მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯარისკაცებო, შინ დედები გელოდებიან... უკან დაიხიე, რუსეთო, უკან!" - რუსული ჯგუფის ახალი მუსიკალური კლიპი, რომელმაც პუტინის რეჟიმის მომხრეთა აღშფოთება გამოიწვია
"ჯარისკაცებო, შინ დედები გელოდებიან... უკან დაიხიე, რუსეთო, უკან!" - რუსული ჯგუფის ახალი მუსიკალური კლიპი, რომელმაც პუტინის რეჟიმის მომხრეთა აღშფოთება გამოიწვია

"Россия, назад!" ("რუ­სე­თო, უკან!") ასე ჰქვია რუ­სუ­ლი ჯგუ­ფის "Ногу Свело" -ს მიერ ჩა­წე­რილ ახალ სიმ­ღე­რა­სა და კლიპს, რო­მე­ლიც 9 მა­ისს, რუ­სე­თის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს სა­კუ­თარ YouTube არხზე გა­ნა­თავ­სეს. სიმ­ღე­რა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ჰიმ­ნის "Ole-Ole", რომ­ლის მე­ლო­დი­ა­ზეც ოკუ­პან­ტებს შინ დაბ­რუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის კად­რე­ბი.

"ოლე-ოლე-ოლე-ოლე, ჯა­რის­კა­ცე­ბო, შინ დე­დე­ბი გე­ლო­დე­ბი­ან. ოლე-ოლე-ოლე-ოლე, უკან და­ი­ხიე, რუ­სე­თო, უკან!", მღე­რის ჯგუ­ფის სო­ლის­ტი მაქს პოკ­როვ­სკი.

მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფის ლი­დე­რი დიდი ხა­ნია რაც შტა­ტებ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, თუმ­ცა ის ხში­რად სტუმ­რობ­და სამ­შობ­ლოს სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე­ე­ბის ფარ­გლებ­ში. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, - აღ­მოჩ­ნდა, რომ პოკ­როვ­სკი სამ­შობ­ლოს მხო­ლოდ ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად სტუმ­რობ­დაო. მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცი­ის ში­შით, აპ­რილ­ში ჯგუფს მოს­კოვ­ში კონ­ცერ­ტე­ბის სე­რი­ის გა­მარ­თვის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

რუ­სულ მე­დი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, რომ ჯგუ­ფის წევ­რებს რუ­სეთ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აუკ­რძა­ლონ, რად­გან სიმ­ღე­რა მთლი­ა­ნად რუ­სო­ფო­ბი­უ­რია და მსმე­ნე­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

პოკ­როვ­სკის მხრი­დან ეს პირ­ვე­ლი პრო­ვო­კა­ცია არ ყო­ფი­ლა. ხე­ლო­ვან­მა 2019 წელს გა­ნა­ცხა­და, რომ ბოლო ასი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი" ჩა­ტარ­და რუს ხალ­ხზე. მომ­ღერ­ლის თქმით, ამ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­მა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის გე­ნე­ტი­კურ დო­ნე­ზე. ის მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს და მხო­ლოდ მმარ­თვე­ლი ელი­ტის წას­ვლა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს რუ­სეთს, რომ "გა­მო­ჯან­მრთელ­დეს".

"ხალ­ხს ალ­კოჰო­ლიზ­მი, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, სი­ღა­რი­ბე კლავს. რუსი ერი დეგ­რა­დირ­დე­ბა. ის კარ­გი და ძლი­ე­რია ერია, ამი­ტომ კლა­ვენ მას, მაგ­რამ ის გა­დარ­ჩე­ბა“, - ამ­ბობ­და პოკ­როვ­სკი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
1

რუსეთს ჰყავს პრეზიდენტი რომელიც ხრუშჩოვიდა მოყოლებული ქვეყნის თვის პატრიოტი , არ ჰყოლია!!

მე ვისურვებდი ჩემი ქვეყნის გამყიდველე (4 პრეზიდენტის) მაგივრად მყავდეს პუტინისნაირი მტკიცე , სამარტლიანი საკუტარი ქვეყნისთვის თავდადებული პრეზიდენტი!

ძლიერი რუსეტი = საქარტველო იარსებებს მომავალშიც!!!

არადა იკნებიტ კიდევ 30+ წელი ამერიკის მონები, სიტყვას რომ ვერ იღებტ და ეხლა სააკიანის გამოშვებასაც კი გიბრძანებენ!

აბა ჰე ნაცებო აკაკანდიტ?!:-) 

Status quo
4

პირველად მესმის რუსისგან ასეთი სიმართლე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ჯარისკაცებო, შინ დედები გელოდებიან... უკან დაიხიე, რუსეთო, უკან!" - რუსული ჯგუფის ახალი მუსიკალური კლიპი, რომელმაც პუტინის რეჟიმის მომხრეთა აღშფოთება გამოიწვია

"ჯარისკაცებო, შინ დედები გელოდებიან... უკან დაიხიე, რუსეთო, უკან!" - რუსული ჯგუფის ახალი მუსიკალური კლიპი, რომელმაც პუტინის რეჟიმის მომხრეთა აღშფოთება გამოიწვია

"Россия, назад!" ("რუსეთო, უკან!") ასე ჰქვია რუსული ჯგუფის "Ногу Свело" -ს მიერ ჩაწერილ ახალ სიმღერასა და კლიპს, რომელიც 9 მაისს, რუსეთისთვის მნიშვნელოვან დღეს საკუთარ YouTube არხზე განათავსეს. სიმღერაში გამოყენებულია ცნობილი საფეხბურთო ჰიმნის "Ole-Ole", რომლის მელოდიაზეც ოკუპანტებს შინ დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

ვიდეოში ნაჩვენებია რუსული სამხედრო ტექნიკისა და რუსი სამხედროების საპირისპირო მიმართულებით გადაადგილების კადრები.

"ოლე-ოლე-ოლე-ოლე, ჯარისკაცებო, შინ დედები გელოდებიან. ოლე-ოლე-ოლე-ოლე, უკან დაიხიე, რუსეთო, უკან!", მღერის ჯგუფის სოლისტი მაქს პოკროვსკი.

მუსიკალური ჯგუფის ლიდერი დიდი ხანია რაც შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ის ხშირად სტუმრობდა სამშობლოს საკონცერტო ტურნეების ფარგლებში. რუსული მედია წერს, - აღმოჩნდა, რომ პოკროვსკი სამშობლოს მხოლოდ ფულის საშოვნელად სტუმრობდაო. მორიგი პროვოკაციის შიშით, აპრილში ჯგუფს მოსკოვში კონცერტების სერიის გამართვის უფლება არ მისცეს.

რუსულ მედიაში ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ჯგუფის წევრებს რუსეთში გადაადგილების საშუალება აუკრძალონ, რადგან სიმღერა მთლიანად რუსოფობიურია და მსმენელის გაღიზიანებას იწვევს.

პოკროვსკის მხრიდან ეს პირველი პროვოკაცია არ ყოფილა. ხელოვანმა 2019 წელს განაცხადა, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში "ექსპერიმენტები" ჩატარდა რუს ხალხზე. მომღერლის თქმით, ამ ექსპერიმენტებმა გავლენა მოახდინა ადამიანების გენეტიკურ დონეზე. ის მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მხოლოდ მმართველი ელიტის წასვლა საშუალებას მისცემს რუსეთს, რომ "გამოჯანმრთელდეს".

"ხალხს ალკოჰოლიზმი, სიკვდილიანობა, სიღარიბე კლავს. რუსი ერი დეგრადირდება. ის კარგი და ძლიერია ერია, ამიტომ კლავენ მას, მაგრამ ის გადარჩება“, - ამბობდა პოკროვსკი.

იხილეთ ასევე: