სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა ახლა შეწუხებულია მისი შვილების მდგომარეობაზე, განიცდის... " - რას აცხადებს ომბუდსმენი ციხეში ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ
"ნიკა ახლა შეწუხებულია მისი შვილების მდგომარეობაზე, განიცდის... " - რას აცხადებს ომბუდსმენი ციხეში ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან "მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და.

რო­გორც ლომ­ჯა­რი­ამ რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გვა­რა­მი­ას მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მზა­დაა, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შეხ­ვდეს და გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის თა­ო­ბა­ზე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიგ­ნე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­როს.

"ვერ გე­ტყვით, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს. ალ­ბათ, სა­მარ­თლებ­რი­ვად უნდა გა­სა­ჩივ­რდეს. ასე­ვე, ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­აც. ვიცი, მას აღელ­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია. მზად ვარ, შევ­ხვდე და გა­ვუ­ზი­ა­რო მიგ­ნე­ბე­ბი, რაც ამ გა­ნა­ჩენ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხალ­ხო დამ­ცველს აქვს. მე რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ვიყო, ვი­ცო­დე, რომ ამ ქვეყ­ნის­თვის ის­ტო­რი­უ­ლად გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია და ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რის მი­მართ, სა­დაც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ იყო და კა­ნო­ნი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პთან შე­უ­სა­ბა­მო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ნამ­დვი­ლად ვი­ფიქ­რებ­დი შე­წყა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ვფიქ­რობ, ეს იქ­ნე­ბო­და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მო­სა­ვა­ლი ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან“,- გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ნიკა გვა­რა­მი­ას პო­ზი­ცი­ას, ომ­ბუდსმე­ნი ამ­ბობს, რომ გვა­რა­მია სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს მი­ზან­მი­მარ­თულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს.

"ნიკა გვა­რა­მია ახლა შე­წუ­ხე­ბუ­ლია მისი შვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, გა­ნიც­დის ამ თვალ­საზ­რი­სით მის მდგო­მა­რე­ო­ბას და რა თქმა უნდა, თავი უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­აჩ­ნია. ფიქ­რობს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მოხ­და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სწო­რედ დღეს და ამ დროს იმის­თვის, რომ ეს ყო­ფი­ლი­ყო ხე­ლის­შემ­შლე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში“,- გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

ცნო­ბი­სათ­ვის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ ნიკა გვა­რა­მია ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბის ნა­წი­ლი 220-ე მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მას სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელი
0

და შენ შეწუხდი თუ რაზე წუხდა ირინა ენუქიძე უნამუსოების დამცველო???//

zizi
0

ეს რა ომბუცმენტის განცხადებაა? ყველა პატიმრის ოჯახი შეწუხებულია დამნაშავეა თუ არა მათთვის არ აქვს მნიშვნელობა. შენ აქცენტი სხვა რამეზე გააკეთე ქალბატონო ომბუცმენტო. მისი უფლებებიც ხომ არ ირღვევა შემთხვევით როგორც სააკაშვილის??? რამდენი მტერი ყავს საცოდავ საქართველოს მთვრობაში. ერთი და პირველი შენ ხარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნიკა ახლა შეწუხებულია მისი შვილების მდგომარეობაზე, განიცდის... " - რას აცხადებს ომბუდსმენი ციხეში ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ

"ნიკა ახლა შეწუხებულია მისი შვილების მდგომარეობაზე, განიცდის... " - რას აცხადებს ომბუდსმენი ციხეში ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან "მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება არსებული სიტუაციიდან სამართლიანი გამოსავალი იქნებოდა.

როგორც ლომჯარიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა, მზადაა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს და გვარამიას საქმეზე განაჩენის თაობაზე სახალხო დამცველის მიგნებები გაუზიაროს.

"ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაკეთდეს. ალბათ, სამართლებრივად უნდა გასაჩივრდეს. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიციაც. ვიცი, მას აღელვებს საქართველოს ევროპული გზა და ევროინტეგრაცია. მზად ვარ, შევხვდე და გავუზიარო მიგნებები, რაც ამ განაჩენთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აქვს. მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, ვიცოდე, რომ ამ ქვეყნისთვის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტია და ქვეყანაში ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ მედიამენეჯერის მიმართ, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო და კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილებაა, ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე. ვფიქრობ, ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი ამ სიტუაციიდან“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება ვითარების შესახებ ნიკა გვარამიას პოზიციას, ომბუდსმენი ამბობს, რომ გვარამია სასამართლოს განაჩენს მიზანმიმართულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

"ნიკა გვარამია ახლა შეწუხებულია მისი შვილების მდგომარეობაზე, განიცდის ამ თვალსაზრისით მის მდგომარეობას და რა თქმა უნდა, თავი უდანაშაულოდ მიაჩნია. ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოხდა მიზანმიმართულად სწორედ დღეს და ამ დროს იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო ხელისშემშლელი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისათვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.