პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო
საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო

სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ კი­თხვა­რის მე­ო­რე ნა­წი­ლიც შე­ავ­სო. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მთავ­რო­ბა კი­თხვა­რის მე­ო­რე ნა­წი­ლის ევ­რო­კო­მი­სი­ის­თვის გა­და­ცე­მას 10 მა­ისს გეგ­მავს.

"და­ვას­რუ­ლეთ კი­თხვა­რის მე­ო­რე ნა­წილ­ზეც მუ­შა­ო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ტექ­ნი­კურ ნა­წილ­ში სა­ჭი­რო­ებს მომ­ზა­დე­ბას და ჩვენ ვგეგ­მავთ, რომ 10 მა­ი­სის­თვის ევ­რო­კო­მი­სი­ას სა­ქარ­თვე­ლომ გა­დას­ცეს კი­თხვა­რის ბოლო ნა­წი­ლი.

რო­გორც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, კი­თხვა­რის მე­ო­რე ნა­წი­ლი უფრო მე­ტად ტექ­ნი­კუ­რი და სექ­ტო­რუ­ლი ხა­სი­ა­თის იყო, რომ­ლის მომ­ზა­დე­ბა­შიც საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გა­ი­წია. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას, საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ვინც იღებ­და ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო“, - გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

  • დარ­ჩი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბის მო­ლო­დი­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­ზა­დე­ბულ დო­კუ­მენტზე.

რო­გორ დარ­ჩი­აშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა ის რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა, იძ­ლე­ვა იმედს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცე­დუ­რას სწო­რად გა­ივ­ლის.

"ჩვენ აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვა­რის მომ­ზა­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით ჩვენს პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რათა მათ­თან გვქო­ნო­და ძა­ლი­ან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცია და კო­მუ­ნი­კა­ცია. ეს პრო­ცე­სი დღე­საც გრძელ­დე­ბა. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის და მთავ­რო­ბის მო­ლო­დი­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტზე ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან, თუმ­ცა რა­ი­მე კონ­კრე­ტულ­ზე სა­უ­ბა­რი ჩვე­ნი მხრი­დან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა ის რე­ფორ­მა, რო­მელ­საც ვა­ტა­რებთ და ჩა­ვა­ტა­რებთ მო­მა­ვალ­ში, გვაძ­ლევს იმის იმედს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან სწო­რად გა­ივ­ლის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცე­დუ­რას“, - გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, იყო თუ არა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პო­ლო­ნეთ­ში ვი­ზი­ტი­სას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის შე­ერ­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პის მხრი­დან მო­თხოვ­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით, დარ­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­თხვე­ბი პარტნი­ო­რებს არ აქვთ. "ჩვენ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად ვსა­უბ­რობთ. მათ იცი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია და მიდ­გო­მე­ბი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა თქმა უნდა, კი­თხვე­ბი არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

ალბათ , მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ როგორ შეეფუთათ თითოელი პასუხი. 

ქართველი
3

და საშემოდგომო გამოგვყვა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო

საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობა კითხვარის მეორე ნაწილის ევროკომისიისთვის გადაცემას 10 მაისს გეგმავს.

"დავასრულეთ კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას საქართველომ გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი.

როგორც თქვენთვის ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა სახელმწიფო უწყებას, საქვეუწყებო დაწესებულებებს, ვინც იღებდა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

  • დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მომზადებულ დოკუმენტზე.

როგორ დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა ის რეფორმა, რომელიც ტარდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვან პროცედურას სწორად გაივლის.

"ჩვენ აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით, რათა მათთან გვქონოდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები აღნიშნულ დოკუმენტზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჩვენი მხრიდან რთული იქნება. ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და ჩავატარებთ მომავალში, გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ მნიშვნელოვან პროცედურას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერ-მინისტრის პოლონეთში ვიზიტისას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებასთან დაკავშირებით ევროპის მხრიდან მოთხოვნა ხელისუფლების მისამართით, დარჩიაშვილის თქმით, ამ მიმართულებით კითხვები პარტნიორებს არ აქვთ. "ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ძალიან ინტენსიურად ვსაუბრობთ. მათ იციან საქართველოს პოზიცია და მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.