სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბაზანაში ვიყავი, უცებ ბენი შემოვიდა, მუხლზე დაიჩოქა..." - ჯენიფერ ლოპესი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ სთხოვა ბენ აფლეკმა ხელი, უკვე მეორედ
"აბაზანაში ვიყავი, უცებ ბენი შემოვიდა, მუხლზე დაიჩოქა..." - ჯენიფერ ლოპესი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ სთხოვა ბენ აფლეკმა ხელი, უკვე მეორედ

"აბა­ზა­ნა­ში ვი­ყა­ვი, უცებ ბენი შე­მო­ვი­და, მუხ­ლზე და­ი­ჩო­ქა..." - ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა, თუ რო­გორ სთხო­ვა ბენ აფ­ლეკ­მა ხელი, უკვე მე­ო­რედ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი და ბენ აფ­ლე­კი უკვე მე­ო­რედ და­ი­ნიშ­ნენ, თუმ­ცა ჯე­ნის აქამ­დე ნიშ­ნო­ბის დე­ტა­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია.

ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი გულ­შე­მატ­კი­ვარს ახ­ლა­ხანს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ენ­დო და ბეჭ­დის ვი­დეო და ფო­ტო­ე­ბიც და­ურ­თო. ვი­დე­ო­სა და ფო­ტო­ებ­ში 3 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი, დიდი მწვა­ნე ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭე­დი ჩანს.

ჯე­ი­ლომ ხე­ლის თხოვ­ნის ის­ტო­რი­აც არ და­მა­ლა: "შა­ბათს ღა­მით, ჩემს საყ­ვა­რელ ად­გი­ლას ყოფ­ნი­სას (აბა­ზან­ში). ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი მუხ­ლზე დად­გა და ცო­ლო­ბა მთხო­ვა".

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი ამ­ბობს, რომ მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ხე­ლის თხოვ­ნა ასეთ დროს და ად­გი­ლას და სი­ცილ­თან ერ­თად ტი­რი­ლიც და­ი­წყო: "არ მჯე­რო­და, რომ 20 წლის შემ­დეგ ეს ისევ ხდე­ბო­და," - წერს ლო­პე­სი.

"ხმას ვერ ვი­ღებ­დი შო­კის­გან. მან მკი­თხა, ეს თან­ხმო­ბას ნიშ­ნავ­სო? პომ­პე­ზუ­რი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი რამ იყო, რისი წარ­მოდ­გე­ნაც შე­მეძ­ლო: მშვი­დი სა­ღა­მო სახ­ლში, ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს სა­მუ­და­მოდ ერ­თად ყოფ­ნას და გვერ­დით დგო­მას ჰპირ­დე­ბა. ორი ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი. ჩვენ მე­ო­რე შან­სი მოგ­ვე­ცა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის სა­პო­ნე­ლად", - ამ­ბობს ჯე­ნი­ფე­რი.

შემ­დეგ, ჯე­ი­ლომ ბეჭ­დის ფოტო ატ­ვირ­თა და მი­ა­წე­რა: "მწვა­ნე ყო­ველ­თვის იღ­ბლი­ა­ნი ფერი იყო ჩემ­თვის, ახლა კი ნამ­დვი­ლად სა­მუ­და­მოდ ასე იქ­ნე­ბა".

წყვი­ლის ქორ­წი­ლის თა­რი­ღი ჯერ უც­ნო­ბია, მაგ­რამ ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ წლის ბო­ლომ­დე ნამ­დვი­ლად იქორ­წი­ნე­ბენ.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
XX
0

ამ წყვილის სიყვარულის ისტორიაზე ფილმი ნამდვილად უნდა გადაიღოს ჰოლივუდმა :))

anastasia
0

რა მაგარია, ჯერ ასეთი სიყვარული და მერე ამდენი წლის მერეც ასეთი ურთიერთობა:)) თითქმის დაუჯერებელია, რომ დღეს ასეთი რომანტიული რამეები ხდება. ამ გოგოს გაუმართლა, მაგარი ვინმეა, ბოლომდე ირგებს ცხოვრებას:))))

კარგია, როცა სიყვარულში გიმართლებს, ეს ერთეულების ხვედრია:) იმედია, დიდხანს იქნებიან ერთად და კარგად:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"აბაზანაში ვიყავი, უცებ ბენი შემოვიდა, მუხლზე დაიჩოქა..." - ჯენიფერ ლოპესი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ სთხოვა ბენ აფლეკმა ხელი, უკვე მეორედ

"აბაზანაში ვიყავი, უცებ ბენი შემოვიდა, მუხლზე დაიჩოქა..." - ჯენიფერ ლოპესი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ სთხოვა ბენ აფლეკმა ხელი, უკვე მეორედ

"აბაზანაში ვიყავი, უცებ ბენი შემოვიდა, მუხლზე დაიჩოქა..." - ჯენიფერ ლოპესი დეტალურად ჰყვება, თუ როგორ სთხოვა ბენ აფლეკმა ხელი, უკვე მეორედ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი უკვე მეორედ დაინიშნენ, თუმცა ჯენის აქამდე ნიშნობის დეტალებზე არ უსაუბრია.

ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ მომღერალი გულშემატკივარს ახლახანს, სოციალური ქსელის საშუალებით გაენდო და ბეჭდის ვიდეო და ფოტოებიც დაურთო. ვიდეოსა და ფოტოებში 3 მილიონიანი, დიდი მწვანე ბრილიანტის ბეჭედი ჩანს.

ჯეილომ ხელის თხოვნის ისტორიაც არ დამალა: "შაბათს ღამით, ჩემს საყვარელ ადგილას ყოფნისას (აბაზანში). ჩემი სიყვარული მუხლზე დადგა და ცოლობა მთხოვა".

ჯენიფერ ლოპესი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ხელის თხოვნა ასეთ დროს და ადგილას და სიცილთან ერთად ტირილიც დაიწყო: "არ მჯეროდა, რომ 20 წლის შემდეგ ეს ისევ ხდებოდა," - წერს ლოპესი.

"ხმას ვერ ვიღებდი შოკისგან. მან მკითხა, ეს თანხმობას ნიშნავსო? პომპეზური არაფერი ყოფილა, მაგრამ ეს ყველაზე რომანტიკული რამ იყო, რისი წარმოდგენაც შემეძლო: მშვიდი საღამო სახლში, ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს სამუდამოდ ერთად ყოფნას და გვერდით დგომას ჰპირდება. ორი ძალიან იღბლიანი ადამიანი. ჩვენ მეორე შანსი მოგვეცა ნამდვილი სიყვარულის საპონელად", - ამბობს ჯენიფერი.

შემდეგ, ჯეილომ ბეჭდის ფოტო ატვირთა და მიაწერა: "მწვანე ყოველთვის იღბლიანი ფერი იყო ჩემთვის, ახლა კი ნამდვილად სამუდამოდ ასე იქნება".

წყვილის ქორწილის თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ნამდვილად იქორწინებენ.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა