სამართალი
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის უმღერის სოსო პავლიაშვილი, შვილთან ერთად, კურსკში? - მომღერლის ტურნე ოკუპანტების გასამხნევებლად
ვის უმღერის სოსო პავლიაშვილი, შვილთან ერთად, კურსკში? - მომღერლის ტურნე ოკუპანტების გასამხნევებლად

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რალი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე კონ­ცერ­ტის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"მე­ო­რე დღე კურსკში. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ლტოლ­ვი­ლებ­მა გა­ი­ღი­მეს...“

დიახ, არ მო­გეჩ­ვე­ნათ, ის, რო­გორ ირ­კვე­ვა, მე­ო­რე დღეა, რაც კურსკის რე­გი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბის, დონ­ბა­სი­სა და უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქე­ბი­დან ლტოლ­ვი­ლი, უმე­ტეს შე­მე­თხვე­ვა­ში რუ­სე­თის მხა­რეს ძა­ლით გა­დაყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის კონ­ცერ­ტებს მარ­თავს.

სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ტურ­ნე­ში შვილ­თან - ლე­ვან­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. მამა-შვი­ლი სცე­ნი­დან ოკუ­პან­ტე­ბის გამ­ხნე­ვე­ბას ერ­თად ცდი­ლობს.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დი­ი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, პავ­ლი­აშ­ვი­ლი უკვე სტუმ­რობ­და ორელს, ბელ­გო­როდს, ბრი­ანსკს. ორ დღე­ში კურსკში მიმ­დი­ნა­რე კონ­ცერ­ტებს 1500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად რუს სამ­ხედ­რო­ებს უმ­ღე­რის კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლი გრე­გო­რი ლეპ­სიც, უფრო მეტი, ლეპს­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში დაჭ­რი­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბიც მო­ი­ნა­ხუ­ლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, პავ­ლი­აშ­ვი­ლის "გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი“ ტურ­ნეც დაჭ­რი­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბით დას­რულ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
0

საოცარი

ელგუჯა
0

იმპერიის იაფფასიანი გოშიებია, სოსიკა და ლეპსი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ვის უმღერის სოსო პავლიაშვილი, შვილთან ერთად, კურსკში? - მომღერლის ტურნე ოკუპანტების გასამხნევებლად

ვის უმღერის სოსო პავლიაშვილი, შვილთან ერთად, კურსკში? - მომღერლის ტურნე ოკუპანტების გასამხნევებლად

რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერალი სოსო პავლიაშვილი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე კონცერტის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს და წერს:

"მეორე დღე კურსკში. მადლობა ღმერთს, ლტოლვილებმა გაიღიმეს...“

დიახ, არ მოგეჩვენათ, ის, როგორ ირკვევა, მეორე დღეა, რაც კურსკის რეგიონის მცხოვრებლების, დონბასისა და უკრაინის ქალაქებიდან ლტოლვილი, უმეტეს შემეთხვევაში რუსეთის მხარეს ძალით გადაყვანილი ადამიანებისთვის და რუსი სამხედროებისთვის კონცერტებს მართავს.

სოსო პავლიაშვილი ტურნეში შვილთან - ლევანთან ერთად იმყოფება. მამა-შვილი სცენიდან ოკუპანტების გამხნევებას ერთად ცდილობს.

როგორც რუსული მედიიდან გავარკვიეთ, პავლიაშვილი უკვე სტუმრობდა ორელს, ბელგოროდს, ბრიანსკს. ორ დღეში კურსკში მიმდინარე კონცერტებს 1500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. სოსო პავლიაშვილის პარალელურად რუს სამხედროებს უმღერის კიდევ ერთი ქართული წარმოშობის მომღერალი გრეგორი ლეპსიც, უფრო მეტი, ლეპსმა საავადმყოფოებში დაჭრილი რუსი ჯარისკაცებიც მოინახულა. სავარაუდოდ, პავლიაშვილის "გულის ამაჩუყებელი“ ტურნეც დაჭრილი რუსი ჯარისკაცების მონახულებით დასრულდება.