კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია..." - რას ამბობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი
"ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია..." - რას ამბობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

"ფაქ­ტებს ვერ იხ­სე­ნებს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია მომ­ხდა­რით, სი­ნა­ნულ­შია და რა მოხ­და ჯერ­ჯე­რო­ბით, ამის აღ­დგე­ნა უჭირს", - ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ცო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის ად­ვო­კატ­მა, სულ­ხან კო­მა­ხი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, თუ რო­დის მოხ­დე­ბა ბრა­ლის წარ­დგე­ნა.

"ბრა­ლის წარ­დგე­ნა ჯერ არ ყო­ფი­ლა და არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რო­დის იქ­ნე­ბა, ამა­ზე პრო­კუ­რო­რი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. შევ­ხვდი მას [და­კა­ვე­ბულს] და ფაქ­ტებს ვერ იხ­სე­ნებს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია მომ­ხდა­რით, სი­ნა­ნულ­შია და რა მოხ­და ჯერ­ჯე­რო­ბით, ამის აღ­დგე­ნა უჭირს“, - გა­ნა­ცხა­და სულ­ხან კო­მა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე ახალ­გაზ­რდა ქალი ქმარ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მე­უღ­ლეს - 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ს.კ.-ს, ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ს.კ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს. ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა.

და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
1

ფსიქიატრები თავად ეძებენ კარგ ექიმს და შენ სად მისვლას ურჩევ, ავადმყოფთან მივიდნენ და მერე ერთად ეძებონ კარგი ექიმი? 

კ ო მ ბ ლ ე
8

თვითონ რომ მოეკლა, ხომ ემახსოვრებოდა? რადგან არ ახსოვს, გამოდის, რომ არ მოუკლავს და შეიძლება აბრალებენ კიდეც... 

ამ ადვოკატმა ფაქტია, რომ რაღაც იცის და ბოოლომდე არ ამბობს, დიდი საიდუმლო ალბათ პროცესისთვის მოიტოვა ბაც! ატომური ბომბის ეფექტივით .. 

ნახეთ ბოლოს თუ გამართლება მოიტხოვოს, აბა ამ საწყალ ბაღნებს მარჩენალ მამასაც წაართმევენ თუ? ქვის ხანა ხომ არაა, 21 საუკუნე გადის უკვე... გადიიიის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია..." - რას ამბობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

"ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია, სინანულშია..." - რას ამბობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

"ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია და რა მოხდა ჯერჯერობით, ამის აღდგენა უჭირს", - ამის შესახებ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატმა, სულხან კომახიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის მოხდება ბრალის წარდგენა.

"ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას. შევხვდი მას [დაკავებულს] და ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია და რა მოხდა ჯერჯერობით, ამის აღდგენა უჭირს“, - განაცხადა სულხან კომახიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.