პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთი საზღვრების გარეშე? - კრემლის რუპორები "ფსოუს" გაუქმებაზე ალაპარაკდნენ, რასაც სოხუმში მწვავე რეაქცია მოჰყვა: "ყველაფერი აბსურდი აღმოჩნდა"
აფხაზეთი საზღვრების გარეშე? - კრემლის რუპორები "ფსოუს" გაუქმებაზე ალაპარაკდნენ, რასაც სოხუმში მწვავე რეაქცია მოჰყვა: "ყველაფერი აბსურდი აღმოჩნდა"

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მი­სა­მარ­თით კრემ­ლის რუ­პო­რის, Russia Today-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის მო­საზ­რე­ბას რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. სა­უ­ბა­რია გან­ცხა­დე­ბა­ზე, სა­დაც სი­მო­ნი­ან­მა ფსო­უს სა­ზღვრის გა­უქ­მე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის ფსო­უს სა­ზღვა­რი მათი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია..." - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნი­ან­მა, რა­საც აფხა­ზეთ­ში შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცი­აც მოჰ­ყვა, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პროკ­რემ­ლის­ტუ­რი მე­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მხო­ლოდ თა­ვის მო­საზ­რე­ბას არ ახ­მო­ვა­ნებს.

სი­მო­ნი­ა­ნის თქმით, ის მად­ლი­ე­რია, რომ აფხა­ზე­ბი ახლა რუ­სეთ­თან ერ­თად იბ­რძვი­ან, ამი­ტომ ვე­რა­ვი­თარ მი­ზეზს ვერ ხე­დავს, რომ რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის რა­ი­მე სა­ზღვა­რი არ­სე­ბობ­დეს.

"მი­ლი­ო­ნო­ბით რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის ღირ­სე­ბას შე­უ­რა­ცხყოფს, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბის, ვინც ჩვენ გამო სის­ხლს ღვრის" - აცხა­დებს სი­მო­ნი­ა­ნი.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, მა­შინ, რო­დე­საც რუ­სეთ­ში, ასე­ვე აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში კარ­გად იცი­ან, თუ რო­გო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი და გან­წყო­ბე­ბი მოჰ­ყვა რუ­სუ­ლი მხა­რის პო­ზი­ცი­ას, ფსო­უს სა­ზღვრის გა­უქ­მე­ბა­ზე, მოს­კოვ­ში პო­ზი­ცი­ას არ ცვლი­ან. მე­ტიც, კი­დევ ერთხელ წა­მო­წი­ეს ასე­ვე მტკივ­ნე­უ­ლი თემა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მი­ყიდ­ვა­ზე.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სეთ­ში ასეთ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბო­და აფხა­ზეთ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის კვალ­დაკ­ვალ. მა­გა­ლი­თად, გვი­ან შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში­ვე, რო­დე­საც რე­გი­ონ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტი დად­გე­ბო­და, რუ­სეთ­ში იწყებ­დნენ იმა­ზე სა­უბ­რობს, რომ აფხა­ზე­თის გა­ზი­ფი­კა­ცი­ის სა­კი­თხის გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად, კრემ­ლის რუ­პო­რე­ბი აფხა­ზეთ­ში უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის თე­მას უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ.

ასე­ვე ხდე­ბო­და აე­რო­პორ­ტის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას. არა­ერ­თხელ და­სა­ხელ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის თა­რი­ღი, თუმ­ცა, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­უბ­რო­ბენ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯერ ნა­ბი­ჯიც არ გა­დად­გმუ­ლა.

"მცი­რე­დი პა­უ­ზის შემ­დეგ, რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ფსო­უს გამ­შვე­ბი პუნ­ქტის ლიკ­ვი­და­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. კერ­ძოდ, 25 მა­ისს მოს­კოვ­ში დსთ-სა და ევ­რა­ზი­უ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის კო­მი­ტე­ტის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რომ­ლის დრო­საც, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ო­ნიდ კა­ლაშ­ნი­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ათწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ნახ­ლდა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის სა­კი­თხზე. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე შეხ­ვედ­რე­ბი კი, აფხა­ზუ­რი მხა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ი­მარ­თა" - წერს გა­მო­ცე­მა.

მას­თან სა­უ­ბარ­ში, აფხა­ზე­თის ე.წ. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი ახრა აკირ­თა­ვა ამ­ბობს:

"სა­კითხს ასე და­ვა­ყე­ნებ­დი - აფხა­ზე­თი არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ქვეყ­ნის გამ­შვე­ბი საბ­ჭოს წევ­რე­ბის მიერ, ახლა კი, ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა - ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით სან­ქცი­ე­ბი და­წეს­და, რა­მაც რე­ა­ლო­ბა შეც­ვა­ლა. არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა ერ­თმა­ნეთს პრე­ტენ­ზი­ას უყე­ნებს, ტვირ­თის ყვე­ლა ეტაპს ფაქ­ტობ­რი­ვად, მიკ­როს­კო­პით უყუ­რე­ბენ. ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად რომ იყოს, აფხა­ზე­თი და რუ­სე­თი ამ სა­კითხს უკვე გა­და­წყვეტ­დნენ, გუ­ლის­ხმობ, ფსო­უს სახ­მე­ლე­თო სა­ზღვარს.

თუ ვინ­მეს რა­მის შეც­ვლა უნდა, შე­ვახ­სე­ნებ, რომ არ­სე­ბობს 2014 წლის შე­თან­ხმე­ბა და მას უნდა მივ­ყვეთ. მას­ში მკა­ფი­ოდ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ აფხა­ზე­თის სა­გა­რეო ვექ­ტო­რი ევ­რა­ზი­უ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­აა. ამი­ტომ ახლა ჩვე­ნი ნო­მერ პირ­ვე­ლი მი­ზა­ნია, მო­ვი­პო­ვოთ აღი­ა­რე­ბა ბე­ლა­რუ­სი­დან, ყა­ზა­ხე­თი­დან, სომ­ხე­თი­დან.

თუ ჩვენ ახლა რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის, ფსო­უს გამ­შვებ პუნ­ქტს გა­ვა­უქ­მებთ, ეს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს, რად­გან მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის კი არ არის, რომ იქ მე­სა­ზღვრე­ე­ბი დგა­ნან, საქ­მე ისაა, რომ ტვირ­თე­ბი უნდა კონ­ტროლ­დე­ბო­დეს, რათა ურ­თი­ერ­თპ­რე­ტენ­ზი­ე­ბი არ იყოს... მის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბია სა­ჭი­რო, ჩვენ კი ეს არ გაგ­ვაჩ­ნია. პირ­ველ რიგ­ში, მისი და­ნერგვაა სა­ჭი­რო, შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნი უნდა მო­ვამ­ზა­დოთ, შემ­დეგ კი, მი­ვი­ღოთ. ამის გა­რე­შე, ფსო­უს გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გა­უქ­მე­ბა, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია" - მი­იჩ­ნევს აკირ­თა­ვა.

ფსო­უს სა­ზღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რობს კი­დევ ერთი კრემ­ლის რუ­პო­რი დუ­მის დე­პუ­ტა­ტი კონ­სტინ ზა­ტუ­ლი­ნი. მისი თქმით, აფხა­ზეთს რუ­სე­თი­დან დამ­სვე­ნებ­ლე­ბი მი­ა­წყდე­ბი­ან, რად­გან წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვთ, ამი­ტომ, წავ­ლენ აფხა­ზეთ­ში.

"ყი­რიმ­ში ჩას­ვლა სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სოჭი გა­დავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ რჩე­ბა აფხა­ზე­თი... ეს კი ნიშ­ნავს, რომ გამ­შვებ პუნ­ქტზე უზარ­მა­ზა­რი რი­გე­ბი იქ­ნე­ბა. ტრან­სპორ­ტის სფე­როს მი­ნის­ტრი სა­უბ­რობ­და, კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბა და 5 მი­ლი­არ­დამ­დე რუბ­ლი ფსო­უს გამ­შვე­ბი პუნ­ქტის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად გა­მო­ი­ყო­ფაო, ამა­ზე ვუ­პა­სუ­ხე, რა სა­ჭი­როა, ამ­ხე­ლა თან­ხის გა­დახ­და და ფსო­უს ბას­ტი­ო­ნის აშე­ნე­ბა, რო­დე­საც შეგ­ვიძ­ლია, რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვა­რი­ვით მო­ვა­წყოთ აქაც, მით უფრო, რომ ენ­გუ­რის სა­ზღვარ­ზე რუ­სულ-აფხა­ზუ­რი პოს­ტე­ბი დგას, მო­დით, სა­ერ­თოდ ავი­ღოთ-მეთ­ქი..." - აცხა­დებს ზა­ტუ­ლი­ნი.

აფხა­ზე­ბის თქმით, რა­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა" ამ­ბობ­და, რომ რუ­სე­თი მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რეა და აფხა­ზე­თის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, აბ­სურ­დუ­ლი და ერთი იდე­ით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა - გა­ფარ­თოვ­დეს რუ­სუ­ლი სა­ზღვრე­ბი და გავ­ლე­ნე­ბი

"სხვა ახ­სნა ფსო­უს სა­ბა­ჟო პუნ­ქტის აღე­ბას არ აქვს. ზა­ტუ­ლი­ნის გეგ­მა, რომ თით­ქოს ე.წ. სა­კუ­რორ­ტო სე­ზონ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზღვრის დრო­ე­ბი­თი გა­უქ­მე­ბა იგეგ­მე­ბა, არის ზღა­პა­რი. ისე­ვე, რო­გორ ის, რომ ჩვენს პრობ­ლე­მებ­ზე წუ­ხან. არც ის აღელ­ვებ­დათ, ზამ­თარ­ში გათ­ბო­ბი­სა და დე­ნის გა­რე­შე რომ ვრჩე­ბო­დით, გა­ზი­ფი­კა­ცი­აც, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა - და­კა­ნო­ნე­ბის გეგ­მის ნა­წი­ლი იყო. სან­ქცი­ე­ბი რომ ამოქ­მედ­დე­ბა, შემ­დეგ ნა­ხეთ ნამ­დვი­ლის სა­ხის გა­მო­ჩე­ნა" - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ია­სონ აფხა­ზი.

კი­დევ ერთი მათ­გა­ნის, ოთარ გიც­ბას თქმით, ბე­ლა­რუ­სი, რომ­ლის პა­რა­ლე­ლიც ზა­ტუ­ლინ­მა მო­იყ­ვა­ნა, ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის წევ­რია, ისე­ვე რო­გორც სომ­ხე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი.

"ბე­ლა­რუ­სის გავ­ლით ხდე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რი იმ­პორ­ტი, ვის­თა­ნაც მსხვი­ლი ბიზ­ნეს­კავ­ში­რი წლე­ბია არ­სე­ბობს, სა­ზღვა­რი და სა­ბა­ჟო პუნ­ქტი, ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მაა. აფხა­ზეთ­თან კი, რა­ტომ უნდა გა­უქ­მდეს სა­ზღვა­რი? რამე შე­მო­დის რუ­სე­თი­დან და სად­მე გა­დის? ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გვყავს სა­ერ­თოდ, თუ ერთი ინალ არ­ძინ­ბა წყვეტს ყვე­ლაფ­რის ბედს?" - კი­თხუ­ლობს ის.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
------------------
0

აბხაზებოოო!!! უტვინოებოო!!! როგრო ვერ ხვდებით სიმონიანი ხდება თქვენი პრეზიდენთი იმიტოომ დაძრჭის თქვენთან და საბოლოოდ სომხეთის სემდაგენლობაში შეხვალთ, გაწყდებით ასბოლოოდ და გადაგვარდებით!! ნუთუ არვისნ დარჩა პატრიოტი აბხაზების??? ყველა რამ დაგაბრმავათ და დაგაყრუათ!!! ხართ მოწყვეტილი გარე სამყაროს როდემდე???

КАМАРЕЛЛИ
114

...ამ ინტერნეტის და ზებგერითი იარაღის ეპოქაში რაღა მნიშვნელობა აქვს საზღვრებს?! მითუმეტეს რუსეთთან მიმართებაში?! უძახეთ ღრუსეთი და იყავით, არ ისწავლოთ რუსული!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

აფხაზეთი საზღვრების გარეშე? - კრემლის რუპორები "ფსოუს" გაუქმებაზე ალაპარაკდნენ, რასაც სოხუმში მწვავე რეაქცია მოჰყვა: "ყველაფერი აბსურდი აღმოჩნდა"

აფხაზეთი საზღვრების გარეშე? - კრემლის რუპორები "ფსოუს" გაუქმებაზე ალაპარაკდნენ, რასაც სოხუმში მწვავე რეაქცია მოჰყვა: "ყველაფერი აბსურდი აღმოჩნდა"

ოკუპირებული აფხაზეთის მისამართით კრემლის რუპორის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მოსაზრებას რეგიონის მოსახლეობის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საუბარია განცხადებაზე, სადაც სიმონიანმა ფსოუს საზღვრის გაუქმებაზე ისაუბრა.

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფსოუს საზღვარი მათი მოქალაქეებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია..." - განაცხადა სიმონიანმა, რასაც აფხაზეთში შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პროკრემლისტური მედიის ხელმძღვანელი მხოლოდ თავის მოსაზრებას არ ახმოვანებს.

სიმონიანის თქმით, ის მადლიერია, რომ აფხაზები ახლა რუსეთთან ერთად იბრძვიან, ამიტომ ვერავითარ მიზეზს ვერ ხედავს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის რაიმე საზღვარი არსებობდეს.

"მილიონობით რუსეთის მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეების, ვინც ჩვენ გამო სისხლს ღვრის" - აცხადებს სიმონიანი.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, მაშინ, როდესაც რუსეთში, ასევე აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობაში კარგად იციან, თუ როგორი შეფასებები და განწყობები მოჰყვა რუსული მხარის პოზიციას, ფსოუს საზღვრის გაუქმებაზე, მოსკოვში პოზიციას არ ცვლიან. მეტიც, კიდევ ერთხელ წამოწიეს ასევე მტკივნეული თემა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე.

გამოცემის ცნობით, რუსეთში ასეთ თემებზე საუბარი უფრო აქტუალური ხდებოდა აფხაზეთში წლების განმავლობაში გაჩერებული, მაგრამ აუცილებლად განსახორციელებელი პროექტების კვალდაკვალ. მაგალითად, გვიან შემოდგომის დასაწყისშივე, როდესაც რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტი დადგებოდა, რუსეთში იწყებდნენ იმაზე საუბრობს, რომ აფხაზეთის გაზიფიკაციის საკითხის განიხილავდნენ, თუმცა პარალელურად, კრემლის რუპორები აფხაზეთში უძრავის ქონების თემას უბრუნდებოდნენ.

ასევე ხდებოდა აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტის განხილვისას. არაერთხელ დასახელდა სამუშაოების დაწყების თარიღი, თუმცა, როგორც ადგილობრივები საუბრობენ, ამ მიმართულებით ჯერ ნაბიჯიც არ გადადგმულა.

"მცირედი პაუზის შემდეგ, რუსულ მედიაში გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ფსოუს გამშვები პუნქტის ლიკვიდაციის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. კერძოდ, 25 მაისს მოსკოვში დსთ-სა და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც, კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ათწლიანი პაუზის შემდეგ მოლაპარაკებები განახლდა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე. აღნიშნულ თემაზე შეხვედრები კი, აფხაზური მხარის ინიციატივით გაიმართა" - წერს გამოცემა.

მასთან საუბარში, აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ახრა აკირთავა ამბობს:

"საკითხს ასე დავაყენებდი - აფხაზეთი არ არის აღიარებული ყველა ქვეყნის გამშვები საბჭოს წევრების მიერ, ახლა კი, ვითარება შეიცვალა - ომთან დაკავშირებით სანქციები დაწესდა, რამაც რეალობა შეცვალა. არაერთი ქვეყანა ერთმანეთს პრეტენზიას უყენებს, ტვირთის ყველა ეტაპს ფაქტობრივად, მიკროსკოპით უყურებენ. ყველაფერი მარტივად რომ იყოს, აფხაზეთი და რუსეთი ამ საკითხს უკვე გადაწყვეტდნენ, გულისხმობ, ფსოუს სახმელეთო საზღვარს.

თუ ვინმეს რამის შეცვლა უნდა, შევახსენებ, რომ არსებობს 2014 წლის შეთანხმება და მას უნდა მივყვეთ. მასში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ აფხაზეთის საგარეო ვექტორი ევრაზიული ინტეგრაციაა. ამიტომ ახლა ჩვენი ნომერ პირველი მიზანია, მოვიპოვოთ აღიარება ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან.

თუ ჩვენ ახლა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ფსოუს გამშვებ პუნქტს გავაუქმებთ, ეს არაფერს მოგვიტანს, რადგან მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ იქ მესაზღვრეები დგანან, საქმე ისაა, რომ ტვირთები უნდა კონტროლდებოდეს, რათა ურთიერთპრეტენზიები არ იყოს... მის გასაკონტროლებლად თანამედროვე ტექნოლოგიებია საჭირო, ჩვენ კი ეს არ გაგვაჩნია. პირველ რიგში, მისი დანერგვაა საჭირო, შესაბამისი კანონი უნდა მოვამზადოთ, შემდეგ კი, მივიღოთ. ამის გარეშე, ფსოუს გამშვები პუნქტის გაუქმება, არასერიოზულია" - მიიჩნევს აკირთავა.

ფსოუს საზღვართან დაკავშირებით საუბრობს კიდევ ერთი კრემლის რუპორი დუმის დეპუტატი კონსტინ ზატულინი. მისი თქმით, აფხაზეთს რუსეთიდან დამსვენებლები მიაწყდებიან, რადგან წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომ, წავლენ აფხაზეთში.

"ყირიმში ჩასვლა სირთულეებთან არის დაკავშირებული, სოჭი გადავსებული იქნება, ამიტომ რჩება აფხაზეთი... ეს კი ნიშნავს, რომ გამშვებ პუნქტზე უზარმაზარი რიგები იქნება. ტრანსპორტის სფეროს მინისტრი საუბრობდა, კონკურსი გამოცხადდება და 5 მილიარდამდე რუბლი ფსოუს გამშვები პუნქტის მოსაწესრიგებლად გამოიყოფაო, ამაზე ვუპასუხე, რა საჭიროა, ამხელა თანხის გადახდა და ფსოუს ბასტიონის აშენება, როდესაც შეგვიძლია, რუსეთ-ბელარუსის საზღვარივით მოვაწყოთ აქაც, მით უფრო, რომ ენგურის საზღვარზე რუსულ-აფხაზური პოსტები დგას, მოდით, საერთოდ ავიღოთ-მეთქი..." - აცხადებს ზატულინი.

აფხაზების თქმით, რასაც წლების განმავლობაში ყველა "ხელმძღვანელობა" ამბობდა, რომ რუსეთი მთავარი მოკავშირეა და აფხაზეთის გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს, სინამდვილეში, აბსურდული და ერთი იდეით მოტივირებული აღმოჩნდა - გაფართოვდეს რუსული საზღვრები და გავლენები

"სხვა ახსნა ფსოუს საბაჟო პუნქტის აღებას არ აქვს. ზატულინის გეგმა, რომ თითქოს ე.წ. საკურორტო სეზონთან დაკავშირებით საზღვრის დროებითი გაუქმება იგეგმება, არის ზღაპარი. ისევე, როგორ ის, რომ ჩვენს პრობლემებზე წუხან. არც ის აღელვებდათ, ზამთარში გათბობისა და დენის გარეშე რომ ვრჩებოდით, გაზიფიკაციაც, უძრავი ქონების გადაფორმება - დაკანონების გეგმის ნაწილი იყო. სანქციები რომ ამოქმედდება, შემდეგ ნახეთ ნამდვილის სახის გამოჩენა" - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი იასონ აფხაზი.

კიდევ ერთი მათგანის, ოთარ გიცბას თქმით, ბელარუსი, რომლის პარალელიც ზატულინმა მოიყვანა, ევრაზიული კავშირის წევრია, ისევე როგორც სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი.

"ბელარუსის გავლით ხდება პარალელური იმპორტი, ვისთანაც მსხვილი ბიზნესკავშირი წლებია არსებობს, საზღვარი და საბაჟო პუნქტი, ზედმეტი პრობლემაა. აფხაზეთთან კი, რატომ უნდა გაუქმდეს საზღვარი? რამე შემოდის რუსეთიდან და სადმე გადის? ხელმძღვანელობა გვყავს საერთოდ, თუ ერთი ინალ არძინბა წყვეტს ყველაფრის ბედს?" - კითხულობს ის.