კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რისი არ გჯერა კალაძე, რომ უკრაინაში ადამიანები აწამეს, გააუპატიურეს?" - კალაძე-მელიას მწვავე დაპირისპირება და დედაქალაქის მერის პასუხი მელიას, რომელმაც მას "ნაძირალა" უწოდა
"რისი არ გჯერა კალაძე, რომ უკრაინაში ადამიანები აწამეს, გააუპატიურეს?" -  კალაძე-მელიას მწვავე დაპირისპირება და დედაქალაქის მერის პასუხი მელიას, რომელმაც მას "ნაძირალა" უწოდა

დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას კრი­ტი­კას პა­სუ­ხობს. მისი თქმით, მე­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ხე­ლის ბი­ჭია“ და მას­ზე, რო­გორც ყო­ფილ კონ­კუ­რენტზე, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს.

"ზო­გა­დად ყო­ფი­ლი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რო­ბენ და მაქ­სი­მა­ლუ­რად თავს შე­ვი­კა­ვებ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან, თუმ­ცა ძა­ლი­ან მოკ­ლედ მა­ინც ვი­ტყო­დი, რომ ადა­მი­ან­მა მო­გე­ბა და წა­გე­ბა - ორი­ვე კა­ცუ­რად უნდა მი­ი­ღო. მო­ი­გებ, თუ წა­ა­გებ, ორი­ვე კა­ცუ­რად უნდა მი­ი­ღო, თუმ­ცა მე­ლი­ას არ ეს­მის ერთი რამ - რო­დე­საც წა­ა­გებ, უნდა გე­ყოს კა­ცო­ბა, უნდა გე­ყოს ღირ­სე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბულს, შენს კონ­კუ­რენტს უნდა მი­უ­ლო­ცო. ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რომ კა­ცო­ბა და ღირ­სე­ბა მე­ლი­ას ძლი­ე­რი მხა­რე ნამ­დვი­ლად არ არის და ეს ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ში გა­მო­იკ­ვე­თა და და­დას­ტურ­და. მა­გა­ლი­თად, ის, რომ ის დღეს ფორ­მა­ლურ თავ­მჯდო­მა­რეს წარ­მო­ად­გენს. სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ხე­ლის ბი­ჭია“ და რა თქმა უნდა, აქ რა­ი­მე კა­ცო­ბა­ზე და ღირ­სე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. ასე­ვე ერთი რამ - წა­გე­ბუ­ლი კა­ცე­ბი მუშ­ტებს აღარ იქ­ნე­ვენ.

ჩვენ ასე­ვე, ვი­ხი­ლეთ ბა­ტო­ნი მე­ლია არ­ჩევ­ნებ­ში აჭა­რა­ში, კერ­ძოდ, ბა­თუმ­ში ჩა­სუ­ლი და სას­ტუმ­რო­და­ნაც კი ვერ ბე­დავ­და გა­მოს­ვლას და ბა­თუმ­მა, აჭა­რამ მას შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი გას­ცა და ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ეს პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც მან აჭა­რა­ში მი­ი­ღო, არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის მი­მართ, რო­მე­ლიც ფიქ­ტი­უ­რი თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლავთ. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ,“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

გუ­შინ, "ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში მე­ლი­ამ კახა კა­ლა­ძე­სა და ანრი ოხა­ნაშ­ვილს ნა­ძი­რა­ლა უწო­და და დას­ძი­ნა "არა­ა­და­მი­ა­ნო­ბაა, რო­დე­საც იცი რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, გჯე­რა, რომ იქ ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და, გე­ნო­ცი­დი მი­დის და სხვა კო­მენ­ტარს აკე­თებ, იმი­ტომ რომ შენი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბი არ და­სუს­ტდეს".

"კა­ლა­ძე და ოხა­ნაშ­ვი­ლი რა­საც სა­უბ­რო­ბენ - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან უკი­დე­გა­ნოდ ნა­ძირ­ლე­ბი. ანუ რისი არ სჯე­რა კა­ლა­ძეს? არც ერთი მათი სი­ტყვის არ მჯე­რა უკ­რა­ი­ნა­შიო, აი, ასე მი­ა­ძა­ხა კა­ლა­ძემ. რისი არ გჯე­რა კა­ლა­ძე? იმი­სი, რომ 1500-მდე ფრთო­სა­ნი რა­კე­ტაა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და­ცე­მუ­ლი ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში? იმი­სი არ გჯე­რა, რომ მა­რი­უ­პოლ­ში დღე­საც შვი­ლე­ბი... მეც შვი­ლი ვარ და შენც შვი­ლი ხარ, დედ­მა­მიშ­ვი­ლი ხარ და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის შვი­ლი ხარ ბოლო-ბოლო, მეც შენ და ყვე­ლა ვინც ახლა გვის­მენს და იცი, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აწა­მეს, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, პო­ლო­ნე­ლი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ 40 ბავ­შვია გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლიო, რო­მე­ლიც გა­მო­იყ­ვა­ნეს და ამი­სი არ გჯე­რა?“ - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა გუ­შინ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ "თუ ადე­იშ­ვი­ლი, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და სხვე­ბი კარ­გად და­ეხ­მა­რე­ბი­ან, ალ­ბათ, ას­წავ­ლი­ან უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რო­გორ ხდე­ბა გვა­მე­ბის შე­მო­დე­ბა."

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
2

ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად გაკოტრდა რუსთავში და ბათუმში ჩატარებული არჩევნების შემდეგ.შესაბამისად ახლა დაგრჩათ მარტო შეურაცყოფის მიყენების და ლანძღვის მოტივაცია.

 

კობა ჯაბუა
1

ვაი, თქვენს პატრონს უბედურს. თქვე პოლიტიკოსო სპეკულიანტებო. გარით აქედან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"რისი არ გჯერა კალაძე, რომ უკრაინაში ადამიანები აწამეს, გააუპატიურეს?" - კალაძე-მელიას მწვავე დაპირისპირება და დედაქალაქის მერის პასუხი მელიას, რომელმაც მას "ნაძირალა" უწოდა

"რისი არ გჯერა კალაძე, რომ უკრაინაში ადამიანები აწამეს, გააუპატიურეს?" -  კალაძე-მელიას მწვავე დაპირისპირება და დედაქალაქის მერის პასუხი მელიას, რომელმაც მას "ნაძირალა" უწოდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას კრიტიკას პასუხობს. მისი თქმით, მელია სააკაშვილის ჩვეულებრივი "ხელის ბიჭია“ და მასზე, როგორც ყოფილ კონკურენტზე, კომენტარის გაკეთებისგან თავის შეკავებას ამჯობინებს.

"ზოგადად ყოფილი კონკურენტები ერთმანეთზე ყველაზე ნაკლებად საუბრობენ და მაქსიმალურად თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, თუმცა ძალიან მოკლედ მაინც ვიტყოდი, რომ ადამიანმა მოგება და წაგება - ორივე კაცურად უნდა მიიღო. მოიგებ, თუ წააგებ, ორივე კაცურად უნდა მიიღო, თუმცა მელიას არ ესმის ერთი რამ - როდესაც წააგებ, უნდა გეყოს კაცობა, უნდა გეყოს ღირსება და გამარჯვებულს, შენს კონკურენტს უნდა მიულოცო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და ეს ძალიან ბევრ რამეში გამოიკვეთა და დადასტურდა. მაგალითად, ის, რომ ის დღეს ფორმალურ თავმჯდომარეს წარმოადგენს. სააკაშვილის ჩვეულებრივი "ხელის ბიჭია“ და რა თქმა უნდა, აქ რაიმე კაცობაზე და ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ასევე ერთი რამ - წაგებული კაცები მუშტებს აღარ იქნევენ.

ჩვენ ასევე, ვიხილეთ ბატონი მელია არჩევნებში აჭარაში, კერძოდ, ბათუმში ჩასული და სასტუმროდანაც კი ვერ ბედავდა გამოსვლას და ბათუმმა, აჭარამ მას შესაბამისი პასუხი გასცა და ეს დამოკიდებულება და ეს პასუხი, რომელიც მან აჭარაში მიიღო, არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ, რომელიც ფიქტიური თავმჯდომარე გახლავთ. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ,“ - განაცხადა კალაძემ.

გუშინ, "ფორმულას“ ეთერში მელიამ კახა კალაძესა და ანრი ოხანაშვილს ნაძირალა უწოდა და დასძინა "არაადამიანობაა, როდესაც იცი რა ხდება უკრაინაში, გჯერა, რომ იქ ეთნიკური წმენდა, გენოციდი მიდის და სხვა კომენტარს აკეთებ, იმიტომ რომ შენი პოლიტიკური პოზიციები არ დასუსტდეს".

"კალაძე და ოხანაშვილი რასაც საუბრობენ - ეს ადამიანები არიან უკიდეგანოდ ნაძირლები. ანუ რისი არ სჯერა კალაძეს? არც ერთი მათი სიტყვის არ მჯერა უკრაინაშიო, აი, ასე მიაძახა კალაძემ. რისი არ გჯერა კალაძე? იმისი, რომ 1500-მდე ფრთოსანი რაკეტაა მშვიდობიან მოსახლეობაზე დაცემული ამ ერთი თვის განმავლობაში? იმისი არ გჯერა, რომ მარიუპოლში დღესაც შვილები... მეც შვილი ვარ და შენც შვილი ხარ, დედმამიშვილი ხარ და ოკუპირებული ქვეყნის შვილი ხარ ბოლო-ბოლო, მეც შენ და ყველა ვინც ახლა გვისმენს და იცი, რომ ეს ადამიანები აწამეს, გააუპატიურეს, პოლონელი ჩვენი მეგობრები საუბრობენ, რომ 40 ბავშვია გაუპატიურებულიო, რომელიც გამოიყვანეს და ამისი არ გჯერა?“ - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა გუშინ მედიასთან განაცხადა, რომ "თუ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და სხვები კარგად დაეხმარებიან, ალბათ, ასწავლიან უკრაინის ხელისუფლებას როგორ ხდება გვამების შემოდება."

ასევე იხილეთ: