სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპრილში მრავალი დასახელების პროდუქტზე გაზრდილია ფასი - ნახეთ ჩამონათვალი და საქსტატის ინფორმაცია: რა რამდენით გაძვირდა?
აპრილში მრავალი დასახელების პროდუქტზე გაზრდილია ფასი - ნახეთ ჩამონათვალი და საქსტატის ინფორმაცია: რა რამდენით გაძვირდა?

2022 წლის აპ­რილ­ში, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, ინფლა­ცი­ის დო­ნემ სა­ქარ­თვე­ლო­ში 1.8 პრო­ცენ­ტი, ხოლო წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 12.8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი აქ­ვეყ­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ას, "საქსტა­ტი" ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 2022 წლის აპ­რილ­ში, გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 5.0 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, ხოლო თამ­ბა­ქოს გა­რე­შე წლი­უ­რი სა­ბა­ზო ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5.7 პრო­ცენ­ტით გა­ნი­სა­ზღვრა.

„ყო­ველ­თვი­უ­რი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე: სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 3.3 პრო­ცენ­ტით, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე 1.11 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა.

ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი (9.0 პრო­ცენ­ტი), ზეთი და ცხი­მი (7.4 პრო­ცენ­ტი), პური და პურპრო­დუქ­ტე­ბი (4.7 პრო­ცენ­ტი), ყავა, ჩაი და კა­კაო (4.1 პრო­ცენ­ტი), თევ­ზე­უ­ლი (3.5 პრო­ცენ­ტი), ხილი და ყუ­რძე­ნი (3.2 პრო­ცენ­ტი), ხორ­ცი და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი (2.2 პრო­ცენ­ტი), შა­ქა­რი, ჯემი და სხვა ტკბი­ლე­უ­ლი (1.8 პრო­ცენ­ტი);

ტრან­სპორ­ტის ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 3.7 პრო­ცენ­ტით, რაც 0.46 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა მთლი­ა­ნი ინ­დექ­სის ზრდა­ზე. ფა­სე­ბი გაზ­რდი­ლია სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (4.6 პრო­ცენ­ტი) და პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე (3.9 პრო­ცენ­ტი); ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი: ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 4.9 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ტე­ბა, რაც თვის ინფლა­ცი­ა­ზე 0.17 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია რო­გორც ფეხ­საც­მლის (9.5 პრო­ცენ­ტი), ისე ტან­საც­მლის (2.9 პრო­ცენ­ტი) ქვეჯ­გუ­ფებ­ზე“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"საქსტა­ტის“ ცნო­ბით, წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე: სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი: ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 21.3 პრო­ცენ­ტით, რაც წლი­ურ ინფლა­ცი­ა­ზე 6.77 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა.

"ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი (46.2 პრო­ცენ­ტი), პური და პურპრო­დუქ­ტე­ბი (28.8 პრო­ცენ­ტი), მი­ნე­რა­ლუ­რი და წყა­როს წყა­ლი, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი (24.1 პრო­ცენ­ტი), ზეთი და ცხი­მი (20.8 პრო­ცენ­ტი), შა­ქა­რი, ჯემი და სხვა ტკბი­ლე­უ­ლი (19.3 პრო­ცენ­ტი), თევ­ზე­უ­ლი (18.9 პრო­ცენ­ტი), რძე, ყვე­ლი და კვერ­ცხი (18.0 პრო­ცენ­ტი), ყავა, ჩაი და კა­კაო (17.6 პრო­ცენ­ტი), ხილი და ყუ­რძე­ნი (14.4 პრო­ცენ­ტი), ხორ­ცი და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი (10.9 პრო­ცენ­ტი);

ტრან­სპორ­ტის ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 22.4 პრო­ცენ­ტით, რაც 2.7 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა მთლი­ა­ნი ინ­დექ­სის ზრდა­ზე. ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე (29.1 პრო­ცენ­ტი), სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (10.8 პრო­ცენ­ტი) და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა­ზე (3.9 პრო­ცენ­ტი); სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, წყა­ლი, ელ.ენერ­გია, აირი: ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 9.4 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ტე­ბა, რაც 0.97 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა წლი­ურ ინფლა­ცი­ა­ზე. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: სა­ცხოვ­რებ­ლის მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლა და შე­კე­თე­ბა (14.4 პრო­ცენ­ტი), ელექტრო­ე­ნერ­გია, აირი და სათ­ბო­ბის სხვა სა­ხე­ე­ბი (11.2 პრო­ცენ­ტი) და ფაქ­ტი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი სა­ცხოვ­რე­ბელ­ზე (6.5 პრო­ცენ­ტი)“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია „საქსტა­ტის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
0

აღდგომის წინა დღეებში, ასათიანის და ვაჟა ფშაველას გადაკვეთაზე, ხილ - ბოსტნეულის მაღაზიაში, დედაკაცი მომცრო პლასტმასის კონტეინერებით ალუჩას ყიდდა. ფასი - 15 ლარი ! კონტეინერში ალუჩების რაოდენობა ათიდან თორმეტამდე მერყეობდა. აბა, თუ გამოიცნობთ, რა ღირდა ერთი ცალი ალუჩა ?

Lasha
0

აკი ანტუნიმ, დუღს ეკონომიკაო?!?...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

აპრილში მრავალი დასახელების პროდუქტზე გაზრდილია ფასი - ნახეთ ჩამონათვალი და საქსტატის ინფორმაცია: რა რამდენით გაძვირდა?

აპრილში მრავალი დასახელების პროდუქტზე გაზრდილია ფასი - ნახეთ ჩამონათვალი და საქსტატის ინფორმაცია: რა რამდენით გაძვირდა?

2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, "საქსტატი" ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 1.11 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.1 პროცენტი), თევზეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.8 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა.

"ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (28.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (20.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.3 პროცენტი), თევზეული (18.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (14.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.9 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4 პროცენტით, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.4 პროცენტიანი მატება, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (6.5 პროცენტი)“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.