მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალისა ფრეინდლიხი აცხადებს, რომ ადამიანები რუსეთს საკუთარი ქვეყნისადმი ზიზღის კი არა, მომავლის შიშის გამო ტოვებენ
ალისა ფრეინდლიხი აცხადებს, რომ ადამიანები რუსეთს საკუთარი ქვეყნისადმი ზიზღის კი არა, მომავლის შიშის გამო ტოვებენ

ცნო­ბი­ლი რუსი მსა­ხი­ო­ბი, საბ­ჭო­თა კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი, ალი­სა ფრე­ინდლი­ხი რუ­სე­თი­დან ვარ­სკვლა­ვე­ბის მა­სობ­რივ გამ­გზავ­რე­ბა­ზე მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს აკე­თებს. თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი მი­იჩ­ნევს, რომ რუს­მა ვარ­სკვლა­ვებ­მა ქვე­ყა­ნა თა­ვი­ან­თი გა­ურ­კვე­ვე­ლი მო­მავ­ლის გამო და­ტო­ვეს.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ბევ­რმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ტო­ვა. მათ ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში არ­ჩი­ეს, რის გა­მოც სამ­შობ­ლო­ში მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს და შავ სი­ა­შიც კი შე­იყ­ვა­ნეს.

ფრე­ინდლი­ხის აზ­რით, ვარ­სკვლა­ვებ­მა სამ­შობ­ლო სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სად­მი ზი­ზღის გამო კი არა, მო­მავ­ლის ში­შის გამო და­ტო­ვეს.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ადა­მი­ა­ნებს ეში­ნი­ათ არა იმი­ტომ, რომ ხვალ არ იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ხა­მო­ნი, პარ­მე­ზა­ნი და სხვა წვრილ­მა­ნე­ბი, რო­მელ­თა გა­რე­შეც ადა­მი­ა­ნი ნორ­მა­ლუ­რად იცხოვ­რებს, მაგ­რამ რო­დე­საც სამ­ყა­რო­ში კონ­ფლიქ­ტე­ბი ჩნდე­ბა და ადა­მი­ა­ნებ­ში და­დე­ბით ენერ­გი­ას, უარ­ყო­ფი­თი სჭარ­ბობს, მო­მავ­ლის შიში გი­პყრობს..."

ფრე­ინდლი­ხი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნა­ში ომის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნით მომ­ზა­დე­ბულ წე­რილს მო­ა­წე­რა ხელი.

აპ­რი­ლის ბო­ლოს ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ ის არ აპი­რებს რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბას. ალი­სა ფრე­ინდლიხ­მა აღი­ა­რა, რომ უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და არ უხა­რია სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვა. მას გან­სა­კუთ­რე­ბით სურს იტა­ლი­ა­ში ჩას­ვლა, სა­დაც მისი ახლო მე­გობ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ. მაგ­რამ ის არ გეგ­მავს სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვოს რუ­სე­თი. საბ­ჭო­თა კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობს, სა­დაც თე­ატ­რში მუ­შა­ობს და ოჯახ­თან ახ­ლოს ყოფ­ნა სურს.

ალი­სა ფრე­ინდლი­ხი რამ­დე­ნი­მე თვის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მას და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ფილ­ტვე­ბის 94%. მსა­ხი­ობ­მა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში თვე­ნა­ხე­ვა­რი გა­ა­ტა­რა. ექი­მებს იმე­დი აღარ ჰქონ­დათ, რომ მსა­ხი­ო­ბი გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბო­და და მომ­ხდარს სას­წა­უ­ლი უწო­დეს.

87 წლის მსა­ხი­ობს ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი ვარ­ვა­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე მსა­ხი­ო­ბია და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი ეკ­რან­ზე 2004 წლამ­დე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. 2005 წელს ფილმში "ზედა მას­ლოვ­კა" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი 87 წლის მო­ქან­და­კე ქა­ლის რო­ლის­თვის პრე­მია "ნიკა" გა­დას­ცეს.

მსა­ხი­ობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ის ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და თბი­ლის­ში გას­ტრო­ლებ­ზე და სწო­რედ ერთ-ერთი სტუმ­რო­ბი­სას მი­იწ­ვია გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ თა­ვის მი­უ­ზიკლში "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" ბა­ლე­ტის მას­წავ­ლებ­ლის როლ­ში. "ზამ­თარ­ში ჩა­მო­ვე­დი "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბის" გა­და­ღე­ბა­ზე... თბი­ლის­ში თოვ­და და ჩვე­ნი თვითმფრი­ნა­ვი ცუდი ხილ­ვა­დო­ბის გამო თბი­ლის­თან ახ­ლოს დაფ­რინ­და. რო­გორც კი ჩა­მო­ვე­დი, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე წა­მიყ­ვა­ნეს, ჩაი და­მა­ლე­ვი­ნეს, მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი კუ­თხე მო­მი­წყვეს, ღუნ­ღუ­ლა პლე­დი მო­მა­ფა­რეს. რომ ჩა­მე­ძი­ნა, ვგრძნობ­დი, რო­გორ ფე­ხაკ­რე­ფით და­დი­ოდ­ნენ, რომ არ გამ­ღვი­ძე­ბო­და..." - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ალი­სა.

ბო­ლოს ალი­სა ფრე­ინდლი­ხი 2011 წელს თბი­ლი­სის IV თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­მო­ვი­და, მა­ნამ­დე კი, 2003 წელს, თბი­ლის­ში რუ­სუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვალ "ვი­ვატ სან­ქტ-პე­ტერ­ბურგს" და­ეს­წრო. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლი "ანა­თე, ანა­თე, ჩემო ვარ­სკვლა­ვო" გა­ი­მარ­თა.

"ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში ჩა­მი­ნერ­გეს სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მომ­ყვე­ბა. პე­ტერ­ბურ­გში რომ არ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლად აუ­ცი­ლებ­ლად ავირ­ჩევ­დი თბი­ლისს... " - გა­ნა­ცხა­და მან ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
7

საინტერესო რა არის იცით ამერიკელები როცა ერაყს,სირიას,ლიბიას,ავღანეთს რომ ბომბავდნენ მაშინ თუ ტოვებდნენ ამერიკელები თავიანთ ქვეყანას.

status quo
8

თბილისში მოიწვიეს და საღამოს,სეირნობისას დუბლიონკა წაართვეს,დანის მუქარის ქვეშ.ისე ალისა რუსი ებრაელია ეროვნებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ალისა ფრეინდლიხი აცხადებს, რომ ადამიანები რუსეთს საკუთარი ქვეყნისადმი ზიზღის კი არა, მომავლის შიშის გამო ტოვებენ

ალისა ფრეინდლიხი აცხადებს, რომ ადამიანები რუსეთს საკუთარი ქვეყნისადმი ზიზღის კი არა, მომავლის შიშის გამო ტოვებენ

ცნობილი რუსი მსახიობი, საბჭოთა კინოს ვარსკვლავი, ალისა ფრეინდლიხი რუსეთიდან ვარსკვლავების მასობრივ გამგზავრებაზე მედიასთან კომენტარს აკეთებს. თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობი მიიჩნევს, რომ რუსმა ვარსკვლავებმა ქვეყანა თავიანთი გაურკვეველი მომავლის გამო დატოვეს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა რუსული შოუბიზნესის ბევრმა წარმომადგენელმა დატოვა. მათ ცხოვრების გაგრძელება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არჩიეს, რის გამოც სამშობლოში მოღალატეებად გამოაცხადეს და შავ სიაშიც კი შეიყვანეს.

ფრეინდლიხის აზრით, ვარსკვლავებმა სამშობლო საკუთარი ქვეყნისადმი ზიზღის გამო კი არა, მომავლის შიშის გამო დატოვეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს ეშინიათ არა იმიტომ, რომ ხვალ არ იქნება ქვეყანაში ხამონი, პარმეზანი და სხვა წვრილმანები, რომელთა გარეშეც ადამიანი ნორმალურად იცხოვრებს, მაგრამ როდესაც სამყაროში კონფლიქტები ჩნდება და ადამიანებში დადებით ენერგიას, უარყოფითი სჭარბობს, მომავლის შიში გიპყრობს..."

ფრეინდლიხი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის შეჩერების მოთხოვნით მომზადებულ წერილს მოაწერა ხელი.

აპრილის ბოლოს ერთ-ერთ გადაცემაში მსახიობმა თქვა, რომ ის არ აპირებს რუსეთის დატოვებას. ალისა ფრეინდლიხმა აღიარა, რომ უყვარს მოგზაურობა და არ უხარია საზღვრების ჩაკეტვა. მას განსაკუთრებით სურს იტალიაში ჩასვლა, სადაც მისი ახლო მეგობრები ცხოვრობენ. მაგრამ ის არ გეგმავს სამუდამოდ დატოვოს რუსეთი. საბჭოთა კინოს ვარსკვლავი სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს, სადაც თეატრში მუშაობს და ოჯახთან ახლოს ყოფნა სურს.

ალისა ფრეინდლიხი რამდენიმე თვის წინ კორონავირუსით იყო ინფიცირებული, მას დაზიანებული ჰქონდა ფილტვების 94%. მსახიობმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თვენახევარი გაატარა. ექიმებს იმედი აღარ ჰქონდათ, რომ მსახიობი გამოჯანმრთელდებოდა და მომხდარს სასწაული უწოდეს.

87 წლის მსახიობს ჰყავს ქალიშვილი ვარვარა, რომელიც ასევე მსახიობია და ორი შვილიშვილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსახიობი ეკრანზე 2004 წლამდე აღარ გამოჩენილა. 2005 წელს ფილმში "ზედა მასლოვკა" შესრულებული 87 წლის მოქანდაკე ქალის როლისთვის პრემია "ნიკა" გადასცეს.

მსახიობს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. ის ხშირად ჩამოდიოდა თბილისში გასტროლებზე და სწორედ ერთ-ერთი სტუმრობისას მიიწვია გიორგი შენგელაიამ თავის მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიები" ბალეტის მასწავლებლის როლში. "ზამთარში ჩამოვედი "ვერის უბნის მელოდიების" გადაღებაზე... თბილისში თოვდა და ჩვენი თვითმფრინავი ცუდი ხილვადობის გამო თბილისთან ახლოს დაფრინდა. როგორც კი ჩამოვედი, გადასაღებ მოედანზე წამიყვანეს, ჩაი დამალევინეს, მოსასვენებელი კუთხე მომიწყვეს, ღუნღულა პლედი მომაფარეს. რომ ჩამეძინა, ვგრძნობდი, როგორ ფეხაკრეფით დადიოდნენ, რომ არ გამღვიძებოდა..." - იხსენებდა მოგვიანებით ალისა.

ბოლოს ალისა ფრეინდლიხი 2011 წელს თბილისის IV თეატრალურ ფესტივალზე ჩამოვიდა, მანამდე კი, 2003 წელს, თბილისში რუსული ხელოვნების ფესტივალ "ვივატ სანქტ-პეტერბურგს" დაესწრო. მისი მონაწილეობით გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლი "ანათე, ანათე, ჩემო ვარსკვლავო" გაიმართა.

"ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამინერგეს საქართველოს სიყვარული და ის მთელი ცხოვრება მომყვება. პეტერბურგში რომ არ დავბადებულიყავი, საცხოვრებელ ადგილად აუცილებლად ავირჩევდი თბილისს... " - განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში...