მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
150 ლარის სანაცვლოდ COVID-19 აცრის ყალბი ბარათის დამზადებისთვის თბილისში ექთანი და კიდევ ერთი პირი დააკავეს: საქმის დეტალები
150 ლარის სანაცვლოდ COVID-19 აცრის ყალბი ბარათის დამზადებისთვის თბილისში ექთანი და კიდევ ერთი პირი დააკავეს: საქმის დეტალები

თბი­ლის­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექთა­ნი და კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თაც მო­ქა­ლა­ქეს 150 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ COVID-19 აც­რის ყალ­ბი ბა­რა­თი და­უმ­ზა­დეს და ის ოფი­ცი­ა­ლურ ბა­ზა­ში რო­გორც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პირი, ისე და­ა­რე­გის­ტრი­რეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვი­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ქ. თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექთან­მა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახ­დენ­და მო­ქა­ლა­ქე­თა კო­ვიდ-ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, უკა­ნო­ნო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყოფ პირ­თან ერ­თად, მო­ქა­ლა­ქეს გა­მო­არ­თვა 150 ლარი, რის სა­ნაც­ვლო­დაც, აც­რის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რე­შე, და­ამ­ზა­და COVID-19 აც­რის ყალ­ბი ბა­რა­თი, თით­ქოს­და მო­ქა­ლა­ქე აც­რილ იქნა Pfizer-ის ვაქ­ცი­ნით.

ამავდრო­უ­ლად, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ყალ­ბი ბა­რა­თის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ქა­ლა­ქე და­ა­რე­გის­ტრი­რეს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ ბა­ზა­ში, რო­გორც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პირი.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 221-ე მუხ­ლის მე-4 და 362-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 4-დან 6 წლამ­დე ვა­დით“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

*
2

ე.ი.რეალურად რამდენი ადამიანია აცრილი,არ ვიცით. ეს ერთი შემთხვევა არ იქნება მარტო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

150 ლარის სანაცვლოდ COVID-19 აცრის ყალბი ბარათის დამზადებისთვის თბილისში ექთანი და კიდევ ერთი პირი დააკავეს: საქმის დეტალები

150 ლარის სანაცვლოდ COVID-19 აცრის ყალბი ბარათის დამზადებისთვის თბილისში ექთანი და კიდევ ერთი პირი დააკავეს: საქმის დეტალები

თბილისში სამედიცინო დაწესებულების ექთანი და კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელთაც მოქალაქეს 150 ლარის სანაცვლოდ COVID-19 აცრის ყალბი ბარათი დაუმზადეს და ის ოფიციალურ ბაზაში როგორც ვაქცინირებული პირი, ისე დაარეგისტრირეს.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდ-ვაქცინაციას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა COVID-19 აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აცრილ იქნა Pfizer-ის ვაქცინით.

ამავდროულად, ბრალდებულებმა, აღნიშნული ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.