პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამსახურდია და სააკაშვილი თუნდაც დაბრუნების შეცდომით ჰგვანან ერთმანეთს... დაგვიანებული არ იყოს" - რას წერს ლაშა ბუღაძე?
"გამსახურდია და სააკაშვილი თუნდაც დაბრუნების შეცდომით ჰგვანან ერთმანეთს... დაგვიანებული არ იყოს" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა. ის პა­რა­ლელს ავ­ლებს სა­ა­კაშ­ვილ­სა და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შო­რის და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბით ორი­ვემ შეც­დო­მა და­უშ­ვეს.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა და ამ სა­კი­თხზე გულ­გრი­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

"იმე­დია, ეს ორი მოვ­ლე­ნა ტრა­გიზ­მით არ და­ემ­სგავ­სე­ბა ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ანა­ლო­გი­ას მა­ინც ვი­პო­ვით: პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა შეც­დო­მა იყო. ის მოკ­ლეს (ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბა - თუკი ეს თვით­მკვლე­ლო­ბა იყო - მკვლე­ლო­ბაა).

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა შეც­დო­მა იყო. მის დი­აგ­ნოზს ის სიკ­ვდი­ლამ­დე მი­ყავს და თუკი ეს მკვლე­ლო­ბა არაა, უთუ­ოდ სიკ­ვდი­ლის ხელ­შე­წყო­ბაა.

ისი­ნი თუნ­დაც დაბ­რუ­ნე­ბის შეც­დო­მით გვა­ნან ერ­თმა­ნეთს.

პირ­ვე­ლიც სა­კა­მა­თო ფი­გუ­რა იყო იმ დრო­ის ქარ­თვე­ლე­ბის­თვის და მე­ო­რეც სა­კა­მა­თოა ამ დრო­ის ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. მაგ­რამ სა­კა­მა­თო არაა შეც­დო­მა, რო­მე­ლიც იმ დრო­ის ქარ­თვე­ლებ­მა და­უშ­ვეს და შე­საძ­ლოა ამ დრო­ის ქარ­თვე­ლებ­მაც და­ვუშ­ვათ:

ეს შეც­დო­მა გულ­გრი­ლო­ბა, "ეს მე არ მე­ხე­ბა" პო­ზი­ცია და კვა­ზი­პო­ლი­ტი­კურ ემო­ცი­ურ არ­გუ­მენ­ტად ქცე­უ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაა ის­ტო­რი­ულ-პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის მი­მართ, რო­მე­ლიც სწო­რედ ის­ტო­რი­უ­ლად არ იმ­სა­ხუ­რებს ქვეყ­ნის­გან ასეთ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და სა­ნა­ნე­ბელ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ხომ ჯობ­და, რომ გამ­სა­ხურ­დი­ას ეცო­ცხლა? ჯობ­და.

ჰოდა, 30 წელი უნდა გა­ვი­დეს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც იგი­ვე ვთქვათ? დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი არ იყოს" - წერს ბუ­ღა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
0

შენ ელეთ-მელეთმა უკვე გაიარა?! :)))) რაო ის რუსი აგენტი რომ აღმოაჩინე ხომ არ დაგიჭერია ?!:)) ვაი რომ ილიას და აკაკის ქვეყანაში შენც მწერალი გქვია....

არსენა.
2

ზვიადის იმიტომ შეადარა სააკასშვილი რომ. კიდევ ერთხელ ეგინებინა ხალხს მიშაზე. აიტ მალადეც. ფსიქოლოგი ყოფილხარ. ფსიქოლოგი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გამსახურდია და სააკაშვილი თუნდაც დაბრუნების შეცდომით ჰგვანან ერთმანეთს... დაგვიანებული არ იყოს" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

"გამსახურდია და სააკაშვილი თუნდაც დაბრუნების შეცდომით ჰგვანან ერთმანეთს... დაგვიანებული არ იყოს" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თემას ეხმაურება. ის პარალელს ავლებს სააკაშვილსა და ზვიად გამსახურდიას შორის და ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებით ორივემ შეცდომა დაუშვეს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა და ამ საკითხზე გულგრილობა არ შეიძლება.

"იმედია, ეს ორი მოვლენა ტრაგიზმით არ დაემსგავსება ერთმანეთს, მაგრამ ანალოგიას მაინც ვიპოვით: პრეზიდენტ გამსახურდიას საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო. ის მოკლეს (ალყაში მოქცეულის თვითმკვლელობა - თუკი ეს თვითმკვლელობა იყო - მკვლელობაა).

პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო. მის დიაგნოზს ის სიკვდილამდე მიყავს და თუკი ეს მკვლელობა არაა, უთუოდ სიკვდილის ხელშეწყობაა.

ისინი თუნდაც დაბრუნების შეცდომით გვანან ერთმანეთს.

პირველიც საკამათო ფიგურა იყო იმ დროის ქართველებისთვის და მეორეც საკამათოა ამ დროის ქართველებისთვის. მაგრამ საკამათო არაა შეცდომა, რომელიც იმ დროის ქართველებმა დაუშვეს და შესაძლოა ამ დროის ქართველებმაც დავუშვათ:

ეს შეცდომა გულგრილობა, "ეს მე არ მეხება" პოზიცია და კვაზიპოლიტიკურ ემოციურ არგუმენტად ქცეული გაღიზიანებაა ისტორიულ-პოლიტიკური ფიგურის მიმართ, რომელიც სწორედ ისტორიულად არ იმსახურებს ქვეყნისგან ასეთ უპასუხისმგებლო და სანანებელ დამოკიდებულებას. ხომ ჯობდა, რომ გამსახურდიას ეცოცხლა? ჯობდა.

ჰოდა, 30 წელი უნდა გავიდეს, რომ სააკაშვილზეც იგივე ვთქვათ? დაგვიანებული არ იყოს" - წერს ბუღაძე.