სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი იბრძოლა და ბოლოს ვეღარ გაუძლო" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა 48 წლის ასაკში გარდაიცალა
"ბევრი იბრძოლა და ბოლოს ვეღარ გაუძლო" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა 48 წლის ასაკში გარდაიცალა

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი დე­ვიდ და­თუ­ნა 48 წლის ასაკ­ში გარ­და­ი­ცა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს მის­მა მე­გო­ბარ­მა, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა ნუცა შან­ში­აშ­ვილ­მა და­უ­დას­ტუ­რა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი ბოლო წლებ­ში ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც ეს და­ა­ვა­დე­ბა გახ­და.

"დე­ი­ვიდ და­თუ­ნა, ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი, ჩვე­ნი ახლო მე­გო­ბა­რი, ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, ექ­სპრე­სი­ით სავ­სე ხე­ლო­ვა­ნი იყო. ვწუხ­ვარ და ვუ­თა­ნაგ­რძნობ მის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს უდი­დეს და­ნა­კარგს! მის მიერ შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა... ძა­ლი­ან ბევ­რი იბ­რძო­ლა და ბო­ლოს ვე­ღარ გა­უძ­ლო" - ამ­ბობს ნუცა.

დე­ვიდ და­თუ­ნას 1999 წლი­დან ნიუ-იორკში მოღ­ვა­წე­ობ­და. Business Insider-ის და სხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი მხატ­ვა­რია და ამას­თა­ნა­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვან­თა შო­რის მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე ძვი­რად იყი­დე­ბა.

ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გან­სა­კუთ­რე­ბით 2019 წელს მოხ­ვდა, რო­დე­საც 120 000 დო­ლა­რი­ა­ნი ბა­ნა­ნი შე­ჭა­მა.

მუ­ზე­უმ­ში კე­დელ­ზე ბა­ნა­ნი წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი. დე­ვიდ და­თუ­ნამ ის დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის თვალ­წინ ჩა­მოხ­სნა და მი­ირ­თვა.

"ნიუ-იორკ თა­იმსთან" სა­უბ­რი­სას ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ამ­ბობს, რომ ბა­ნა­ნი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი იყო. "მე შე­მიძ­ლია შევ­ჭა­მო ბა­ნა­ნიც და ბა­ნა­ნის კონ­ცეფ­ცი­აც, ვი­ნა­ი­დან ხე­ლო­ვა­ნი ვარ," - დას­ძი­ნა მა­შინ დე­ვიდ და­თუ­ნამ.

და­ვით და­თუ­ნას ნა­მუ­შევ­რებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის პირ­ველ პირ­თა, ასე­ვე კერ­ძო პი­რე­ბის კო­ლექ­ცი­ებ­ში, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა გა­მორ­ჩე­ულ და ცნო­ბილ მუ­ზე­უ­მებ­ში შეხ­ვდე­ბით.

მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია სე­რია - "მი­ლი­ო­ნე­ბის ხედ­ვა“. მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რებს შო­რის დიდი ად­გი­ლი აქვს დრო­შებს. მან სა­ქარ­თვე­ლოს მი­უ­ძღვნა ნა­მუ­შე­ვა­რი „სა­ქარ­თვე­ლო - მი­ლი­ონ­თა იმე­დი“, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაა გა­მო­სა­ხუ­ლი და ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნი­კი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

და­თუ­ნას სოლო გა­მო­ფე­ნე­ბი ჰქონ­და ნიუ იორ­კის ავან­გარ­დულ გა­ლე­რე­ა­ში, ნიუ იორ­კის უესტვუ­დის გა­ლე­რე­ა­ში, ინ­დი­ა­ნა­პო­ლი­სის ლან­გშარ­პის გა­ლე­რე­ა­ში, პა­რი­ზის ჩუ­კი­ნის გა­ლე­რე­ა­ში და ა.შ.

2013 წელს და­თუ­ნა გახ­და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მხატ­ვა­რი, რო­მელ­მაც Google-ის სათ­ვა­ლე თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას და­უ­კავ­ში­რა. მისი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, Google-ის სათ­ვა­ლეს­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნა­მუ­შე­ვარს უყუ­რებს, ახალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ხვდე­ბა. 2011 წელს SCOPE-ის ხე­ლოვ­ნე­ბის შო­უ­ზე, მა­ი­ა­მი­ში, და­თუ­ნას ნა­მუ­შე­ვა­რი „სტივ ჯობ­სი / აინ რენ­დი" 210 000 აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და და ის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ყი­დულ ნა­მუ­შევ­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gochik
11

გაანათლოს მისი სული უფალმა.მაგარი დასანანია.

mari*
3

ადრე წავიკითხე სტატია მის შესახებ და დიდი ხანია ვგულშემატკივრობ. ძალიან დასანანია. დედამიწაზე ადამიანებს რატომ გვჭირს ასეთი უბედურება. არავის ვუსურვებ სიკვდილს, მაგრამ რატომ ხდება ასე, რომ ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის, ოჯახისთვის უმაქნისი კაცები ცოლებს კლავენ, სიცოცხლეს ასრულებენ მხოლოდ ოთხ კედელში ჭამით და ძილით და ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვები გააბედნიერონ და უამრავი კარგი საქმეები აკეთონ ადრე მიდიან ამ ქვეყნიდან. ერთი მოსაზრება მაქვს მხოლოდ. ე.ი. კანონზომიერება გვჩუქნის ასეთი ადამიანების სახით ბედნიერებას და მერე რომ არ ვიმსახურებთ გვართმევს. აბა სხვა ახსნა მე ვერ მოვუძებნე. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბევრი იბრძოლა და ბოლოს ვეღარ გაუძლო" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა 48 წლის ასაკში გარდაიცალა

"ბევრი იბრძოლა და ბოლოს ვეღარ გაუძლო" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა 48 წლის ასაკში გარდაიცალა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი დევიდ დათუნა 48 წლის ასაკში გარდაიცალა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს მისმა მეგობარმა, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა დაუდასტურა.

როგორც ცნობილია, ქართველი არტისტი ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადება გახდა.

"დეივიდ დათუნა, ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მხატვარი, ჩვენი ახლო მეგობარი, ექსტრავაგანტული, ნიჭიერი, ექსპრესიით სავსე ხელოვანი იყო. ვწუხვარ და ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს უდიდეს დანაკარგს! მის მიერ შექმნილი ნამუშევრები ხელოვნების ისტორიას დარჩება... ძალიან ბევრი იბრძოლა და ბოლოს ვეღარ გაუძლო" - ამბობს ნუცა.

დევიდ დათუნას 1999 წლიდან ნიუ-იორკში მოღვაწეობდა. Business Insider-ის და სხვა გავლენიანი გამოცემების მიხედვით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მხატვარია და ამასთანავე, თანამედროვე ხელოვანთა შორის მისი ნამუშევრები ყველაზე ძვირად იყიდება.

ქართველი ხელოვანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით 2019 წელს მოხვდა, როდესაც 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა.

მუზეუმში კედელზე ბანანი წებოვანი ლენტით იყო მიმაგრებული. დევიდ დათუნამ ის დამთვალიერებლების თვალწინ ჩამოხსნა და მიირთვა.

"ნიუ-იორკ თაიმსთან" საუბრისას ქართველი ხელოვანი ამბობს, რომ ბანანი ძალიან გემრიელი იყო. "მე შემიძლია შევჭამო ბანანიც და ბანანის კონცეფციაც, ვინაიდან ხელოვანი ვარ," - დასძინა მაშინ დევიდ დათუნამ.

დავით დათუნას ნამუშევრებს სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირთა, ასევე კერძო პირების კოლექციებში, მსოფლიოს სხვადასხვა გამორჩეულ და ცნობილ მუზეუმებში შეხვდებით.

მისი შემოქმედებიდან ყველაზე პოპულარულია სერია - "მილიონების ხედვა“. მხატვრის ნამუშევრებს შორის დიდი ადგილი აქვს დროშებს. მან საქართველოს მიუძღვნა ნამუშევარი „საქართველო - მილიონთა იმედი“, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული და ის განსხვავებული ტექნიკითაა შესრულებული.

დათუნას სოლო გამოფენები ჰქონდა ნიუ იორკის ავანგარდულ გალერეაში, ნიუ იორკის უესტვუდის გალერეაში, ინდიანაპოლისის ლანგშარპის გალერეაში, პარიზის ჩუკინის გალერეაში და ა.შ.

2013 წელს დათუნა გახდა მსოფლიოში პირველი მხატვარი, რომელმაც Google-ის სათვალე თანამედროვე ხელოვნებას დაუკავშირა. მისი პროექტის მიხედვით, Google-ის სათვალესთან ერთად ადამიანი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება. 2011 წელს SCOPE-ის ხელოვნების შოუზე, მაიამიში, დათუნას ნამუშევარი „სტივ ჯობსი / აინ რენდი" 210 000 აშშ დოლარად გაიყიდა და ის ფესტივალზე გაყიდულ ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა.