პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავეს პირი, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, მცირეწლოვან შვილზე და მეუღლის დედაზე - "დაუმტვრია ტელეფონი და ჩაკეტა სახლში..."
დააკავეს პირი, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, მცირეწლოვან შვილზე და მეუღლის დედაზე - "დაუმტვრია ტელეფონი და ჩაკეტა სახლში..."

პო­ლი­ცი­ამ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ერთი პირი და­ა­კა­ვა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.გ. მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბის, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის, ოჯა­ხის წევ­რის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის, მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რის და ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ დ.გ. მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით, გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, მე­უღ­ლეს - 1996 წელს და­ბა­დე­ბულ ე.ღ.-ს სის­ტე­მა­ტუ­რად აყე­ნებ­და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბო­და.

ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 5 აპ­რილს ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და მე­უღ­ლე­ზე, წა­არ­თვა მას ტე­ლე­ფო­ნი და და­უმტვრია, რათა პო­ლი­ცი­ა­ში არ და­ე­რე­კა, რის შემ­დე­გაც ჩა­კე­ტა სახ­ლში და მე­ო­რე დი­ლამ­დე არ აძ­ლევ­და სახ­ლი­დან გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ დ.გ-მ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა თა­ვის მცი­რე­წლო­ვან შვილს და მე­უღ­ლის დე­დას, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 11 პრი­მა-151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით, 126 პრი­მა მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით, 11 პრი­მა -126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „კ“ ქვე­პუნ­ქტით, 11 პრი­მა-187-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით, 11 პრი­მა-143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით, 126 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

მაგისნაირებმა აქ იგულაონ და ქალებმა ოჯახები არჩინონ არა?

მგელიკა მგელიაური
1

უუუუხ! შემოგევლოს მთელი ერი! ვერა და ვერ წაგვართმევენ ქართველობას სანამ ასეთი ვაჟკაცები ეყოლება ერს!!!.... თანაც მთიელი, ნასვამზე მანსარდა-წაყირავებული რომ იზავს?-მაგდენს ვერ იზავს მთელი მსოფლიო!.... მასეთი "ვაჟკაცების" დიდებაში ამოხდა ვაჟას სული!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

დააკავეს პირი, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, მცირეწლოვან შვილზე და მეუღლის დედაზე - "დაუმტვრია ტელეფონი და ჩაკეტა სახლში..."

დააკავეს პირი, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, მცირეწლოვან შვილზე და მეუღლის დედაზე - "დაუმტვრია ტელეფონი და ჩაკეტა სახლში..."

პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის, მცირეწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ ე.ღ.-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 აპრილს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, წაართვა მას ტელეფონი და დაუმტვრია, რათა პოლიციაში არ დაერეკა, რის შემდეგაც ჩაკეტა სახლში და მეორე დილამდე არ აძლევდა სახლიდან გასვლის შესაძლებლობას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.გ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მცირეწლოვან შვილს და მეუღლის დედას, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა -126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა-187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით.