მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავაკეთოთ "მთავარი არხის" დახმარების ფონდი... პირველ შენატანს, 10 ათას ლარს მე შემოვდივარ" - დავით დვალი
"გავაკეთოთ "მთავარი არხის" დახმარების ფონდი... პირველ შენატანს, 10 ათას ლარს მე შემოვდივარ" - დავით დვალი

"რუს­თა­ვი 2"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით დვა­ლი "მთა­ვა­რი არ­ხის" და­სახ­მა­რებ­ლად ფონ­დის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის. ის არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ "ამით ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნე­ბენ"

"ამ 30 წელს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლობ­სი­თის ვიბ­რძო­ლეთ, მე ასე არ დავ­თმობ­დი. სახ­ლში ჯდო­მი­სა და "ფე­ის­ბუქ­ზე" კა­კუ­ნის დრო დამ­თავ­რდა. არ ეგო­ნოს ვინ­მეს, რომ გვა­რა­მი­ას და­ჭე­რით, ვინ­მეს და­ჩაგ­რა­ვენ. დღე­ვან­დე­ლი ამო­ცა­ნაა, რომ კე­დე­ლი­ვით და­ვუდ­გეთ "მთა­ვარ არხს". ვიცი რომ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გქონ­დათ, მაგ­რამ ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით იქ­ნე­ბა.

მე მინ­და მივ­მარ­თო "მთა­ვარ არხსა" და სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებს, გავ­ხსნათ დახ­მა­რე­ბის ფონ­დე­ბი. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა აჩ­ვე­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბა შე­უძ­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში პრინ­ცი­პუ­ლად აუ­ცი­ელ­ბე­ლია, რომ თქვე­ნი არხი გა­დარ­ჩეს. არც ერთი წამი არ და­ნებ­დეთ. ვი­ღა­ცებს თუ უხა­რი­ათ და გო­ნი­ათ, რომ გახ­რწნილ რუ­სეთ­ში წაგ­ვათ­რე­ვე, ასე არ ქნე­ბა.

გა­მოვ­დი­ვარ ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­ვა­კე­თოთ დახ­მა­რე­ბის ფონ­დი და მე პი­რა­დად ვა­ცხა­დებ, რომ დღეს­ვე მზად ვარ, პირ­ველ შე­ნა­ტანს, 10 ათას ლარს მე შე­მოვ­დი­ვარ ამ ფონდში და მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, რომ იგი­ვე გა­ვა­კე­თოთ. ეს არხი რო­გორც იყო ლი­დე­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის, უნდა დარ­ჩეს ფლაგ­მა­ნი და კი­დევ წინ წა­ვი­დეს"- გა­ნა­ცხა­და და­ვით დვალ­მა 4 მე­დი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს, ნიკა გვა­რა­მი­ას 3 წლით და 6 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. კერ­ძოდ, ნიკა გვა­რა­მია ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2“-სთვის 6 763 509 ლა­რის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლი­დან 220-ე მუხ­ლით და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა, რაც სა­მე­წარ­მეო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის გვა­რა­მი­ას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა ჯა­რი­მა 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ასე­ვე, ნიკა გვა­რა­მია დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე მუხ­ლით, რაც სა­მე­წარ­მეო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. მას სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ნიკა გვა­რა­მია გა­მარ­თლდა სხვა ყვე­ლა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში.

კა­ხა­ბერ და­მე­ნია "ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი-2“-ის­თვის 6 763 509 ლა­რის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი. და­მე­ნი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლი­დან 220-ე მუხ­ლზე გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და, რაც სა­მე­წარ­მეო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა ჯა­რი­მა 50 000 ლარი.

ზუ­რაბ იაშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში სრუ­ლად გა­მარ­თლდა. მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 221-ე და 362-ე მუხ­ლე­ბით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც კო­მერ­ცი­ულ მოს­ყიდ­ვა­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყვარყვარე
4

ამ დვალს ეტყობა სტოკჰოლმის სინდრომი აქვს...

xxx
1

გაზაფხულია დადგა მაისი ... აღარ გავიდა ეს მაისი რაა, მაგრა აწვალებენ ერთ ადგილს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"გავაკეთოთ "მთავარი არხის" დახმარების ფონდი... პირველ შენატანს, 10 ათას ლარს მე შემოვდივარ" - დავით დვალი

"გავაკეთოთ "მთავარი არხის" დახმარების ფონდი... პირველ შენატანს, 10 ათას ლარს მე შემოვდივარ" - დავით დვალი

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი დავით დვალი "მთავარი არხის" დასახმარებლად ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. ის არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ამით ვერავის შეაშინებენ"

"ამ 30 წელს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობსითის ვიბრძოლეთ, მე ასე არ დავთმობდი. სახლში ჯდომისა და "ფეისბუქზე" კაკუნის დრო დამთავრდა. არ ეგონოს ვინმეს, რომ გვარამიას დაჭერით, ვინმეს დაჩაგრავენ. დღევანდელი ამოცანაა, რომ კედელივით დავუდგეთ "მთავარ არხს". ვიცი რომ ფინანსური პრობლემები გქონდათ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით იქნება.

მე მინდა მივმართო "მთავარ არხსა" და სხვა ტელევიზიებს, გავხსნათ დახმარების ფონდები. ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ უკრაინისთვის დახმარება შეუძლია. ამ შემთხვევაში პრინციპულად აუციელბელია, რომ თქვენი არხი გადარჩეს. არც ერთი წამი არ დანებდეთ. ვიღაცებს თუ უხარიათ და გონიათ, რომ გახრწნილ რუსეთში წაგვათრევე, ასე არ ქნება.

გამოვდივარ ინიციატივით, გავაკეთოთ დახმარების ფონდი და მე პირადად ვაცხადებ, რომ დღესვე მზად ვარ, პირველ შენატანს, 10 ათას ლარს მე შემოვდივარ ამ ფონდში და მოვუწოდებ ყველას, რომ იგივე გავაკეთოთ. ეს არხი როგორც იყო ლიდერი თავისუფალი სიტყვის, უნდა დარჩეს ფლაგმანი და კიდევ წინ წავიდეს"- განაცხადა დავით დვალმა 4 მედიის პირდაპირ ეთერში.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია "ტელეკომპანია "რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.