მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ რუსეთის პატრიარქს, რა არის თქვენი ინტერესი, ბავშვების დახოცვა და ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა" - მეუფე დიმიტრი
"მივმართავ რუსეთის პატრიარქს, რა არის თქვენი ინტერესი, ბავშვების დახოცვა და ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა" - მეუფე დიმიტრი

ათე­უ­ლი წე­ლია ეს მტან­ჯვე­ლი თა­ვის თავს ერ­თმორ­წმუ­ნეს უწო­დებს, მაგ­რამ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის ხოც­ვი­თა და სის­ხლის ღვრით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე დი­მიტ­რი სა­დღე­სას­წა­უ­ლო ქა­და­გე­ბი­სას უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს.

რო­გორც მე­უ­ფე დი­მიტ­რიმ აღ­ნიშ­ნა, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის ბოლო ქა­და­გე­ბა, რო­მე­ლიც გვარ­დი­ას და გე­ნერ­ლებს ლო­ცავს. მე­უ­ფე დი­მიტ­რი რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქს მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ ბავ­შვე­ბის ხოც­ვა ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის.

"სამ­წუ­ხა­როდ, არი­ან მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იხო­ცე­ბი­ან და იტან­ჯე­ბი­ან. ის მტარ­ვა­ლი, მტან­ჯვე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია. ერეკ­ლე მე­ფის ვაჟი, ალექ­სან­დრე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი და­უ­ღა­ლა­ვად ებ­რძო­და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას.

რო­დე­საც რუ­სე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ კი, რა თქმა უნდა, ჩვენ სა­კუ­თა­რი ნე­ბით შე­ვე­დით გი­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტით რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში, მაგ­რამ მა­ლე­ვე ხელ­მო­წე­რა ქვე­მე­ხე­ბი­სა და ზარ­ბაზ­ნე­ბის ქვეშ მოხ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას მოჰ­ყვა უამ­რა­ვი ამ­ბო­ხი. ჩვენ გვახ­სოვს უამ­რა­ვი მტე­რი: არა­ბე­ბი, სპარ­სე­ლე­ბი, მონ­ღო­ლე­ბი. გვახ­სოვს, რო­გორც ჩვე­ნი მწე­რა­ლი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ამ­ბობ­და: რჯუ­ლი­ა­ნი და ურ­ჯუ­ლო მტე­რი რო­გორ ია­ვარ­ყოფ­დნენ ჩვენს ქვე­ყა­ნას, მაგ­რამ არ­ცერთ დამ­პყრო­ბელს ხელი არ უხ­ლია ჩვე­ნი სა­ნუკ­ვა­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის­თვის, ეს არის: სა­მე­ფო ტახ­ტი და სა­პატ­რი­არ­ქო.

რო­გორც კი შე­მო­ვიდ­ნენ ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სე­ბი, იმ წამ­ში მოხ­და ამ ორ, ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს და სა­სი­ცო­ცხლო რა­მის ია­ვარ­ყო­ფა - მე­ფის ინ­სტი­ტუ­ტი გა­ა­უქ­მეს, მე­ფის ოჯა­ხის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­სახ­ლე­ბუ­ლი იქნა რუ­სეთ­ში, ხოლო პატ­რი­არ­ქი 1811 წელს ნოვ­გო­როდ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. იქ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ან­ტონ მე­ო­რე ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა.

ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დიდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და ალექ­სან­დრე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც ამ­ბობ­დნენ, რომ ფა­რუ­ლად მე­ფე­თაც უკურ­თხე­ბი­ათ ალა­ვერ­დის დი­დე­ბულ ტა­ძარ­ში. იგი და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძო­და, შემ­დეგ კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სპარ­სეთ­ში გა­და­სუ­ლი­ყო. ირან­ში - ის­პა­ჰან­თან აღეს­რუ­ლა და სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის ეზო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი. ის იყო და არის ეროვ­ნუ­ლი გმი­რი. მას ძა­ლი­ან ბევ­რი მე­ფის­ნაც­ვა­ლი თუ რუსი მო­ხე­ლე ეხ­ვე­წე­ბო­და, დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რუსი ხელ­მწი­ფის მორ­ჩი­ლე­ბა­ში შე­სუ­ლი­ყო და უამ­რავ რა­ღა­ცას სთა­ვა­ზობ­დნენ.

ის ეუბ­ნე­ბო­და: მე მტრულ სპარ­სეთ­ში მირ­ჩევ­ნია სიკ­ვდი­ლი, ვიდ­რე თქვენს ცრუ მარ­თლმა­დი­დე­ბელ იმ­პე­რი­ა­ში ვი­ცხოვ­რო. ამ დი­დე­ბულ­მა და შე­სა­ნიშ­ნავ­მა მა­მუ­ლიშ­ვილ­მა სი­ცო­ცხლე ირან­ში და­ას­რუ­ლა. დღე­საც მქონ­და მი­მო­წე­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და პრე­ზი­დენ­ტთან და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყებთ დიდი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბას.

ეს ვთქვი, იმი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია, ეს მტან­ჯვე­ლი, თა­ვის თავს ერ­თმორ­წმუ­ნეს უწო­დებს, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის ხოც­ვი­თა და სის­ხლის ღვრით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მე კი­დევ არ ვიქ­ნე­ბო­დი ასე­თი მკაც­რი, რომ არ მო­მეს­მი­ნა რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის ბოლო ქა­და­გე­ბა, სა­დაც ის ლო­ცავს თა­ვის გვარ­დი­ას და გე­ნე­რალს, გა­დას­ცემს მას ე. წ აგ­ვის­ტოს ღვთის­მშო­ბელს, თით­ქოს აქ არა­ფე­რია ყუ­რადსა­ღე­ბი, მაგ­რამ ყუ­რადსა­ღე­ბია ის რომ, ეს ხატი გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში შე­იქ­მნა, რო­გორც ევ­რო­პის და­პყრო­ბის სიმ­ბო­ლო, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს, ეს მათ ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხატი ამის­თვი­საა და ესეც ერ­თგვა­რი მი­ნიშ­ნე­ბა იყო. ესეც არაა იმ­დე­ნად აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი, რომ არა ის, რომ ის­მენ პატ­რი­არ­ქის­გან, უბ­რა­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­გან, რომ რუ­სე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს უკ­რა­ი­ნა­ში იცა­ვე­ნო და მათ ფიცი აქვთ და­დე­ბუ­ლიო. ჩვენ ფა­შიზ­მი ერთხელ გავ­წყვი­ტეთ წელ­ში და ახ­ლაც ამას მო­ვახ­დენ­თო. მე ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მაქვს უკ­რა­ი­ნა­ში მღვდელმთავ­რებ­თან, მღვდლებ­თან და თა­ნა­კურ­სე­ლებ­თან - იქ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია მისი გან­ცხა­დე­ბა, რომ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ა­ნო. მივ­მარ­თავ მას (რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქს) რა არის თქვე­ნი ინ­ტე­რე­სი, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის და­ხოც­ვა და ადა­მი­ა­ნე­ბის ასე გა­ნად­გუ­რე­ბა? ეს არ არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე დი­მიტ­რიმ

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

სწორი პოზიციაა!

გურული
0

როგორც ყოველთვის, მეუფე დიმიტრი არის კაცთმოყვარე მართლმადიდებელი ქრისტიანი! მადლობა უფალს, საქართველოს ეკლესია ყოველთვის იღებს სწორ გადაწყვეტილებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მივმართავ რუსეთის პატრიარქს, რა არის თქვენი ინტერესი, ბავშვების დახოცვა და ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა" - მეუფე დიმიტრი

"მივმართავ რუსეთის პატრიარქს, რა არის თქვენი ინტერესი, ბავშვების დახოცვა და ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა" - მეუფე დიმიტრი

ათეული წელია ეს მტანჯველი თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მაგრამ მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლის ღვრით არის დაკავებული, - ასე გამოეხმაურა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი სადღესასწაულო ქადაგებისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, აღმაშფოთებელია რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, რომელიც გვარდიას და გენერლებს ლოცავს. მეუფე დიმიტრი რუსეთის პატრიარქს მიმართავს და აცხადებს, რომ ბავშვების ხოცვა ქრისტიანობა არ არის.

"სამწუხაროდ, არიან მართლმადიდებელი ადამიანები, რომლებიც იხოცებიან და იტანჯებიან. ის მტარვალი, მტანჯველიც, სამწუხაროდ, მართლმადიდებელია. ერეკლე მეფის ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი დაუღალავად ებრძოდა რუსეთის იმპერიას.

როდესაც რუსები შემოვიდნენ კი, რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარი ნებით შევედით გიორგიევსკის ტრაქტატით რუსეთის იმპერიაში, მაგრამ მალევე ხელმოწერა ქვემეხებისა და ზარბაზნების ქვეშ მოხდა. საქართველოში ამას მოჰყვა უამრავი ამბოხი. ჩვენ გვახსოვს უამრავი მტერი: არაბები, სპარსელები, მონღოლები. გვახსოვს, როგორც ჩვენი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა: რჯულიანი და ურჯულო მტერი როგორ იავარყოფდნენ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არცერთ დამპყრობელს ხელი არ უხლია ჩვენი სანუკვარი ინსტიტუციებისთვის, ეს არის: სამეფო ტახტი და საპატრიარქო.

როგორც კი შემოვიდნენ ერთმორწმუნე რუსები, იმ წამში მოხდა ამ ორ, ჩვენი იდენტობის, უმნიშვნელოვანეს და სასიცოცხლო რამის იავარყოფა - მეფის ინსტიტუტი გააუქმეს, მეფის ოჯახის წევრების უმეტესობა გასახლებული იქნა რუსეთში, ხოლო პატრიარქი 1811 წელს ნოვგოროდში გადაასახლეს. იქ რამდენიმე წლის შემდეგ, ანტონ მეორე ტრაგიკულად დაიღუპა.

ამ ყველაფერს ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდა ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ფარულად მეფეთაც უკურთხებიათ ალავერდის დიდებულ ტაძარში. იგი დაუღალავად იბრძოდა, შემდეგ კი იძულებული გახდა, სპარსეთში გადასულიყო. ირანში - ისპაჰანთან აღესრულა და სომხური ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. ის იყო და არის ეროვნული გმირი. მას ძალიან ბევრი მეფისნაცვალი თუ რუსი მოხელე ეხვეწებოდა, დაბრუნებულიყო, რუსი ხელმწიფის მორჩილებაში შესულიყო და უამრავ რაღაცას სთავაზობდნენ.

ის ეუბნებოდა: მე მტრულ სპარსეთში მირჩევნია სიკვდილი, ვიდრე თქვენს ცრუ მართლმადიდებელ იმპერიაში ვიცხოვრო. ამ დიდებულმა და შესანიშნავმა მამულიშვილმა სიცოცხლე ირანში დაასრულა. დღესაც მქონდა მიმოწერა პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ დიდი მამულიშვილის საქართველოში გადმოსვენებას.

ეს ვთქვი, იმიტომ, რომ რამდენიმე ათეული წელია, ეს მტანჯველი, თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლის ღვრით არის დაკავებული. მე კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის გვარდიას და გენერალს, გადასცემს მას ე. წ აგვისტოს ღვთისმშობელს, თითქოს აქ არაფერია ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია ის რომ, ეს ხატი გასულ საუკუნეში შეიქმნა, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო, პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ აღნიშნული ხატი ამისთვისაა და ესეც ერთგვარი მინიშნება იყო. ესეც არაა იმდენად აღმაშფოთებელი, რომ არა ის, რომ ისმენ პატრიარქისგან, უბრალოდ სასულიერო პირისგან, რომ რუსები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უკრაინაში იცავენო და მათ ფიცი აქვთ დადებულიო. ჩვენ ფაშიზმი ერთხელ გავწყვიტეთ წელში და ახლაც ამას მოვახდენთო. მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს უკრაინაში მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან და თანაკურსელებთან - იქ უმძიმესი მდგომარეობაა. გამაოგნებელია მისი განცხადება, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიანო. მივმართავ მას (რუსეთის პატრიარქს) რა არის თქვენი ინტერესი, პატარა ბავშვების დახოცვა და ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა“,- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ