სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ფიქრობთ რაჭველები? მესამედი ტერიტორია რომ ერთი ადამიანის ხელში ხვდება, დაწვრილებით არ უნდა იყოს ცნობილი, რას მოიტანს ეს?" - რას წერს ფანჯიკიძე?
"რას ფიქრობთ რაჭველები? მესამედი ტერიტორია რომ ერთი ადამიანის ხელში ხვდება, დაწვრილებით არ უნდა იყოს ცნობილი, რას მოიტანს ეს?" - რას წერს ფანჯიკიძე?

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, და­ვით ხი­და­შე­ლის­თვის რა­ჭის ტყის ნა­წი­ლის იჯა­რით გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ფან­ჯი­კი­ძე წერს, რომ როცა ტყის მე­სა­მე­დი ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში ხვდე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ჯა­რო იყოს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რას გეგ­მავს მე­ი­ჯა­რე.

"რა­დი­კა­ლურ­მა ნაც-ქო­ცო­ბამ და სან­დო ადა­მი­ა­ნე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ციტ­მა რა ჰქმნა იცით? თუ რამე ძა­ლი­ან ცხა­დი და მკა­ფი­ოდ კარ­გი არაა, რა არის ძა­ლი­ან ცუდი და რა ისე­რა ცუდი, ვე­ღარ ვერ­კვე­ვი მარ­ტი­ვად, ვე­ღარც სე­რი­ო­ზულ გა­მო­ძი­ე­ბას ვა­ტა­რებ ყვე­ლა­ფერ­ზე და მკა­ფიო აზ­რის გა­ფორ­მე­ბა, რო­მე­ლი­მეს მიერ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მსხვერ­პლო­ბის ში­შით აღარ გა­მომ­დის. აი მა­გა­ლი­თად, მე­სა­მე­დი რაჭა ერთ კაცს რომ მიჰ­ყი­დეს, ხომ გა­ი­გეთ? ეს კაცი რუ­სებ­ზე მე­ტად რუ­სი­აო, ნა­ცებ­მა. გა­მის­კდა გული და შევ­კივ­ლე. პა­სუ­ხად გა­მო­დეს ქო­ცებ­მა ბი­ოგ­რა­ფია - და­სავ­ლურ ფონ­დებ­ში და კომ­პა­ნი­ებ­ში უმუ­შა­ვია ამ კაც­სო, არც ისე რუ­სია, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვი­თო. და­ვი­ბე­ნი. რა­ტომ მი­ყი­დეს­მეთ­ქი? ბი­ზო­ნებს მო­ა­შე­ნებს რა­ჭის ტყე­შიო.

ბი­ზო­ნე­ბი და ფა­უ­ნა მიყ­ვარს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მაგ­რამ რად გვინ­და ბი­ზო­ნე­ბი­მეთ­ქი, ისევ და­ვი­ბე­ნი და მე­რე­მეთ­ქი? მე­რეო, რომ მო­ა­შე­ნებს, თო­ფი­ა­ნი კა­ცე­ბი მოვ­ლენ და იმ ბი­ზო­ნებს და­ხო­ცა­ვე­ნო, ნა­დი­რო­ბა ჰქვია ამ სპორ­ტსო, კაი, მა­გის დე­და­ვა­ტი­რე­მეთ­ქი. სა­ბო­ლო­ოდ, კარ­გია ეს რა­ჭის­თვის, თუ ცუდი, ვე­ღა­რა­ფე­რი გა­ვი­გე და ახლა დარ­წმუ­ნე­ბით იმა­ზე ვარ აღ­შფო­თე­ბუ­ლი, ასე ია­ფად რომ გაგ­ვყი­დეს. მი­ლი­ონ ლა­რად! რა­ჭის მე­სა­მე­დი მი­ლი­ონ ლა­რად.

ისე ვართ გა­მა­თხოვ­რე­ბუ­ლი, მი­ლი­ო­ნი ხმა­მაღ­ლა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ეს­მას ვინ­მეს, თუნ­დაც ლარი, მაგ­რამ მი­ლი­ო­ნი ლარი ამ მდი­და­რი კა­ცე­ბის სა­ა­გა­რა­კო სახ­ლის ერთი სარ­თუ­ლის ფას­ზე ნაკ­ლე­ბია. ძვი­რად რომ ეყი­და და ის თან­ხა რა­ჭის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას მოხ­მა­რე­ბო­და, კი­დევ ერთხელ და­ვიბ­ნე­ო­დი, მაგ­რამ რა­ღაც კარ­გიც გახ­დე­ბო­და ხი­ლუ­ლი. ხოდა, რას ფიქ­რობთ რაჭ­ვე­ლე­ბი? მე­სა­მე­დი ტე­რი­ტო­რია როცა ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში ხვდე­ბა, ძა­ლი­ან დაწ­ვრი­ლე­ბით არ უნდა იყოს ცნო­ბი­ლი, რას მო­ი­ტანს ეს, ვის­თვის მო­ი­ტანს, რას ავ­ნებს და ა.შ.? ფაქ­ტებ­ში გარ­კვე­ვა ად­ვი­ლი საქ­მე არაა და რას ამ­ბობს რა­ჭუ­ლი გული და ინ­ტუ­ი­ცია? და­ვი­ღუ­პეთ-ყე, თუ მა­გის დარ­დი არა გვქონ­დეს?" - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მის ერთ-ერ­თმა ფი­გუ­რან­ტმა, და­ვით ხი­და­შელ­მა რი­ყის დო­ქე­ბის შემ­დეგ, ახლა უკვე რა­ჭა­ში, 104 ათა­სი ჰექ­ტა­რი ტყე 49-წლი­ა­ნი იჯა­რით მი­ი­ღო. ის რუ­სუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ის " სის­ტე­მის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, სან­ქცი­რე­ბუ­ლი რუსი ოლი­გარ­ქის, ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვის პარტნი­ო­რი და მე­გო­ბა­რია.

ტყის გა­და­ცე­მის სა­კი­თხზე ხი­და­შელ­მა გან­მარ­ტე­ბა გუ­შინ გა­ა­კე­თა:

"რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას რა­ჭა­ში სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მე ვფლობ რამ­დე­ნი­მე სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბას მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით - აფ­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში. დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­საც ჰქონ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბა.

4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­მარ­თავ­დი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს 20-მდე სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბა და არც ერთი არ არის მი­მარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის სარ­გებ­ლო­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხო­ველ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯი­შე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და მქონ­და სურ­ვი­ლი აღ­მედ­გი­ნა. შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან მი­ვი­ღე რე­კო­მენ­და­ცია, რომ რაჭა იყო ის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ცხო­ველ­თა ჯი­შე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი წე­სით აღ­დგე­ნა მოხ­დე­ბო­და.

ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე წე­ლია ვთა­ნამ­შრომ­ლობ ეს­პა­ნურ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც ფლობს გა­რე­უ­ლი ღო­რე­ბის ფერ­მებს და სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქვს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაქვს სურ­ვი­ლი გან­ვა­ვი­თა­რო სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი არა მხო­ლოდ რა­ჭა­ში, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, რი­თაც ისარ­გებ­ლე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­წლი­უ­რად ჩა­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თუ ვინ­მეს სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში შე­მო­მი­ერ­თდეს, აი­ღოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მო­უვ­ლის ტყეს და აღად­გენს ცხო­ველ­თა ჯი­შებს, სი­ა­მოვ­ნე­ბით შევ­ქმნი ამ­ხა­ნა­გო­ბას და მივ­ცემ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ. გარ­და ამ პრო­ექ­ტი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებ 47 პრო­ექტს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ყვე­ლა სფე­როს და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­თი­თა­ოდ ყვე­ლა პრო­ექ­ტზე გა­ვავ­რცე­ლებ გან­ცხა­დე­ბებს და მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდი. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ, გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ორ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, სა­დაც გაჟ­ღერ­და სა­ხე­ლი "და­ვი­თი“, რის შემ­დე­გაც ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მომ­მარ­თა კო­მენ­ტა­რის­თვის. მო­რი­გი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი რომ არ მოხ­დეს, გა­დავ­წყვი­ტე მე თვი­თონ გა­ვა­კე­თო გან­მარ­ტე­ბა" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

რას ფიქრობთ რაჭველები ხაზარაძე რომ თქვენი კუთხიდან არის და გამოასახლა ნახევარი საქარველო საკუთარი სახლებიდან?

მევახშეებზე წერე ნათუკი.დაიკო მოგვიკითხე კიდო!!!

კ ო მ ბ ლ ე
3

ერთმანეთის ხოცვას ვდიოთ ბიზონებს და ვხოცოთ არ ჯობია? მარა ჩვენ ვინ მიგვასუნინებს მანდ, თუ მიგვიშვეს და ერთ ბიზონს ცხრა ბოინგის ფასს დაგვიფასებენ, 

იქნებ საკურდღლე გაგვეხსნა? მალეც მრავლდება და თან წასაღებად მჩატეა, აბა მოკლულ ბიზონს რა ათრევს ტოო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რას ფიქრობთ რაჭველები? მესამედი ტერიტორია რომ ერთი ადამიანის ხელში ხვდება, დაწვრილებით არ უნდა იყოს ცნობილი, რას მოიტანს ეს?" - რას წერს ფანჯიკიძე?

"რას ფიქრობთ რაჭველები? მესამედი ტერიტორია რომ ერთი ადამიანის ხელში ხვდება, დაწვრილებით არ უნდა იყოს ცნობილი, რას მოიტანს ეს?" - რას წერს ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყის ნაწილის იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით.

ფანჯიკიძე წერს, რომ როცა ტყის მესამედი ერთი ადამიანის ხელში ხვდება, აუცილებელია საჯარო იყოს ინფორმაცია, თუ რას გეგმავს მეიჯარე.

"რადიკალურმა ნაც-ქოცობამ და სანდო ადამიანების მწვავე დეფიციტმა რა ჰქმნა იცით? თუ რამე ძალიან ცხადი და მკაფიოდ კარგი არაა, რა არის ძალიან ცუდი და რა ისერა ცუდი, ვეღარ ვერკვევი მარტივად, ვეღარც სერიოზულ გამოძიებას ვატარებ ყველაფერზე და მკაფიო აზრის გაფორმება, რომელიმეს მიერ მანიპულაციის მსხვერპლობის შიშით აღარ გამომდის. აი მაგალითად, მესამედი რაჭა ერთ კაცს რომ მიჰყიდეს, ხომ გაიგეთ? ეს კაცი რუსებზე მეტად რუსიაო, ნაცებმა. გამისკდა გული და შევკივლე. პასუხად გამოდეს ქოცებმა ბიოგრაფია - დასავლურ ფონდებში და კომპანიებში უმუშავია ამ კაცსო, არც ისე რუსია, როგორც ერთი შეხედვითო. დავიბენი. რატომ მიყიდესმეთქი? ბიზონებს მოაშენებს რაჭის ტყეშიო.

ბიზონები და ფაუნა მიყვარს, მოგეხსენებათ, მაგრამ რად გვინდა ბიზონებიმეთქი, ისევ დავიბენი და მერემეთქი? მერეო, რომ მოაშენებს, თოფიანი კაცები მოვლენ და იმ ბიზონებს დახოცავენო, ნადირობა ჰქვია ამ სპორტსო, კაი, მაგის დედავატირემეთქი. საბოლოოდ, კარგია ეს რაჭისთვის, თუ ცუდი, ვეღარაფერი გავიგე და ახლა დარწმუნებით იმაზე ვარ აღშფოთებული, ასე იაფად რომ გაგვყიდეს. მილიონ ლარად! რაჭის მესამედი მილიონ ლარად.

ისე ვართ გამათხოვრებული, მილიონი ხმამაღლა შეიძლება ჩაესმას ვინმეს, თუნდაც ლარი, მაგრამ მილიონი ლარი ამ მდიდარი კაცების სააგარაკო სახლის ერთი სართულის ფასზე ნაკლებია. ძვირად რომ ეყიდა და ის თანხა რაჭის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარებოდა, კიდევ ერთხელ დავიბნეოდი, მაგრამ რაღაც კარგიც გახდებოდა ხილული. ხოდა, რას ფიქრობთ რაჭველები? მესამედი ტერიტორია როცა ერთი ადამიანის ხელში ხვდება, ძალიან დაწვრილებით არ უნდა იყოს ცნობილი, რას მოიტანს ეს, ვისთვის მოიტანს, რას ავნებს და ა.შ.? ფაქტებში გარკვევა ადვილი საქმე არაა და რას ამბობს რაჭული გული და ინტუიცია? დავიღუპეთ-ყე, თუ მაგის დარდი არა გვქონდეს?" - წერს ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა და კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, დავით ხიდაშელმა რიყის დოქების შემდეგ, ახლა უკვე რაჭაში, 104 ათასი ჰექტარი ტყე 49-წლიანი იჯარით მიიღო. ის რუსული კორპორაციის " სისტემის” დამფუძნებლის, სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარია.

ტყის გადაცემის საკითხზე ხიდაშელმა განმარტება გუშინ გააკეთა:

"რაც შეეხება ინფორმაციას რაჭაში სანადირო მეურნეობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ მე ვფლობ რამდენიმე სანადირო მეურნეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით - აფრიკასა და ევროპაში. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოსაც ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სანადირო მეურნეობა.

4 წლის განმავლობაში მივმართავდი საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საქართველოში არსებობს 20-მდე სანადირო მეურნეობა და არც ერთი არ არის მიმართული მოსახლეობისა და ტურისტების სარგებლობისთვის. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა გარკვეული ჯიშები განადგურებულია და მქონდა სურვილი აღმედგინა. შესაბამისი სპეციალისტებისგან მივიღე რეკომენდაცია, რომ რაჭა იყო ის ტერიტორია, სადაც ცხოველთა ჯიშების ბუნებრივი წესით აღდგენა მოხდებოდა.

ასევე, რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ ესპანურ კომპანიასთან, რომელიც ფლობს გარეული ღორების ფერმებს და საქართველოშიც აქვს თავისი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, მაქვს სურვილი განვავითარო სანადირო მეურნეობები არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, რითაც ისარგებლებენ ადგილობრივი მოსახლეობაც და რამდენიმე მილიონი ტურისტი, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან საქართველოში.

თუ ვინმეს სურვილი ექნება საქართველოში სანადირო მეურნეობების განვითარების საქმეში შემომიერთდეს, აიღოს ვალდებულება, რომ მოუვლის ტყეს და აღადგენს ცხოველთა ჯიშებს, სიამოვნებით შევქმნი ამხანაგობას და მივცემ შესაძლებლობას ამ სფეროს განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ. გარდა ამ პროექტისა, საქართველოში ვახორციელებ 47 პროექტს, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სათითაოდ ყველა პროექტზე გავავრცელებ განცხადებებს და მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდი. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ, გაურკვეველი წარმომავლობის ორ აუდიოჩანაწერს, სადაც გაჟღერდა სახელი "დავითი“, რის შემდეგაც ბევრმა ჟურნალისტმა მომმართა კომენტარისთვის. მორიგი სპეკულაციები რომ არ მოხდეს, გადავწყვიტე მე თვითონ გავაკეთო განმარტება" - აღნიშნულია განცხადებაში.