პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა ბანკის მმართველი იყო, თუმცა ამ საქმის გამო თავი დაანება... ჩვენი ღვინო პრინც ჰარის ქორწილში დალიეს" - კავკასიონის ძირას გაშენებული მეურნეობა და მირიანაშვილების "სამოთხე"
"მამა ბანკის მმართველი იყო, თუმცა ამ საქმის გამო თავი დაანება... ჩვენი ღვინო პრინც ჰარის ქორწილში დალიეს" - კავკასიონის ძირას გაშენებული მეურნეობა და მირიანაშვილების "სამოთხე"

მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლე­ბის სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის ამ­ბა­ვი დიდი ხა­ნია, ყვა­რელს გას­ცდა. მათი წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე იყი­დე­ბა. მდი­ნა­რე ჩელ­თის ნა­პირ­ზე და­წუ­რუ­ლი ღვი­ნის ამ­ბა­ვი ბრი­ტა­ნეთ­შიც გა­ი­გეს და პრინც ჰა­რის სა­მე­ფო ქორ­წილ­ში ჭი­ქებ­ში ჩა­მო­ის­ხა... ახლა სწო­რედ ამ ღვი­ნის ამ­ბავს გიყ­ვე­ბით.

ანა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი:

- ჩვენს მე­ურ­ნე­ო­ბას სა­ფუძ­ვე­ლი 2001 წელს ჩა­ე­ყა­რა. მა­მა­ჩემ­მა, გი­ორ­გი მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა და­ა­არ­სა კომ­პა­ნია. სა­ერ­თოდ, ოჯა­ხი 100 წელ­ზე მე­ტია, მეღ­ვი­ნე­ო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მო­შო­ბით შილ­და­დან ვართ და ეს ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის სო­ფე­ლია, მა­მამ ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან და­ი­წყო, მიწა შე­ი­ძი­ნა. მა­ნამ­დე მი­წის არა­ერ­თი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო­ნი­ა­და­გი­ან ად­გილს, ვე­ნა­ხის­თვის სა­ჭი­რო მიკ­რო­ზო­ნას დიდ­ხანს ეძებ­და. ამის შეს­წავ­ლა-შე­მოწ­მე­ბას დრო და­უთ­მო. სა­ბო­ლო­ოდ, არ­ჩე­ვა­ნი სა­კუ­თარ სო­ფელ­ზე შე­ა­ჩე­რა. ეს მიკ­რო­ზო­ნა უნი­კა­ლუ­რია.

- კავ­კა­სი­ო­ნის მთე­ბის ძი­რას და მდი­ნა­რე ჩელ­თის ქა­ნებ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი სა­ნა­ხა­ვა­დაც ულა­მა­ზე­სია...

- კი, ჩვე­ნი მიკ­რო­ზო­ნა კავ­კა­სი­ო­ნის მთე­ბის ძი­რას არის, კარგ ად­გი­ლას. დღე მზეა და სა­ღა­მოს კავ­კა­სი­ო­ნი­დან ქარი უბე­რავს. ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბა დღე­სა და ღა­მეს შო­რის ყუ­რძენ­ზე და მის ხა­რისხზე კარ­გად მოქ­მე­დებს. ეს კი ერთ-ერთი ნი­შა­ნია იმის, თუ რა­ტომ არის ეს ად­გი­ლი უნი­კა­ლუ­რი. ყუ­რძნის ხა­რისხს ნი­ა­და­გიც გან­სა­ზღვრავს, ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ფე­რა­ვის ჯი­შის ყუ­რძნის­თვის. ძი­რი­თა­დად სა­ფე­რა­ვის ჯი­შე­ბი გვაქვს, თუმ­ცა ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რია ქინ­ძმა­რა­უ­ლის მიკ­რო­ზო­ნა­დაც ით­ვლე­ბა. აქა­უ­რო­ბას გუ­ნა­შა­ურ­საც ეძა­ხი­ან, რაც ასე­ვე ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი.

- ვე­ნა­ხი და ღვი­ნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო ერთ სივ­რცე­შია... ეს შრო­მა­საც აად­ვი­ლებს და მგო­ნი, პრო­დუქ­ტის ხა­რისხზეც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს...

- კი, ხა­რისხზე ისიც მოქ­მე­დებს, რომ ვე­ნა­ხი, რო­მე­ლიც 80 ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და ღვი­ნის სა­წარ­მო, მა­რა­ნი - ყვე­ლა­ფე­რი ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა. გვაქვს ტრა­დი­ცი­უ­ლი ქვევ­რე­ბის მა­რა­ნიც და ცის­ტერ­ნე­ბიც - ერთი კომ­პლექ­სია. ასე ერ­თად რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი, მა­მამ თა­ვი­დან­ვე გან­სა­ზღვრა. ეს ფაქ­ტო­რი ღვი­ნის ხა­რისხზე კარგ გავ­ლე­ნას ახ­დენს, რად­გან ყუ­რძე­ნი დაკ­რე­ფი­დან 15 წუთ­ში სა­წარ­მო­ში მუ­შავ­დე­ბა, არ ყოვ­ნდე­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც რო­დე­საც რთველ­ში დაკ­რე­ფი­ლი ყუ­რძნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ხდე­ბა, სა­ნამ ად­გი­ლამ­დე მივა, სი­ცხის გამო ხში­რად ფუჭ­დე­ბა. ამი­ტომ, ვი­საც არ აქვს თა­ვის ვე­ნა­ხი და ყი­დუ­ლობს, ან ასე ახ­ლოს არ აქვს სა­წარ­მო, მათ­თვის რთუ­ლია. მამა 6 წელი ელო­დე­ბო­და, ვე­ნა­ხი იქამ­დე მი­სუ­ლი­ყო, რომ სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხის ყუ­რძე­ნი ეწარ­მო­ე­ბი­ნა. 2007 წელს გვქონ­და პირ­ვე­ლი ღვი­ნო.

- 80 ჰექ­ტა­რი თა­ვი­დან­ვე აით­ვი­სეთ?

- ნელ-ნელა. გვაქვს კი­დევ თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­რი­ტო­რია, 20 ჰექ­ტა­რი, რა­ზეც ვა­პი­რებთ გა­შე­ნე­ბას და სხვა­დას­ხვა ჯი­შის და­მა­ტე­ბას. იქ ბიო ვე­ნა­ხი გვინ­და, რომ და­ვი­წყოთ. სა­ერ­თოდ, ვე­ნახ­ში ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რად ვე­რე­ვით, მაგ­რამ ბი­ო­კა­ტე­გო­რია ჯერ არ გვაქვს.

- წი­ნაპ­რე­ბი ახ­სე­ნეთ და პაპა იყო შილ­და­დან?

- პა­პის მამა ცხოვ­რობ­და ამ სო­ფელ­ში. პაპა უკვე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, პრო­ფე­სო­რი იყო, ფი­ლო­ლო­გი. მა­მა­ჩემ­მა როცა შილ­და­ში ჩას­ვლა გა­და­წყვი­ტა, მა­შინ ბან­კის მმარ­თვე­ლი იყო. მოკ­ლედ, შილ­და­ში წას­ვლის წინ ბან­კში საქ­მი­ა­ნო­ბას თავი და­ა­ნე­ბა და მთე­ლი ენერ­გი­ით ამ საქ­მე­ში ჩა­ერ­თო. ის იქ ქარ­ხა­ნა­ში­ვე ცხოვ­რობს, სულ იქ არის და ყვე­ლა­ფერს, მთელ პრო­ცესს აკონ­ტრო­ლებს. მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით იმარ­თე­ბა ვე­ნახ­შიც და სა­წარ­მო­შიც ყვე­ლა­ფე­რი.

და-ძმა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლე­ბი

- შვი­ლე­ბი ანუ ან­დრია, თქვე­ნი ძმა და თქვენც აქ­ტი­უ­რად ხართ ჩარ­თუ­ლი ამ სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. რო­გორც ჩანს, მა­მამ ყვე­ლა­ფე­რი გას­წავ­ლათ.

- ბავ­შვო­ბი­დან ვუ­ყუ­რებ­დით ამ ყვე­ლა­ფერს. უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი სურ­ვი­ლიც იყო, შეგ­ვეს­წავ­ლა ეს სფე­რო. შემ­დეგ სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ვი­ღეთ გა­ნათ­ლე­ბა. ევ­რო­პა­ში ვსწავ­ლობ­დით, ოღონდ, პა­რა­ლე­ლუ­რად მა­ინც ამ საქ­მე­ში სულ ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი. სწავ­ლა რომ და­ვამ­თავ­რეთ, მთლი­ა­ნად ამ საქ­მეს შე­ვუ­ერ­თდით. რამ­დე­ნი­მე წე­ლია, კო­მერ­ცი­უ­ლი ნა­წი­ლი - გა­ყიდ­ვე­ბი ჩვენ ჩა­ვი­ბა­რეთ.

- ემო­ცი­უ­რად რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- ჩვენ­თვის მეღ­ვი­ნე­ო­ბა მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი არ არის. ოჯა­ხუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ტრა­დი­ცი­ე­ბი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა და ამის გამ­გრძე­ლებ­ლე­ბი ვართ. ღვი­ნო იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტია, თუ მას­ში მთე­ლი ემო­ცია არ ჩადე, არ მო­უ­ა­რე, მგო­ნია, რომ კარ­გი არ გა­მო­ვა. მას­ში მთე­ლი შენი ემო­ცი­ით, სიყ­ვა­რუ­ლით, გრძნო­ბით უნდა ჩა­ერ­თო. ეს ის სფე­რო არ არის, ერთ და ორ თვე­ში რომ მი­აღ­წევ წარ­მა­ტე­ბას. ბევ­რი წელი დაგ­ვჭირ­და, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის მიგ­ვეღ­წია. მაგ­რამ მარ­თლა საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მეა. მა­მა­ჩე­მის და­წყე­ბუ­ლი საქ­მის სა­ბო­ლოო შე­დეგს უკვე ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ. ასე რომ, მთე­ლი ოჯა­ხი სუ­ლით, გუ­ლით, ენერ­გი­ით ვართ ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

- რამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში გა­დის თქვე­ნი ღვი­ნო?

- და­ახ­ლო­ე­ბით 20-ში - რო­გორც ევ­რო­პა­ში, ისე აზი­ა­სა და აშშ-ში. ჩვე­ნი ღვი­ნო ჩვენ­თვის შვი­ლი­ვი­თაა, - ასე ვუ­ყუ­რებთ, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით აღი­ა­რე­ბა აქვს, არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­პო­ვეთ. ზუს­ტი ციფ­რის თქმა ყო­ველ­თვის ძნე­ლია, მაგ­რამ წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ-მი­ლი­ონ ბოთლს ვა­წარ­მო­ებთ. ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­აც ამ რა­ო­დე­ნო­ბის ღვი­ნო­ზეა გათ­ვლი­ლი. ვა­ტა­რებთ ხოლ­მე „მწვა­ნე რთველს,“ რი­თაც ვჭრით და ვა­სუფ­თა­ვებთ ვე­ნახს, რომ მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო ყუ­რძე­ნი მი­ვი­ღოთ. ეს ოპე­რა­ცია რომ არა, მეტი მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და.

- ფი­ზი­კუ­რად ყვე­ლა­ნი შილ­და­ში ხართ?

- მამა სულ კა­ხეთ­შია, უშუ­ა­ლოდ სა­წარ­მოს აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, ასე­ვე ვე­ნახს, ჩა­მოს­ხმებს - ანუ იმ პრო­ცე­სებს მარ­თავს, რაც ღვი­ნის და­ყე­ნე­ბას და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას ეხე­ბა. მე და ჩემი ძმა ხან თბი­ლის­ში ვართ ჩვენს ოფის­ში, მე­ნე­ჯმენტს ვუ­ძღვე­ბით. რა თქმა უნდა, ად­გილ­ზეც ჩავ­დი­ვართ. რთვე­ლის პე­რი­ოდ­ში სულ იქ ვართ...

- ე.ი. 2001 წელს და­წყე­ბულ­მა საქ­მემ და მა­მის იდე­ამ გა­ა­მარ­თლა. გა­მო­ვი­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ღირ­და, ხომ?

- კი, ნამ­დვი­ლად საქ­მემ ყვე­ლა­ნა­ი­რი კუ­თხით გა­ა­მარ­თლა. თუ ადა­მი­ანს იდეა აქვს და მას მიჰ­ყვე­ბა, ამას შე­დე­გი მო­აქვს. მეღ­ვი­ნე­ო­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად კარ­გად რომ იყო, წელ­ში გა­მარ­თუ­ლი, ეს სფე­რო არ არის. აქ მთა­ვა­რი ემო­ცია, სიყ­ვა­რუ­ლი და მოთ­მი­ნე­ბაა. თუ სა­ჭი­როა, რამ­დე­ნი­მე წელი უნდა და­ვი­ცა­დოთ, და­ვე­ლო­დოთ კი­დეც, სა­ნამ რე­ა­ლურ შე­დეგს მი­ვი­ღებთ. ასეა, როცა პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა გინ­და. საქ­მის და­წყე­ბი­სას მზად უნდა იყო თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­თვის, სა­კუ­თა­რი ვე­ნა­ხიც უნდა გქონ­დეს, ამის გა­რე­შე ძნე­ლია კარ­გი ღვი­ნის მი­ღე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ უნდა შექ­მნა...

- თქვენ­მა ღვი­ნომ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით დიდი აღი­ა­რე­ბაც მო­ი­პო­ვა...

- სა­ერ­თოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე დიდი ინ­ტე­რე­სია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მი­მართ. ამი­ტომ ამ კუ­თხი­თაც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყო ჩარ­თუ­ლი - უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დე გა­მო­ფე­ნებ­ში, დე­გუს­ტა­ცი­ებ­ზე. ამის შე­დე­გია, რომ ჩვენ ღვი­ნოს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ვყი­დით. ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში უყ­ვართ და ექ­სპორ­ტიც კარ­გად არის აწყო­ბი­ლი... გვაქვს ჯილ­დო­ე­ბიც. „დე­კან­ტე­რი“ ღვი­ნის პრეს­ტი­ჟუ­ლი კონ­კურ­სია, სა­დაც 3000-ზე მეტი ღვი­ნო მო­ნა­წი­ლე­ობს. ჟი­უ­რიმ ჩვე­ნი სა­ფე­რა­ვი მსოფ­ლი­ოს 20 სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­ში შე­იყ­ვა­ნა და და­წე­რა, რომ ეს სა­უ­კე­თე­სო სა­ფე­რა­ვია „დე­კან­ტე­რის“ ის­ტო­რი­ა­ში.

ასე­ვე, ჩვე­ნი ღვი­ნო პრინც ჰა­რის ქორ­წილ­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო ფაქ­ტია. ჩელ­თის ღვი­ნო ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც 2018 წელს პრინც ჰა­რის ქორ­წილ­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მე­ფო ოჯა­ხის სო­მე­ლი­ე­ებ­მა რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი დე­გუს­ტა­ცი­ე­ბის შემ­დგომ მი­ი­ღეს. ჩვენს სა­ფე­რავ­ზე სტა­ტია „ვა­შინგტონ პოსტმაც“ და­წე­რა, ანუ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სის ინ­ტე­რეს­შიც მო­ვე­ქე­ცით, რაც, რა თქმა უნდა, სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვია.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაქ
0

ყველას ქართველს წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ უმეტესი შეძლებული ომისა და გაჭირვების დროს გამდიდრდნენ?!

????????
1

მირიანაშვილები კი არიან კმაყოფილი, მაგრამ მუშახელს რამდენს უხდიან, ესაა საინტერესო, ისინი თუ არიან კმაყოფილნი? თუ საზღვარგარეთ გარბიან???

ავტორი:

"მამა ბანკის მმართველი იყო, თუმცა ამ საქმის გამო თავი დაანება... ჩვენი ღვინო პრინც ჰარის ქორწილში დალიეს" - კავკასიონის ძირას გაშენებული მეურნეობა და მირიანაშვილების "სამოთხე"

"მამა ბანკის მმართველი იყო, თუმცა ამ საქმის გამო თავი დაანება... ჩვენი ღვინო პრინც ჰარის ქორწილში დალიეს" - კავკასიონის ძირას გაშენებული მეურნეობა და მირიანაშვილების "სამოთხე"

მირიანაშვილების საოჯახო მეურნეობის ამბავი დიდი ხანია, ყვარელს გასცდა. მათი წარმოებული პროდუქტი სხვადასხვა კონტინენტზე იყიდება. მდინარე ჩელთის ნაპირზე დაწურული ღვინის ამბავი ბრიტანეთშიც გაიგეს და პრინც ჰარის სამეფო ქორწილში ჭიქებში ჩამოისხა... ახლა სწორედ ამ ღვინის ამბავს გიყვებით.

ანა მირიანაშვილი:

- ჩვენს მეურნეობას საფუძველი 2001 წელს ჩაეყარა. მამაჩემმა, გიორგი მირიანაშვილმა დააარსა კომპანია. საერთოდ, ოჯახი 100 წელზე მეტია, მეღვინეობაშია ჩართული, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით შილდადან ვართ და ეს ჩვენი წინაპრების სოფელია, მამამ ყველაფერი ნულიდან დაიწყო, მიწა შეიძინა. მანამდე მიწის არაერთი ანალიზი ჩაატარა. საქართველოში საუკეთესონიადაგიან ადგილს, ვენახისთვის საჭირო მიკროზონას დიდხანს ეძებდა. ამის შესწავლა-შემოწმებას დრო დაუთმო. საბოლოოდ, არჩევანი საკუთარ სოფელზე შეაჩერა. ეს მიკროზონა უნიკალურია.

- კავკასიონის მთების ძირას და მდინარე ჩელთის ქანებზე გაშენებული ვენახი სანახავადაც ულამაზესია...

- კი, ჩვენი მიკროზონა კავკასიონის მთების ძირას არის, კარგ ადგილას. დღე მზეა და საღამოს კავკასიონიდან ქარი უბერავს. ტემპერატურის ცვალებადობა დღესა და ღამეს შორის ყურძენზე და მის ხარისხზე კარგად მოქმედებს. ეს კი ერთ-ერთი ნიშანია იმის, თუ რატომ არის ეს ადგილი უნიკალური. ყურძნის ხარისხს ნიადაგიც განსაზღვრავს, ძალიან ნაყოფიერია, განსაკუთრებით საფერავის ჯიშის ყურძნისთვის. ძირითადად საფერავის ჯიშები გვაქვს, თუმცა ჩვენი ტერიტორია ქინძმარაულის მიკროზონადაც ითვლება. აქაურობას გუნაშაურსაც ეძახიან, რაც ასევე ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად არის მიჩნეული.

- ვენახი და ღვინის გადამამუშავებელი საწარმო ერთ სივრცეშია... ეს შრომასაც აადვილებს და მგონი, პროდუქტის ხარისხზეც დადებითად მოქმედებს...

- კი, ხარისხზე ისიც მოქმედებს, რომ ვენახი, რომელიც 80 ჰექტარზეა გაშენებული და ღვინის საწარმო, მარანი - ყველაფერი ერთ ტერიტორიაზეა. გვაქვს ტრადიციული ქვევრების მარანიც და ცისტერნებიც - ერთი კომპლექსია. ასე ერთად რომ უნდა ყოფილიყო ყველაფერი, მამამ თავიდანვე განსაზღვრა. ეს ფაქტორი ღვინის ხარისხზე კარგ გავლენას ახდენს, რადგან ყურძენი დაკრეფიდან 15 წუთში საწარმოში მუშავდება, არ ყოვნდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც როდესაც რთველში დაკრეფილი ყურძნის ტრანსპორტირება ხდება, სანამ ადგილამდე მივა, სიცხის გამო ხშირად ფუჭდება. ამიტომ, ვისაც არ აქვს თავის ვენახი და ყიდულობს, ან ასე ახლოს არ აქვს საწარმო, მათთვის რთულია. მამა 6 წელი ელოდებოდა, ვენახი იქამდე მისულიყო, რომ სათანადო ხარისხის ყურძენი ეწარმოებინა. 2007 წელს გვქონდა პირველი ღვინო.

- 80 ჰექტარი თავიდანვე აითვისეთ?

- ნელ-ნელა. გვაქვს კიდევ თავისუფალი ტერიტორია, 20 ჰექტარი, რაზეც ვაპირებთ გაშენებას და სხვადასხვა ჯიშის დამატებას. იქ ბიო ვენახი გვინდა, რომ დავიწყოთ. საერთოდ, ვენახში ძალიან მინიმალურად ვერევით, მაგრამ ბიოკატეგორია ჯერ არ გვაქვს.

- წინაპრები ახსენეთ და პაპა იყო შილდადან?

- პაპის მამა ცხოვრობდა ამ სოფელში. პაპა უკვე თბილისში ჩამოვიდა, პროფესორი იყო, ფილოლოგი. მამაჩემმა როცა შილდაში ჩასვლა გადაწყვიტა, მაშინ ბანკის მმართველი იყო. მოკლედ, შილდაში წასვლის წინ ბანკში საქმიანობას თავი დაანება და მთელი ენერგიით ამ საქმეში ჩაერთო. ის იქ ქარხანაშივე ცხოვრობს, სულ იქ არის და ყველაფერს, მთელ პროცესს აკონტროლებს. მისი მეთვალყურეობით იმართება ვენახშიც და საწარმოშიც ყველაფერი.

და-ძმა მირიანაშვილები

- შვილები ანუ ანდრია, თქვენი ძმა და თქვენც აქტიურად ხართ ჩართული ამ საოჯახო მეურნეობაში. როგორც ჩანს, მამამ ყველაფერი გასწავლათ.

- ბავშვობიდან ვუყურებდით ამ ყველაფერს. უშუალოდ ჩვენი სურვილიც იყო, შეგვესწავლა ეს სფერო. შემდეგ საზღვარგარეთ მივიღეთ განათლება. ევროპაში ვსწავლობდით, ოღონდ, პარალელურად მაინც ამ საქმეში სულ ვიყავით ჩართული. სწავლა რომ დავამთავრეთ, მთლიანად ამ საქმეს შევუერთდით. რამდენიმე წელია, კომერციული ნაწილი - გაყიდვები ჩვენ ჩავიბარეთ.

- ემოციურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- ჩვენთვის მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესი არ არის. ოჯახური მემკვიდრეობა, ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და ამის გამგრძელებლები ვართ. ღვინო იმდენად საინტერესო პროდუქტია, თუ მასში მთელი ემოცია არ ჩადე, არ მოუარე, მგონია, რომ კარგი არ გამოვა. მასში მთელი შენი ემოციით, სიყვარულით, გრძნობით უნდა ჩაერთო. ეს ის სფერო არ არის, ერთ და ორ თვეში რომ მიაღწევ წარმატებას. ბევრი წელი დაგვჭირდა, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. მაგრამ მართლა საშვილიშვილო საქმეა. მამაჩემის დაწყებული საქმის საბოლოო შედეგს უკვე ჩვენი შვილები დაინახავენ. ასე რომ, მთელი ოჯახი სულით, გულით, ენერგიით ვართ ამ საქმიანობაში.

- რამდენ ქვეყანაში გადის თქვენი ღვინო?

- დაახლოებით 20-ში - როგორც ევროპაში, ისე აზიასა და აშშ-ში. ჩვენი ღვინო ჩვენთვის შვილივითაა, - ასე ვუყურებთ, რასაც საერთაშორისო მასშტაბით აღიარება აქვს, არაერთი წარმატება მოვიპოვეთ. ზუსტი ციფრის თქმა ყოველთვის ძნელია, მაგრამ წელიწადში დაახლოებით ნახევარ-მილიონ ბოთლს ვაწარმოებთ. ჩვენი ტერიტორიაც ამ რაოდენობის ღვინოზეა გათვლილი. ვატარებთ ხოლმე „მწვანე რთველს,“ რითაც ვჭრით და ვასუფთავებთ ვენახს, რომ მხოლოდ საუკეთესო ყურძენი მივიღოთ. ეს ოპერაცია რომ არა, მეტი მოსავალი იქნებოდა.

- ფიზიკურად ყველანი შილდაში ხართ?

- მამა სულ კახეთშია, უშუალოდ საწარმოს აქცევს ყურადღებას, ასევე ვენახს, ჩამოსხმებს - ანუ იმ პროცესებს მართავს, რაც ღვინის დაყენებას და მევენახეობას ეხება. მე და ჩემი ძმა ხან თბილისში ვართ ჩვენს ოფისში, მენეჯმენტს ვუძღვებით. რა თქმა უნდა, ადგილზეც ჩავდივართ. რთველის პერიოდში სულ იქ ვართ...

- ე.ი. 2001 წელს დაწყებულმა საქმემ და მამის იდეამ გაამართლა. გამოვიდა, რომ ეს ყველაფერი ღირდა, ხომ?

- კი, ნამდვილად საქმემ ყველანაირი კუთხით გაამართლა. თუ ადამიანს იდეა აქვს და მას მიჰყვება, ამას შედეგი მოაქვს. მეღვინეობა, მატერიალურად კარგად რომ იყო, წელში გამართული, ეს სფერო არ არის. აქ მთავარი ემოცია, სიყვარული და მოთმინებაა. თუ საჭიროა, რამდენიმე წელი უნდა დავიცადოთ, დაველოდოთ კიდეც, სანამ რეალურ შედეგს მივიღებთ. ასეა, როცა პრემიუმ ხარისხის ღვინის წარმოება გინდა. საქმის დაწყებისას მზად უნდა იყო თავდაუზოგავი შრომისთვის, საკუთარი ვენახიც უნდა გქონდეს, ამის გარეშე ძნელია კარგი ღვინის მიღება. ყველაფერი თვითონ უნდა შექმნა...

- თქვენმა ღვინომ საერთაშორისო მასშტაბით დიდი აღიარებაც მოიპოვა...

- საერთოდ, საერთაშორისო ბაზარზე დიდი ინტერესია ქართული ღვინის მიმართ. ამიტომ ამ კუთხითაც მაქსიმალურად უნდა იყო ჩართული - უნდა მონაწილეობდე გამოფენებში, დეგუსტაციებზე. ამის შედეგია, რომ ჩვენ ღვინოს არა მარტო საქართველოში, 20-ზე მეტ ქვეყანაში ვყიდით. ამერიკაში, ევროპაში უყვართ და ექსპორტიც კარგად არის აწყობილი... გვაქვს ჯილდოებიც. „დეკანტერი“ ღვინის პრესტიჟული კონკურსია, სადაც 3000-ზე მეტი ღვინო მონაწილეობს. ჟიურიმ ჩვენი საფერავი მსოფლიოს 20 საუკეთესო ღვინოში შეიყვანა და დაწერა, რომ ეს საუკეთესო საფერავია „დეკანტერის“ ისტორიაში.

ასევე, ჩვენი ღვინო პრინც ჰარის ქორწილში იყო წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყო ფაქტია. ჩელთის ღვინო ერთადერთი ქართული ღვინო აღმოჩნდა, რომელიც 2018 წელს პრინც ჰარის ქორწილში იყო წარმოდგენილი. ეს გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის სომელიეებმა რამდენიმეთვიანი დეგუსტაციების შემდგომ მიიღეს. ჩვენს საფერავზე სტატია „ვაშინგტონ პოსტმაც“ დაწერა, ანუ საერთაშორისო პრესის ინტერესშიც მოვექეცით, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავია.