საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით მოკლულ სოფო კვარაცხელიას კისრის არეში დაახლოებით, 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
როგორც პროკურორი განმარტავს, ეს არის პირველადი დათვალიერებით მიღებული შედეგი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი, შესაძლოა, რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
"ამ ეტაპზე არის თვითმხილველი პირების ჩვენებები, რომლებიც ავტობუსში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა და ფაქტის ნაწილი გადაიღო ტელეფონის მეშვეობით, ეს მასალაც გამოთხოვილია ჩვენ მიერ. ასევე, ავტობუსი აღჭურვილი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ეს მასალა დაარქივებულია და უახლოეს დღეებში მისი გამოთხოვა მოხდება. ამის შემდეგ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას.
ვიდეოში ჩანს მონაკვეთი, როცა ბრალდებული ახორციელებს გარდაცვლილის მიმართ დანის დარტყმას და როგორც ირკვევა ძალიან ბევრი დარტყმა იყო, ეს ვიდეოკადრი რამდენიმე წამიანია, ამ კადრში მთლიანი ქმედება არ ჩანს, თუმცა, ქმედების ნაწილი ჩანს.
ამ ეტაპზე რაც იკვეთება, ტრანსპორტში წინარე კონფლიქტი სახეზე არ იყო, თუმცა, ყველა მოწმე დაკითხული არაა, ტრანსპორტში არსებული კამერა ჯერ დათვალიერებული არ არის, საიდანაც ზუსტად გავიგებთ, აღნიშნულს კონფლიქტი უძღოდა თუ არა წინ. ერთად მგზავრობდნენ, ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა", - განაცხადა ქობულაძემ.
მისივე განმარტებით, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
"რაც შეეხება მის ფსიქიკურ მდგომარეობას, როცა საქმე მკვლელობას ეხება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი დანაშაულის სიმძიმიდან, რამდენად იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი ამ დანაშაულის ჩამდენი პირი. ამდენად, ნებისმიერი მკვლელობის საქმეზე ფსიქიატრული ექსპერტიზა ინიშნება, შესაბამისად, მოცემულ საქმეზეც დაინიშნება.
ბრალდებულს ბრალი ედება არასრულწლოვანი ორი შვილის - მისი და გარდაცვლილი მეუღლის საერთო შვილების თანდასწრებით დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება ჭრილობებს, საუბარია, დაახლოებით, 10 ჭრილობაზე, თუმცა, ეს არის პირველადი დათვალიერების შედეგი და შესაძლოა, ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ. ჭრილობების უმეტესობა ყელის არეშია",- განაცხადა ქობულაძემ.
ფსიქიკური აშლილობა სიცრუეა, მასე მოკლავ ხალხს და იყტყვი გიჟი ვარო. თუ გიჟია ჭამოს ფეკალიები და დავიჯერებთ. რადგანაც ხიხიას არ ჭამს ესეიგი კარგად აზროვნებს, არჩევს ავს და კარგს