პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბედი არ მაქვს, ზოგიერთს ისე დააბერტყავს უფალი შესაბამის გამომეტყველებას, რომ შეგშურდება" - გია ვოლსკი ლევან ბერძენიშვილს პასუხობს
"ბედი არ მაქვს, ზოგიერთს ისე დააბერტყავს უფალი შესაბამის გამომეტყველებას, რომ შეგშურდება" - გია ვოლსკი ლევან ბერძენიშვილს პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი ვოლ­სკიმ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას "სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით იუ­მო­რის­ტუ­ლი პოს­ტით უპა­სუ­ხა.

"ბედი არ მაქვს, ზო­გი­ერთს ისე და­ა­ბერ­ტყავს უფა­ლი შე­სა­ბა­მის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას, რომ შეგშურ­დე­ბა კაცს…" - წერს ვოლ­სკი "ფე­ის­ბუქ­ზე" და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ფო­ტოს აზი­ა­რებს.

"ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "პო­ლიტ­მეტ­რი" ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ილა­პა­რა­კა, ბოლო პე­რი­ოდ­ში, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბის მიერ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, იგი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ მა­შინ რო­დე­საც, ნიკა გვა­რა­მია და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში სხე­დან, არ სჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­სურ­ველ სტა­ტუსს მი­ი­ღებს.

"ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი თქვა. ვოლ­სკის სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბაა საკ­მა­რი­სი, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ­სად არ მი­ი­ღონ. ამ კაცს სა­ხე­ზე აწე­რია, რომ მარ­თავს "საბ­ჭო­თა კავ­ში­რი".

სა­ხე­ლო­ვა­ნი წი­ნაპ­რის შვი­ლიშ­ვი­ლია. ბა­თუმს დღემ­დე ახ­სოვს პო­ლო­ნე­ლი და გა­ქარ­თვე­ლე­ბუ­ლი ვოლ­სკი, რო­მელ­მაც დიდი საქ­მე­ე­ბი აკე­თა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, გა­დაგ­ვა­რე­ბა ყველ­გან ხდე­ბა, არა­მარ­ტო ბაგ­რა­ტი­ო­ნის გვარ­ში ხდე­ბო­და, სხვა­გა­ნაც ხდე­ბო­და, რო­გორც ჩანს, ასე­თი რამ. დიახ, ამათ გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ისე­თი აქვთ, რომ ვი­ო­ლა­საც უნდა ეწყი­ნოს, ფო­ტი­გა­საც და ყვე­ლას.

სა­ერ­თოდ, მათ იპო­ვეს ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვარ­და და აინ­ტე­რე­სებ­და და იმათ აგი­ნეს პირ­და­პირ, თით­ქოს პირ­და­პირ მოს­კო­ვის რო­მე­ლი­ღაც კა­ბი­ნეტ­შია და­წე­რი­ლი მათი ტექ­სტე­ბი. ვინც იცის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ვი­საც უყ­ვარს, იმათ აგი­ნეს ყვე­ლას, მტე­რიც რომ არ იზამს, ისეთ რა­მე­ებს აკე­თე­ბენ." - აღ­ნიშ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
0

ვოლსკის ჩაეთვალა, კარი იყო )))

 

ფაქტი ჯიუტია!

თემური
12

გიასავით მეც იმ თაობის თბილისელი ვარ, ვერაზე დაბადებული და გაზრდილი. გია პლეხანოველი იყო, გვყავდა საერთო მეგობრები და ნეცნობები. ბერძენიშვილის საღადაო არც გარეგნობით და არც ვაჟკაცობით მას არაფერი აქვს ნაღდად)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბედი არ მაქვს, ზოგიერთს ისე დააბერტყავს უფალი შესაბამის გამომეტყველებას, რომ შეგშურდება" - გია ვოლსკი ლევან ბერძენიშვილს პასუხობს

"ბედი არ მაქვს, ზოგიერთს ისე დააბერტყავს უფალი შესაბამის გამომეტყველებას, რომ შეგშურდება" - გია ვოლსკი ლევან ბერძენიშვილს პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას "სახის გამომეტყველებასთან" დაკავშირებით იუმორისტული პოსტით უპასუხა.

"ბედი არ მაქვს, ზოგიერთს ისე დააბერტყავს უფალი შესაბამის გამომეტყველებას, რომ შეგშურდება კაცს…" - წერს ვოლსკი "ფეისბუქზე" და ლევან ბერძენიშვილის ფოტოს აზიარებს.

"ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "პოლიტმეტრი" ლევან ბერძენიშვილმა ილაპარაკა, ბოლო პერიოდში, მმართველი გუნდის წევრების მიერ ევროპარლამენტარების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებზე. ამასთანავე, იგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ციხეში სხედან, არ სჯერა, რომ საქართველო სასურველ სტატუსს მიიღებს.

"ყველამ ყველაფერი თქვა. ვოლსკის სახის გამომეტყველებაა საკმარისი, რომ საქართველო არსად არ მიიღონ. ამ კაცს სახეზე აწერია, რომ მართავს "საბჭოთა კავშირი".

სახელოვანი წინაპრის შვილიშვილია. ბათუმს დღემდე ახსოვს პოლონელი და გაქართველებული ვოლსკი, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაგვარება ყველგან ხდება, არამარტო ბაგრატიონის გვარში ხდებოდა, სხვაგანაც ხდებოდა, როგორც ჩანს, ასეთი რამ. დიახ, ამათ გამონათქვამები ისეთი აქვთ, რომ ვიოლასაც უნდა ეწყინოს, ფოტიგასაც და ყველას.

საერთოდ, მათ იპოვეს ევროპის ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი, ვისაც საქართველო უყვარდა და აინტერესებდა და იმათ აგინეს პირდაპირ, თითქოს პირდაპირ მოსკოვის რომელიღაც კაბინეტშია დაწერილი მათი ტექსტები. ვინც იცის ჩვენი ქვეყანა, ვისაც უყვარს, იმათ აგინეს ყველას, მტერიც რომ არ იზამს, ისეთ რამეებს აკეთებენ." - აღნიშნა ბერძენიშვილმა.