პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაკდონალდს საქართველოს“ ვაკის ფილიალის დირექტორი რეი კროკის პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა
"მაკდონალდს საქართველოს“ ვაკის ფილიალის დირექტორი რეი კროკის პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

10 წელი "მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს­თან“ ერ­თად და ორი უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო - "მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ ვა­კის ფი­ლი­ა­ლის დი­რექ­ტო­რი ბესო მე­ფა­რი­ძე რეი კრო­კის სა­ხე­ლო­ბის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი წელს ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გახ­და.

ეს პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო, რო­მე­ლიც "მაკ­დო­ნალდსის“ რეს­ტორ­ნე­ბის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლის რეი კრო­კის სა­ხელს ატა­რებს, იმ მე­ნე­ჯე­რე­ბის წვლი­ლის აღი­ა­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც რეს­ტორ­ნის სა­უ­კე­თე­სო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, იქ მო­მუ­შა­ვე გუნ­დის ეფექ­ტურ და მომ­ხმა­რებ­ლის კმა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, ასე­ვე ზრუ­ნა­ვენ და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­მუ­შაო ატ­მოს­ფე­როს შექ­მნა­ზე. რეი კრო­კის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო "მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ რეს­ტორ­ნე­ბის დი­რექ­ტორ­თათ­ვის ჯამ­ში რი­გით მე­ო­თხე ჯილ­დოა.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ უკვე მე­ო­რედ მხვდა წი­ლად რეი კრო­კის ჯილ­დო, რო­მელ­საც კომ­პა­ნია "მაკ­დო­ნალდსი“ რეს­ტორ­ნის მე­ნე­ჯე­რებს გა­დას­ცემს სა­უ­კე­თე­სო მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის, ასე­ვე იქ და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და სტუმ­რე­ბის კეთლგან­წყო­ბის შექ­მნის­თვის. წელს წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ჩემი გუნ­დის და კომ­პა­ნი­ის გვერ­დში დგო­მის წყა­ლო­ბით, ამ ჯილ­დოს უკვე ორგზის მფლო­ბე­ლი ვარ“, - ამ­ბობს ბესო მე­ფა­რი­ძე.

პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო მაკ­დო­ნალდსის ვა­კის რეს­ტორ­ნის დი­რექ­ტორს ორ­ლან­დო­ში, მაკ­დო­ნალდსის მსოფ­ლიო კონ­ვენ­ცი­ა­ზე გა­მარ­თულ და­ჯილ­დო­ე­ბის მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­და­ე­ცა, რო­მელ­საც 50 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და.

ბესო მე­ფა­რი­ძის თქმით, გარ­და იმი­სა, რომ ეს ჯილ­დო მის პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რა­ში უდი­დე­სი მოვ­ლე­ნაა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა.

"ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბით, რომ არა მხო­ლოდ გუნდში შევ­ქმნათ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მო, არა­მედ გა­ვა­მარ­თლოთ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის ნდო­ბა და "მაკ­დო­ნალდსის“ რეს­ტორ­ნებ­ში მო­სულ თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს სა­თა­ნა­დოდ მო­ვემ­სა­ხუ­როთ“, - აღ­ნიშ­ნავს ვა­კის "მაკ­დო­ნალდსის“ რეს­ტორ­ნის დი­რექ­ტო­რი.

რო­გორც ბესო მე­ფა­რი­ძე ამ­ბობს, "მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ მის­თვის ერთი დიდი ოჯა­ხია, სა­დაც მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის დღი­დან თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს, ვი­ნა­ი­დან სწო­რედ ამ გა­რე­მომ შე­უ­წყო ხელი მის პი­როვ­ნულ და წარ­მა­ტე­ბულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

"რა თქმა უნდა, ყო­ველ­დღი­უ­რად სირ­თუ­ლე­ე­ბიც არის. თუმ­ცა ის პო­ზი­ტი­უ­რი ას­პექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გვაქვს, ფა­რავს ამ გა­მოწ­ვე­ვებს. "მაკ­დო­ნალდსში“ და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლებს ვე­ტყო­დი, რომ მათ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი, რად­გან ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში იპო­ვი­ან იმ გა­სა­ღებს, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბის მო­ტა­ნი­სა და იმ ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­რან­ტი­აა, რო­მელ­საც თა­ვა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად გან­ვიც­დი“, - ამ­ბობს ბესო მე­ფა­რი­ძე.

სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა, მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მნა, მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუდ­მი­ვი ზრუნ­ვა და ჯან­სა­ღი ატ­მოს­ფე­როს შექ­მნა არის იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რის გა­მოც "მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ რეს­ტორ­ნებ­ში მუ­შა­ო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია.

ამას ადას­ტუ­რებს "მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ 23-წლი­ა­ნი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც დღემ­დე მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­სა და ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში სა­მა­გა­ლი­თი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ჯან­სა­ღი სა­მუ­შაო გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის წყა­ლო­ბით კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად იღებს პრეს­ტი­ჟულ გლო­ბა­ლურ ჯილ­დო­ებ­სა და აღი­ა­რე­ბას.

დღე­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით "მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ 18 რეს­ტო­რანს ფლობს და 1 400 ადა­მი­ანს ასაქ­მებს.

(R)

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

როგორი გამწლეულია საწყალი 

ლილე
0

წარმატებებიიი

ავტორი:

"მაკდონალდს საქართველოს“ ვაკის ფილიალის დირექტორი რეი კროკის პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

"მაკდონალდს საქართველოს“ ვაკის ფილიალის დირექტორი რეი კროკის პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

10 წელი "მაკდონალდს საქართველოსთან“ ერთად და ორი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო - "მაკდონალდს საქართველოს“ ვაკის ფილიალის დირექტორი ბესო მეფარიძე რეი კროკის სახელობის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი წელს ზედიზედ მეორედ გახდა.

ეს პრესტიჟული ჯილდო, რომელიც "მაკდონალდსის“ რესტორნების სულისჩამდგმელის რეი კროკის სახელს ატარებს, იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირებას, იქ მომუშავე გუნდის ეფექტურ და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ მუშაობას უზრუნველყოფენ, ასევე ზრუნავენ დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე. რეი კროკის პრესტიჟული ჯილდო "მაკდონალდს საქართველოს“ რესტორნების დირექტორთათვის ჯამში რიგით მეოთხე ჯილდოა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე მეორედ მხვდა წილად რეი კროკის ჯილდო, რომელსაც კომპანია "მაკდონალდსი“ რესტორნის მენეჯერებს გადასცემს საუკეთესო მართვისა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე იქ დასაქმებული ადამიანებისა და სტუმრების კეთლგანწყობის შექმნისთვის. წელს წილად მხვდა ბედნიერება, რომ ჩემი გუნდის და კომპანიის გვერდში დგომის წყალობით, ამ ჯილდოს უკვე ორგზის მფლობელი ვარ“, - ამბობს ბესო მეფარიძე.

პრესტიჟული ჯილდო მაკდონალდსის ვაკის რესტორნის დირექტორს ორლანდოში, მაკდონალდსის მსოფლიო კონვენციაზე გამართულ დაჯილდოების მასშტაბურ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელსაც 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

ბესო მეფარიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ეს ჯილდო მის პროფესიულ კარიერაში უდიდესი მოვლენაა, დიდი პასუხისმგებლობაცაა.

"ჩვენ ყოველდღიურად ბოლომდე ვიხარჯებით, რომ არა მხოლოდ გუნდში შევქმნათ კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო, არამედ გავამართლოთ ჩვენი მომხმარებლის ნდობა და "მაკდონალდსის“ რესტორნებში მოსულ თითოეულ მომხმარებელს სათანადოდ მოვემსახუროთ“, - აღნიშნავს ვაკის "მაკდონალდსის“ რესტორნის დირექტორი.

როგორც ბესო მეფარიძე ამბობს, "მაკდონალდს საქართველო“ მისთვის ერთი დიდი ოჯახია, სადაც მუშაობის დაწყების დღიდან თავს ბედნიერად გრძნობს, ვინაიდან სწორედ ამ გარემომ შეუწყო ხელი მის პიროვნულ და წარმატებულ პროფესიონალად ჩამოყალიბებას.

"რა თქმა უნდა, ყოველდღიურად სირთულეებიც არის. თუმცა ის პოზიტიური ასპექტები, რომელიც მუშაობის პროცესში გვაქვს, ფარავს ამ გამოწვევებს. "მაკდონალდსში“ დასაქმების მსურველებს ვეტყოდი, რომ მათ სწორი არჩევანი აქვთ გაკეთებული, რადგან ჩვენს კომპანიაში იპოვიან იმ გასაღებს, რომელიც წარმატების მოტანისა და იმ ბედნიერების გარანტიაა, რომელსაც თავადაც ყოველდღიურად განვიცდი“, - ამბობს ბესო მეფარიძე.

სწორედ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, მომსახურების მაღალი ხარისხი, თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა, მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა არის იმის საფუძველი, რის გამოც "მაკდონალდს საქართველოს“ რესტორნებში მუშაობა გამორჩეულია.

ამას ადასტურებს "მაკდონალდს საქართველოს“ 23-წლიანი ისტორია, რომელიც დღემდე მომსახურების სფეროსა და ბიზნესსექტორში სამაგალითი სტანდარტების დანერგვასთან ასოცირდება. ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების წყალობით კომპანია მუდმივად იღებს პრესტიჟულ გლობალურ ჯილდოებსა და აღიარებას.

დღეისთვის საქართველოს მასშტაბით "მაკდონალდს საქართველო“ 18 რესტორანს ფლობს და 1 400 ადამიანს ასაქმებს.

(R)