო­ლია იე­რე­მია, ის­რა­ე­ლის სა­მე­ფოს რომ მო­ევ­ლი­ნა გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში, მაგ­რამ ხალ­ხმა არ ირ­წმუ­ნა მისი. რაც არ სურ­დათ, არ ირ­წმუ­ნეს.

ერეკ­ლე მე­ფის მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ცხა­დე­ბას მო­რა­ლუ­რი ას­პექ­ტი აქვს, ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის შე­სა­მეც­ნებ­ლად არ გა­მოდ­გე­ბა. ამ ბრალ­დე­ბას არ ვე­ხე­ბით. დაე, ჰქონ­დეს ნე­ბის­მი­ერ პირს, ვინც არ უნდა იყოს იგი, ამ­გვა­რი შე­ფა­სე­ბის უფ­ლე­ბა. ეს მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მო­ღალ­ტე­ო­ბის სარ­ჩუ­ლად მიჩ­ნე­უ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც თით­ქოს მე­ფემ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას­თან ქვე­შევ­რდო­მო­ბის ტრაქ­ტა­ტის და­დე­ბით ჩა­ი­დი­ნა. თუ რი­გი­თი ქარ­თვე­ლის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლია ტრაქ­ტა­ტის ში­ნა­არ­სი, ღვთის მად­ლით, გვყავს ის­ტო­რი­კო­სე­ბი, რო­მელ­თაც კარ­გად იცი­ან რა წე­რია ორ ენა­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტატ­ში. ქვე­ტექ­სტე­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო (ლა­პა­რა­კია ქარ­თლ-კა­ხეთ­ზე) თა­ვი­სი სა­ზღვრე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბით, თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით (რუ­სე­თის თვა­დაზ­ნა­უ­რო­ბას­თან სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­ი­გი­ვე­ბით), შე­დის რუ­სე­თი იმ­პე­რი­ის მფარ­ვე­ლო­ბა­ში.

ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ნი ორ­მხრი­ვია: რუ­სე­თი ვალ­დე­ბუ­ლია გა­რე­შე მტრე­ბის­გან და­იც­ვას ქვე­ყა­ნა და მისი სა­ზღვრე­ბი; სა­ქარ­თვე­ლო ვალ­დე­ბუ­ლია გა­ა­ტა­როს რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა. სა­ეკ­ლე­სიო სა­კი­თხი ღიად არის დარ­ჩე­ნი­ლი (ან ბუნ­დოვ­ნად ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი). ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სეთ­ში პეტ­რეს შემ­დგომ სა­პატ­რი­არ­ქო გა­უქ­მე­ბუ­ლია, ეკ­ლე­სი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო უწყე­ბა "უწ­მინ­დე­სი სი­ნო­დის“ სა­ხე­ლით გა­ნა­გებს. ტრაქ­ტატ­ში სა­მარ­ცხვი­ნო არა­ფე­რი წე­რია. შე­საძ­ლოა, ვინ­მეს დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან სძულ­დეს იგი, სი­ძულ­ვი­ლი მის ში­ნა­არსს ვერ შეც­ვლის (აღ­სა­ნიშ­ნა­ვი კი არის, რომ ჩვენ­ში კარ­გა ხა­ნია სი­ძულ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კის ენაა).

ის, რაც 1801 წელს მოხ­და სა­მე­ფოს გა­უქ­მე­ბი­სა და ანექ­სი­ის სა­ხით, ქვეყ­ნის გუ­ბერ­ნი­ად გა­დაქ­ცე­ვა, მარ­თლაც სა­ძულ­ვე­ლია, მაგ­რამ ამ აქტს კავ­ში­რი არა აქვს ტრაქ­ტატ­თან. ეს აქტი უკა­ნო­ნო იყო მა­შინ, არ­ღვევ­და ტრაქ­ტა­ტის პრინ­ცი­პებს, და უკა­ნო­ნოა დღე­საც, თუმ­ცა წარ­სულს ეკუთ­ვნის, მაგ­რამ წარ­სუ­ლი და­ვი­წყე­ბუ­ლი არ არის.

სა­მე­ფოს გა­უქ­მე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი ბო­რო­ტე­ბაა, მაგ­რამ ვინ არის ამა­ში დამ­ნა­შა­ვე. მხო­ლოდ ერთი მხა­რე რუ­სე­თი? ცნო­ბი­ლია, რომ პავ­ლე პირ­ველ­მა გი­ორ­გი მე­თორ­მე­ტის სი­ცო­ცხლე­ში­ვე მის მემ­კვიდ­რედ რე­გენ­ტის სტა­ტუს­ში და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი და­ამ­ტკი­ცა, მაგ­რამ მოკ­ლე ხან­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, სა­მე­ფო გა­ა­უქ­მა. ქარ­თველ თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბას შე­ეძ­ლო გა­ე­მე­ფე­ბი­ნა და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი, მაგ­რამ მისი მე­ფო­ბა არ მი­ი­ღეს მე­ზა­ლი­ან­სის მი­ზე­ზით - მისი მე­უღ­ლე, ელე­ნე აბა­მე­ლი­ქი, სა­მე­ფო გვა­რის ასუ­ლი არ იყო, სომ­ხის თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბას ეკუთ­ვნო­და.

ქარ­თვე­ლო­ბის მხრი­დან ამ უა­რის­ყო­ფით თუ ყოყ­მა­ნით, თუ პა­სი­უ­რო­ბით ისარ­გებ­ლა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. თუ ღა­ლატ­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, ღა­ლა­ტის ნიშ­ნე­ბი აქ უნდა ვე­ძი­ოთ, მეფე ერეკ­ლე არა­ფერ შუ­ა­შია. ტრაქ­ტა­ტის და­დე­ბის მო­მენ­ტში მას სა­მე­ფოს მო­მა­ვა­ლი გა­უქ­მე­ბის მო­ლო­დი­ნი არ უნდა ჰქო­ნე­ბო­და.

რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია ტრაქ­ტა­ტი? იმე­დია, მეფე ერეკ­ლეს პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­სა­წი­ე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­კოს­თა თვალ­სა­წი­ერ­ზე ვიწ­რო არ იქ­ნე­ბო­და. ის რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ძლე­ვა­მო­სი­ლი წინსვლი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის მოწ­მე იყო, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის­გან შე­წევ­ნის და­პი­რე­ბაც არ ყო­ფი­ლა, არც მო­ე­ლო­და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სი­შო­რის გა­მოც; სხვა ძალა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო ქარ­თველ­თა უკი­დუ­რე­სად დამცრო­ბი­ლი სა­მე­ფო და­ეც­ვათ მუს­ლი­მუ­რი აგ­რე­სი­ის­გან და მფარ­ვე­ლო­ბის­გან, იმ­დრო­ინ­დელ მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობ­და. ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც ეს შე­ეძ­ლო და სურ­ვი­ლიც ჰქონ­და, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რუ­სე­თი იყო. დღეს აჩე­მე­ბუ­ლი იარ­ლი­ყის - "რუ­სე­თი ერ­თმორ­წმუ­ნე არ არის“ მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში გა­და­ტა­ნა ანაქ­რო­ნიზ­მია, თუმ­ცა დღეს ის ორ ქრის­ტი­ა­ნულ ქვე­ყა­ნას შო­რის რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს, რაც სარ­წმუ­ნო­ე­ბის პო­ლი­ტი­კურ ას­პექ­ტში ხედ­ვის შე­დე­გია (ასე დას­ჩემ­და ის­ტო­რი­ულ ქრის­ტი­ა­ნო­ბას, მეტ­წი­ლად ამ აღ­რე­ვის შე­დე­გია დიდი და მცი­რე სქიზ­მე­ბი, ეკ­ლე­სი­ა­თა შო­რის "გა­ბუტვე­ბი“, ევ­ქა­რის­ტუ­ლი კავ­ში­რის გა­წყვე­ტის სა­ხით და სხვა ურ­თი­ერ­თგა­უ­გებ­რო­ბე­ბი).

რუ­სეთ­მა შე­ი­ერ­თა ჯერ ქარ­თლ-კა­ხე­თი, მერე მთე­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო, მე­ტიც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოს­მა­ლეთს წა­არ­თვა სამ­ხრე­თის რე­გი­ო­ნე­ბი და თა­ვის იმ­პე­რი­ა­ში მო­აქ­ცია, ფაქ­ტი­უ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს შე­მო­უ­ერ­თა (ასე იყო აღ­ქმუ­ლი ეს მოვ­ლე­ნა, რა­საც იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­სა მოწ­მობს). ერ­თმა­ნე­თის­გან გა­უ­ცხო­ე­ბულ, მტრად გა­და­კი­დე­ბულ სამ­თავ­რო­ებ­ში სა­ერ­თოს სის­ხლმა იდი­ნა, ქვე­ყა­ნამ რე­ა­ლუ­რად აღიდ­გი­ნა "სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­ხელ­წო­დე­ბა. ტრაქ­ტა­ტი­სად­მი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იმოწ­მე­ბენ, მაგ­რამ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ვერ უგუ­ლე­ბელ­ჰყოფ­და ამ ერთ სა­სი­კე­თო შე­დეგს - სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ გამ­თლი­ა­ნე­ბას თა­ვის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვრებ­ში, რა­საც ირან-ოს­მა­ლე­თი ცალ-ცალ­კე ვერ მო­ა­ხერ­ხებ­დნენ: სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს ორი ვა­სა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა რო­გორ გა­ერ­თი­ან­დე­ბო­და? ამა­ვე მი­ზე­ზით ვერ შეძ­ლო მეფე ერეკ­ლე­მაც აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ერთი მე­ფო­ბის ქვეშ მოქ­ცე­ვა. იმოწ­მე­ბენ ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის "ბედი ქარ­თლი­სას“, მაგ­რამ ხომ ამა­ვე ავ­ტორს ეკუთ­ვნის მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­წე­რი­ლი "საფ­ლა­ვი მე­ფის ირაკ­ლი­სა“ (1842), რო­მე­ლიც იწყე­ბა სი­ტყვე­ბით: "მო­ვიდ­რეკ მუხლთა შენს საფ­ლავს წინ, გმი­რო მხცო­ვა­ნო“. მე­ხუ­თე სტროფ­ში კი ვკი­თხუ­ლობთ: "სა­დაც აქამ­დინ ხმლით და ძა­ლით ჰფ­ლობ­და ქარ­თვე­ლი, მუნ სამ­შვი­დო­ბო მო­ქა­ლა­ქის მარ­თავს აწ ხელი!“ ვის­მე შე­უძ­ლია დღეს უარ­ჰყოს ეს სი­ტყვე­ბი?" - წერს მეც­ნი­ე­რი ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ სა­კი­თხის შე­სა­ხებ პო­ლე­მი­კა მას შემ­დეგ გა­ჩაღ­და, რაც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: "ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, - ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინ­და­თო?.."

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერიკო
2

ახლა ბერძენიშვილმა ბ-ნი ზურაბიც მოღალატედ არ შერაცხოს. მაგისნაირი ცინიკოსებისგან არ გამოკვირდება.

გოჩა
6

არ გეთანხმებით ქართული მხარის გადაბრალების საკითხში. მაშინ იგივე მიზეზი უნდა მიუსადაგოთ იმერეთის სამეფოს გაუქმებას და ქართული სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის გაუქმებასაც. რასაც ვერ მოიყვანთ. 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მეფე ერეკლე იესეიან-დავითიან-სოლომონიან დინასტიის მეფე, წინასწარმეტყველი არ ყოფილა... . ტრაქტატში სამარცხვინო არაფერი წერია" - რას წერს მეცნიერი ზურაბ კიკნაძე

"მეფე ერეკლე იესეიან-დავითიან-სოლომონიან დინასტიის მეფე, წინასწარმეტყველი არ ყოფილა... . ტრაქტატში სამარცხვინო არაფერი წერია" - რას წერს მეცნიერი ზურაბ კიკნაძე

ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი და ლიტერატორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე ეხმიანება ერეკლე მეორეს თაობაზე ჩვენში წამოჭრილ პოლემიკას.

"მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ...“

ისტორიული მოვლენების შეფასებაში ამ ბოლო დროს თავი იჩინა ე. წ. მომხდარის შემდგომმა ან მომხდარიდან გამომდინარე წინასწარმეტყველებამ (vaticinium post eventum = ex eventum), როცა საუკუნეების წინ მომხდარი მოვლენის ავ-კარგს განვიხილავთ იმ ისტორიული ცოდნის საფუძველზე, რომელიც ამ მოვლენის შემდეგ დაგროვდა. ცხადია, მოვლენის შემფასებელი ამ ცოდნის გამო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება იმათ მიმართ, ვინც ამ მოვლენის გამომწვევი ნაბიჯი გადადგეს. ის პირი ისტორიული პროცესის დასაწყისშია, ჩვენ კი მის ბოლოს ვიმყოფებით, ისტორიულ პროცესში დაგროვილი ცოდნით შეიარაღებულნი, ჩვენს წინაშეა მას შემდეგ განვითარებული მოვლენები და ჩვენ ვიწვნევთ იმ ნაბიჯის შედეგებს.

ჩვენს მიმართ ამ შემთხვევაში სასაყვედური არაფერია, ისტორიული სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ისტორიული მოვლენები იმიტომ არსებობს, რომ გავითვალისწინოთ ისინი. მაგრამ როცა ჩვენ იმ ისტორიული მოვლენის აქტორს ვსაყვედურობთ, რატომ ვერ იწინასწარმეტყველა მოწევნადი, საყვედური გაუმართლებელია, როგორც ეთიკურად, ისე ისტორიულად. ეთიკურად იმიტომ, რომ აქტორი წინასწარმეტყველი არ არის და ჩვენ მისგან შეუძლებელს მოვითხოვთ; ისტორიულად იმიტომ, რომ აქტორი იმ ისტორიულ სინამდვილეში არ იმყოფება, საიდანაც ჩვენ ვსაყვედურობთ მას. ყოველი ისტორიული მომენტის უნიკალურობის გამო ისტორიკოსის ვალია ამ უნიკალურობის საკუთარ გამოცდილებად განცდა და ამ განცდით მოვლენის შეფასება.

მეფე ერეკლე, იესეიან-დავითიან-სოლომონიან დინასტიის მეფე, წინასწარმეტყველი არ ყოფილა და არც არავინ მოელოდა მისგან ამას. წინასწარმეტყველი არც ის ბაგრატოანი მეფე ყოფილა, რომელიც "მესიის მახვილის“ წოდებას ატარებდა. არ გვყოლია ჩვენ ჩვენი ისტორიული ცხოვრების თანამდევი, ანი და ჰოეს განმჭვრეტი სული, რომელიც აგვაშორებდა ბევრ შეცდომას, თუკი მის vaticinium-ს ვირწმუნებდით. არ გვყოლია იერემია, ისრაელის სამეფოს რომ მოევლინა გადამწყვეტ მომენტში, მაგრამ ხალხმა არ ირწმუნა მისი. რაც არ სურდათ, არ ირწმუნეს.

ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადებას მორალური ასპექტი აქვს, ისტორიული მოვლენის შესამეცნებლად არ გამოდგება. ამ ბრალდებას არ ვეხებით. დაე, ჰქონდეს ნებისმიერ პირს, ვინც არ უნდა იყოს იგი, ამგვარი შეფასების უფლება. ეს მისი პასუხისმგებლობაა. მოღალტეობის სარჩულად მიჩნეულია პოლიტიკური დანაშაული, რომელიც თითქოს მეფემ რუსეთის იმპერიასთან ქვეშევრდომობის ტრაქტატის დადებით ჩაიდინა. თუ რიგითი ქართველისთვის მიუწვდომელია ტრაქტატის შინაარსი, ღვთის მადლით, გვყავს ისტორიკოსები, რომელთაც კარგად იციან რა წერია ორ ენაზე ჩამოყალიბებულ გეორგიევსკის ტრაქტატში. ქვეტექსტების გარეშე საქართველოს სამეფო (ლაპარაკია ქართლ-კახეთზე) თავისი საზღვრებით, მოსახლეობით, თავადაზნაურობის პრივილეგიების შენარჩუნებით (რუსეთის თვადაზნაურობასთან სამართლებრივად გაიგივებით), შედის რუსეთი იმპერიის მფარველობაში.

ვალდებულებანი ორმხრივია: რუსეთი ვალდებულია გარეშე მტრებისგან დაიცვას ქვეყანა და მისი საზღვრები; საქართველო ვალდებულია გაატაროს რუსეთის საგარეო პოლიტიკა. საეკლესიო საკითხი ღიად არის დარჩენილი (ან ბუნდოვნად ფორმულირებული). ცნობილია, რომ რუსეთში პეტრეს შემდგომ საპატრიარქო გაუქმებულია, ეკლესიას სამოქალაქო უწყება "უწმინდესი სინოდის“ სახელით განაგებს. ტრაქტატში სამარცხვინო არაფერი წერია. შესაძლოა, ვინმეს დღევანდელი გადმოსახედიდან სძულდეს იგი, სიძულვილი მის შინაარსს ვერ შეცვლის (აღსანიშნავი კი არის, რომ ჩვენში კარგა ხანია სიძულვილი პოლიტიკის ენაა).

ის, რაც 1801 წელს მოხდა სამეფოს გაუქმებისა და ანექსიის სახით, ქვეყნის გუბერნიად გადაქცევა, მართლაც საძულველია, მაგრამ ამ აქტს კავშირი არა აქვს ტრაქტატთან. ეს აქტი უკანონო იყო მაშინ, არღვევდა ტრაქტატის პრინციპებს, და უკანონოა დღესაც, თუმცა წარსულს ეკუთვნის, მაგრამ წარსული დავიწყებული არ არის.

სამეფოს გაუქმება ისტორიული ბოროტებაა, მაგრამ ვინ არის ამაში დამნაშავე. მხოლოდ ერთი მხარე რუსეთი? ცნობილია, რომ პავლე პირველმა გიორგი მეთორმეტის სიცოცხლეშივე მის მემკვიდრედ რეგენტის სტატუსში დავით ბატონიშვილი დაამტკიცა, მაგრამ მოკლე ხანში გადაწყვეტილება შეიცვალა, სამეფო გააუქმა. ქართველ თავადაზნაურობას შეეძლო გაემეფებინა დავით ბატონიშვილი, მაგრამ მისი მეფობა არ მიიღეს მეზალიანსის მიზეზით - მისი მეუღლე, ელენე აბამელიქი, სამეფო გვარის ასული არ იყო, სომხის თავადაზნაურობას ეკუთვნოდა.

ქართველობის მხრიდან ამ უარისყოფით თუ ყოყმანით, თუ პასიურობით ისარგებლა რუსეთის ხელისუფლებამ. თუ ღალატზე მიდგება საქმე, ღალატის ნიშნები აქ უნდა ვეძიოთ, მეფე ერეკლე არაფერ შუაშია. ტრაქტატის დადების მომენტში მას სამეფოს მომავალი გაუქმების მოლოდინი არ უნდა ჰქონებოდა.

რა აუცილებლობამ გამოიწვია ტრაქტატი? იმედია, მეფე ერეკლეს პოლიტიკური თვალსაწიერი თანამედროვე ისტორიკოსთა თვალსაწიერზე ვიწრო არ იქნებოდა. ის რუსეთის იმპერიის ძლევამოსილი წინსვლისა და გაფართოების მოწმე იყო, ევროპის ქვეყნებისგან შეწევნის დაპირებაც არ ყოფილა, არც მოელოდა ტერიტორიული სიშორის გამოც; სხვა ძალა, რომელსაც შეეძლო ქართველთა უკიდურესად დამცრობილი სამეფო დაეცვათ მუსლიმური აგრესიისგან და მფარველობისგან, იმდროინდელ მსოფლიოში არ არსებობდა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ეს შეეძლო და სურვილიც ჰქონდა, ქრისტიანული რუსეთი იყო. დღეს აჩემებული იარლიყის - "რუსეთი ერთმორწმუნე არ არის“ მეთვრამეტე საუკუნეში გადატანა ანაქრონიზმია, თუმცა დღეს ის ორ ქრისტიანულ ქვეყანას შორის რეალურ ვითარებას გამოხატავს, რაც სარწმუნოების პოლიტიკურ ასპექტში ხედვის შედეგია (ასე დასჩემდა ისტორიულ ქრისტიანობას, მეტწილად ამ აღრევის შედეგია დიდი და მცირე სქიზმები, ეკლესიათა შორის "გაბუტვები“, ევქარისტული კავშირის გაწყვეტის სახით და სხვა ურთიერთგაუგებრობები).

რუსეთმა შეიერთა ჯერ ქართლ-კახეთი, მერე მთელი დასავლეთ საქართველო, მეტიც, მოგვიანებით ოსმალეთს წაართვა სამხრეთის რეგიონები და თავის იმპერიაში მოაქცია, ფაქტიურად, საქართველოს შემოუერთა (ასე იყო აღქმული ეს მოვლენა, რასაც იმჟამინდელი პრესა მოწმობს). ერთმანეთისგან გაუცხოებულ, მტრად გადაკიდებულ სამთავროებში საერთოს სისხლმა იდინა, ქვეყანამ რეალურად აღიდგინა "საქართველოს“ სახელწოდება. ტრაქტატისადმი ივანე ჯავახიშვილის უარყოფით დამოკიდებულებას იმოწმებენ, მაგრამ ივანე ჯავახიშვილი ვერ უგულებელჰყოფდა ამ ერთ სასიკეთო შედეგს - საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას თავის ისტორიულ საზღვრებში, რასაც ირან-ოსმალეთი ცალ-ცალკე ვერ მოახერხებდნენ: სხვადასხვა სახელმწიფოს ორი ვასალური ქვეყანა როგორ გაერთიანდებოდა? ამავე მიზეზით ვერ შეძლო მეფე ერეკლემაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთი მეფობის ქვეშ მოქცევა. იმოწმებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისას“, მაგრამ ხომ ამავე ავტორს ეკუთვნის მოგვიანებით დაწერილი "საფლავი მეფის ირაკლისა“ (1842), რომელიც იწყება სიტყვებით: "მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო“. მეხუთე სტროფში კი ვკითხულობთ: "სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი, მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!“ ვისმე შეუძლია დღეს უარჰყოს ეს სიტყვები?" - წერს მეცნიერი ზურაბ კიკნაძე.

შეგახსენებთ, ამ საკითხის შესახებ პოლემიკა მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა: "ვიდრე ერეკლე მეორე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, - ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინდათო?.."

იხილეთ ასევე: