სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით?
რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და სიმ­ტკი­ცის დაც­ვის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში 17 მა­ისს აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის ხატი შე­მობ­რძან­დე­ბა, რო­მელ­საც ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში და­აბ­რძა­ნე­ბენ, სა­დაც პა­რაკ­ლი­სი შეს­რულ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც ხა­ტე­ბით მსვლე­ლო­ბა გა­ი­მარ­თე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­რაკ­ლი­სიც და ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბაც წელს მი­ე­ძღვნე­ბა ერთი ოჯა­ხის დღე­სა და მშვი­დო­ბას, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უკ­რა­ი­ნა­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

“წელს, 17 მა­ისს, ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და სიმ­ტკი­ცის დაც­ვის დღეს, თბი­ლის­ში შე­მობ­რძან­დე­ბა აწყუ­რის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხატი, რო­მე­ლიც, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, ოფ­რე­დან (თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა) 11 მა­ისს წა­მო­აბ­რძა­ნეს ჩვენ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა და სამ­შა­ბათს, 12:30 სა­ათ­ზე, და­აბ­რძა­ნე­ბენ ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც შეს­რულ­დე­ბა პა­რაკ­ლი­სი, შემ­დეგ კი მო­ე­წყო­ბა ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბა წმინ­და ხა­ტე­ბით სი­ო­ნის დედა-ეკ­ლე­სი­ი­სა­კენ.

სი­ო­ნის მცი­რე ტაძ­რებ­ში გა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დიდი სიწ­მინ­დე­ე­ბი, - წმ. და­ვით გა­რე­ჯე­ლის "მად­ლის ქვა" და დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გის წმინ­და ნა­წი­ლი, და მრევლს ექ­ნე­ბა მათ­თან მი­ახ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

პა­რაკ­ლი­სიც და ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბაც წელს მი­ძღვნი­ლი იქ­ნე­ბა, ერთი მხრივ, ოჯა­ხის დღი­სად­მი, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, - მშვი­დო­ბი­სად­მი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უკ­რა­ი­ნა­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

არა­ერ­თგზის აღგ­ვი­ნიშ­ნავს, რომ ჩვენს უდი­დეს გუ­ლის­ტკი­ვილს იწ­ვევს ის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რა­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ახორ­ცი­ე­ლებს.

ომი სა­ში­ნე­ლე­ბაა; იგი იწი­რავს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს, იწი­რავს ოჯა­ხის ბედ­ნი­ე­რე­ბას.

ოჯა­ხი­სა და მშვი­დო­ბის თე­მა­ზე ამა­ვე დღეს მო­ე­წყო­ბა ბავ­შვე­ბის ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ეზო­ში.

გა­ვერ­თი­ან­დეთ ლოც­ვი­თა და მსვლე­ლო­ბით, გა­ვერ­თი­ან­დეთ იმ სუ­ლის­კვე­თე­ბით, რომ სამ­შობ­ლო ოჯა­ხი­დან იწყე­ბა და რომ მტკი­ცე და ძლი­ე­რი ოჯა­ხი ქვეყ­ნის სიმ­ტკი­ცი­სა და ძლი­ე­რე­ბის სა­წინ­და­რია!“,-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბახტრიონი
0

დიდება საქართველოს. არა იმ ქვეყანას რომელიც ანტიქართულ პოლიტიკას ატარებს.

ქეთი
0

უფალმა დაიფაროს სრულიად საქართველო ,უკრაინა და ქრისტიანული სამყარო.ამინ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით?

რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით?

საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, თბილისში 17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდება, რომელსაც ქაშვეთის ეკლესიაში დააბრძანებენ, სადაც პარაკლისი შესრულდება, რის შემდეგაც ხატებით მსვლელობა გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიეძღვნება ერთი ოჯახის დღესა და მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

“წელს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თბილისში შემობრძანდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ.

სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები, - წმ. დავით გარეჯელის "მადლის ქვა" და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა.

პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, - მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

ომი საშინელებაა; იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას.

ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.

გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარია!“,-ნათქვამია ინფორმაციაში.