დამპრყობლებს არ აქვთ შანსი, ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, რუსეთს დიდი ხნის წინ უნდა გაეგო, რომ უკრაინა თავის მიწას დაიცავს.
"ამ ომში დამპყრობლები ცდილობენ რაღაც შედეგს მაინც მიაღწიონ საკუთარი თავისთვის. მაგრამ მათ დიდი ხნის წინ უნდა გაეგოთ, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას. მათ არ აქვთ შანსი. ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ Facaebook-ზე და აქვეყნებს ხარკოვში გადაღებულ ფოტოებს.
ასმასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ხარკოვსა და რეგიონში 2 229 სახლია დანგრეული.
პრეზიდენტმა პირობა დადო,რომ ყველაფერს აღადგენენ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ხარკოვის ოლქში უკრაინელი სამხედროების ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.
ომის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების შემართება და რწმენა. ვფიქრობ უთანასწორო ომში გამარჯვების არა ერთი და ორი მაგალითი მოიძებნება ისტორიაში. რუსეთი არქაულ ომს აწარმოებს წარსული დიდების დასაბრუნებლად. უკრაინას კი საკუთარი მიწა-წყალი აქვს დასაცავი და სამართლიან ომშია ჩაბმული. ასე, რომ უამრავი ობიექტური, სუბიექტური და ძნელად დასაჯერებელი, თუმცა შესაძლებელი ფაქტორი შეიძლება არსებობდეს და ამოქმედდეს, რისი მოწმენიც ჩვენ გავხდებით.
კომიკოსი ტრაგიკოსი. იმას მაინც თუ ხვდება რომ მალე შეწირავენ.