მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფერი არ ჰქონდა, თეთრი იყო სულ - მითხრა, რომ გუშინ სამჯერ დაეცა, საშინელი სისუსტე აქვს" - რას ამბობს გიული ალასანია შვილის მონახულების შემდეგ?
"ფერი არ ჰქონდა, თეთრი იყო სულ - მითხრა, რომ გუშინ სამჯერ დაეცა, საშინელი სისუსტე აქვს" - რას ამბობს გიული ალასანია შვილის მონახულების შემდეგ?

ძა­ლი­ან კარგ პი­რო­ბებ­შია, რა თქმა უნდა, არის სა­ბად­რა­გო სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ არ შე­ვა­და­რებ გო­რის კლი­ნი­კას - აქ [ვი­ვა­მედ­ში] კარ­გი პი­რო­ბე­ბია ნამ­დვი­ლად, პერ­სო­ნა­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია. რო­გორც ალა­სა­ნია აცხა­დებს, მას სი­ა­რუ­ლიც უჭირ­და.

"მე რაც და­ვი­ნა­ხე, ორი დღის წინ მყავ­და ნა­ნა­ხი ცი­ხე­ში სხვა­თა შო­რის, იმას­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად უა­რე­სად იყო, თვალ­ში­სა­ცე­მად. ფერი სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და, თვა­ლე­ბი მეტ­კი­ნა უბ­რა­ლოდ რომ შევ­ხე­დე, თეთ­რი იყო სულ. სი­ა­რუ­ლი ძა­ლი­ან უჭირ­და. ვი­ფიქ­რე, რომ ჩვენც ხომ არ გვე­ძი­ნა ღამე და ალ­ბათ ისიც ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მაგ­რამ არა, მე­ძი­ნაო. გუ­შინ კი­დევ სამ­ჯერ და­ვე­ციო მი­თხრა, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, სა­ში­ნე­ლი სი­სუს­ტე.

ექი­მე­ბი ვნა­ხე, გა­ვი­ცა­ნი, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ხალ­ხია, ძა­ლი­ან კარ­გი ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ, მაგ­რამ ეს არ არის კარ­გად თვი­თონ, აი, ეს არის პრობ­ლე­მა, თო­რემ თვი­თონ პერ­სო­ნა­ლი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა“, - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კლი­ნი­კა­ში კარ­გი პი­რო­ბე­ბია, ეს არ არის საკ­მა­რი­სი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად და ის უცხო­ეთ­ში უნდა იქ­ნას გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"ანა­ლი­ზე­ბი გა­კეთ­და, პა­სუ­ხე­ბი არ ვიცი ჯერ. უნდა და­ვაკ­ვირ­დე­თო. რო­დემ­დე გა­ჩერ­დე­ბა არ ვიცი, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, რომ სა­ჭი­როა ადა­მი­ა­ნის აქე­დან გაყ­ვა­ნა იმი­ტომ, რომ არც დაკ­ვირ­ვე­ბა და არც ანა­ლი­ზე­ბი, გა­მოკ­ვლე­ვა, რა თქმა უნდა, არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი. მას სჭირ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, გა­დარ­ჩე­ნა­ზეა.

ძა­ლი­ან ცდი­ლობს ყვე­ლა, რომ შე­უმ­სუ­ბუ­ქოს მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად ჩანს, რომ აქ მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რა თქმა უნდა, ვერ მოხ­დე­ბა და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფა­დაა სა­ჭი­რო, რომ და­ი­წყოს ეს პრო­ცე­სი იმი­ტომ, რომ ყო­ველ წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა რომ ადა­მი­ა­ნი აღარ იყოს. ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით. რომ ვნა­ხე ბო­ლოს იქაც კი არ მქო­ნია ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, მაგ­რამ დღეს რაც ვნა­ხე, უბ­რა­ლოდ შე­მე­შინ­და.

გა­ვი­გე, რომ ამ კლი­ნი­კა­შიც არ ჰქო­ნი­ათ ასე­თი შემ­თხვე­ვა ასე­თი პა­ცი­ენ­ტი ჰყო­ლო­დათ. არ არის გა­მოც­დი­ლე­ბა. ცხრა დი­აგ­ნო­ზი აქვს დას­მუ­ლი უკვე და ყვე­ლა არის ერ­თმა­ნეთ­ზე მძი­მე და და­ა­ვა­დე­ბას შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ დროს გა­მო­იწ­ვი­ოს ძა­ლი­ან მძი­მე და­სას­რუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

ამას­თან, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ხვალ­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მისი პი­რა­დი ექი­მი ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე მო­ნა­ხუ­ლე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
otari
1

აუ მოაშორეთ რა ეს გარეწარი ქალი!

ono
3

ეჭამა საჭმელი და არ დასუსტებოდა, მაგრამ კოლეგებმა ეს ურჩიეს იშიმშილეო ძმაო. ასე აწყობდათ მაგათ და აჰა რაც მიიღო. სხვას არ აჭმევენ მაგას კიდე ეხვეწებიან. საზღვარგარეთ არა, კიდე რა უნდათ? რომელი ერთი გაიყვანეს საზღვრებს გარეთ დაგვისახელონ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ფერი არ ჰქონდა, თეთრი იყო სულ - მითხრა, რომ გუშინ სამჯერ დაეცა, საშინელი სისუსტე აქვს" - რას ამბობს გიული ალასანია შვილის მონახულების შემდეგ?

"ფერი არ ჰქონდა, თეთრი იყო სულ - მითხრა, რომ გუშინ სამჯერ დაეცა, საშინელი სისუსტე აქვს" - რას ამბობს გიული ალასანია შვილის მონახულების შემდეგ?

ძალიან კარგ პირობებშია, რა თქმა უნდა, არის საბადრაგო სამსახური, მაგრამ არ შევადარებ გორის კლინიკას - აქ [ვივამედში] კარგი პირობებია ნამდვილად, პერსონალიც ძალიან მომეწონა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ "ვივამედის“ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც ალასანია აცხადებს, მას სიარულიც უჭირდა.

"მე რაც დავინახე, ორი დღის წინ მყავდა ნანახი ციხეში სხვათა შორის, იმასთან შედარებით ბევრად უარესად იყო, თვალშისაცემად. ფერი საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა უბრალოდ რომ შევხედე, თეთრი იყო სულ. სიარული ძალიან უჭირდა. ვიფიქრე, რომ ჩვენც ხომ არ გვეძინა ღამე და ალბათ ისიც ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ არა, მეძინაო. გუშინ კიდევ სამჯერ დავეციო მითხრა, ასეთი მდგომარეობა აქვს, საშინელი სისუსტე.

ექიმები ვნახე, გავიცანი, ძალიან ყურადღებიანი ხალხია, ძალიან კარგი ვითარებაა ამ მხრივ, მაგრამ ეს არ არის კარგად თვითონ, აი, ეს არის პრობლემა, თორემ თვითონ პერსონალი ძალიან მომეწონა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში კარგი პირობებია, ეს არ არის საკმარისი მიხეილ სააკაშვილის გამოსაჯანმრთელებლად და ის უცხოეთში უნდა იქნას გადაყვანილი.

"ანალიზები გაკეთდა, პასუხები არ ვიცი ჯერ. უნდა დავაკვირდეთო. როდემდე გაჩერდება არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა ადამიანის აქედან გაყვანა იმიტომ, რომ არც დაკვირვება და არც ანალიზები, გამოკვლევა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, გადარჩენაზეა.

ძალიან ცდილობს ყველა, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ყველანაირად ჩანს, რომ აქ მისი რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება და რაც შეიძლება სწრაფადაა საჭირო, რომ დაიწყოს ეს პროცესი იმიტომ, რომ ყოველ წუთში შეიძლება რომ ადამიანი აღარ იყოს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა დღეს განსაკუთრებით. რომ ვნახე ბოლოს იქაც კი არ მქონია ასეთი შთაბეჭდილება, მაგრამ დღეს რაც ვნახე, უბრალოდ შემეშინდა.

გავიგე, რომ ამ კლინიკაშიც არ ჰქონიათ ასეთი შემთხვევა ასეთი პაციენტი ჰყოლოდათ. არ არის გამოცდილება. ცხრა დიაგნოზი აქვს დასმული უკვე და ყველა არის ერთმანეთზე მძიმე და დაავადებას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ძალიან მძიმე დასასრული“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას განცხადებით, ხვალვე მიხეილ სააკაშვილს მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მონახულებას.