რუსეთმა Google 4 მილიონი რუბლით (დაახლოებით $50,000) დააჯარიმა, რადგან უკრაინის ომის შესახებ "ყალბი" ინფორმაცია არ წაშალა. ინფორმაციას "როიტერსი“ რუსულ საინფორმაციო სააგენტო "ტასზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსეთის სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ "როსკომნადზორმა“ აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ ის YouTube-ზე სიყალბეების გავრცელებისთვის Google-ის დასასჯელად ზომებს იღებდა. რუსეთის მარგულირებელმა ამერიკული კომპანია გააფრთხილა, რომ დაჯარიმდებოდა, თუ იგი "როსკომნადზორის“ მოთხოვნას არ დაემორჩილებოდა.
და რუსეთი საკუთარ თავს სიყალბის და ტყუილების, კონსტიტუციის უამრავი დარღვევის გამო არ დააჯარიმებს?
Ძაღლი ჰყეფს და ქარავანი მიდის