მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ გვაქვს ბრძანება, დავიცვათ მარიუპოლი და ქვეყანა - მოწინააღმდეგისთვის ჩაბარების ვარიანტი არ განიხილება" - რა წერილი გამოუგზავნა "აზოვის" დაზვერვის ოფიცერმა "პალიტრანიუსს"?
"ჩვენ გვაქვს ბრძანება, დავიცვათ მარიუპოლი და ქვეყანა - მოწინააღმდეგისთვის ჩაბარების ვარიანტი არ განიხილება" - რა წერილი გამოუგზავნა "აზოვის" დაზვერვის ოფიცერმა "პალიტრანიუსს"?

"არ­ტი­ლე­რია და ავი­ა­ცია გა­ნუ­წყვეტ­ლივ გვირ­ტყამს ქარ­ხა­ნა­ზე. ყვე­ლა საბ­რძო­ლო მა­სა­ლა შე­ზღუ­დუ­ლად გვაქვს და მალე დაგ­ვიმ­თავ­რდე­ბა", -

ამის შე­სა­ხებ "აზო­ვის" პოლ­კის დაზ­ვერ­ვის ოფიც­რის ილია სა­მო­ი­ლენ­კოს წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუსს" გა­მო­უგ­ზავ­ნა.

გა­და­ცე­მა­ში სა­მო­ი­ლენ­კოს­თან პირ­და­პი­რი ჩარ­თვა იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა, რო­გორც მის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, "აზოვსტალ­ში" ძა­ლი­ან ცუდი კავ­ში­რია და აუ­დიო-ვი­დეო კავ­ში­რი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ხერ­ხდე­ბა.

"აზო­ვის" ერთ-ერთი ლიდ­რის თქმით, პოლ­კი სას­ტიკ ბრძო­ლას აწარ­მო­ებს, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დაჭ­რი­ლია, რო­მელ­თათ­ვი­საც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"ყვე­ლას მო­კი­თხვა გა­და­ე­ცით და მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის. ჩვენ­თან და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. მტე­რი გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობს ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ვა­წარ­მო­ებთ სას­ტიკ ბრძო­ლას თი­თო­ე­უ­ლი მეტ­რის­თვის. არ­ტი­ლე­რია და ავი­ა­ცია გა­ნუ­წყვეტ­ლივ გვირ­ტყამს ქარ­ხა­ნა­ზე. ყვე­ლა საბ­რძო­ლო მა­სა­ლა შე­ზღუ­დუ­ლად გვაქვს და მალე დაგ­ვიმ­თავ­რდე­ბა. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დაჭ­რი­ლე­ბი არი­ან, ასო­ბით დაჭ­რი­ლია, რომ­ლე­ბის­თვი­საც შე­უძ­ლე­ბე­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, რად­გან სა­ა­მი­სოდ არა­ვი­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს, - ნათ­ქვა­მია მის წე­რილ­ში.

სა­მო­ი­ლენ­კოს თქმით, უახ­ლო­ე­სი მო­კავ­ში­რე ჯარი სულ მცი­რე 100 კი­ლო­მეტ­რით არის მათ­გან და­შო­რე­ბუ­ლი, ორ­ნა­ხე­ვა­რი თვეა ალ­ყა­ში არი­ან ოთხი­ვე მხრი­დან, თუმ­ცა წას­ვლა არ შე­უძ­ლი­ათ და არც აპი­რე­ბენ.

"ჩვენ გვაქვს ბრძა­ნე­ბა, და­ვიც­ვათ მა­რი­უ­პო­ლი და ქვე­ყა­ნა. ამ ბრძა­ნე­ბას ვას­რუ­ლებთ. მო­წი­ნა­აღ­მდე­გის­თვის ჩა­ბა­რე­ბის ვა­რი­ან­ტი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რად­გან:

ა) წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ბ) ჩვენ არ ვარ­ღვევთ ბრძა­ნე­ბას თავ­დაც­ვის შე­სა­ხებ, გ) აზო­ვი რუ­სეთ­ში მი­იჩ­ნე­ვა ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად, ეს კი ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ისი­ნი არ ჩაგ­ვთვლი­ან სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბად და უკა­ნო­ნოდ გაგ­ვა­სა­მარ­თლე­ბენ რუ­სე­თის კა­ნო­ნე­ბით, დ) ჩვენ მიერ დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი შემ­თხვე­ვა აზო­ვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის რუ­სე­თის სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ დას­ჯი­სა.

მა­რი­უ­პო­ლის მთელ გარ­ნი­ზონს ესა­ჭი­რო­ე­ბა და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი ევა­კუ­ა­ცია უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან მე­სა­მე და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, პირ­ველ რიგ­ში, დაჭ­რილ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, მათ­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის. "აზო­ვის" ძა­ლე­ბით ორ­ნა­ხე­ვა­რი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ცავ­დით ქა­ლაქს უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში და ბევ­რად მეტი გა­ვა­კე­თეთ, ვიდ­რე შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვად­ლე­ბუ­ლია ჩვენ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლოს. მა­რი­უ­პო­ლი­დან სამ­ხედ­რო­ე­ბის არ­გა­დარ­ჩე­ნამ შე­საძ­ლოა ჯვა­რი და­ას­ვას ქვეყ­ნის თავ­დაც­ვას. უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უბ­რა­ლოდ გა­თე­ლა­ვენ ჩვენ პო­ლი­ტი­კო­სებს და ეს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ფაქ­ტო­რი სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა რუ­სე­თის­თვის, რი­თაც ის ისარ­გებ­ლებს კი­დეც. ჩვენ, სამ­ხედ­რო­ებს არ შეგ­ვიძ­ლია ამის დაშ­ვე­ბა, რად­გან ჩვენ ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტი ჩვე­ნი ქა­ლა­ქი­სა და ქვეყ­ნის დაც­ვა. ამი­ტომ, მო­ვი­თხოვთ ჩვე­ნი მთავ­რო­ბის­გან და­ა­დას­ტუ­რონ, რომ შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბით არა­ნაკ­ლებ, ვიდ­რე ჩვენ.

ჩვენ ხში­რად მივ­მარ­თავთ სხვა ქვეყ­ნებს, რომ მხარ­და­ჭე­რა აღ­მოგ­ვი­ჩი­ნონ დახ­მა­რე­ბა და ვთხოვთ და­ეხ­მა­რონ ჩვენ მთავ­რო­ბას ქვეყ­ნის დაც­ვა­ში. თუკი რუ­სეთს არ გა­ა­ჩე­რე­ბენ ახლა, ის წინ წავა. მთე­ლი ევ­რო­პის ბედი ახლა "აზოვსტალ­ზეა" და­მო­კი­დე­ბუ­ლი",- ამ­ბობს წე­რილ­ში "აზო­ვის" ოფი­ცე­რი.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამაგრდით გმირებო!
5

კრემლს შელახული რეპუტაციის გამო,რომელიც აზოვსტალის დამცველებმა დამართეს,შურისძიებისა და რეპუტაციის აღდგენის გრძნობა არ ასვენებს, ამიტომ აწყვიტავს და აწყვიტავს თავის ჯარისკაცებს აზოვსტალს.იმედია დამცველებისთვის,ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

ალექს
2

პაპაჩემი სანდრო დოიჩე ცაიტუნგს უგზავნიდა ხოლმე სამკუთხა წერილებს , აზოვმაშს არ დავთმობთ, არცე პერიკოპს და ქერჩსაო !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ჩვენ გვაქვს ბრძანება, დავიცვათ მარიუპოლი და ქვეყანა - მოწინააღმდეგისთვის ჩაბარების ვარიანტი არ განიხილება" - რა წერილი გამოუგზავნა "აზოვის" დაზვერვის ოფიცერმა "პალიტრანიუსს"?

"ჩვენ გვაქვს ბრძანება, დავიცვათ მარიუპოლი და ქვეყანა - მოწინააღმდეგისთვის ჩაბარების ვარიანტი არ განიხილება" - რა წერილი გამოუგზავნა "აზოვის" დაზვერვის ოფიცერმა "პალიტრანიუსს"?

"არტილერია და ავიაცია განუწყვეტლივ გვირტყამს ქარხანაზე. ყველა საბრძოლო მასალა შეზღუდულად გვაქვს და მალე დაგვიმთავრდება", -

ამის შესახებ "აზოვის" პოლკის დაზვერვის ოფიცრის ილია სამოილენკოს წერილშია ნათქვამი, რომელიც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსს" გამოუგზავნა.

გადაცემაში სამოილენკოსთან პირდაპირი ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა, როგორც მის წერილშია ნათქვამი, "აზოვსტალში" ძალიან ცუდი კავშირია და აუდიო-ვიდეო კავშირი ვერანაირად ვერ ხერხდება.

"აზოვის" ერთ-ერთი ლიდრის თქმით, პოლკი სასტიკ ბრძოლას აწარმოებს, ტერიტორიაზე კი დიდი რაოდენობით დაჭრილია, რომელთათვისაც კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა შეუძლებელია.

"ყველას მოკითხვა გადაეცით და მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენთან დაძაბული ვითარებაა. მტერი გამუდმებით ცდილობს ქარხნის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელებას. ვაწარმოებთ სასტიკ ბრძოლას თითოეული მეტრისთვის. არტილერია და ავიაცია განუწყვეტლივ გვირტყამს ქარხანაზე. ყველა საბრძოლო მასალა შეზღუდულად გვაქვს და მალე დაგვიმთავრდება. დიდი რაოდენობით დაჭრილები არიან, ასობით დაჭრილია, რომლებისთვისაც შეუძლებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რადგან საამისოდ არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს, - ნათქვამია მის წერილში.

სამოილენკოს თქმით, უახლოესი მოკავშირე ჯარი სულ მცირე 100 კილომეტრით არის მათგან დაშორებული, ორნახევარი თვეა ალყაში არიან ოთხივე მხრიდან, თუმცა წასვლა არ შეუძლიათ და არც აპირებენ.

"ჩვენ გვაქვს ბრძანება, დავიცვათ მარიუპოლი და ქვეყანა. ამ ბრძანებას ვასრულებთ. მოწინააღმდეგისთვის ჩაბარების ვარიანტი არ განიხილება, რადგან:

ა) წარმოუდგენელია, ბ) ჩვენ არ ვარღვევთ ბრძანებას თავდაცვის შესახებ, გ) აზოვი რუსეთში მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციად, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ისინი არ ჩაგვთვლიან სამხედრო ტყვეებად და უკანონოდ გაგვასამართლებენ რუსეთის კანონებით, დ) ჩვენ მიერ დოკუმენტირებულია მრავალი შემთხვევა აზოველი სამხედრო მოსამსახურეების რუსეთის სამხედროების მიერ დასჯისა.

მარიუპოლის მთელ გარნიზონს ესაჭიროება დაუყოვნებელი ევაკუაცია უკრაინის ტერიტორიაზე ან მესამე დამოუკიდებელ ქვეყანაში, პირველ რიგში, დაჭრილთა უსაფრთხოებისთვის, მათთვის სამედიცინო დახმარებისთვის. "აზოვის" ძალებით ორნახევარი თვის განმავლობაში ვიცავდით ქალაქს უმძიმეს პირობებში და ბევრად მეტი გავაკეთეთ, ვიდრე შესაძლებელია. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება ვადლებულია ჩვენთვის შეუძლებელი შეძლოს. მარიუპოლიდან სამხედროების არგადარჩენამ შესაძლოა ჯვარი დაასვას ქვეყნის თავდაცვას. უკრაინის მოქალაქეები უბრალოდ გათელავენ ჩვენ პოლიტიკოსებს და ეს არასტაბილურობის ფაქტორი სასარგებლო იქნება რუსეთისთვის, რითაც ის ისარგებლებს კიდეც. ჩვენ, სამხედროებს არ შეგვიძლია ამის დაშვება, რადგან ჩვენ ძირითადი პრიორიტეტი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის დაცვა. ამიტომ, მოვითხოვთ ჩვენი მთავრობისგან დაადასტურონ, რომ შეშფოთებულები არიან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებით არანაკლებ, ვიდრე ჩვენ.

ჩვენ ხშირად მივმართავთ სხვა ქვეყნებს, რომ მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ დახმარება და ვთხოვთ დაეხმარონ ჩვენ მთავრობას ქვეყნის დაცვაში. თუკი რუსეთს არ გააჩერებენ ახლა, ის წინ წავა. მთელი ევროპის ბედი ახლა "აზოვსტალზეა" დამოკიდებული",- ამბობს წერილში "აზოვის" ოფიცერი.

ნახეთ ვიდეო: