მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამოღებულია თანხა - აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები" - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური გალიფ ოზთურქის დაკავებაზე?
"ამოღებულია თანხა - აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები" - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური გალიფ ოზთურქის დაკავებაზე?

ბა­თუმ­ში, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი, კომ­პა­ნია „მეტ­რო სი­თის“ დი­რექ­ტო­რი გა­ლიფ ოზ­თურ­ქი შე­ნო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს.

სპე­ცო­პე­რა­ცია მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ხუთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კომ­პა­ნია „მეტ­რო სი­თის” შე­ნო­ბას­თან კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც გა­ლიფ ოზ­თურ­ქის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ და აცხა­დებ­დნენ, რომ მისი და­კა­ვე­ბა უკა­ნო­ნოა.

ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნიტ­როს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ბიზ­ნეს­მენ გა­ლიფ ოზ­თურ­ქის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ავ­რცე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გ.ო.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, სხვა ნივ­თი­ერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ამო­ღე­ბულ იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა, ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნილ იქნა სა­ვა­რა­უ­დოდ ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

"მო­ქა­ლა­ქე გ.ო.-ს მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით გა­და­სა­ხა­დის­თვის გან­ზრახ თა­ვის არი­დე­ბის, ყალ­ბი სა­ან­გა­რიშს­წო­რე­ბო დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, საქ­მის ვი­თა­რე­ბის გა­სარ­კვე­ვად სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, 2022 წლის 31 მა­ისს, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ქა­ლა­ქე გ.ო.-სთან, ასე­ვე მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებ­თან და კომ­პა­ნი­ებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

გ.ო.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, სხვა ნივ­თი­ერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ამო­ღე­ბულ იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა, ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნილ იქნა სა­ვა­რა­უ­დოდ ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გ.ო. და­კა­ვე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სი­სიხ­ლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 261-ე მუხ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6 წლამ­დე ვა­დით.

საქ­მე­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, პე­რი­ო­დუ­ლად მოხ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ეს პიროვნება თურქეთიდანაც გამოექცცა სახელმწიფოსთან არსებულ პრობლემებს. და აქ ფულზე გაყიდული ადამიანების დახმარებით თურქებს ამრავლებს." ბედკრული საქართველო."

ნონა
1

გაადეპორტეთ ოსმალეთში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ამოღებულია თანხა - აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები" - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური გალიფ ოზთურქის დაკავებაზე?

"ამოღებულია თანხა - აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები" - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური გალიფ ოზთურქის დაკავებაზე?

ბათუმში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თურქი ბიზნესმენი, კომპანია „მეტრო სითის“ დირექტორი გალიფ ოზთურქი შენობიდან გამოიყვანეს.

სპეცოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში ხუთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. კომპანია „მეტრო სითის” შენობასთან კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც გალიფ ოზთურქის უდანაშაულობაზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი დაკავება უკანონოა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახური ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების თაობაზე ინფორმაციაც გაავრცელა.

მათივე ცნობით, გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

"მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლის შედეგების შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.