სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში კვლავ ლუგარის ლაბორატორიაზე საუბრობენ და ამჯერად, აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში კოღოები ვრცელდება - რა საფრთხეზე საუბრობს კირილოვი
რუსეთში კვლავ ლუგარის ლაბორატორიაზე საუბრობენ და ამჯერად, აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში კოღოები ვრცელდება - რა საფრთხეზე საუბრობს კირილოვი

რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რა­დი­ა­ცი­უ­ლი, ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი დაც­ვის უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი იგორ კი­რი­ლო­ვი კი­დევ ერთხელ სა­უბ­რობს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ და ამ­ჯე­რად აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ისე­თი სა­ხე­ო­ბის კო­ღო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე მხო­ლოდ სამ­ხრეთ­ში იყო.

ეს კო­ღო­ე­ბი კი ახლა რუ­სე­თის ზო­გი­ერთ არე­ალ­ში ვრცელ­დე­ბა.

კი­რი­ლო­ვის თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა თბი­ლის­ში, იქ, სა­დაც ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია მდე­ბა­რე­ობს.

  • "იმ ად­გი­ლას, სა­დაც ლუ­გა­რის ცენ­ტრია, მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია იმ და­ა­ვა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც გა­დამ­ტა­ნი მწე­რე­ბით ვრცელ­დე­ბა“, - ცი­ტი­რებს კი­რი­ლო­ვის სი­ტყვე­ებს რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო RIA.ru.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გნელ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ როს­პოტ­რებ­ნად­ზო­რის ცნო­ბით, ტკი­პე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია ყი­რიმ-კონ­გოს ცხე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სტავ­რო­პო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და როს­ტო­ვის რე­გი­ონ­ში.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მწე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ასე­თი დი­ნა­მი­კა რუ­სეთს იძუ­ლე­ბულს ხდის, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს ამე­რი­კის მიერ გა­ცე­მულ პა­ტენ­ტებს:

"პა­ტენ­ტის აღ­წე­რა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის დახ­მა­რე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შე­იძ­ლე­ბა გა­ნად­გურ­დეს ისე, რომ აშშ-ის სამ­ხედ­რო­ე­ბი რის­კის ქვეშ არ აღ­მოჩ­დნენ. მსგავ­სი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი არ ით­ვლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აკ­რძა­ლულ ბი­ო­ლო­გი­ურ, ან ტოქ­სი­კურ ია­რა­ღად", - ამ­ბობს კი­რი­ლო­ვი. პა­ტენ­ტებ­ში ის გუ­ლის­ხმობს უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებს და თვლის, რომ მწე­რე­ბი მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nika
1

რუსი სამარცხვინოა, პოლიტიკოსები ხომ საერთოდ!

ქართველი
0

კოღოები თავში ყავს ამ საცოდავს,იმიტომ აბოდებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რუსეთში კვლავ ლუგარის ლაბორატორიაზე საუბრობენ და ამჯერად, აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში კოღოები ვრცელდება - რა საფრთხეზე საუბრობს კირილოვი

რუსეთში კვლავ ლუგარის ლაბორატორიაზე საუბრობენ და ამჯერად, აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში კოღოები ვრცელდება - რა საფრთხეზე საუბრობს კირილოვი

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი კიდევ ერთხელ საუბრობს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ და ამჯერად აცხადებს, რომ საქართველოდან ისეთი სახეობის კოღოების გავრცელება შეინიშნება, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში იყო.

ეს კოღოები კი ახლა რუსეთის ზოგიერთ არეალში ვრცელდება.

კირილოვის თქმით, განსაკუთრებით გაუარესებულია მდგომარეობა თბილისში, იქ, სადაც ლუგარის ლაბორატორია მდებარეობს.

  • "იმ ადგილას, სადაც ლუგარის ცენტრია, მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესებულია იმ დაავადებებთან დაკავშირებით, რომლებიც გადამტანი მწერებით ვრცელდება“, - ციტირებს კირილოვის სიტყვეებს რუსული სააგენტო RIA.ru.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგნელმა ასევე განაცხადა, რომ როსპოტრებნადზორის ცნობით, ტკიპების გავრცელებამ გამოიწვია ყირიმ-კონგოს ცხელების გავრცელება სტავროპოლის ტერიტორიაზე და როსტოვის რეგიონში.

მანვე აღნიშნა, რომ მწერების გავრცელების ასეთი დინამიკა რუსეთს იძულებულს ხდის, ყურადღება მიაქციოს ამერიკის მიერ გაცემულ პატენტებს:

"პატენტის აღწერაში მითითებულია, რომ ამ მოწყობილობის დახმარებით მოწინააღმდეგე შეიძლება განადგურდეს ისე, რომ აშშ-ის სამხედროები რისკის ქვეშ არ აღმოჩდნენ. მსგავსი გამოგონებები არ ითვლება საერთაშორისოდ აკრძალულ ბიოლოგიურ, ან ტოქსიკურ იარაღად", - ამბობს კირილოვი. პატენტებში ის გულისხმობს უპილოტო საფრენ აპარატებს და თვლის, რომ მწერები მათი საშუალებით ვრცელდება.